DataLife Engine / ასტროლოგია

ასტროლოგია

ასტროლოგიაძვირფასო მეგობრებო, ჰოროსკოპის შექმნა ეს მარტო მხურვალე ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება კი არა, არამედ საკუთარ შინაგან სამყაროში შესვლა და შეგნების დონეზე გაცნობიერებაა. ყოველი ადამიანი აუცილებლად უნდა ერკვეოდეს საკუთარი ცხოვრების საბედისწერო შინაარსზე, ინფორმაციას, თუ როგორი პროგრამა გააჩნია საკუთარი თავის სრულყოფილებაში მოსაყვანად, ან პირიქით.
ნატალურ ჰოროსკოპში მოცემულია ადამიანის ერთი სიცოცხლის მთლიანი მისტერიული შინაარსი, წარსულთან აწმყოსა და მომავალთან. მასში ჩვენ შეგნების დონეზე გავაცნობიერებთ ამ სამყაროში მოვლენის ყველა პრობლემას, რომელიც თითოეულ ადამიანს საიდუმლო მდგომარეობაში გააჩნია.
ყველას ესაჭიროება საკუთარი ხასიათის, ტემპერამენტის და სულიერი განვითარების შინაგანი შინაარსის ცოდნა. ამით ჩვენ ამ ცხოვრებას ზერელედ არ მოვებყრობით. არ გვექნება ყოველ ნაბიჯზე მწარე და რთულად გამოსასწორებელი პრობლემების დაშვება. გვეცოდინება საკუთარი თავის ინდივიდუალური შესაძლებლობები, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა.
ნატალურ ჰოროსკოპში ამოვიცნობთ ჩვენს საკუთარ ბუნებას და მიდრეკილებებს, მემკვიდრეულ მონაცემებს, წარსულიდან გადმოცემულს. ქალებს ექნებათ დახვეწილი თავის ინსტიქტური გრძნობითი რეფლექსები და მამაკაცებს ინდივიდუალური შესაძლებლობები. გავიგებთ მოსალოდნელ ხიფათს, ანუ საიდან მოდის საბედისწერო დარტყმები და თუ რის გამო, რას უნდა ვერიდოთ და რა ღონისძიებები განვახორციელოთ, ჩვენი საკუთარი ცხოვრების ვალდებულებების შესასრულებლად.
სულ უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში ხალხის მასებს ასტროლოგიის და სახელმწიფოს ბედისწერის მიმართ, რომ ქონდეთ ელემენტალური წარმოდგენა, არ მოხდებოდა ის სავალალო დაუკვირვებელი დრამატული მოქმედებები, რაც იყო ამ უახლოეს პერიოდში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 4-ივლისის მძიმე მოქმედების გაუთვალისწინებელი შედეგები, რამაც გამოიწვია რამოდენიმე ათეული ადამიანის დაშავება(ინტოქსიკაცია) და ამოვლენის და არამარტო ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა ძალიან მარტივად.
ასტროლოგია ეს არის რადარი, რომელიც გვიკვალავს გზას, რითიც შეგვიძლია ავრიდოთ თავი უსიამოვნო მოვლენებს.

ჯონდო ტუხაშვილი
скачать dle 11.3
20-09-2016, 14:30
Вернуться назад