DataLife Engine / სექსი ძილში და უნებლიე სიამოვნების ოკულტური ახსნა

სექსი ძილში და უნებლიე სიამოვნების ოკულტური ახსნა

სექსი ძილში და უნებლიე სიამოვნების ოკულტური ახსნაყველაზე ხშირად სუკუბისა და ინკუბის ხსენება იწვევს ორაზროვან ღიმილს, რომლიც ტაბუდადებულ სექსუალურ თამაშებთან ასოცირდება, მაგრამ ყოველივე ეს, არც ისე უვნებელია. სუკუბი და ინკუბი - დემონური არსებებია, რომლებიც ადამიანის სექსუალური ენერგიით იკვებებიან, მათთან კონტაქტისას. ისინი მაშინ მოდიან, როდესაც ადამინი მიძინებული და სრულიად პარალიზებულია, ადამიანი ამ დროს ადვილად ხელმისაწვდომი მსხვერპლია და თავდასხმისას უმაღლეს სიამოვნებას განიცდის, თუმცა, ეს ხელს არ უშლის პარალელურად - შიში და დაბნეულობა განიცადონ.
სექსუალური ენერგია - ყველაზე ძლიერი წყაროა ენერგეტიკული ვამპირებისთვის. ისინი ადამიანებს სტუმრობენ სუკუბისა და ინკუბის სახით, რათა ადამიანთან სექსუალური კავშირი დაამყარონ. ვინ არიან ისინი, ძილის დემონები?
ინკუბს შუა საუკუნეებში მოიხსენიებდნენ ამორალურ დემონად, რომლებიც ქალთან ძილის დროს ჩნდებოდნენ. სიტყვა ინკუბი მომდინარეობს ლათნურიდან (Incubus), რაც ითარგმენბა როგორც „ზემოდან წოლა“. ინკუბთათვის ყველაზე სასურველი მსხვერპლნი მონაზვნები იყვნენ.
სუკუბი (Succubus) - შუა საუკუნეების ლეგენდებში, მოიხსენიებოდა დემონად, რომელიც ჩნდებოდა ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით ღამით და ვნებიან სიზმრებს იწვევდა. ლათინურად - Succubus - ნიშნავს „წოლა ქვეშ“, რაშიც მამაკაცის სქესი იგულისხმება. სუკუბი - ეს ქალის ნიღბის ქვეშ მოქცეული დემონია. მათთვის ყველაზე მისაღები სასულიერო პირები არიან.
ძნელია, აღვწეროთ როგორ გამოიყურებიან ისინი, ან რამდენად შეუძლიათ სახეცვლილება. ყველაზე ხშირად, ინკუბს აღწერენ, როგორც ამაზრზენ, თხის მსგავს არსებად. ასეთი აღწერა ყველაზე მეტად შეესაბამება შუა საუკუნეების კრებულს, გამოცემა დემონების შესახებ. ოკულტურ წიგნში - „მალეფიკარუმში“ (პირველი წიგნი დემონოლოგიაზე), რომელიც 1608 წელსაა გამოცემული, ნათქვამია, რომ ინკუბს შეუძილია, როგროც მამაკაცის, ასევე ქალის ფორმის მიღება. ზოგჯერ ის ჩნდება, როგორც მამაკაცი, ზოგჯერ კი, როგორც სატირი. გრძნეული ქალის თვალწინ კი, ის ჩვეულებისამებრ, თხის ფორმას ღებულობს.
გარდა ამისა, დემონს შეუძლია წარმოგვიდგეს ძაღლის, კატის, ირმის, ხარის, ყვავის, ყარყატის და გველის სახით. მაგრამ შევთანხმდეთ, რომ ძილის დროს ადამიანთან ამ დემონთან სექსუალური კავშირისას, ეს დამაბნეველი ფორმები, ძილში, სრულიად მეორეხარისხოვანია და ყურადღება ნაკლებად ექცევა.
სიზმარი თუ რეალობა?
ბუნაბაში სუკუბისა და ინკუბის გამოჩენამ სხვადასხვა ექოქაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძველი დემონოლოგები თვლიდნენ რომ მათი ნამდვილი არსი პარალელური სამყაროდან მოდის, იქიდან, სადაც არ არსებობს დრო და სივრცე. მაგრამ არ არის გამორიცხული, რაღაც დონეზე სამყაროთა შორის გადაკვეთაც ხდემოდეს ამ დროს და სწორედ ეს იძლევა საშუალებას, მეტად შევისწავლოთ ჩვენი სამყარო, ბუნება და ცხოვრება. შუა საუკუნეებში, დემონოლოგებს გაუჩნდათ მოსაზრება, რომ ეს არსებები, თითქოს, ეშმაკის მოციქულები, ან თავად ეშმაკები არიან და მათი „მოღვაწეობა“, ეს არის დახვეწილი გზა ადამიანთა სულების სამუდამო განადგურებისთვის. აგრეთვე არსებობს ვერსიაც, რომ შესაძლოა, სუკუბი და ინკუბი ლილტის შვილები არიან (ლილიტი - ადამის პირველი ცოლი).
ვინმემ ნახა მისი ორმაგი ბუნება? მაგალითად, 1801 წელს „მაგში“ ფრენსის ბარეტამ თქვა: „როდესაც ტყის ნიმფებმა და ფავნებმა ნახეს, რომ სილამაზით სხვა სულებს ემსგავსებიან, მათ დაიწყეს გამრავლება და მამაკაცებს გაყვნენ ცოლებად. ასეთი ურთიერთობების დახმარებით, მათი და მათივე შთამომავლობის სული ხდება უკვდავი“.
მეცნიერებს კი საკუთარი მოსაზრებები აქვთ ამ საკითხზე. ისინი თვლიან, რომ ყოველივე ეს ეროტიული ცხოვრებისაგან გრძელვადიანი თავშეკავებითაა განპირობებული, რაც ღამე სიზმრის სახით მჟღავნდება. ამ ვერსიის დასტურია სუკუბთა ბერებზე თავდასხვმა. შესაძლოა, ისინი ასკეტური ცხოვრების წესის კომპენსირებას ცდილობენ.
ასეთი გახლავთ ძილში სექსით უნებლიედ მიღებული სიამოვნების მოკლე ოკულტური ახსნა...

AquaRius
скачать dle 11.3
9-10-2016, 20:57
Вернуться назад