DataLife Engine / ცოდვითდაცემის ასტროლოგიურ-ეზოთერული არსი

ცოდვითდაცემის ასტროლოგიურ-ეზოთერული არსი

ცოდვითდაცემის ასტროლოგიურ-ეზოთერული არსიცოდვითდაცემულნი, მე 8 სფერო და შავი მთვარე. ბიბლიური შეხედულებებით, ადამიანის უკვდავების დაკარგვა და სამყაროში ბოროტების წარმოქმნა დაკავშირებულია ცოდვითდაცემასთან. ადამი და ევა, რომლებმაც დაარღვიეს აკრძალვა და შეჭამეს ნაყოფი ხიდან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა, იყვნენ განდევნილნი სამოთხიდან და დაკარგეს ღვთის მსგავსება, როგორც მათმა შთამომავალმა. ცოდვით დაცემის ეზოთერიული ახსნა ცნობილი ოკულტისტების ნაშრომებში შეგვიძლია ვნახოთ. ადამიანის ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე ჩაერივნენ მთვარის ბუნების განვითარებაში ჩამორჩენილი გარკვეული სულიერი არსებები, ამგვარად, ადამიანის ასტრალურ სხეულზე მათმა ზეგავლენამ ადამიანი ღვთის ფარველობისგან გაათავისუფლა. ადამიანმა მიიღო ძალაუფლება - მართოს შემეცნების პროცესები, მაგრამ ამ ძალაუფლების წყარო გახდა ასტრალური სხეული. ასტრალურ სხეულზე მაღლა მდგომი „მე“ასტალურ სხეულზე გახდა დამოკიდებული, ამით კი, ადამიანი თავისი უმდაბლესი ბუნების ელემენტს მუდმივად მიეჯაჭვა. ანთროპოსოფიურ-როზენკრეიცერულ ტრადიციებში, ამ არსებებს უწოდებენ ლუციფერის და არიმანის სულებს. მათთან შეხებამდე ადამიანს არ გააჩნდა თავისუფალი ნება, ხოლო მისი გონიერება იყო სარკე, რომელიც ირეკლავდა სამყაროს წყობას. იმ მომენტიდან, რაც ასტრალური ელემენტი მთვარის სულების გავლენას დაექვემდებარა, ადამიანის „მე“-მ მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ ამასთანავე, შესაძლებლობა - შეცდომის და ბოროტების კეთებისა. ამათან ერთად, ადამიანს მიეცა შესაძლებლობა გაცნობიერებულად აირჩიოს სიკეთე ან ბოროტება. თავდაპირველი ჩანაფიქრით, ადამიანში უნდა ებატონა უმაღლეს მზიურ საწყისს, მაგრამ მთვარის სულების ზემოქმედებით, ადამიანის ცნობიერებაში წარმოიქმნა შიდა კონფლიქტი უმეღლეს „მე“-სა და ამ სულების ზეგავლენას შორის. ამის გამო, ადამიანის ევოლუციის თავდაპირველი გეგმა დაირღვა და ადამიანი ჩაეფლო მიწიერ მატერიაში უფრო ადრე და უფრო ღრმად, ვიდრე ეს მისთვის იყო განკუთვნილი. ადამიანის ევოლუცია - ეს პირველ რიგში, გონების ევოლუციაა. ევოლუციის გეგმის მიხედვით, ადამიანმა უნდა გაიაროს თანმიმდევრობით 7 ევოლუციური სტადია, გონების 7 საფეხური. 7 პლანეტარული პერიოდი, რომლებიც ახასიათებენ ამ შვიდ სტადიას - 7 პლანეტის სახელს: სატურნი, მზის, მთვარის, დედამიწის , იუპიტერის, ვენერის და ვულკანის. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდებს არავითარი კავშირი არ აქვთ თანამედროვე მზის სისტემის პლანეტებთან. სატურნის პერიოდში წარმოიქმნა, პირველი ფიზიკური სხეულები - მინერალები. ადამიანის გონი ღრმა ტრანსულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ეს მინერალების გონი იყო... მზის პერიოდში ფორმირდებოდა ეთერული სხეული. გონიერება იმყოფებოდა ძილის მდგომარეობაში სიზმრების გარეშე. ეს მცენარეების გონის მსგავსია, რომელსაც თანამედროვე ადამიანები განიცდიან, როგორც ატავიზმს ღამით. მთვარის პერიოდში ფორმირდებოდა ასტრალური სხეული. ამ დროს გონიერება იმყოფებოდა ძილის მდგომარეობაში სიზმრებთან ერთად. ეს ესადაგება ცხოველების გონს... დედამიწის პერიოდში ვითარდება „მე“. წარმოიქმნება ფიზიკური სხეული. გონიერება ხდება საღი, ფხიზელი. ეს ადამიანის გონია, იუპიტერის პერიოდი, რომელიც მანას ესადაგება. ამ დროს, ადამიანი ბრუნდება მთვარის პერიოდის ასტრალურ გონში, მაგრამ ამასთანავე, ის შეინარჩუნებს საღ მიწიერ გონს. როდესაც დადგება იუპიტერის პერიოდი, ახლანდელი მიწიერი სხეული გახდება მისი მთვარე. ვენერას პერიოდი ესადაგება ბუდხას, როესაც ადამიანთან დაბრუნდება მზიური გონი, მაგრამ ამასთანავე, შენარჩუნდება ასტრალური და დღიური ფხიზელი გონი. ვულკანის პერიოდი ესადაგება ატმას. ადამიანის გონება ბრუნდება სატურნის პერიოდში, თან ამასთანავე, ის შეინარჩუნებს მზიურ , მთვარისეულ და მიწიერ გონს...

თორნიკე ბიძინაშვილი
скачать dle 11.3
15-09-2016, 20:57
Вернуться назад