DataLife Engine / პლუტონი ზოდიაქოს ნიშნებში

პლუტონი ზოდიაქოს ნიშნებში

პლუტონი ზოდიაქოს ნიშნებშიპლუტონი მზის სისტემაში რიგით მეცხრე პლანეტაა, რომლესაც ასტროლოგიური კუთხით, მეტად დიდი დატვირთვა აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ეს პლანეტა შედგება ძირითადად ყინულისა და ქვისგან. რადგან მზესთან ახლოს არ მდებარეობს, შესაბამისად, მნათობი მას ნაკლებად ათბობს, მაგრამ მთავარი ეს არაა, მისი შიდა მონაცემებიც ასეთია, რომ უფრო მეტ ყინულოვან ეფექტს იტევს, ვიდრე გახურებულ სხვივებსა თუ ძალებს. ეს უკანასკნელი, მეორე მცირე ზომის პლანეტაა „ერისის“ შემდეგ. პლუტონის მოცულობა არ გახლავთ დიდი, დაახლოებით, დედამიწის თანამგზავრის - მთვარის ტოლია. მზიდან წამოსულ სხივებს საათები სჭირდება, რომ პლუტონზე მისი ენერგია გავრცელდეს, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. შესაძლოა, გაგიკივირდეთ, მაგრამ იგი უფრო მალე აღმოაჩინეს, ვიდრე ისეთი დიდი პლანეტები, როგორებიცაა ნეპტუნი, ურანი... თუმცა, ისინი უფრო მალე ჰყავდათ შემჩნეული, მაგრამ სრულად დანახული - არა. 1930 წელს პირველად გახდა შესაძლებელი მისი დანახვა, რამაც იმ დროის მეცნიერები საგონებელში ჩააგდო. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყო, რომ სამყარო არაა მხოლოდ დედამიწა და ის შედგება სხვა მრავალი სახის პლანეტებისა და ვარსკვლავებისგან, რომლებიც მართავენ უშუალოდ სამყაროში მიმდინარე პროცესებს. წლების შემდგომ აღმოაჩინეს მისი ბუნებრივი თანამგზავრებიც, მას სულ 5 თანამგზავრი ჰყავს, ესენია: ქირონი (უდიდესი), ნიქსი, ჰიდრა, კერბერი და სტიქსი. ბერძნულ-რომაული მითების მიხედვით, რომაულად - პლუტონია, ხოლო ბერძნულად კი „ჰადესი“, ასე მოიხსენიებს მას ეს ორი ერი. ორივე ხალხისთვის ეს პლანეტა ქვესკნელის მბრძანებლად ითვლება, ძმები ტიტანებს ებრძოდნენ, ხოლო მათი დაჯაბნის შემდეგ, ერთ-ერთ მათგანს, ჰადესს სწორედ ეს სამფლობელო ხვდა წილად, ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, მას ჯადოსნური მუზარადი ახურავს და უჩინარია, მას ისეთ დიდ პატივს არ მიაგებენ, რომ მსხვერპლთშეწირვით ეცათ თაყვანი. ბერძნებს ყოველთვის აქვთ შემორჩენილი სხვადასხვა სახის რიტუალები, მათ არც ჰადესი დავიწყებიათ, გარდაცვლილ ადამიანს ენის ქვეშ, ზოგჯერ კი თვალებზეც ადებდნენ მონეტებს, რადგან მათ ეგონათ, რომ, როდესაც სული გადაინაცვლებდა იმქვეყნად, მას დახვდებოდა მეზღვაური, რომელიც მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანდა და ამისათვის თანხა უნდა ჰქონოდა, რათა მის სამფლობელომდე მიეღწია. ეს ტრადიცია ძველ ეგვიპტელებსაც ჰქონდათ შემონახული, მოგეხსენებათ, ისინიც მრავალღმერთიანობის მატარებელნი და მომხრენი იყვნენ. 2006 წლიდან პლუტონი აღარ ითვლება უშუალოდ პლანეტად. ამჯერად, იგი „ჯუჯა“ პლანეტის სტატუსით სარგებლობს. ეს უკანასკნელი, ასტროლოგიურად, მრავალფუნქციურია, მას ეხება ისეთი თემები, როგორებიცაა: განახლება, რაღაც ძველის დანგრევა, მოშლა და ახლის შენება, უპირველეს ყოვლისა, სულიერი ტრანსფორმაცია, იოგა, სხვადასხვა სახის ძლიერი ლოცვები, მისტიკა, ძლიერი შინაგანი ენერგეტიკა. მოსწონს იერიშზე გადასვლაც, ამიტომ, მარსთან ერთად, მასაც შეგვიძლია მივაწეროთ სპორტული აქტივობები - კრივი, კარატე, აღმოსავლური ორთაბრძოლები, უშიშარი სულის გამოვლენა სადაცაა ჩადებული, ისიც განაგებს ნაწილობრივ აღნიშნულს. მას მეტად მოსწონს, ასევე რაღაც დაფარულის აღმოჩენა, სიღრმისეული კვლევა, შესწავლა, დაუფლება და სხვა. პლუტონს უკავშირდება ასევე ინტიმური კავშირები, მტრობა, თვალის აღება, სხვადასხვა სახის უარყოფითი დამუხტვა ადამიანისა თუ ნივთისა, გადატრიალებები, ნაწილობრივ ამბოხიც, ასევე არც თუ ისე კარგი და დადგენილი, დიაგნოსტირებული დაავადებები, რაც აღენიშნებათ ინდივიდებს. საკმაოდ ძლიერი და მრავალმხრივი ფუნქციით დატვირთული პლანეტაა, რომლის არსებობაც მატერიალურ სამყაროში მეტად მნიშვნელოვანია. ახლა კი განვიხილოთ მისი მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში.

პლუტონი ვერძში - ამ შემთხვევაში, ვერძის ღამის მმართველად გვევლინება. ერთი რამ ცხადია, რომ ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანი იქნება ძალიან ძლიერი ფიგურა, რომელსაც, ყველა ორგანოს, სამთავროს თუ კერძო პირს მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, კარგი თუ ცუდი რეფორმებისთვის, ახალი ენერგიის, მუხტის, სიძლიერის ჩადებისთვის ყოველთვის მიმართავენ. პიროვნება - მმართველი, ხელმძღვანელი, წინამძღოლი, თავოსუფალი ნატურა, რომელიც სარგებლობს ზემდგომი ინდივიდის სტატუსით, ცხოვრებაშიც კი, რაიმე თანამდებობა რომ არ ჰქონდეს, მას მაინც მიაგებენ პატივს, რადგან იციან, თუ რა დონის გავლენიანი, წონიანი და ავტორიტეტის პატრონია. თუ პლუტონი უარყოფითადაა დამუხტული, მაშინ მასთან მტრობას არ გირჩევთ, რადგან ის დიდი ალბათობით, გაგანადგურებთ. მას არ სჩვევია დანდობა, პატიება, არის მეტად აგრესიული, პირდაპირი, იბრძვის ბოლო წამამდე, არ იცის თუ რას ნიშნავს, სიტყვა - დანებება. როგორც შინაგანად, ასევე ათლეტური თვალსაზრისით ძლიერი აღნაგობის მქონეა. რაც შეეხება დადებითს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც აგრესია და იერიშზე გადასვლა ნარჩუნდება, მაგრამ რეფორმები კარგისკენაა მიმართული, მას ბევრი მოყვარე ჰყავს, რადგან იციან, რომ მასთან მტრობა ძვირად დაუჯდებათ, არის პირდაპირი, შემტევი, მოსწონს, როდესაც მის გეგმებსა და იდეებს განიხილავენ. მიზანი ერთია - ახლის დანერგვა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. ხშირად შესაძლოა, დაადგეს სამხედრო გზას, სპორტულ მოღვაწეობას, შეუძლია ძალოვან სტრუქტურაში მოსინჯოს თავი, ასევე კარგად გამოუვა ყველა ის სამუშაო, რაც ემსახურება გამბედაობას, უშიშარ მებრძოლ სულს და ბრძოლას. სამართალდაცვა მისთვის სრულიად მისაღებია, შესაბამისად, წარმატებაც ამ სფეროში მეტად ელის.
პლუტონი კუროში - ვერ ვიტყვით, რომ მაინც და მაინც კარგი მდებარეობაა, რადგან ასტროლოგიური თვალსაზრისით, პლუტონი ტყვეობაშია, ის თავს ვერ ისე გრძნობს, როგორც საჭიროა. არაა გარმიცხული, ამ ადამიანს ჰქონდეს შინაგანი გაუწონასწორებულობა, უნდოდეს რაღაც, მაგრამ თავს და ბოლოს ვერ აბამდეს ან რაიმე სახის დისკომფორტს განიცდიდეს უფრო შიდა დაძაბულობის ფონზე, რადგან ვიცით, რომ მას უყვარს ამბოხება, იერიშზე გადასვლა, შედარებით აგრესიულია, ხოლო კურო კი მეტად სიმშვიდის და ჰარმონიის მომხრეა, ამიტომ ეს ორი ენერგია ერთმანეთს ვერ ეგუება. რომ თუ მდებარეობა დაძაბულია, მაშინ დიდია შანსი, რომ პიროვნება მკვეთრად აცდეს თავის მოვალეობას და მიიღოს არც თუ ისე კარგი სურათი - ამ პლანეტას უყვარს, როდესაც ადამიანი სულიერ ტრანსფორმაციას განიცდის, ხოლო ნიშნობრივად, თუ მან იფიქრა მხოლოდ მატერიალურ დოვლათზე და სხვა კუთხით ვერ განვითარდა, მაშინ დიდია შანსი, რომ არც თუ ისე კარგი შედეგი ანახოს. შესაძლოა, არ ჰქონდეს კარგად შერჩეული გრაფიკი, ვერ გადადიოდეს იერიშზე ან ზომაზე მეტად იყოს აქტიური, რაც არ აისახება კარგად გარშემომყოფებში. მისთვის მნიშვნელოვანია მისი ფინანსური რეფორმები, თუნდაც ეს იყოს გარკვეული სახის დარღვევების ფონზ, თუმცა ამას უკვე აღარ აქცევს დიდ ყურადღებას. რაც შეეხება დადებით ვერსიას, აქ პლუტონს მაინც უჭირს, მაგრამ შედარებით ნორმალურად გრძნობს თავს, რადგან ინდივიდმა იცის, დაახლოებით, თუ როგორ უნდა მართოს თავი, რომელ ვითარებაში როგორი ძალა აირჩიოს და ამის შესაბამისად იმოქმედოს. ფულს გამოიმუშავებს სწორი და ნათელი გზით, არის შეუპოვარი, როდესაც საქმე მატერიალური დოვლათის დაუფლებას ეხება, მოსწონს, როდესაც თავს ამ მხრივ დაცულად და მშვიდად გრძნობს. აქვს კარგი მათემატიკური უნარი, რათა დიდი პროექტებს შეეჭიდოს. უშუალოდ პირადი მიზნებისთვის არის მებრძოლი და თავდადებული.
პლუტონი ტყუპებში - ეს მეტად სწრაფი მოვლენებისა და ცვლილებების მატარებელი მდებარეობაა, ვერ ვიტყვი, რომ ჰადესი ძალიან ძლიერად გრძნობს თავს ჰაერის სტიქიაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ თუ ამ ადამიანთან თავი დადებითად ვერ დაიმკვიდრა, მაშინ არც თუ ისე პოზიტიური ნაცნობობა ელის, შესაძლოა, მტრობა ჰქონდეს სამეზობლოსთან, რაიმე ვერ გაიყოს დედმამიშვილთან, ასევე უნდა ერიდოს ხანმოკლე მოგზაურობას, მით უმეტეს, ისეთ ქვეყნებში, სადაც მისი ადგილი, პირადი რუკიდან გამომდინარე, საერთოდ არაა. ამან შესაძლოა, დამანგრეველი მოვლენები გამოიწვიოს ადამიანისთვის, რისგანაც თავის დაღწევა, ძალიან გაუჭირდება. ურთიერთობაში ნაკლებად უნდა დაეყრდნოს სიფიცხეს, აგრესიულობას, შეტევით ხასიათს, ეს უფრო იქნება თავიდანვე გაუგებრობის მომტანი და, არაა გამორცხული, საერთო ჯამში, მარცხის მიზეზი გახდეს, ვიდრე აღზევებისა. პლუტონს ემპირიული წინსვლა და წარმატება მოსწონს, ხოლო ტყუპი მეტად კოლექტიურ სამუშაოს ემხორბა, ამიტომ, მან უშუალოდ საქმეში დამოუკიდებლობა უნდა ისწავლოს და ასე განვითარდეს. მეტად უნდა მიაქციოს ყურადღება სულიერ საკითხებს და სამყაროს შეცნობას, რაც მას არ ეშლება. დადებითი მდებარეობისას, ადამიანი ძლიერია რაღაც დაფარულის ამოხსნაში, ჭეშმარიტების წვდომაში, ძიებაში, სწავლაში. განათლების კუთხით, კარგია თავის დამკვიდრება, როგორც ლიდერი, შემოქმედი და ერთპიროვნული მმართველი, შესაძლოა, ძლიერი სიყვარული და კარგი ნაცნობობა ჰქონდეს ახალ განცობილ ადამიანებთან, ასევე, მას მეტად აფასებდნენ და-ძმა, მეზობლები და ის ადამიანები, რომლებიც ჩნდებიან ხოლმე მის ცოხვრებაში. ლაპარაკის დროს უნდა შეარჩიოს კარგი სიტყვები, ის წინადადებები, რომლითაც მოთაფლავს ინდივიდს, საუბარი მისი გადამწყევტი ფაქტორიც კი შესაძლოა გახდეს.
პლუტონი კირჩხიბში - ამ მდებარეობით დაბადებული ადამიანი დიდი ალბათობით იქნება ან სამშობლოს მტერი, ან მასზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება, თუ რატომ, მოგახსენებთ: როდესაც ჰადესი ასპექტობრივად დისჰარმონიულია, უკვე რთულადაა საქმე არა მარტო აღნიშნულის კუთხით, არამედ, შესაძლოა, ამ ადამიანს უშუალოდ მის ქვეყანაშიც კი შეექმნას პრობლემები, მაგალითად, თავი ვერ დაიმკვიდროს. ასევე გაუგებრობა ჰქონდეს დედასთან, ნათესავებთან, მასზე შესაძლოა, მეტად ცუდად მოქმედებდეს სიტყვიერი შეურაცხჰყოფა, ან შესაძლოა, თავად იყოს იმდენად მძიმე პიროვნება, რომ ვერც თავად და ვერც სხვები ვერ ერგებოდნენ ერთმანეთს, რაც მის ფსიქიკაზე მეტად ცუდად აისახება. არაა გარმოცხული, ძალიან მწვავე დარტყმები მიაყენოს ოჯახს, სამშობლოს, ასევე ის მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, აკონტროლოს შიდა ენერგიები ემოციური კუთხით, რათა ეს არ გახდეს რაიმე ნევროზული სტრესის მიზეზი. მეტად ფაქიზი ნატურაა, მაგრამ გააჩნია ზრახვებსა და გეგმებს, თუ მოინდომა, მაშინ აუღებელი ციხესიმაგრე გახდება, რომლის დამარცხებაც, ურთულესი იქნება, მაგრამ ძირითადად, მაინც თავის გადარჩენის ფქირები არ ასვენებს ამ ადამიანს, ამიტომ, რაც უფრო დაცულად და მშვიდად გრძნობს თავს, მისთვის მით უკეთესი. დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ზუსტად ვითარდება ადამიანი. დადებითი კუთხით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამოდის პრიოვნება „პატრიოტი“, ქვეყნის ერთგული და მის ინტერესებში ჩახედული ინდივიდი, რომელიც გამუდმებით ინტერესდება სამშობლოს, მისი ოჯახის, განსაკუთრებით დედის პრობლემებით, ეძებს მათი გადაჭრის გზებს, ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ახლო სანათესაოსა და სამეზობლოში, უყვარს ბევრ ადამიანს და მათგან მხარდაჭერას მუდამ გრძნობს. აქვს ძლიერი შიდა ფსიქოლოგიური ძალა, მას შეუძლია გახდეს კარგი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, უყვარს სიღრმეებში წვდომა და თვითგანვითარება.
პლუტონი ლომში - ეს მდებარეობა პლუტონისთვის ჩინებულია, რადგან ეს უკანასკნელი ეგზალტაციას სწორედ იმპერატორთან განიცდის, ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ ამ ენერგიით დაბადებულნი ჩინებული ინდივიდები ყალიბდებიან. როგორც მოგახსენეთ, პლუტონს უყვარს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე საქმის გაკეთება, ის მეტად ისწრაფვის დამოუკიდებლად საქმის შესრულებისკენ. მასაც აქვს იმის მოთხოვნილება, რომ ლიდერი, მმართველი იყოს, მოსწონს მბრძანებლური ხასიათის გამოვლენა, რაც ლომს არ აკლია - დაწყებული ხელმწიფური ნიშანთვისებით, დამთვარებული დიქტატურით, ამიტომ მოსწაყენი მდებარეობა ნამდვილად არ გახლავთ. თუ პლუტონი დაზიანებულია, მაშინ ადამიანი მეტადაა მიდრეკილი ტირანიისკენ, ის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა აყენებს მის ინტერესებს, ასევე მოსწონს, როდესაც ის მართავს რაიმეს, განაგებს, ხალხი ემორჩილება და სახეზე ამპარტავნული ღიმილიც დასთამაშებს, სასიყვარული ურთიერთობებში მეტად მომთხოვნია პარტნიორისადმი, მას მოსწონს, როდესაც მისი რჩეულიც კი „დამონებული“ ჰყავს, მის გარდა არავის უნდა ეკარებოდეს. ხოლო შვილებთან კონტაქტში კი მეტად გამოუსადეგარია, უფრო სწორედ, ზედმეტად მკცარი და უღიმღამოა. რაც შეეხება დადებით ასპექტებს, აი, ეს ისაა, რაც მას უხარია - ადამიანი მებრძოლი, ლიდერი, ხელგაშლილი იმპერატორია, ინდივიდუალისტი, შემოქმედი, ვითარების სულის ჩამდგმელი, მამოძრავებელი ძალაა, მას მოსწონს, როდესაც ყურადღების ცენტრშია, როდესაც ძალაუფლებას ბოლომდე შეიგრძობს და თან ისე, რომ ბადალი არ ჰყავს. სასიყვარულო კავშირში მეტად ლმობიერია, მან იცის, თუ როგორ უნდა ასიამოვნოს მისი რჩეული. ცუდი ასპექტისგან განსხვავებით, შესაძლოა მეტად კარგი შვილები ჰყავდეს, ხოლო რაც შეეხება დაძაბულს, რაც ზემოთაც აღვნიშნე, არაა გამორიცხული, ასეთ ინდივიდს მეტად ურჩი ბავშვები ხვდეს წილად, რომელთა მორჯულებაც არ იქნება იოლი, ხოლო სიყვარულში კი, საბედისწერო დარტყმები მიიღოს. პოზიტივში კი - დიდია შანსი, პირიქით იყოს ყველაფერი და მსგავსი რამ არ მოხდეს.
პლუტონი ქალწულში - ვერ ვიტყვით, რომ მარტივი მდებარეობაა, რადგან უშალოდ ინდივიდი იქნება მეტად მომთხოვნი, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვათა მიმართ, რაც გაუგებრობებს და კამათს გამოიწვევს. თუ პლუტონი უარყოფითადაა დამუხტული, მაშინ ეს ინდივიდი იქნება მეტად დემაგოგი, ეყვარება კამათი, სხვათა მიმართ შენიშვნების დარიგება, რჩევების მიცემა, თუმცა ეს ყველაფერი უფრო შემტევ და მკაცრ ელფერს ატარებს, ვიდრე დიპლომატიურ საუბარისას, ამიტომ, არაა გამორიცხული, მუდამ კომფლიქტურ სიტუაციებშ იყოს ჩაფლული. ასეთ ადამიანს დიდი სამეგობრო წრე არ ჰყავს, მიზეზი კი ისევ მის შიდა ბუნებაშია - ყველაფერზე აქცენტირდება, დეტალზე, წვრილმანზე, შესაძლოა, რიგ მომენტებში ქედმაღლობაც კი შეამჩნიოთ, ან საკუთარ საქციელს გაუსვას ხაზი, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა რიგ მომენტებში, რაც სხვათა გულისწყრომას გამოიწვევს. რაც შეეხება პოზიტივს, აქ საქმე სხვაგვარდაა - პიროვნება შეუპოვარი, დიდი ენერგიის პატრონია, რომელიც შრომით ცოცხლობს, იბრძვის, ილტვის და ისე აღწევს მიზანს. არ იღლება, მისთვის, თუნდაც შინ ჯდომა, გამოფიტვის ტოლფასია. დისციპლინირებული და მოწესრიგებული, სუფთა, მეოჯახე სულის მქონეა, მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა გადაანაწილოს როგორც სამსახურეობრივი, ასევე საოჯახო საქმეები, რითიც ის სამაგალითოა. ინტერესდება მეცნიერული კვლევებით, ასევე მოსწონს თვითშემეცნება, სულიერი სიღრმეებისკენ ისწრაფვის და როგორც მატერიალურ, ასევე სულიერ საკითხებში იჩენს დიდ ინტერესს, რაც მისასალმებელია.
პლუტონი სასწორში - საუბარს თავიდანვე იმით დავიწყებ, რომ მეტად საინტერესო მდებარეობაა: როდესაც ჰადესი სასწორშია და, მით უმეტეს, ჰარმონიული მდებარეობით, მაშინ დიდი ალბათობით, ქვეყნები, ცალკეული პირები, სახელმწიფო მოღვაწეები თუ სხვა, ამ დროს იჩენენ ინტერესს, რათა საქმე მშვიდობიანი გზით მოაგვარონ. ამ ადამიანებს დიპლომატიის განსხვავებული, ორიგინალური გზები და ხედვები აქვთ, რაც ძალიან ადგება მოვლენებს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ამ მდებარეობით, სერიოზულ კომფლიქტამდე საქმე არასდროს მისულა და ერთი პრობლემა გადაწყევტილა. ეს ყველაფერი მისასალმებელია, მაგრამ როგორც კი უარყოფითად იმუხტება პლუტონი, რა თქმა უნდა, მაშინვე ჩნდება გარკვეული სახის პრობლემები - არაა გამორიცხული, ადამიანი მიდრეკილი იყოს შურისძიებისკენ, ინტრიგებისკენ, დაძაბული პარნიორული კავშირები ჰქონდეს, მუდამ იყოს მთავარი რეფორმის შემოქმედი, მაგრამ მასაც გააჩნია, თუ რა რფორმას ატარებს, ხშირად გვევლინება პიროვნება, რომელიც არღვევს წესებს, კანონებს, არ გამოირჩევა პატივისცემის გრძნობით და ახასიათებს უხამსი საქციელი, მისთვის საზღვრები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ მდებარეობის მქონე ინდივიდისთვის მთავარია მხოლოდ თავისი „მე’’, სწორედ აქედან ღებულობს იგი გადაწყვეტილებებს. ასევე ფრთხილად უნდა იყოს დაოჯახების შემდგომ პერიოდში, მაღალია მეუღლესთან დაძაბული კავშირის ალბათობა, მტრობაც კი, რაც კარგად ვერ დასრულდება. ჰარმონიის შემთხვევაში კი, რიგი ცვლილებებია მოსალოდნელი - ის მომხრეა კოლექტიური მუშაობის, პარტნიორულ კავშირებში მეტად უმართლებს და, ამავდროულად, გავლენიანი ფიგურაა, მას უმარვლესობა პატივს სცემს და აფასებს, როგორც ბრწყინვალე მენეჯერსა და მმართველს, ან უბრალოდ, მათ ჯგუფელს. მან იცის, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ადამიანებთან, სად რა თქვას და როგორ მოიქცეს. არაა გამორიცხული, ასეთი ურთიერთობით, მისი მომავალი მეუღლეც კი გაიცნოს და მასთან სრული იდილია შექმნას.
პლუტონი მორიელში - მშვენივრად გრძნობს თავს, სრულად, აქ მაინც ავლენს იმ თვისებებს, რაც მას სურს, რომ გამოამზეუროს, ამიტომ, მისგან, როგორც ბევრ კარგს, ასევე ბევრ ცუდსაც უნდა ელოდონ. მშვიდობის თემა კი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პლუტონის მორიელში ყოფნის დროს ძალიან ბევრმა ქვეყანამ დაიწყო საომარი მოქმედებები, განხორციელდა ბევრი თავდასხმა, არეულობა, რევოლუცია, გასროლა და, კიდევ ბევრი სხვა ამდაგვარი რამ მომხდარა, რაც არცაა გასაკვირი. თუმცა, ბევრი მოგვი, წინასწარმეტყველი, მისტიკოსი, ეზოთერიკოსი, ასტროლოგი და სხვა ადამიანი ყოფილა, ასევე, ამ სფეროებთან დაკავშირებული ბევრი აღმოჩენაც მომხდარა სამყაროში, დაუფასებიათ ასეთი ადამიანები და ამ სფეროებისადმი ინტერესიც გაზრდილა. რაც შეეხება ნიშანთვისებების გამოვლენას, თუ უარყოფითადაა დამუხტული, მაშინ ამ ადამიანმა, არაა გამორიცხული, გაანადგუროს ყველა, საკუთარი თავის ჩათვლით. არც თავს ინდობს, შურსძიება, იერიშზე გადასვლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩხუბი მას არ ეშლება. ენერგია მოჭარბებული აქვს, მისი დაღლა ძალიან რთულია, მას ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ მოყვარენიც იჩენენ თავს. საბოლოოდ, ეს პიროვნება მაინც იმკვიდრებს ადგილს და თავის თავს პოულობს გარემოში, ამიტომ, საქმე იქამდე მიდის, რომ მმართველი თავად ხდება. ის სულით მბრძანებელი და რევოლუციონერია. რაც შეეხება პოზიტივს, ადამიანი მებრძოლი და უშიშარია, მას არ სჩვევია ბევრი სიტყვების თქმა. არის მეტად გაწონასწორებული, გულახდილი, მაგრამ რიგ მომენტებში, ჩუმი მოაზროვნე, ბრძენი, კარგი სტრატეგი, მეგობრისთვის თავდადებული, აფასებს ყველა კარგ და სწორ ქმედებასა თუ ადამიანს. ასეთ დროს, ბევრი მიდრეკილება, მიკერძოებაც, ომიანობაც, გადატრიალებაც, ამავდოულად ბევრი ცვლილებები მომხდარა პოლიტკიურ ნიადაგზე, რაც არაა გასაკვირი, რადგან ვიცით, რომ პლუტონი ერთ ნიშანში საკმაოდ დიდი ხნით რჩება, ამიტომ, მას მოაქვს როგორც კარგი, ასევე ძლიერი დარტყმებიც.
პლუტონი მშვილდოსანში - გარკვეულ წილად, შესაძლოა, ჰარმონიულ მდებარეობად მივიჩნიოთ, რადგან ჰადესს მოსწონს დაფარულის ამოხსნა, ფიქრი, ინდივიდუალიზმი, სწორედ ასეთი საკითხებით ინტერესდება მშვილდოსანი, ისიც მეტადაა დაფიქრებული და ორიენტირებული სულიერებაზე, ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ საკითხებზე. როდესაც პლუტონი უარყოფითადაა დამუხტული, მაშინ არაა გამორიცხული, რომ ინდივიდი ვერ იმკვიდრებდეს ადგილს სოციუმში, სჩვევია უხამხსი საქციელი, ბილწსიტყვაობა, უადგილო კომენტარები, რომელიც დაფუძნებულია შეურაცხყოფის მიყენებაზე, მაგრამ თან სიცილიც შეიძლება გაურიოს, რომ ასე დაიძვრინოს თავი. შიშის გრძნობა ნაკლებად აქვს, ამ თვისებებს ითხოვს მისი შიდა ბუნება, რასაც უნდა აჯობოს. არც თუ ისე პრაგმატული და სწორხაზოვანია, მოუწესრიგებელი, მაგრამ რიგ შემთხვევებში, სწორხაზოვნებას მაინც იჩენს, რთულია, რომ რამეზე შევეკამათოთ, პირდაპირ იერიშზე გადმოვა, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის, მასთან ჭიდილის დროს სერიოზული მომზადებაა საჭირო, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ დონეზე. რაც შეეხება უცხოეთს, ეს შესაძლოა, მისთვის დიდი დანაკარგების მომტანი იყოს, როგორც ფინანსური, ასევე ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ამიტომ, კარგი იქნება, თუ მას დროებით თავს დაანებებს. მას დიდი შინაგანი ენერგია გააჩნია, ამიტომ მისი კონტროლი უნდა შეძლოს, თორემ თავის თავსაც არ დაინდობს. რაც შეეხება დადებითს, აქ სხვაგვარადაა საქმე - ეს ადამიანი მეთოდურად მიდის წინ, აქვს კარგი გონებრივი მონაცემები, ბრწყინვალე ინტუიცია, კონცენტრირებულია მის გეგმებსა და იდეებზე, გონებაგამჭრიახობით და წინდახედულობით მუდამ იმარჯვებს, სოციუმში მარტივად იმკვიდრებს ადგილს და მათთვის მისაღები წევრია, მეტიც - პატივისცემით ეპყრობა ყველა. ნამდვილი ლიდერის, ხელმძღვანელის, წინამძღოლის თვისებები აქვს, ასევე გააჩნია თანდაყოლილი ქარიზმა და ძლიერი ტემპერამენტი ყოველთვის უმაგრებს ზურგს, რაც ხშირად მისი გამარჯვების საწინდარია.
პლუტონი თხის რქაში - მეტად მდგრად, ძლიერ, ემოციურად გაწონასწორებულ და მიზანმიმართულ ზოდიაქოშია, სატურნისა და ურანის მართვად ნიშანში, როდესაც პლუტონი მიწის სტიქიის ბოლო ნიშანს გადის ამ დროს ხდება ძირეული ცვლილებები, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ნიადაგზე. კარგი დროა რევოლუციისთვის, რეფორმებისთვის, სხადასხვა სახის სახელმწიფოებრივი სტრუქტურების დაარსების თუ შეცვლისთვის, მაგრამ აღნიშნულის ასპექტებს გააჩნია, თუ როგორი მდებარეობით იმყოფება, ასე, შესაძლოა, ცუდი მდგომარეობით, სახელმწიფო გადატრიალებაც კი სცადოს ვინმემ. რაც შეეხება მის თვისობრიობას, მეტად სერიოზული ადამიანის სახეს ვიღებთ. არ გაგიკვირდეთ, თუ მეტად დამთრგუნავი, ცივი, ძლიერი გამოხედვა ექნება, შინაგანად, უარყოფითის მხრივ, დესპოტია, მკაცრი, დამსჯელი, უყვარს, როდესაც თავადაა ლიდერი, მმართველი. მას არ ასვენებს ჩვეული პატივმოყვარეობა და, ამავდროულად, შური. სურს, რომ ყველაფერში თავად იყოს პირველი და მბრძანებელი, რაც ხშირად ხდება გაუგებრობის მიზეზი. ძალიან ჯიუტი და შინაგანად გაუწონასწორებელია. მასთან საქმის დაჭერა რთულია. ის აგრესიული და მოქიშპე ინდივიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც შეეხება პოზიტივს, აქ ბევრად უკეთესადაა საქმე - ესაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ ისტორია, ეპოქა შექმნას თავისი გადაწყევტილებებით, რეფორმატორული ხასიათით, ინტელექტით, გამბედაობით, წინდახედულობით, მოწესრიგებულობით, შესაძლოა იყოს სახელმწიფო მოხელე, რომელსაც ანდობენ საქმეს და აღნიშნულს ბრწყინვალედ ართმევს თავს. ძალიან პრაქტიკული და მეთოდური პიროვნებაა.
პლუტონი მერწყულში - აღნიშნულისთვის არასახარიბიელო მდგომარეობაა, რადგან ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს გახლავთ „დაცემა“, ამიტომ, ინდივიდს მეტი მოეთხოვება, რათა ეს უკანასკნელი გამოასწოროს და მის ირგვლივ სრული იდილია შექმნას. ამ მდებარეობით, ადამიანს შეუძლია, რომ სოციალურ დონეზე ძალიან ბევრი მტერი შეიძინოს, რა თქმა უნდა, უარყოფითად დამუხტულის შემთხვევაში. აქ ის ტენდენციაა, როდესაც ცვლილებები შესაძლოა ყველას და ყველაფერს შეეხოს - დაწყებული სახელმწიფოს ინტერესებით და დამთვარებული სოციალურ-კულტურული ნორმებით. ადამიანი ფრთხილად უნდა, როდესაც რაიმე ორიგინალურს ჩაიფიქრებს, რადგან შესაძლოა, წინაღობებმა იჩინონ თავი და ამისათვის მზად უნდა იყოს. არაა გამორიცხული, ჰყავდეს არც თუ ისე სანდო და კარგი მეგობრები, ნაცნობებები. შესანიშნავი იქნება მისთვის, თუ დრო და დრო გადახედავს მის სამეგობრო წრეს და მოიშორებს იმათ, ვინც მეტად უშლის ხელს მის თვითგანვითარებასა და გეგმების რეალიზებაში. რაც შეეხება პოზიტურ კვანძებს, მას შეუძლია, რომ გარდაქმნები აწარმოოს. ის ბოლომდე იბრძვის თავისი მიზნისა და გეგმების დასაცავად. ბრწყინვალე სოციოლოგი იქნებოდა, რომელიც დაინტერესდებოდა ადამიანთა საკითხებით, პრობლემებით და ასე აღმოუჩენდა მათ დახმარებას. დიდია შანსი, რომ მეგობრებში მას ნამდვილი ავტორიტეტი ჰქონდეს, მას ბევრი ეყრდნობოდეს და ემორჩილებოდეს, ამიტომ, აღნიშნულს, აქვს იმის პოტენციალი, რომ პიროვნულ დონეზე გაიზარდოს და მიაღწიოს თავის მაქსიმუმს, მაგრამ ენერგიის ჩადება ამ საქმეში ნამდვილად მოუწევს.
პლუტონი თევზებში - ეს კიდევ ერთი შედარებით კარგი მდებარეობაა ჰადესისთვის. არაა გამორიცხული, მიდრეკილი იყოს სერიოზულად ხელოვნებისადმი, სულიერი, ამავდროულად დიდი მეცნიერებებისადმი, როგორებიცაა: ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ეზოთერია, ასტროლოგია, ოკულტიზმი და სხვადასხვა სახის აღმოჩენების, წინსვლის, ინტერესის, შემეცნების მიმართ. შანსები დიდია... ეს შესაძლოა ის თაობა იყოს, რომლიც მთლიანად აღმოფხვრის სულიერ მანკიერებებს და რელიგიურ სოციუმს სწორ გზაზე დააყენებს, მაგრამ დეგრადაციაც შეიძლება განიცადოს ამ ყველაფერმა, თუ პლუტონი არ იქნება კარგად განწყობილი. უარყოფითად დამუხტული ადამიანი ძალიან ცუდად განვითარდება, რადგან მას სჩვევია ამბის დამახსოვრება და შურისძიება, ძნელად თუ პატიობს ვინმეს, მაგრამ თუ აპატია, მაინც ახსოვს და ვერ ივიწყებს ამ ამბებს, რასაც ზნედაცემულობამდე მიჰყავს. შესაძლოა, საკუთარ თავთან ბრძოლა და დაპირისპირება მუდამ ჰქონდეს, არაა გამორიცხული, თვალს მარტივად იზიდავდეს და სჭირდებოდეს მუდამ საეკლესიო პირების დახმარებაა. კარგი იქნება მისთვის იოგა და სხვა. ინტუიცია ნაკლებადაა ძლიერი და, თუ აქვს, მაშინ სათავისოდ ვერ იყენებს. შესაძლოა, სიზამრაცემაც იჩინოს თავი, მაგრამ ენერგია აქვს, შეუძლია ბრძოლა, თუმცა არ დგას იმ რელსზე, რომელიც ფურორამდე მიიყვანს. რაც შეეხება დადებითს, ერთი რამ ცხადია, რომ მისგან ბრწყინვალე ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, თუნდაც სასულიერო პირი დადგებოდა, რადგან მას კარგად ესმის ეს საკითხები. არის მეტად გონებაგამჭრიახი, ინტუიტიური. კარგია მისთვის ქველმოქმედება, ის უანგაროდ ეხმარება ადამიანებს და ზრუნავს მათზე, მათი გულისთვის ბევრ წინაღობას გადალახავს და, საბოლოოდ, იმ მიზნამდე მივა, რომლისკენაც ილტვოდა.

გიორგი ლობჯანიძე
скачать dle 11.3
16-10-2016, 23:49
Вернуться назад