DataLife Engine / დემონები და მათი გავლენა ადამიანებზე

დემონები და მათი გავლენა ადამიანებზე

დემონები და მათი გავლენა ადამიანებზედემონები (მომდინარეობს ბერძნული δαίμων - დაიმონიდან - სული, ღვთაება) - ეს არის არაამქვეყნიური წარმომავლობის არსებების კრებითი სახელი, რომელთაც, რელიგიური წარმოდგენებით, ღმერთებთან შედარებით დაბალი საფეხური უკავიათ. ეზოთერული ლიტერატურის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ესენი არიან ასტრალის დაბალი შრეების ბინადარნი, რომელთაც არ გააჩნიათ ფიზიკური, თუმცა ძლიერი ენერგეტიკული სხეული აქვთ, რისი საშუალებითაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ ადამიანებზე, მათ ცხოვრებასა და გარკვეულწილად, დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზეც. არსებობს მრავალი სახის დემონი: ცეცხლის, წყლის, ასევე ტყის სულები. ეს უკანასკნელნი შეგვიძლია ჩავთვალოთ უწყინარ, თუმცა მაინც დემონებად. მათი ურთიერთქმედება ადამიანებთან მხოლოდ ონავრობით და მათი შეშინებით შემოიფარგლება.
არსებობს დემონთა მაღალი იერარქიული კატეგორიაც, რომელიც აქტიურად ცდილობს ჩვენს სამყაროში შემოღწევას და მისთვის სასურველი რეალობის შექმნას. გარკვეული სახის დემონთათვის ადამიანის ფსიქო-ემოციური ენერგია საკვებს წარმოადგენს, რასაც იღებენ მაშინ, როდესაც ის გამოყოფს დიდი რაოდენობით ნეგატიურ ენერგიას - ჩხუბობს, ყვირის, ბრაზობს, გამოხატავს აგრესიას. ამ დროს სამყაროში წარმოიქმნება ძლიერი ნეგატიური ვიბრაციები, რასაც ისინი მაშინვე გრძნობენ, ჩნდებიან შემთხვევის ადგილას და ცდილობენ კონფლიქტი რაც შეიძლება მეტად გააღვივონ, რათა ამით იკვებონ. რაც ყველაზე ცუდია, ისინი ცდილობენ კონფლიქტური, აგრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი სამუდამოდ თავის გავლენის ქვეშ მოაქციონ და სურვილისამებრ მართონ.
კონტაქტი დემონებთან
საინტერესო შემთხვევას აღწერს პარანორმალური მოვლენების რუსი მკვლევარი დიმიტრი ევსტაფიევი, რომელიც გვიამბობს ერთი კონკრეტული შემთხვევის შესახებ: რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრები ქალი ბავშვობიდან ხედავდა გაურკვეველ არსებებს, რასაც არ მალავდა. შეშფოთებულ მშობლებს ფსიქიატრებთან დაჰყავდათ და საბოლოოდ, მან საკუთარ თავსაც დააჯერა, რომ ჰალუცინაციები სჭირდა და შეეგუა იმას, რომ სულიერად იყო ავად. შემდეგ მის ცხოვრებაში გამოჩნდა დიმიტრი, რომელსაც ჰქონდა შეხება მსგავს ფენომენთან და სწორედ მისგან გაიგო, რომ ეს არ იყო ფსიქიკური დაავადება და მისი წყალობით შეძლო ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. ამის შემდეგ, ქალმა დაკვირვება დაიწყო. ის ხედავდა ქუჩაში მოსიარულე ლანდისმაგვარ არსებებს, რომლებიც ადამიანებს დაჰყვებოდნენ, ხელს ადებდნენ და თუ სადმე კონფლიქტური სიტუაცია იყო, მაშინვე იქ ჯგუფებად ჩნდებოდნენ. შემდეგ, დაკვირვებიდან ქმედებებზე გადავიდა. როდესაც შეატყო, რომ ისინი ხალხის სასიკეთოდ არ მოქმედებდნენ, ეუბნებოდა მათ: „გიბრძანებ, თავი დაანებე ამ ადამიანს!“და ისინიც უჯერებდნენ. ასე გრძელდებოდა გარკვეული პერიოდი, სანამ ეს ყველაფერი ტრაგიკულად არ დასრულდა. როდესაც ერთ-ერთ არსებას იგივე უბრძანა, მან მშვიდად ჰკითხა: „შენ მე მხედავ? რომელი თვალით მხედავ?“ - „კი, გხედავ, ორივე თვალით და გიბრძანებ თავი დაანებო ამ ადამიანს!“. მას აღარაფერი უპასუხია და მორჩილად გაეცალა იქაურობას. ამ შემთხვევის შესახებ მაშინვე დიმიტრის უამბო, რადგან პირველად მოხდა, როდესაც დემონი მასთან კონტაქტში შევიდა. რამდენიმე დღის შემდეგ ქალი დაიკარგა და როცა იპოვეს, იყო უგონო მდგომარეობაში, გონზე მოსვლის შემდეგ მხედველობა მთლიანად დაკარგული ჰქონდა, რაც აღარ აღუდგა. ამის შემდეგ მას დიდ ხანს აღარ უცოცხლია და მალევე გარდაიცვალა. დიმიტრის მოსაზრებით, ეს იყო ძლიერი დემონი, რომელმაც ადამიანს აქტიურად შეუტია და ადვილად დაამარცხა. მით უმეტეს, მის სხვერპლს თავის დაცვაზე არც უზრუნია.
საინტერესოა, რომ მედიუმები გრძნობენ, ხედავენ არსებებს ისეთ ადგილებშიც, სადაც შეიძლება კონფლიქტი არც ხდებოდეს, მაგრამ იყოს დაბალვიბრაციული ემოციების, ვნებების, აქტიური მოძრაობის არეალი. ეს ადგილებია: ბორდელები, კაზინოები, ადგილები, სადაც დიდი რაოდენობით ღებულობენ ალკოჰოლს და ა.შ.
დემონების გავლენა ადამიანებზე
ყველა შემთხვევაში, დემონებს ჩვენზე ძალა არ აქვთ მანამ, სანამ თავისუფალი ნება გვაქვს ძლიერი. ნება მაშინ სუსტდება, როცა ადამიანი თავის თავზე კარგავს კონტროლს. ხშირად, ეს ხდება სიმთვრალის დროს. იგივე მედიუმების დაკვირვებით, როდესაც ადამიანი კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს (ეს არის ფსიქიკის, ე.წ. „სამშვინველის“ დონე), ეხსნებათ გზა აღნიშნულ დაბალვიბრაციულ არსებებს. ისინი თავისუფლად შემოდიან ადამიანის ენერგეტიკულ სხეულებში, შესაბამისად, ადამიანის ფიზიკურ სხეულშიც და აღწევენ თავის მიზნებს. ეს მათთვის საოცნებო მონაპოვარია - ფიზიკური სხეულით ტკბობა მისი ყველაზე ნეგატიური გამოვლინებებით. სწორედ ასეთ მდგომარეობაში ხდება საშინელი დანაშაულებები - უმოტივაციო თავდასხმები, სადისტური მკვლელობები, გაუპატიურებები... გამოფხიზლებულ ადამიანს აღარაფერი ახსოვს და ვერ იჯერებს, რომ ასეთი რამ მან ჩაიდინა. იგივე ფიქსირდება, როდესაც ადამიანი მძიმე ნარკოტიკების გავლენაში იმყოფება, მაგალითად, ჰეროინის თრობის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ადამიანს იმის შიშიც აქვს, რომ ძილის, ასტრალური პრაქტიკის, ან მედიტაციის დროს მის სხეულს შეიძლება რაღაც არსება დაეუფლოს. თუმცა, ასეთი შიშები უსაფუძვლოა და მსგავსი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ მდგომარეობებში ადამიანს ბუნებრივი ენერგეტიკული დაცვა გააჩნია.
დაცვა
არსებობს, მოსაზრება, რომ ლოცვა, ფსალმუნების კითხვა, ჯვრის, სხვადასხვა მაგიური სიმბოლოების ტარება თუ სხვა რამ, არის დემონებისგან დაცვის ეფექტური საშუალება, მაგრამ ეს ყველაფერი არის მხოლოდ ატრიბუტები და სხვა არაფერი. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, დემონებს ჩვენზე ძალა არ აქვთ, სანამ ძლიერი თავისუფალი ნება, სულის სიმტკიცე და სიძლიერე გაგვაჩნია. ეს არის მათთვის ძლიერი წინაღობა, რის დაძლევასაც მხოლოდ ისევ ჩვენი ნებით თუ შეძლებენ.

old_man
GeoAstro
скачать dle 11.3
22-09-2016, 16:00
Вернуться назад