DataLife Engine / ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი II)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი II)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი II)ზოდიაქოს ნიშნები
მოდით, ერთხელ და სამუდამოდ განვიხილოთ ერთი აბსურდი, რომელსაც „ქადაგებენ“ ასტროლოგიის კრიტიკოსები. მტკიცდება, რომ ძველ დროს ეკლიპტიკის სიბრტყე გადიოდა 12 ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს (ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები), ჩვენ დროს კი, პრეცესიის გამო, ეკლიპტიკის სიბტყე გაივლის კიდევ ერთ თანავარსკვლავედს - გველისმჭერს, და კიდევ, ნიშნებმა ძალიან შეიცვალეს ადგილი თანავარსკვლავედებთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, მთელი სისტემა, რომლითაც ასტროლოგია ხელმძღვანელობს, სულ მცირე, მოძველდა (მაქსიმუმ კი - უბრალოდ, „ზღაპარი და მითოლოგიაა სამყაროზე“). ამასთან დაკავშირებით, ასტროლოგიური მეცნიერება ამბობს შემდეგს: ზოდიაქოს ნიშნები და ზოდიაქალური თანავარსკვლავედი - აბსოლუტურად განსხვავებული ობიექტებია. ზოდიაქოს ნიშანი - ეს არის სივრცის ის ზონა, რომელიც იქმნება ეკლიპტიკის 12 ნაწილად დაყოფის შედეგად (თითოეული30°-ია), ამასთან, დასაწყისისთვის, იღება გაზაფხულის ბუნიობის წერტილი - მისი მდებარეობა მოცემული დროისთვის. ზოდიაქალური თანავარსკვლავედიდან, ნიშნები მხოლოდ თავის სახელს იღებენ. ეს ტრადიციული მომენტია - ოდესღაც ნიშნები და თანავარსკვლავედები ემთხვეოდნენ და, აი ამ დროს იყო ნიშნები დასახელებული. შემდეგ ნიშნები და თანავარსკვლავედები დროსთან ერთად „გაიყარნენ“, მაგრამ ასტროლოგია ყოველთვის ოპერირებდა ნიშნებით როგორც სივრცის ზონებად, ასეთი მიდგომით სისტემა მუშაობს ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლიპტიკის ნებისმიერი პოზიციით და ნიშნებისა ნებისმიერი პოზიციით თანავარსკვლავედთან მიმართებას.
ნიშნების გადანაცვლება თანავარსკვლავედებთან მიმართებაში განსაზღვრავენ ასტროლოგიურ ეპოქებს 2160 წელს (საშუალოდ). მოცემულ მომენტში, გაზაფხულის ბუნიობის წერტილი (ვერძის ნიშნის დასაწყისი) თევზების თანავარსკვლავედიდან გადადის მერწყულის თანავარსკვლავედში, ამის მიხედვით, რწმენის ეპოქა (თევზები) კოსმოსური ცოდნის ეპოქაში (მერწყული).
რატომ არის სახელდობრ 12 ნიშანი? ეს ფილოსოფიური კითხვაა, იმედი გვაქვს, რომ მას თავს გაართმევთ ასტროლოგიური გამოცდილების გზით, მაშინ დარწმუნდებით, რომ 11 - ეს ცოტაა, 13-კი - ბევრი. და მერე კიდევ, ქრისტეს 12 მოწაფე, მრგვალი მაგიდის 12 რაინდი, 12 თვე წელიწადში და ა.შ...
ზოდიაქოს წრის ცენტრში იმყოფება დედამიწა. მასზე მომავალი ენერგია სხვა და სხვა ზოდიაქოს ნიშნიდან განსხვავდება ხარისხით, რომელიც განსაზღვრავს მათ თავისებურებებს. თითოეული 12 ნიშანი მიეკუთვნება 4 სტიქიას.
ნიშანი - ეს არის ტერიტორია - განსაზღვრული თავისებურებებით, რომელზეც შეუძლიათ იმოძრაონ პლანეტებმა.
მზე შედის ნიშანში:

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი II)





















სტიქიები. სტიქიების თავისებურებანი
ძველ დროს თვლიდნენ, რომ მსოფლიო შედგებოდა 4 ელემენტისგან - ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი. შეიძლება მოვიყვანოთ ანალოგია ნივთიერებების ოთხ მდგომარეობასთან თანამედროვე ფიზიკაში: მიწა - მყარი, წყალი - სითხე, ჰაერი - აირადი ნივთიერება, ცეცხლი - პლაზმური (იონიზირებული აირი). პირველადი ელემენტები იყოფდნენ შემდეგ თვისებებს:
ცეცხლი - თბილი და მშრალი
ჰაერი - თბილი და ტენიანი
მიწა - ცივი და მშრალი
წყალი - ცივი და ტენიანი
ამ სტიქიების შესაბამისად დაალაგეს ზოდიაქოს ნიშნები. ვერძი - ცეცხლი, კურო - მიწა, ტყუპები - ჰაერი, კირჩხიბი - წყალი და ა. შ. ზოდიაქოში შეიქმნა ოთხი ტოლგვერდა სამკუთხედი, მათ ასეც ეძახიან - ცეცხლის ტრიგონი, მიწის ტრიგონი, ჰაერის ტრიგონი, წყალის ტრიგონი. ასე რომ,
ცეცხლოვანი ნიშნები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი;
მიწის ნიშნები: კურო, ქალწული, თხისრქა;
ჰაერის ნიშნები: ტყუპები, სასწორი, მერწყული;
წყლის ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი, თევზები.
თუ ადამიანის ჰოროსკოპში რამენაერად გამოკვეთილია რომელიმე ერთი სტიქიის ნიშნები, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ცეცხლოვანი ადამიანი, ან ჰაეროვანი ადამიანი.
როგორ გავიგოთ, რომელი სტიქია დომინირებს? უბრალოდ. უნდა გავიგოთ რომელ ნიშნებში მდებარეობენ პლანეტები (ამის გამოთვლა ცოტა მოგვიანებით), შემდეგ უნდა მივანიჭოთ ქულები იმის მიხედვით, რომელი პლანეტები რა სტიქიის ნიშნებში არიან. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა პლანეტას აქვს თავის „წონის კოეფიციენტი“:
მზე და მთვარე - 2 ქულა,
მერკური, ვენერა, მარსი - 1,5 ქულა,
ქირონი - 0,8 ქულა,
შავი მთვარე, მთვარის კვანძები - 0,5 ქულა,
დანარჩენი პლანეტები - 1 ქულა.
განვიხილოთ მაგალითი. ვთქვათ, რომელიმე ადამიანის დაბადების დროს პლანეტები ნიშნებში ასე იყო განლაგებული: მზე - მერწყული, მთვარე - კურო, მერკური - მერწყული, ვენერა - მერწყული, მარსი - ვერძი, იუპიტერი - კირჩხიბი, სატურნი - ტყუპები, ურანი - მერწყული, ნეპტუნი - მერწყული, პლუტონი - მშვილდოსანი, მთვარის კვანძები (ისინი ორია - ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს) - ტყუპები და მშვილდოსანი, შავი მთვარე - თევზები, ქირონი - თხის რქა. ვითვლით.
ცეცხლი: მარსი - ვერძი + 1,5; პლუტონი - მშვილდოსანი + 1; კვანძი - მშვილდოსანი + 0,5; შედეგი - 3 ქულა.
მიწა: მთვარე - კურო + 2; ქირონი - თხის რქა + 0,5; შედეგი - 2,5 ქულა.
ჰაერი: მზე - მერწყული + 2; მერკური-მერწყული + 1,5; ვენერა-მერწყული + 1,5; სატურნი-ტყუპები + 1; ურანი - მერწყული + 1; ნეპტუნი - მერწყული + 1; კვანძი - ტყუპები + 0,5; შედეგი - 8,5 ქულა.
წყალი: იუპიტერი - კირჩხიბი + 1; შავი მთვარე - თევზები + 0,5; შედეგი - 1,5 ქულა.
ჰაეროვანი ადამიანია - მსუბუქი და მოძრავი. ძალიან უყვარს საუბარი, ინფორმაციის გაცვლა, ინფორმაციას ჰაერში იჭერს. დიდი ხნით არ ბრაზდება, მალე გადასდის. თვითონ აგრესიული არაა, მაგრამ ხანდხან სწრაფი და მწარე ენა აქვს. ხშირად ინტელექტუალური ინტერესები აქვს. აი, ფიზიკური ძალა და ენერგია ხანდახან არ ყოფნის, მალე იღლება. ხშირ შემთხვევაში, არასტაბილურია, არც ისე ზუსტი და დისციპლინირებული.
დავუშვათ, რომ რომელიმე ადამიანი ფლობს ცეცხლის სტიქიას. როგორი იქნება ის, ცეცხლოვანი ადამიანი? ის, როგორც ცეცხლი - ექსპანსიური და იმპულსურია, სავსეა ენერგიით, მოძრავი, ხშირად აგრესიული (ცეცხლი წვავს!). მათთან ლაპარაკი ყოველთვის არაა კომფორტული, მაგრამ ვერც მოიწყენ. ის შეიძლება თავისდაუნებურად გაბრაზდეს, მაგრამ არ იტოვებს ძირითადად. ის ყოველთვის წინ არის, არ უყვარს ადგილზე ჯდომა. ყველაფერს ჩქარა აკეთებენ. როგორც წესი, უყვართ სპორტი. უყვართ - ასწავლონ და ბრძანებები გასცენ, იყვნენ ლიდერები.
მისი საპირისპირო ადამიანი მიწის სტიქიით - ნელი, ფუნდამენტალური, მუდმივი. ძალიან პრაქტიკული, მიზანმიმათულია კონკრეტულ შედეგზე, შრომისმოყვარე. ამის მიუხედავად, ხანდახან ნელი გადახრები აქვს ხოლმე. მიწის ადამიანი საიმდოა, ამასთან ცოტა ცივი და მშრალი.
წყლის ადამიანი - მას უცებ ვერ გაუგებ, არ დაგანახებს მას რა უდევს სულში. ხანდახან ჩაკეტილია საკუთარ თავში, როგორც კოსმოსში იკვრება წყალი ბურთად. ემოციურია, მაგრამ ემოციებს შიგნით იკავებს. მგრძნობიარეა, შეუძლიათ თანაგრძნობა, ხშირად განცდებით ცხოვრობს. გარედან ელასტიურია, შინაგანად უფრო მუდმივი. ფლობს კარგ ინტუიციას. ხშირად მუშაობს განწყობის მიხედვით, და როდესაც განწყობა აქვს არ ჩამოუვარდება ცეცხლის და მიწის პპროდუქტიულობას.
ცეცხლი - ლიდერობა და ძალა, ენერგია, გაბედულობა, გახსნილობა, პირდაპირობა, უხეშობა, ფიზიკური აქტიურობა, ენთუზიაზმი, იმპულსურობა, მებრძოლობა, აგრესიულობა, მბრძანებლობა, მმართველობა, დამორჩილება, დაპყრობა, დემონსტრაციულობა, თავხედურობა, პატივმოყვარეობა.
ჰაერი - გონება, ურთიერთობა, კომუნიკაცია, შინაგანი აქტიურობა და გარეგანი პასიურობა, გაფართოება ურთიერთქმედების გარეშე, სიმსუბუქე, დახვეწილობა, დამკვირვებლობა, აღქმა, სივრცის დაპყრობა, შთამბეჭდავურობა, მიდრეკილება შესრულებისკენ, მოუსვენრობისკენ, ნერვოზულობისკენ, შფოთვისკენ, მაგრამ მალე დამშვიდებისკენ, გონივრული წარმოდგენა, გულწრფელობა, გახსნილობა, ყურადღება, ზედაპირულობა და დილეტანტიზმი, არამუდმივობა, ცვალებადობა.
მიწა - მიზანი, სტაბილურობა, პრაქტიკულობა, ეგო, შინაგანი და გარეგანი პასიურობა, ურთიერთქმედების და გაფართოების უქონლობა, ფუნდამენტალურობა, ხერხემალი, სიმყარე, გამძლეობა, შეუპოვრობა, შრომისმოყვარეობა, რაციონალურობა, ემოციური სტაბილურობა, მიდრეკილება ანალიზისკენ, მშრალი ლოგიკა, მიდრეკილება შესრულებისკენ, კეთილსინდისიერებისკენ, სიმშრალე, სიხისტე, სიცივე, გულგრილობა, გაუმაძღრობა (ამ სიტყვის ფართო გაგებით).
წყალი - შინაგანი სამყარო, გრძნობა, ინტუიცია, შინაგანი პასიურობა და გარეგანი აქტიურობა, ურთიერთქმედება გაფართოების და ექსპანსიის გარეშე, ემოცია, „სული“, ფსიქიკა, განწყობა, მდგომარეობა, შემსრულებლობა, პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, გულმოდგინება, მესაკუთრეობა, დაფარული აზრები, გრძნობების აქტიური გამოვლინება, მზრუნველობა, ყურადღებიანობა, დამშვიდების შესაძლებლობა, დედობა, წარმოსახვა, ფსიქიკა, ფსიქოსომატიკა, ისტერიკა, რომანტიზმი, იდეალიზმი, სუბიექტივიზმი.
დომინანტი სტიქიის გამოკვეთით, ასევე სტიქიის, რომელიც ძლიერად არის გამოკვეთილი ან საერთოდ არ არის, თქვენ უკვე შეგიძლიათ ბევრი რამის თქმა ადამიანზე. მისი ხასიათის ძირითადი თვისებები, ტემპერამენტი, რა იქნება მისთვის უკეთესი რომ დაკავდეს და რისთვის არ უნდა დახარჯოს ტყუილად დრო.
მაგალითად, ცეცხლოვანი ადამიანი მიწის სტიქიის არ ქონით დიდი ხანი იჯდება საკანცელარიო მაგიდასთან? ნაკლებად სავარაუდოა. ადამიანს კი, რომელსაც ძირითადად წყალი და მიწა აქვს, სიამოვნებით დაიჭერს დამნაშავეებს ან გადმოხტება პარაშუტით? საერთოდაც არა და მართალიც იქნება...
ერთი სტიქიის ადამიანები ყოველთვის უკეთ უგებენ ერთმანეთს, რადგან ერთი ტემპერამენტი და ერთი ფასეულობათა სისტემა აქვთ. ასევე მეტ-ნაკლებად ეწყობიან ცეცხლი და ჰაერი, მიწა და წყალი. ცეცხლმა შეიძლება ხანდახან გააღიზიანოს მიწა და წყალი, თავისი მიწოლით და აგრესიულობით.
და თუ გამოხატულია ორი სტიქია?
ცეცხლი და ჰაერი - ეს არის აქტიური, კაცური სტიქიები, ისინი გამოხატავენ ჩინურ პრინციპს იან. ისინი არიან ინიციატივის და ენერგიის წყაროები. დამოუკიდებლობა. ისინი თხელები, მსუბუქები და შინაგანად აქტიურები არიან. არ შუძლიათ იმის დამალვა, რასაც ფიქრობენ.
მიწა და წყალი - პასიური, ქალური სტიქიები. ჩინური პრინციპი ინ. ისინი იღებენ ინიციატივას და მას ან მხარს უჭერენ ან ეწინააღმდეგებიან. პრინციპი - პასიურობა, აღქმა და დაცვა. უფრო შრომისმოყვარე, დამოკიდებულია სხვის აზრზე, არ ფართოვდებიან. თავშეკავებული, იდუმალი (სინამდვილეში, წყალი არ არის გრძნობების და ემოციების დამალვისკენ მიდრეკილი), ფრთხილი, ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
თუ კოსმოგრამაში ჭარბობს ცეცხლი და ჰაერი, ეს იანური, აქტიური, ცოცხალი, ინიციატორი ადამიანია. ის თვითონ იწყებს საქმეს, ყველაფერი გამოდის მისგან. ამავდროულად, სუფთა ცეცხლისგან განსხვავებით, მას აქვს უფრო სიმსუბუქე, პრინციპი „ძალა არის, გონება აღარ უნდა“ უკვე აღარ განიხილება. სუფთა ჰაერისგან განხვავებით კი, მას უფრო მეტი ენერგია აქვს, შემართულია, მიმწოლია. კარგი მდგომარეობაა ისეთი საქმეში წარმატებისთვის, რომელსაც ჭირდება აქტიური მიდგომა, მაგალითად, პოლიტიკა, ეკონომიკა, ბიზნესი. უკმარისობა სიმტკიცის, სისტემურობის, მგრძნობელობის, სიღრმისეულობისა.
ცეცხლი + მიწა. ეს არის ე. წ. „ასფალტის კატოკი“. ადამიანი ძალიან მძიმე, მიმწოლია, თავის საქმის მცოდნე. მმართველი, დიქტატორი. ცეცხლის აქტიურობას ემატება მიწის მიზანდასახულობა და პრაქტიკულობა, რასაც ყოველთვის მოაქვს შედეგი საქმეში. მაგრამ ასეთ ადამიანებთან ურთიერთბა მძიმეა, მისთვის რამის დამტკიცება რთულია, ისინი ძალიან ჯიუტები არიან.
ცეცხლი + წყალი - ეს არის მდუღარე წყალი, ემოციების ერთობლიობა. ყველაფერი იმპულსებზეა, ყველაფერი გრძნობებზეა. ორი შეუთავსებელი სტიქია შეერთდა. ალბათ კარგი იქნება ლოგინში საყვარელ ადამიანთან, თუ ეჭვიანობის ნიადაგზე არ გაგუდა, რა თქმა უნდა, მაგრამ სრულიადაც არ გამოდგება ბუღალტრული აღიცხვისთვის. უკმარისობა ობიექტივიზმის და რაციონალიზმისა.
ჰაერი + მიწა - პირიქით, ყველაფერში ფხიზელი გათვლა და მინიმალური ემოცია. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გონებით და არა გულით. კარგად შეეფერება ისეთი სამსახურები, რომელსაც სჭირდება მკვეთრად გამოხატული ფუნქციების შესრულება, საქმიანი ურთიერთობები.
ჰაერი + წყალი - კონტაქტურობა, აღქმითობა. მასთან მიდით თუ გინდათ, რომ დაგეხმარონ, გითანაგრძონ, თუნდაც მოგისმინონ. შეუძლიათ ბავშვებთან მუშაობა, ავადმყოფებთან. მაგრამ ასეთ ადამიანებს არ უყვართ ზედმეტის აღება, არ უყვართ რისკი. მათ ხანდახან არ ყოფნით ენერგია და პრაქტიკულობა.
მიწა + წყალი - პასიური ხალხია. მათგან არ უნდა ელოდოთ შემართებას, ინიციატივას, გარღვევას. მაგრამ ისინი მომთმენნი, გულმოდგინე, მდგრადები არიან. კარგი დამცველები, მაგრამ ცუდი თავდამსხმელები. შეცოდება შეუძლიათ, დამშვიდება, მოვლა. შრომისმოყვარეები, ყველაფერს აუჩქარებლად აკეთებენ. განწყობაზე დამოკიდებულები, როგორც ჰაერი და წყლის შეერთება.
ეხლა კი განვიხილოთ, როდესაც ერთ სტიქია საერთოდ არ გვაქვს, დანარჩენი კი მეტ-ნაკლებად თანაბრადაა წარმოდგენილი.
ცეცხლის გარეშე - არ არის ვნება, მიწოლა, გარღვევა. ჩვეულებრივ მშვიდია. ითვალისწინებენ ვითარებას და სხვის აზრს. გაუბედავი. არაა ლიდერი. ხშირად იცავენ თავს, თითქმის არასდროს არ გადადიან შეტევაზე. მათთვის შეუფერებელია სპორტი, ფიზიკური მუშაობა, რისკი.
მიწის გარეშე - არ ყოფნის სტაბილურობა, სიმტკიცე, პრაქტიკულობა. სპრინტერები. ხანდახან მეოცნებენი. არ გამოდგება გრძელი მძიმე სამუშაოსთვის. ხშირად ცუდად მართავენს ფინანსებს, ყოველთვის ვერ აღწევენ დასახულ მიზანს, თუ ჰოროსკოპის სხვა ფაქტორები არ შუწყობენ ხელს. თუ ცეცხლის გარეშე არ ღირს რინგზე გასვლა, მაშინ მიწის გარეშე არ ღირს ბუღალტერიაში ან სახელოსნოში.
ჰაერის გარეშე - როგორც წესი განიცდიან სირთულეებს ურთიერთობისას, არ ყოფნის დემოკრატია, მისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ სხვა ადამიანი ზუსტად ისეთივეა როგორც თვითონ და არა პატრონი ან მონა, არა დიდი და არა პატარა, არა სპონსორი და არა მომხმარებელი და ა.შ. უკეთესი იქნება, სანამ არ დავამუშავებთ ჩვენ ჰაერს, ამოვირჩიოთ პროფესიები, სადაც ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთობას არ ეკისრება წამყვანი როლი (არა ჟურნალისტიკა, არა ვაჭრობა, არა მწერლობა, არა პოლიტიკა).
წყლის გარეშე - სიყვარულში არც იქით არიან და არც აქეთ. ესენი მშრალი ადამიანები არიან. ძალიან რაციონალურები, მათთვის უცხოა გრძნობების სიღრმე. ისინი შეიძლება სხვის ტკივილს ვერ აღიქვავდნენ. მათთვის ძნელია შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება, მაგრამ საქმიანობა შეიძლება ნორმალურად ვითარდებოდეს. მათ უჭირთ ბუნების ხელოვნების აღქმა.
იმისათვის, რომ გავარკვიოთ ინის და იანის ენერგიის წონა ადმიანში, დავითვალოთ ცეცხლისა და ჰაერის ჯამი. ჩვენ მაგალითში 3+8,5=11,5. ერთმნიშვნელოვნად ჭარბობს იანური ენერგია.
ასეთივე მეთოდით, დათვლით (ცეცხლი+წყალი) და (მიწა+ჰაერი) შეიძლება ადამიანის ემოციურობისა და რაციონალურობის განსაზღვრა. ჩვენ შემთხვევაში, ცეცხლს + წყალი = 4,5, ხოლო მიწას + ჰაერი = 11. ეს არის რაციონალური ადამიანი, მაგრამ უემოციოს ასეთ ადამიანს ვერ დაუძახებ.

GeoAstro

(ნაწილი I) (ნაწილი III)скачать dle 11.3
4-10-2016, 15:00
Вернуться назад