DataLife Engine / ფიზიოგნომიკა - სახის ფორმა (ნაწილი I)

ფიზიოგნომიკა - სახის ფორმა (ნაწილი I)

ფიზიოგნომიკა - სახის ფორმა (ნაწილი I)სახის ფიზიოგნომიკა ეფუძნება ამ მიმართულებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, სახის ხუთ თვისობრივ მახასიათებელს, რომელიც სახეზე ინფორმაციის კითხვის ფუძედ და მიმდინარეობად ითვლება. სახეზე კითხვა შეიძლება განვახორციელოთ რამოდენმე მეთოდით: საუბრისას გვერდიდან დაკვირვებით და თვით საუბრის პროცესში. მეორე მეთოდი უკეთესია. ორივე შემთხვევაში, თავდაპირველად, განისაზღვრება სახის ფორმა: ანსხვავებენ წაგრძელებულ, სამკუთხა, ტრაპეციულ და მრგვალ სახის ფორმებს.

წაგრძელებული ფორმა - იგივე მართკუთხედი. სახის სიგანე დაახლოვებით იგივეა, რაც ნიკაპის. ესაა ეგრეთწოდებული არისტოკრატული ტიპაჟი. წაგრძელებულობა მიუთითებს ინტელექტზე, მგრძნობელობაზე, გაწონასწორებულობაზე. ხშირად ასეთი სახის ფორმის ადამიანი ანგარიშიანი და გონიერია. ამბობენ, რომ ასეთი ადამიანები დაჯილდოვებულნი არიან ორგანიზატორული ნიჭით და გამოირჩევიან მიზანსწრაფულობით.

სამკუთხა სახე - ხასიათდება მაღალი და ფართე შუბლით, გამოკვეთილი ყვრიმალებით, პატარა ძვლოვანი ცხვირით, ღრმად ჩამჯდარი თვალებით, პატარა ზომის და ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპით. ამ ტიპის სახეზე, ყვრიმალებსა და ნიკაპს შორის ცოტა ხორცია. ითვლება, რომ ასეთი სახის ადამიანი დაჯილდოვებულია მაღალი მგრძნობელობით. სამკუთხა სახე აღიქმება, როგორც დიდი ნიჭიერების მახასიათებელი. ამავდროულად, სამკუთხა სახის ადამიანებში ფიზიოგნომისტები აღნიშნავენ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ეშმაკობა და შეუგუებლობა. ასეთი ადამიანები არ არინ მიდრეკილნი მიჩვევისკენ და ერთგულებისკენ. ამბობენ, რომ ჯაშუშებსა და მოღალატეებს შორის ყველაზე მეტია სამკუთხა სახის ადამიანი.

ტრაპეციული ფორმის სახეს - ბევრი საერთო აქვს სამკუთხა სახესთან. ამ სახისთვის დამახასიათებელია ფართე შუბლი და ოდნავ ვიწრო (მაგრამ არა წაწვეტებული) ნიკაპი. ითვლება, რომ ასეთი სახის ფორმის ადამიანი არის ინტელიგენტი, მგრძნობიარე, არტისტული, ამავდროულად მას საეთოდ არ აქვს მებრძოლი სული. ქალბატონები მკვეთრად გამოხატული ტრაპეციული სახის ფორმით, გამოირჩევიან ოპტიმიზმით. ისინი ცხოვრობენ ბედნიერად ქმნიან რა სასიამოვნო ატმოსფეროს გარშემომყოფთათვის.

ოთხკუთხედი ფორმის სახე - ჩვეულებრივ ეკუთვნის მკაცრ, მამაკაცურ, ხშირად უგულო ტიპაჟს. ითვლება, რომ ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ცუდად აზროვნებენ, ხშირად არიან უხეშები, ჯიუტები. მათი ხასიათის უფრო გამოხატული თვისებაა გამბედაობა. ურთიერთობაში ისინი არიან სწორხაზოვანნი და გულახდილნი. ოთხკუთხედი სახის ფორმის ადამიანებს აქვთ წარმატების მიღწევის დაუოკებელი სურვილი. მათგან ყალიბდებიან კარგი შემსრულებლები, თუმცა თვითონ ისინი ჯიუტად მიიწავენ ლიდერობისკენ. ასეთი სახის ფორმის ქალბატონები გამოირჩევიან დომინირებისკენ სწრაფვით.

სახის მრგვალი ფორმა - ასოცირდება კეთილგანწყობასთან, ხასიათის სირბილესთან, სამყაროს სიყვარულთან. ხშირად, მრგვალსახიანი ადამიანები გურმანები არიან. უყვართ კომფორტი, კარგი კამპანია და არ მიისწრაფვიან დიდებისკენ, თუმცა, მათთვის არც ამბიციაა უცხო ხილი. თუ მრგვალსახიან ადამიანს აქვს ცხვირის მაღალი ხიდი, მკვეთრი ყვრიმალები და ამას დამატებული - ცეცხლოვანი თვალები, მას თვლიან მიზანსწრაფულად. ასეთი ადამიანები ხდებიან შესაშური ლიდერები და მეთაურები.

GeoAstro


გაგრძელება

скачать dle 11.3
3-10-2016, 19:28
Вернуться назад