DataLife Engine / ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)პლანეტები
პლანეტებს ასტროლოგიაში ხშირად ეძახიან მნათობებს, გვხვდება წიგნები, რომლებშიც მნთობებს ეძახიან მხოლოდ მზეს და მთვარეს. ამიტომ, მარტივად გასაგები რომ იყოს, მზიდან და მთვარიდან დაწყებული - პლუტონამდე დამთავრებული, აქ პლანეტებად მოვიხსენიებთ.
ყველა პლანეტას განსაკუთრებული გავლენა აქვს ადამიანზე, ყველა პლანეტაა პასუხისმგებელი ადამიანის ფსიქოტიპის განსაზღვრაში, ასევე ვლინდება სიმბოლოებად - განსაზღვრული საგნებისა, მოვლენებისა და მოვლენათა განვითარებისა ჰოროსკოპში. როგორც ფსიქიკური პროცესების სიმბოლო და მოვლენები ადამიანის ცხოვრებაში, ყველა პლანეტას შეუძლია წარმოჩინდეს როგორც „კარგი“, ასევე „ცუდი“ გამოვლინებით. მაშ ასე:

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)მზე. ზოდიაქალურ წრეს გაივლის 1 წელიწადში (უფრო ზუსტად 365,4 დღე-ღამეში). ჩვენი მზის სისტემის ცენტრი აძლევს სინათლეს და სითბოს ყველა პლანეტას. მის გარშემო ბრუნავენ მზის სისტემის დანარჩენი ციური სხეულები და ასტროლოგიაში მზე სიმბოლიზირებს ცენტრს, გულს, ისაა არსებითი „მე“, გონი, გაცობიერებული ნება, ლიდერობა, ძალაუფლება, თვითდემონსტრაცია, ხელოვნება, როგორც თვითშემოქმედების მკაფიო გამოვლინება, ბავშვები (ასევე შემოქმედების შედეგი). მზის როლი - ესაა ადამიანი ჭეშმარიტად ლიდერული პოზიციით. იგი შეიძლება იყოს მეფე, პრეზიდენტი, ლიდერი რაიმე ორგანიზაციის, ამასთან, არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს დადასტურებული, თუმცა ის უთუოდ აღიარებულია - ის შიძლება იყოს ოჯახის უფროსიც. ხანდახან, ეს შეიძლება იყოს სიყვარულის ობიექტი, რომელსაც აღმერთებენ, რომლითაც აღფრთოვანდებიან, მათ შორის ბავშვი, ასევე კუმირი - არტისტი ან პოლიტიკური მოღვაწე. ის, ვინც ყურადღების ცენტრშია, ვისაც ხალხი მიყვება, ვისითაც აღფრთოვანდებიან, ვინც ჩანს სცენაზე. მზე ჰოროსკოპში - აგრეთვე სიმბოლიზირებს შინაგან „მე“-ს, მსოფლმხედველობს, ფხიზელი გონებას, ყურადღებას, გაგებას, სასიცოცხლო ძალას, ენერგიას, ჯანმთელობას. უარყოფითი თვისებები: სუსტი ჯანმთელობა, ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი, თავდაჯერებულობა, ამაყი, სიძულვილი, ქედმაღალი, ნარცისიზმი, უგუნურება, წყენია, უსუსურობის შეგრძნება.

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)მთვარე. მისი მოძრაობის დრო ზოდიაქოს წრეზე-27 დღე-ღამე და 8 საათია. დედამიწის თანამგზავრი, ყველაზე ახლო სხეული ჩვენთვის, ანათებს სინათლის არეკვლით და მოძრაობს ძალიან სწრაფად. მისი ორბიტის სიბრტყე გადახრილია ეკლიპტიკის სიბრტყიდან 5 გრადუსიანი კუთხით. სიმბოლიზმი დაკავშირებულია მის ასტრონომიულ მახასიათებლებთან - ეს არის სახლი და ოჯახი, ანუ რაც ჩვენთვის ყველაზე ახლოა სულისთვის სივრცეში. ეს არის ჩვენი ქვეცნობიერი და ფსიქიკური ცხოვრება. ეს ასახვაა მთლიანი სამყაროს მოვლენათა აღქმისა. ეს არის ჩვენი ცვალებადობა, ადაპტაცია, გადარჩენა. ეს დედობრიობაა, ზრუნვა, ყველაფერი ის, რაც გვეხმარება გადარჩენაში. მთვარე თავისთავად არაა აქტიური, ის რეაგირებს გარე სამყაროზე, ეგუება, საზრდოობს თვითონ და სხვებს უზრუნველყოფს საზრდოთი. მთვარე მსუბუქია, ცვალებადი, ემოციური, მოქნილი, მზრუნველი, სახლის მოყვარული. მთვარის როლი - დედა, დიასახლისი, პატარა ბავშვების აღმზრდელი, ადამიანი, რომელიც უვლის ავადმყოფებს, ცხოველებს და მცენარეებს, ის, ვინც დაკავებულია მეოჯახეობით, საჭმლის მომზადებით. მთვარე - ეს განწყობაა, სული, თვითშეგრძნება, ადაპტაცია, სენსიტიურობა, აღქმადობა, ცვალებადობა, შთამბეჭდაობა. უარყოფითი გამოვლინება: ცუდი განწყობა და შეგრძნება, სულიერი ტკივილი და ტანჯვა, ეჭვიანობა, შური, ისტერიულობა, ინფანტილურობა, სისუსტე, პასიურობა, მერყეობა, დაუცველობა.

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)მერკური. ზოდიაქალური წრის შემოვლის დრო, დაახლოებით წლამდეა. მზესთან ყველაზე ახლო და სწრაფად მოძრავი პლანეტაა, (მაგრამ მთვარეზე მნიშვნელოვნად ნელი), მერკურის დანახვა რთულია, ის მუდამ მზის სხივების გამონათების ფონზე იმალება, მისგან 28 გრადუსზე მეტად შორს არ მიდის. მერკური არის დილის და საღამოსი, ის შეიძლება გამოჩნდეს საღამოს მზის ჩასვლისას ცოტა ხნით, ან სხვა დროს - მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. მითოლოგიურად, მერკური - მაცნე, დესპანი, მოვაჭრეა. ასტროლოგიაში მერკური სიმბოლიზირებს ინფორმაციის და საქონლის გაცვლას, აზროვნება, როგორც აღქმა და ინფორმაციის გაცვლა, მისი ანალიზი, შეფასება. მერკურის უკავშირდება საქმიანი სახის უემოციო ურთიერთობები. სწავლა, უპირველს ყოვლისა, კონკრეტული, პრაქტიკული. მოგზაურობა, ტრანსპორტი. ფოსტა, გაზეთი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებები. მერკურის როლს განეკუთვნება - მოსწავლე, ფოსტალიონი, კავშირები, ინფორმაციის გამავრცელებელი, აღმრიცხველი, მოვაჭრე, შუამავალი, კურიერი, აგენტი, ბროკერი. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ინფორმაციასთან და გაცვლასთან. ეს, უწინარესად, არის გონება - პრაქტიკული, მათემატიკური, ანალიტიკური; მერკურის უკავშირდება აგრეთვე კონტაქტურობა, კომუნიკაბელურობა, საუბარი, წერილი, საქმე და ორგანიზაციული შესაძლებლობები. ნეგატიურ ვარიანტში მერკური მიუთითებს ტყუილზე - წვრილმანი თაღლითობა (გაიხსენეთ, ის სწრაფად მოძრაობს და მისი დანახვა რთულია, ის იმალება მზის სხივებში), მეტყველების დეფექტი, უთქმელობა, ცუდი წერა, ცუდი მეხსიერება, დავიწყება, ნევროზულობა, ქაოტურობა აზროვნებაში და ლაპარაკში, ხრიკიანობა, მატყუარობა, არაორგანიზებულობა, არალოგიკურობა.

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)ვენერა. მისი ბრუნვის დრო ზოდიაქოს წრეზე, დაახლოებით, ერთი წელია. მზიდან მეორე პლანეტაა. ასევე, მისი მზესთან დისტანცირება უფრო მცირეა, ვიდრე დედამიწისა. ამასთაან დაკავშირებით, დედამიწის ცაზე, 48 გრადუსზე მეტად არ შორდება მზეს. მისი ღერძის გარშემო ვენერა უკუღმა ბრუნავს (როგორც ურანი). ვენერა, როგორც მერკური, დილის და საღამოსია, ჩანს ან საღამოთი მზის ჩასვლის შემდეგ, ან დილით - სანამ მზე ამოვა, მაგრამ გაცილებით დიდი ხანი ჩანს, ვიდრე მერკური. ის უფრო ნათელია; მზის და მთვარის შემდეგ, ნათებით მესამეა. მითოლოგიაში ვენერა სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთია. ასტროლოგიაში ვენარასთან დაკავშირებულია რამოდენიმე ძირითადი თემა, ერთი მათგანია პარტნიორული ურთიერთობა, მოლაპარაკებები, კონტრაქტები, ქორწინება. მერკურისგან განსხვავებით, ვენერა იძლევა უფრო ხანგრძლივ და უფრო მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რაშიც სიმპატიის ელემენტები ჩნდება, ემოციური შეფერილობა მეტად აქვს - „მე შევდივარ ურთიერთობაში (ვენერით) მათთან, ვინც მე მომწონს“. ეს შეიძლება იყოს სიყვარული, მაგრამ შეიძლება იყოს პატიოსანი მოლაპარაკებაც, მეგობრობა, საერთო საქმიანობა, საიდანაც ჩვენ ორივენი ვკმაყოფილდებით. შეფასება, სიმპატია, „მომწონს - არ მომწონს“ - ეს არის ვენერას ფუნქცია. კიდევ ერთი ვენერას თემა, სინამდვილეში, ღრმად არის დაკავშირებული პირადი ენერგიის მარაგთან. ეს არის ფულიც, ქონებაც, მყუდროებაც, კომფორტიც და სილამაზეც, მათ შორის, სხეულის სილამაზე, ჯანმთელობა. მაშ ასე: ვენერა - ეს ჩვენი სიმპატიები და ჩვენი პირადი ურთიერთდამოკიდებულებაა. მერკურიც შედის ურთიერთობაში და ისიც ეძებს სარგებელს, მაგრამ მისთვის ურთიერთობა ურთიერთობისთვისაა, ახალი ინფორმაციისთვის, სარგებლისა და გაცვლისთვის. მერკურის ურთიერთობა არის საზრდო გონებისთვის, მაგრამ არაფერს არ იძლევა სულისთვის, სიამოვნებისთვის, ჰარმონიისთვის. ვენერას ურთიერთობა - გულისთვისაა, სიმპატიისთვის. თუმცა, სარგებლის ელემენტები (თავისი მარაგის გაზრდისთვის) აქაცაა. მაგრამ ვენერა ურთიერთობაში პატიოსნად შედის (განსხვავებით მერკურისგან, რომელიც, შიძლება, მოიტყუოს, და მარსისგან - რომელიც ყველაფრის ძალით დაპყრობას ცდილობს). ესთეტიკა, ხელოვნება, ჰარმონიის და სილამაზის შეგრძნება - ბუნების სილამაზე, სხეულის სილამაზე, ურთიერთობის სილამაზე - ყველაფერ ამას იძლევა ვენერა.
ვენერას როლები - ლამაზი გოგო, შეყვარებული, ხანდახან - და, ცოლი. მანეკენი, ნატურალი, ყვავილების გამყიდველი გოგო. მთვარესთან ერთად - ფერმერობა, ორანჟერეა, სოფლის მეურნეობა. სატურნთან ერთად - მართლმსაჯულება. ვენერა წონის სხვადასხვა მოსაზრებებს, მუშაობს კომპრომისზე, პოულობს პატიოსან გადაწყვეტილებებს. ვენერის თვისებები კარგად უნდა ქონდეთ განვითარებული ექსპერტებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, დიპლომატებს. ვენერა - ეს არის მშვენიერების შეგრძნება, მშვიდობის მოყვარე... სიმპატია, გემოვნება, დაგროვება, ფინანსები, ნივთები, ნიჭი, ფასეულობები (ამ სიტყვის ფართო გაგებით), შემოქმედება, არტისტულობა, სიყვარული და მეგობრობა, ხელოვნება. უარყოფითად გამოვლენილი ვენერა კი, ასეთია: მოჩხუბარი, სკანდალური, მყვირალა, ეჭვიანობა, უსაქმურობა, პატივმოყვარეობა, სიამოვნებისკენ და ფუფუნებისკენ გადაჭარბებული მისწრაფება, მოდას ბრმად აყოლა, უგემოვნო, ექსტრავაგანტულობა, სიზარმაცე, მგრძნობელობა, უსრცხვილობა, მფლანგველობა, მოუწესრიგებელობა.

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)მარსი. მისი ბრუნვის პერიოდი ზოდიაქოს წრეზე, დაახლოებით, ერთი წელი და ათი თვეა. პირველი პლანეტა დედამიწის გარეთ... ის მიძრაობს დედამიწაზე ნელა. შუძლია როგორც მცირე, ასევე საკმაოდ დიდი მანძილით დაშორდეს მზეს ისევე, როგორც ყველა გარე პლანეტას პლუტონის ჩათვლით. მარსი ცაზე გამოიყურება როგორც წითელი ფერის ვარსკვლავი. მითოლოგიაში მარსი ომის ღმერთია. და აი, ამაზე, რომ მარსი არის გარე პლანეტა და ომის მეფე, ეწყობა მისი სიმბოლიკაც. მარსი პასუხისმგებელია ყველაფერ გარეზე, ადამიანის ფიზიკურ მოქმედებაზე. მარსი - აქტიურია. მას უკავშირდება ფიზიკური მუშაობა, აგრესია, ბრძოლა, ომი, ბრაზის, რისხვის გამოვლინება. ყველანაირი ხელით მუშაობა დაკავშირებულია მარსთან. თუ საჭიროა მოხერხებულობა და სიზუსტე - მარსი მუშაობს მერკურისთან ერთად. მარსი - ეს არის წვა, ხანძარი, ტრავმები, ძალადობა. მარსის პროცესებია - დაჟანგვა, კუნთებით მუშაობა, სიცხარის გამოყოფა, მამაკაცური სექსუალურობა. მარსის როლები - მებრძოლი, სპორტსმენი, მეხანძრე, მუშა, რომელიც ასრულებს მძიმე ფიზიკურ სამუშაოს; ავტომობილის მძღოლი (მერკურისთან ერთად), მეტალურგი. საერთოდ, მამაკაცს და მამაკაცურობას ის ხშირად სიმბოლიზირებს (განსაკუთრებით ქალების ჰოროსკოპებში). მოწინააღმეგე და კონკურენტი - ესეც მარსია. ის არის ენერგია, გადაწყვეტილების მიღება, მოქმედება, სიმამაცე, თავდაჯერებულობა, ენთუზიაზმი. ნეგატიური გამოვლინებები, ალბათ, უფრო მეტი აქვს, ვიდრე პოზიტიური: მეომარობა, აგრესიულბა, უხეშობა, შეუბრალებლობა, უგუნურება, გაუმართლებელი რისკისკენ მიდრეკილება, გაუფრთხილებლობა, სიუხეშე, მოურიდებლობა, კონფლიქტურობა, თავხედობა, კადნიერება, მოჩხუბრობა, მიდრეკილება - ყველა პრობლემა გადაიჭრას ძალისმიერი მეთოდებით.
ზემოთ უკვე განხილულ პლანეტებს - მზეს, მთვარეს, მერკურის, ვენერას და მარსს, ეწოდებათ პირადი პლანეტები. რადგან ისინი სწრაფად მოძრაობენ ადამიანის ჰოროსკოპში, ინდივიდუალურნი და პასუხისმგებელნი არიან ადამიანის ფუნქციაზე და ერთი - ერთზე პიროვნულ ურთიერთობებზე, საზოგადოების ჩართულობის გარეშე. დანარჩენი პლანეტები, იუპიტერიდან დაწყებული - პლუტონის ჩათვლით, ითვლებიან სოციალურ პლანეტებად, რადგანაც ისინი გაცილებით ნელა მოძრაობენ. ხშირად, ასაკობრივად ახლოს მყოფ ადამიანებს, ერთი და იგივე მდებარეობა აქვთ ჰოროსკოპში და პასუხს აგებენ ადამიანის საზოგადო და სოციალურ ფუნქციაზე.

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)იუპიტერი. ეს ყველაზე დიდი პლანეტაა მზის სისტემაში. მთლიან წრეს მზის გარშემო გაივლის 11,86 წელში. იუპიტერი, დაახლოებით ერთ წელიწადში გაივლის ერთ ზოდიაქოს. მითოლოგიაში იუპიტერი (ზევსი) - უმაღლესი ღვთაებაა, ღმერთების ხელმძღვანელი. ძველ დროში, ადამიანის ცხოვრება უფრო მეტად იყო განსაზღვრული საზოგადოებით, ვიდრე ახლა. მაშინ მთავარი იყო იუპიტერი, ახლა ეს როლი გადავიდა მზეზე. ადამიანს, ამჟამად, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს გამოავლინოს თავის ინდივიდუალურობა. იუპიტერი ასტროლოგიაში სიმბოლიზირებს:
1) ნებისმიერი გაფართოება, წარმატება, სიმდიდრე, ცოდნის გაფართოება, შორი მოგზაურობა;
2) ავტორიტეტი, აღიარება, პატივი, საზოგადეოების მორალური ფასეულობების სისტემა. მოცემულ საზოგადოებაში წარმატების კრიტერიუმი, რა უნდა გაკეთდეს, რათა მიიღო აღიარება და ავტორიტეტი. მასწავლებლობა, პედაგოგიკა, სპონსორობა. ნებისმიერი გადაჭარბება.
იუპიტერის როლები - მასწავლებელი, დამრიგებელი, სპონსორი, კეთილი ბიძია, მოგზაური, მკვლევარი, ფილოსოფოსი, რაიმე რწმენის ან იდეოლოგიის მოძღვარი. იუპიტერი აგრეთვე სიმბოლიზირებს საზღვრებს მიღმა მისწრაფებებს, შორ მოგზაურობებს, მეცნიერებას (განსაკუთრებით ფუნდამენტალურს და ფილოსოფიურს), უმაღლეს განათლებას, მედიცინას, სიმდიდრეს, სიუხვეს, გაფართოებას, ზნეობას, მორალს, მაღალ იდეალებს, სამართლიანობას. იუპიტერის ნეგატიური თვისებებიდან აღსანიშნავია მფლანგველობა (თანაც დიდი მასშტაბებით), ავანტიურები - სერიოზული ფინანსური და იდეოლოგიური დანაკარგებით, თავგადასავლებისაკენ მისწრაფების უქონლობა, უსამართლობა, აგრესიულობა (მაგრამ არა მუშტით, არამედ იდეოლოგიურად - სიტყვით, კონცეფციის დონეზე), გადამეტებული თავისუფლების სიყვარული, პათოლოგიური რწმენა თავის სიმართლის ნებისმიერ საკითხში.

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)სატურნი. სატურნიც გიგანტური პლანეტების რიგს მიეკუთვნება, თუმცა, მისი ზომა იუპიტერზე მცირეა. პატარა ტელესკოპითაც შეიძლება იმის დანახვა, რომ სატურნს რგოლების სარტყელი აქვს და მასშია ჩასმული. ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. სატურნი მთლიანი ციკლის გავლას უნდება 29,5 წელი. მითოლოგიაში სატურნი არის - მოხუცი, დროის მცველი. სატურნის სიმბოლიკაა - ფორმა, სტრუქტურა, დრო, შეზღუდვა, კანონები, ლოგიკა. სატურნთან დაკავშირებულია ყველაფერი, რაც ამბობს „არ შეიძლება“ და „საჭიროა“; ყველა კანონი და წესი - ბუნება და საზოგადოება, სახელმწიფო, ხელმძღვანელობა, ჩინოვნიკობა, წესრიგი, მოვალეობების იერარქია, განრიგი, გრაფიკი; რკინგზა - რელსები, განრიგი, დისციპლინა, დროის შეგრძნება, პასუხისმგებლობა; კრისტალები, ქვები, მთები, სხვადასხვა მყარი სტრუქტურა, რომელიც ფორმას ინარჩუნებს. სატურნის როლები - ხელმძღვანელი, ოფიციალური ვალდებულებების პირი, წესრიგის დამცველი, მცველები, განრიგის და კანონის შემდგენელი, მოსამართლე (ვენერასთან ერთად), ხანდახან - მამა, მშობლები, რომლებიც ასრულებენ დამცველის ფუნქციას, საერთოდ, ასაკოვანი ხალხი; ორგანიზატორები, თანამდებობის პირები; სატურნი ეს არის - დასაბუთება, ლოგიკა, კონცენტრაცია, ცენტრალიზაცია, გამიზნულობა და მიზანდასახულება, შეუპოვრობა, დაგეგმვის უნარი, წინდახედულება, სიფრთხილე, უნარი - შეამჩნიოს და გამოიყენოს. უარყოფითი თვისებები სატურნსაც (როგორც მარსს) ცოტა აქვს: ეგოიზმი, გულქვობა, სიცივე, უნდობლობა, ეჭვიანობა, სკეპტიციზმი, მიზანთროპია, პესიმიზმი, მელანქოლია, ნაღვლიანობა, დეპრესია, სიძუნწე, სიხარბე, ცილისწამება, შეყოვნება, დაბრკოლება, დაგვიანება, სერიოზული და გამოუსწორებელი დაუდევრობა, სიამაყე, კარიერისტობა, იარაღი ან მსხვერპლი იდუმალი ძალებისა, ეშმაკისგან ცდუნება.
პლანეტებს - მზიდან სატურნის ჩათვლით, ეწოდება სეპტენერის (სეპტენერი - შვიდეული) პლანეტები, ან დაბალი ოქტავის პლანეტები.
ურანს, ნეპტუნს და პლუტონს ასევე ეძახიან უმაღლეს პლანეტებს, განსხვავებით დანარჩენი შვიდეულისგან - კლასიკური პლანეტებისგან. ტრადიციულ საზოგადოებაში, ადამიანის ცხოვრების აღწერა შესაძლებელი იყო შვიდი პლანეტის დახმარებით და, მხოლოდ ახალ დროში, დაწყებული ინგლისური და ფრანგული რევოლუციებით, დროში, როცა მოხდა ელექტროობის აღმოჩენა და გამოყენება, ელექტრონიკის, ბირთვული ენერგიის, გლობალური ქსელების და ინფორმაციის დროში, ტოტალიტარული იმპერიების დროში და, როცა ხდებოდა მსოფლიო ნაციების გაერთიანება, ჩვენ დაგვჭირდა უკვე ეს უმაღლესი პლანეტები.
ასტრონომიული გადმოსახედიდან, სეპტენერის და უმაღლესი პლანეტები განსხვავდებიან მათი ხედვითი მნიშვნელობით - ურანი, ნეპტუნი და პლუტონი არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით, როცა სატურნის ჩათვლით, ყველა პლანეტის დანახვა შეუძლია ცაზე ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ნორმალური მხედველობა აქვს. ადამიანი ხედავს თუ არა ცაზე პლანეტებს, გვევლინება კრიტერიუმად - განვსაზღვროთ დაბალი და მაღალი ოქტავის პლანეტები.
აქვე აღვნიშნავდი ერთ საინტერესო კანონზომიერებას: ყველა უმაღლესი პლანეტა, ყოველთვის არ მოქმედებდა ჰოროსკოპში. მათი ზემოქმედება კაცობრიობაზე დაიწყო მაშინ, როდესაც მოხდა მათი აღმოჩენა ასტრონომების მიერ. ანუ გამოდის, რომ როცა პლანეტა არავისთვის არ ჩანს (თუნდაც ტელესკოპებით), ის არანაირად არ ამჟღავნებს თავის თავს.
ახლა კი დავბრუნდეთ პლანეტების მახასიათებლებზე.

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)ურანი. აღმოჩენილია 1781 წელს. მზის გარშემო მთლიან შემოვლას ის 84 წელიწადში ახორციელებს და, დაახლოებით, 7 წელი ჩერდება ერთ ნიშანში. თავისი ღერძის გარშემო გვერდულად მწოლიარე ბრუნავს და, კიდევ, საპირისპირო მხარეს! ასეთი ასტრონომიული პარამეტრებით, არაა გასაკვირი ურანის სიმბოლიკაც - გარღვევა სატურნის შეზღუდვებიდან. ურანი - ესაა ყველაფერი არაჩვეულებრივი, რევოლუციური, განმაცვიფრებელი საფუძვლები, ჩვეული სტრუქტურების დამანგრეველი, რათა გზა მისცეს ახალს. ურანი - თავისუფლებაა, თანასწორობა, ძმობა. ურანი - დემოკრატიაა, მეგობრობა, იდეალები, კოლექტიური შემოქმედება. ასტროლოგიაში ურანს ასევე უკავშირებენ ციურ მოვლენებს და ავიაციას, კოსმონავტიკას, ასევე - ელექტროობას, ელექტრონიკას, ახალ ტექნიკას, კომპიუტერებს. ურანი - ეს არის ინტუიცია, სპონტანურობა, არაპროგნოზირებულობა, დამოუკიდებლობა, პროგრესიულობა, შეუპოვრობა, წინდახედულობა, მედიტაცია და ნათელმხილველობა. უარყოფითი თვისებები: ცუდისკენ მიმართული მახვილი ინტუიცია, ძალიან მძაფრი გრძნობა და განცდები, მოუთმენლობა, აუტანლობა, ვერ იტანს შეწინააღმდეგებას, ექსტრემალური თავისუფლების სიყვარული, უკიდურესობა ნახევარტონების გარეშე, მისწრაფება - დაარღვიოს კვანძები (და არა გახსნას), გადამეტებული თავმოყვარეობა, მიდრეკილება თვითდაზიანებისკენ და თვითგანადგურებისკენ.

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)ნეპტუნი. აღმოაჩინეს 1846 წელს. ამ პერიოდს ემთხვევა ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზია - კომუნიზმი (ნეპტუნი - ილუზიების და მოჩვენების პლანეტაა. გაიხსენეთ, როგორ იწყება „კომუნისტური პარტიის მანიფესტაცია“ - „კომუნიზმის მოჩვენება დაეხეტება ევროპაში“). მთლიან შემოვლას მზის გარშემო 165 წლის განმავლობაში ახდენს, ყველა ნიშანში ჩერდება დაახლოებით 14 წლის განმავლობაში. ორბიტა თითქმის ზუსტი წრიულია. მითოლოგიაში ნეპტუნი - ზღვის და ოკეანის ღმერთია. მსოფლიო ოკეანე ნამდვილად დაკავშირებულია ნეპტუნთან. მეზღვაურობა,ზღვის ათვისება; ეკოლოგია; სითხეები. ნეპტუნთანაა დაკავშირებული ასევე სხვა ოკეანე, ოკეანე ჩვენი სულისა, ჩვენი გრძნობებისა, ფსიქოლოგია, გაუცნობიერებელი, იდუმალი. ფსიქოლოგიის განვითარება დაჩქარადა ნეპტუნის აღმოჩენის შემდეგ. ნეპტუნი ასევე დაკავშირებულია უნივერსალთან, აბსოლუტთან (ღნერთებთან და სამყაროს გონთან, სამყაროს სულთან). ნეპტუნი - ეს არის სულიერება, შინაგანი სამყარო, წარმოსახვა, იდეალიზმი, ფანტაზია, ოცნება, სიზმრები, მუსიკალურობა, პოეზია, ფსიქოლოგიურობა, სენსიტიურობა, ცნობიერის მდგომარეობა, შთაგონება, რელიგია, ექსტაზი, ტელეპატია, ექსტრასენსორიკა; ნეპტუნი ყველაფერს უნივერსალურს ხდის, ხსნის, შთანთქავს, ერწყმის უნივერსალს. ნეპტუნის ნეგატიური მხარე - ილუზია, შიშები, ჰალუცინაციები, სუბიექტივიზმი, რეალობიდან მოწყვეტით საკუთარ თავში ჩაკეტილობა, ცხოვრებიდან მოწყვეტილი მეოცნებე, ფსიქოლოგიური სიბრმავე, გაუგებრობა, შეპყრობილობა, ფანატიზმი, ავადმყოფური ფსიქიკა, საკუთარი თავის და სხვების მოტყუება (ხშირად უნებურად), გულწრფელი შეცდომა, სულელური ჩვევები, თავისი სურვილების დავიწყება, მიდრეკილება - იკაიფოს ნებისმიერ ფასად (ალკოჰოლიზმი და ნარკომანია), მერყეობა, ქაოტურობა, მიდრეკილება - მიყვეს დინებას, ნების არ ქონა.

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)პლუტონი. პლუტონი აღმოაჩინეს 1930 წელს. ამის შემდეგ ხელისწუფლებაში მოდის ფაშიზმი, სსრკ-ში საბოლოოდ ყალიბდება ტოტალიტარული რეჯიმი და იწყება მასობრივი რეპრესიები, მუშაობა იწყება ატომური და ბაქტეოროლოგიური იარაღების შექმნაზე. მზის გარშემო შემოვლას ანდომებს 248 წელს. ორბიტა ძალიან გაწელილია, პერიჰელიუმი მორიელის ნიშანშია. აქ პლუტონი ხანმოკლე დროით შედის ნეპტუნის ორბიტაში. შეჯახებას ისინი ვერ შეძლებენ, რადგან პლუტონის ორბიტას აქვს დიდი დახრა (17°) ეკლიპტიკის სიბრტყესთან, სიახლოვეს, სადაც მოძრაობს ყველა პლანეტა, მაგრამ პლანეტების სიმბოლური წესრიგი ირღვევა ამ დროს, ეხლა კი ზუსტად ასეთი დრო იყო - 1980-დან 2000 წლამდე. პლუტონი თავისი გაწელილი ორბიტის გამო, არათანაბარი დროით ჩერდება ზოდიაქოებში, მორიელის ნიშანს გადის 11 წელიწადში, ხოლო კუროში 40 წელი უნდება. პლუტონის დანახვა შეიძლება მხოლოდ დიდი ტელესკოპით. მითოლოგიაში პლუტონი - არის ღმერთი მკვდრების სამეფოში, მიწის ქვეშეთის სამეფო. პლუტონი ბოლო პლანეტაა (ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის) და ის სიმბოლიზირებს გადასვლას საზღვრებზე. მანამდე და მას მერე - აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა. სიცოცხლე და სიკვდილი. სიკვდილი დაკავშირებულია პლუტონთან. ენერგიის გაცვლა - სხვისი ათვისება და თავისის გაცემა. სექსიც საზღვრებს გადასვლა და ენერგიის გაცვლაა. სხვისი ფული, ბანკები, დაზღვევა, კრედიტები, საერთოდ ბიზნესი, როგორც ბრუნვა სხვისი და კოლექტიური ენერგიისა. უნივერსალურობა, არაპიროვნულობა, შეუბრალებლობა. ტოტალიტარული რეჟიმები, სადაც ცალკეული პიროვნებები ემორჩილებიან საერთო იდეას და სტრუქტურას. ბირთვული პროცესები. პროცესები, რომლებსაც ჯაჭვური მახასიათებლები და დაფარული სტადიები აქვთ: ატომური ბირთვის გააყოფა, ეპიდემიები; მიწისქვეშეთი, მათ შორის მაღაროები და მეტრო. ტრანსფორმაციის პროცესი, სიკვდილის შემდეგ ხელახლა დაბადება სხვა ხარისხით. პლუტონი - ეს არის თვითდაჯერება და გაერთიანება, მისწრაფება და უნარი - მოიპოვოს გლობალური პოპულარობა, სიმპატია მასების მხრიდან, წარმატება, სიუხვე, ენთუზიაზმი, მააღალი ინტენსიურობა, რეალიზაცია, ტელეკინეზი, ლევიტაცია. პლუტონის ნეგატიური ასპექტები არ არის სუსტი ნერვების ადამინისთვის: ძალადობა უკიდურეს გამოვლინებაში, განურჩეველი გადაშენება, სიკვდილი, ბოლომდე განადგურება, ბირთვული ან ბაქტეოროლოგიური ომი, მისწრაფება - მიაღწიოს თავისას ნებისმიერ (სახელდობრ ნებისმიერ) ფასად, ჰიპერტროფირებული პატივმოყვარეობა, დიქტატი, კონფლიქტურობა, განსხვავებული აზრის ტოტალური განადგურება, ჰიპერსექსუალობა სადიზმის მიდრეკილებით.
თვალსაჩინოებისთვის დაგიხაზავთ ასეთ ცხრილს:

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი IV)












GeoAstro

(ნაწილი I) (ნაწილი II) (ნაწილი III)скачать dle 11.3
19-10-2016, 23:19
Вернуться назад