ნება-სურვილის მნიშვნელობაზე შოთა რუსთაველის უნიკალური ტრანსცენდენტალური პოემაც საუბრობს მე-2 სტროფში:
„...მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა“
თუ ღრმად დავაკვირდებით, აქ საუბარი ზუსტად სულიერი განვითარების ძირითად აღმძრავ მუხტზე - სურვილზეა ყურადღება გამახვილებული, რადგანაც ადეპტს უმაღლესისგან მხოლოდ სურვილი ესაჭიროება, რათა მიზანს მიაღწიოს... რაც შეეხება მიჯნურობას, თავად განსაჯეთ, თუ რა შინაარსს ატარებს ეს სიტყვა - „მიჯნა“. მიჯნა - ხორციელსა და სულიერს შორის, ზღვარი, რომელიც გადასალახია, რათა ის მიჯნის მიღმა არსებულს მიწვდეს და შეერთდეს მასთან... ამ დროს, ცოდვათა შესუბუქება ნიშნავს ზუსტად კათარზისს, დალექილი ნეგატიური ენერგოინფორმაციული ნაგვისგან განწმენდას ქვეცნობიერ და ცნობიერ დონეებზე, რომელშიც აუცილებლად მონაწილეობს არაცნობიერი, ანუ ზე ცნობიერი, რომელი არაცნობიერიც, თავის მხრივ, მამაღმერთთან კონტაქტს ნიშნავს...
დიახ, მეგობრებო, სულიერი განვითარების გზაზე დადგომის მსურველთა ძირითადი სიმდიდრე, სწორედ მიჯნის მიღმიერისადმი ლტოლვაა, რომელიც ნება-სურვილშია გამოხატული, ხოლო განვითარების გზაზე თუ რამდენად ეყოფა ეს მუხტი ადეპტს, ეს მისი გადასაწყვეტია, შესაძლოა, მას დამატებითი სიმძლავრის ნება და სურვილიც დასჭირდეს, რათა სიკვდიმდე მიჰყვეს განვითარების ეს ენერგია.
ასე რომ, თუ ვინმეს მიზნად აქვს ამ რთულ და ვიწრო ბილიკზე სიარული და დანიშნულების ადგილამდე მისვლა, რასაც განღმრთობა, ცნობიერების ტრანსმუტაცია ჰქვია, ყველას მოუწევს, საკუთარ თავში დააკვირდეს, თუ რამდენად სურს ეს და, თუ ამის ნება სუსტია, უმჯობესია, უმაღლესისგან ამ საქმეში სწორედ ნებისა და სურვილის სიძლიერე და ხანგრძლივობა ითხოვოს, ხოლო ვინც ითხოვს, იმას ყოველთვის ეძლევა კიდეც...
გისურვებთ წარმატებებს...
კეთილი სურვილებით -
ლაშა ჩხენკელი
ლაშა ჩხენკელი