DataLife Engine / მინერალების არსი და გამოყენება

მინერალების არსი და გამოყენება


მინერალური კრისტალები გამოიყენება მაგიაში, როგორც მფლობელის შინაგანი ენერგიის კატალიზატორი, აგრეთვე უამრავი სხვა ფუნქციით. კრისტალების პრაქტიკულ გამოყენებას წინ უძღვის რამდენიმე ეტაპი:
1. მინერალის შერჩევა;
2. მინერალის განწმენდა;
3. მინერალის გახსნა;
4. მინერალის დაპროგრამება.

მინერალის შერჩევა:
ამეთვისტო:
ეხმარება ადამიანს მედიტაციციასა და ვიზუალიზაციაში, აწყნარებს, ამშვიდებს, შთააგონებს და უქმნის უსაფრთხოების განცდას. ამაღლებს ცნობიერებას.

ამეტრინი:
ამეტრინი მოიცავს ამეთვისტოს და ციტრინის თვისებებს. იგი გვიცავს ფსიქიკური შეტევისაგან, ეხმარება ასტრალურ სივრცეში პროგნოზების უნარის განვითარებას, ხელს უწყობს სულიერი სამყაროს განვითარებას და მედიტაციას.

იოლიტი:
(იისფერი ქვა) - აძლიერებს ფსიქიკურ უნარებსა და შესაძლებლობებს. ეხმარება მათ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს სულიერ გზაზე, ხელს უწყობს სულიერ ზრდას.

ქარსი:
ამ მინერალს მთელი რიგი ჯადოსნური თვისებები აქვს. შეუძლია გააღრმაოს ხედვის უნარი ისე, რომ რეალობის ილუზიისაგან განსხვავება შეძლოთ.

ქრიზობერილი:
კატის თვალი - იწვევს ხილვებს სხვა სამყარობიდან, ხელს უწყობს ფსიქიკურ ხედვას, გეხმარებათ წინასწარმეტყველურ სიზმრებში.

კვარცი:
ამ კრისტანს ისეთი ენერგოსტრუქტურა აქვს, რომელიც თავისი ნებით შედის „დიალოგში“ ადამიანთან.

ვარდისფერი კვარცი:
კვარცის სახეობა, გასაღები მაგიური ცოდნისა, მდიდარი წყაროსი, მაგიური ენერგიის. ვისაც უკვე აქვს ცოდნა და გამოცდილება ამ კუთხით.
შებოლილი კვარცი (რაუხტოპაზი):
საიუველირო ობიექტებში ყველაზე ცნობილია, როგორც მთის ბროლი ან კვამლიანი ტოპაზი. ხელს უწყობს მედიტაციებს. ტრანსული მდგომარეობის მიღწევას. ავლენს ქვეცნობიერიდან მომდინარე ინფორმაციებს, ორგანიზმიდან გამოაქვს ნეგატიური ენერგია და დაცვით უზრუნველყოფს.

კრისტალის წმენდა
შესაძლოა, თქვენს მინერალებს შეეხო უცხო ადმიანი უარყოფით ენერგიით. ამიტომ, საჭიროა მათი წმენდა. ბევრი გზა არსებობს კრისტალების წმენდის, თუმცა, ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია, როდესაც მათ დავდებთ ცივი, გამდინარე წყლის ქვეშ რამდენიმე წუთით.
მეორე ვარიანტი წმენდის ასეთია: ჩადეთ მინერალი მარილიან ხსნარში გარკვეული დროით. საერთდ, მარილით წმენდა რეკომენდებულია, პეროიდულად მოხდეს, რათა თვიდან ავიცილოთ უარყოფითი ენერგია. აიღეთ გამჭვირვალე ჭურჭელი, ჩაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი. შემდგომ მოათავსეთ მინერალები ამ ხსნარში. (თუნდაც რამდენიმე საათი ან მთელი ღამეც კი). არ გამოიყენოთ მეტალის ან პოლიეთილენის ჭურჭელი!

მინერალის გახსნა
გარკვეული დროა საჭირო, რომ მინერალი პატრონს მიეჩვიოს. რეკომენდებულია მისი ბალიშის ქვეშ მოთავსება, რათა იგი მოექცეს მფლბელის ენერგეტიკის გავლენის ქვეშ... ამ დროს ხდება უხილავი კავშირების გაბმა მათ შორის.
თუ მფლობელმა სიზმრად ნახა რომ თავის „მინერალს ესაუბრება“ (ეს შეიძლება იყოს ცხოველის ან ადამიანის სულის სახით), შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის კავშირი დამყარდა.
გახსნის სხვა გზა ასეთია: ტარდება რიტუალი და გამოიყენება სხვადასხვა სახის მცენარე. მაგალითად: სალბი, კედარი, საკმეველი.
ყველაზე ეფექტური გზა მინერალის გახსნისა, არის მისი პირამიდაში ჩაგება. პირამიდა, შესაძლოა, გაკეთბული იყოს მინით, პოლირთილენით, მუყაოსგან და ა.შ.. მთავარია, რომ პროპორციები იყოს პირამიდის. მინერალი, პირამიდაში, უმჯობესია, მთელი ღამის განმავლობაში დატოვოთ, სასურველია აღმავალი მთვარის დროს...

მოამზადა AquaRius-მა
скачать dle 11.3
25-08-2016, 18:54
Вернуться назад