DataLife Engine / ეპოქა, როგორც სიხშირე და მისი გამოწვევები

ეპოქა, როგორც სიხშირე და მისი გამოწვევები

ეპოქა, როგორც სიხშირე და მისი გამოწვევებითავდაპირველად, კარგი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყოველივე გახლავთ კონკრეტული სიხშირის ვიბრაცია, მათ შორის, დრო და დროის კონკრეტული მონაკვეთი. ამ შემთხვევაში, ვისაუბრებთ მერწყულის ეპოქის სიხშირეზე და მის გამოწვევებზე ყოფით და სულიერ დონეზე...
ბუნებაში არსებობს თავსებადობა და ანტაგონიზმი, როგორც ქიმიაში ელემენტთა შორის. შესაბამისად, ეს უნივერსალური კანონზომიერება ვრცელდება ყოფიერების ყველა კონტექსტში, ამიტომ, ჩამოვთვლით ძრითად აქცენტებს, თუ რეებზეა კარგი ყურადღების გამახვილება და რისი გათვალისწინება მოუწევს ადამიანს მერწყულის ეპოქაში, თუ მას განვითარება და წინსვლა სურს ცხოვრების ყველა დონეზე.
მოგეხსენებათ, ბუნებაში ყოველი მკვეთრი ცვლილება ტკივილთან და ძლიერ სტრესულ განცდებთან ასოცირდება. ადამიანიც, შესაბამისად, ცვლილებებს დინჯად და ეტაპობრივად ეგუება, ამიტომ, განგება სამყაროს ევოლუციას სწორედ ამ ეტაპობრივი განვითარების პრინციპით წარმართავს. მაგალითად, ავიღოთ ცისარტყელა - მასში 7 ძირითადი ფერია და, ფერთა შორის გარდასვლა გრადაციულია და არა მკვეთრი. ასევეა ზოდიაქოთა ეპოქალური ცვლილებებიც. მერწყულის ეპოქაში გადასვლა სწორედ ამგვარი გრადაციით მიმდინარეობს. ამ კანონზომიერებით, თოთოეულ ეპოქას, განვითარების შუა წერტილში ახასიათებს კულმინაცია, რის შემდეგაც, ეპოქის ძირითადი ნიშანთვისება იწყებს აგრეთვე გრადაციულ დემარშს და გზას ნელ-ნელა შემდგომი ზოდიაქოს ეპოქას უთმობს.
ჩვენ, დღესდღეობით, ვიმყოფებით სწორედ ამ გარდამავალ პერიოდში, მერწყულის ეპოქა, თითქოს, ჯერ არ დამდგარა, თუმცა კარგა ხანია, რაც დაიწყო...
ამ პერიოდის გამოწვევები კი, პირდაპირ კავშირშია მერწყულის ხასიათთან და ფორმებთან, კერძოდ, სოციუმის ტრანსფორმაცია, ძირითადად, მიმართულია აბსოლუტური თავისუფლებისკენ, ჩარჩოებისა და კლიშეების მსხვრევისკენ, კანონების გაქრობისკენ, ოღონდ არა ქაოსისკენ, არამედ შინაგანი კოსმიური ზნეობისა და მორალის, სამყაროსეული კანონის პრიორიტეტულობის ხარჯზე. მოსალოდნელია რელიგიებისა და მმართველობითი სისტემების სრული ცვლილებაც ახალი, გაცილებით არარეპრესიული, არძალადობრივი ფორმაციებისკენ, შემოდის სრულიად ახალი მსოფლმხედველობა და, შესაბამისად, სწორედ ეს მსოფლმხედველობრივი მიმართულება იწვევს ზუსტად საზოგადოების ტრანსფორმაციას ყველა სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მოდელებიდან, დამთავრებული ელემენტარული მუსიკალური გემოვნებით. ამ ეპოქაში, საჭროა, ადამიანები დაფიქრდნენ - არსებობენ კი ისინი საერთოდ? ამ საკითხის საკუთარ თავში გადაწყვეტა ნიშნავს, რომ საზოგადოება მერწყულისთვის დამახასიათებლად უკვე იწყებს თავსმოხვეული პოზიციებისგან და ძალად შეტენილი მოდური ემოციებისგან გამოთავისუფლებას. ამ დროს, ადამიანი უნდა დააკვირდეს - რასაც ფიქრობს, ეს აზრი და იდეა საიდან მოვიდა და საითკენ მიდის და, უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მისი პირადი იდეა არაა, არამედ მან ეს აზრი სადღაც, გარკვეულ სიხშრეზე დაიჭირა და მიითვისა, შემდგომ გაავრცელა აზრი, როგორც პირადად მისი. ერთ-ერთ სტატიაში აღვწერე შეურაცხყოფისა და სნეულების ეზოთერული სტრუქტურა, ამ სტატიაში კი, შეურაცხყოფას ვაფასებთ, როგორც თავსმოხვეულ ემოციას, ადამიანმა იცის, რომ ამა და ამ სიტყვებზე და ემოციურ გამოვლინებაზე თავი შეურაცხყოფილად უნდა იგრძნოს და ის ამას თავის თავში უშვებს. მერწყულის ეპოქაში კი, ეს ძალდატანებული კლიშე-ემოციები უნდა ნაგავს გაატანოთ!..
კიდევ ერთი ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ახალ ერაში გახლავთ ქრისტეს სიტყვების ახლებური, მერწყულისებური გააზრებაა - „მიაგეთ კეისარს კეისრისა, ღმერთს კი ღმრთისა“ - კეისარმა კეისრისა ყოველივე უკვე მიიღო, რადგანაც ადამიანი ჯერჯერობით საჭიროებდა კეისარს. მერწყულის ეპოქაში კი, რადგანაც ახალი მმართველობითი სისტემების ჩამოყალიბების ტენდენციაში ვიმყოფებით, საზოგადოებას, სოციუმს, ერს, „სახელმწიფოს“ აღარ სჭრდება ერთპიროვნული, თუნდაც, უმრავლესობით მოსული პარტიული მმართველობა და, ამოსავალი წერტილი ხდება სოციუმი, კოლექტიური ცნობიერება, კოლექტიური ემოცია და კოლექტიური მმართველობითი სისტემა, რაშიც ყოველი ადამიანი თანამონაწილეობს...
როდესაც მაცხოვარს მოწაფეებმა ჰკითხეს - რაბი, შენ როცა მეორედ მოხვალ, როგორ გიცნოთო, რაბიმ უპასუხა - ვისაც საწყაო ეჭირება ხელში, მას გაჰყევითო... სწორედ მერწყულის ეპოქალური თავისებურებისა და ცნობიერების ანშლაგი გახლავთ ქრისტეს ე. წ. მეორედ მოსვლა და, სწორედ მერწყულის ერაა, როდესაც ქრისტეს ცნობიერება უკვე კოლექტიურ ცნობიერებად იღვრება...

ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3
3-09-2016, 15:33
Вернуться назад