DataLife Engine / კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზიეს კვირა ასრულებს სასწორის პროგრამას და კვირის ბოლო დღე შემოგვთავაზებს ახალ, მორიელის ნიშანთან დაკავშირებულ ერთთვიან პროგრამას. ეს კვირა დაკავშირებულია ოქტომბრის შედეგების შეჯამებასთან, განსაკუთრებით, კვირის ბოლო დღეები: ვემშვიდობებით წარსულს და ვიგებთ ინფორმაციას, რომელიც აქამდე ფარული იყო. ახალმთვარობა გველოდება კვირას - 21:39 საათზე.
ამ კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენაა მზის გადასვლა მორიელში - მოვიდა ახალი ასტროლოგიური პერიოდი. სანამ მზე და მერკური მდებარეობდა სასწორში, უფრო მნიშვნელოვანი იყო ღია ურთიერთობები, ახლა ყველაფერი უფრო ფარულ და ინტენსიურ მდგომარეობაში გადადის. წინა პლანზე გამოდის ფინანსური, საგადასახადო, საბანკო საკითხები. ზოგადად, ასპარეზზე მორიელის გამოჩენა ხშირად განაპირობებს კრიზისებს უსაფრთხოების, ფინანსების, ხელისუფლებასთან ურთიერთობის, ასევე ჯანმრთელობის სფეროებში.
ამ კვირაში, მიუხედავად ზემოთქმულისა, უნდა ველოდოთ ცხოვრების რიტმისა და ტემპის დაქვეითებას და სულიერ-ზნეობრივი საკითხების წინა პლანზე წამოწევას. ოქტომბერმა ძალიან დაგვღალა თავისი აქტიურობით. ახლა უნდა დავწყნარდეთ და გადავხედოთ - რისი გაკეთება მოვასწარით ოქტომბერში... ზოგს აქტუალური კარიერული საკითხები ჰქონდა აქცენტირებული, ზოგი პარტნიორს დაშორდა, ზოგმა პირიქით - იპოვა, ზოგმა ახალი ბიზნეს-პარტნიორი გაიჩინა და ახალი ბიზნეს-მიმართულება დასახა. ახლა, დადგა დრო, რათა შევაფასოდ ოქტომბერში მომხდარი მოვლენები.
მართალია, ცხოვრების ტემპი დაეცა, მაგრამ მაინც არის რამდენიმე საყურადღებო ფაქტი. ვენერა თავის პოზიციით გააქტიურებს სატურნი-ნეპტუნის კვადრატს, რომელმაც, წელიწადზე მეტია, ყველა გაგვტანჯა - ეს სიდუხჭირისა და დანაკარგების ასპექტია. ამიტომ, მორიელის ფონზე, ფრთხილად უნდა ვიყოთ კვირის პირველ დღეებში, განსაკუთრებით ფინანსებთან, ხარჯებთან, ვალების აღებასთან დაკავშირებით.
ვენერა ამ კვირაში სიურპრიზებს გვიმზადებს (ერ ვიტყვი, რომ სასიამოვნოს). ერთის მხრივ, არაჩვეულებრივი მოლოდინები გვაქვს ვენერა-იუპიტერის ასპექტის ფონზე, როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. ვართ ჰარმონიის მოლოდინში, მაგრამ არ გვეძლევა საშუალება, ბოლომდე დავტკბეთ ამ ულამაზესი ასპექტით - იგი სატურნის შეერთებისა და ნეპტუნის კვადრატის ფონზე მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდის ზე-ემოციური მდგომარეობა იწვევს შეცდომებს, იმედგაცრუებას, თავის მოტყუების, ილუზიებისა და ოცნებების სფეროში გადავარდნას. როგორც წესი, ამ პერიოდში ვხდებით წყენიები (განსაკუთრებით ქალები). შესაძლებელია, რეალური შანსები დავკარგოთ და ვერ გამოვიყენოთ. ეს ეხება პრაქტიკულად ყვალა სფეროს. ამ ასპექტმა, შესაძლებელია, მამაკაცებს საწინააღმდეგო სქესთან მოუტანოს პრობლემები - ელემენტარულად, შეიძლება, პარტნიორი წავიდეს, დაიკარგოს.
იმ ადამიანებისათვის, ვინც ხელოვნებაში მოღვაწეობს, ან საქმე აქვს წყალთან და სითხეებთან, ქიმიასთან, ან ვირტუალურ სივრცესთან, ეს პერიოდი შეიძლება გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი - პროფესიული დონის ასამაღლებლად.
ეს კვირა კიდევ იმითაა საინტერესო, რომ შესაძლებელია, მივიღოთ რელური შედეგები იმ საქმეებისა, რომლებიც დავიწყეთ 12 საქტემბრის მიდამოებში. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად საინტერესოა 26-28 ოქტომბერი. ძალიან კარგი პერიოდია საქმეების დასასრულებლად.

რაც შეეხება კონკრეტილ ნიშნებს:

კარდინალური ოთხეულისთვის - ვერძი-სასწორი, კირჩხიბი-თხისრქა - ისევ გრძელდება სუპერ აქტიური და გადატვირთული პერიოდი (შედარებით), განსაკუთრებით მეორე დეკადაში დაბადებულთათვის. კირჩხიბს ცხოვრება სულ უფრო მეტ დატვირთვას სთავაზობს. მაგრამ, ვინაიდან ეს მთვარის ბოლო მეოთხედის კვირაა, წინა პერიოდთან შედარებით, მაინც უფრო წყნარი უნდა იყოს. მოვა ახალმთვარობა და კირჩხიბები ისევ ცხენზე ამხედრებულები იქნებიან. ეს ასევე ეხება დანარჩენ კარდინალურ ნიშნებს, ოღონდ ისინი არ არიან ისეთი ძლიერი დარტყმის ქვეშ, როგორც კირჩხიბები.

ფიქსირებილი ოთხეული - კურო-მორიელი, ლომი-მერწყული. მერწყულები, პოზიტიურობის მხრივ, ისევ ფავორიტებად რჩებიან. ამ კვირაში ცოტა შეეცვლებათ აქცენტები, მეტ ყურადღაბას მოითხოვს მათგან კარიერა და სამსახური. გვახსოვს, რომ მორიელებს საქმეს „უფუჭებს“ ლილიტი, განსაკუთრებით, მეორე დეკადის მორიელებს. მაგრამ, ლილიტის პოზიტიურად თუ ნეგატიურად მუშაობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ არის ასპექტირებული მზე ნათალურ რუკაში. ზოგადად, მორიელები ნელ-ნელა აქტიურდებიან, უაქტიურდებათ ინტუიცია, განსაკუთრებით პირველ დეკადაში დაბადებულებს. მხოლოდ, მორიელის რეალური აქტიურობა ახალმთვარობის შემდეგ იქნება, როცა ნამდვილი მორიელის თვე მოვა. შეიძლება ვთქვათ, რომ ფიქსირებული ნიშნებისთვის კვირა ზედმეტი ღელვის გარეშე ჩაივლის.

მუტაბელური ნიშნები - ტყუპები-მშვილდოსანი, ქალწული-თევზები. ამ ნიშნებისთვის წინა კვირასთან შედარებით არაფერი შეიცვალა. გავიმეორებ მათთვის, ვასაც არ წაუკითხავს წინა კვირის პროგნოზი: უკვე ვიცით, რომ მუტაბელური ნიშნები (გარდა თევზებისა), ერთის მხრივ, იღებენ იუპიტერის პოზიტიურ ასპექტებს, რაც მომავლის გეგმებისა და ახალი შემოქმედებითი იმპულსის მომტანია; მეორე მხრივ კი, განიცდიან სატურნის დაძაბულ ასპექტებს და, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთვარის ციკლის ბოლო ფაზაში ვართ, სატურნის ასპექტის მნიშვნელობა უფრო იზრდება - თუ არ შეიზღუდეს საკუთარი თავი, არ მისცეს საკუთარ თავს განმარტოების და დაფიქრების საშუალება, იუპიტერის პოზიტივიზმი შეუმჩნევლად ჩაივლის. დისციპლინა და ზედმეტობაზე უარის თქმა - ეს უნდა გახდეს ამ ღერძის ნიშნების დევიზი, განსაკუთრებით, პირველი დეკადის ბოლოსა და მეორე დეკადის დასაწყისში დაბადებული ადამიანებისთვის.
თევზები ყველაზე დაჩაგრულ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან არ გააჩნიათ იუპიტერის დახმარება და მხოლოდ სატურნი-ნეპტუნის ანაბარა არიან დარჩენილები. მაგრამ, ეს მხოლოდ მეორე დაკადის თევზებს ეხება. (მინდა გაგიმხილოთ ჩემი დაკვირვება, რაგორ მოერია ზოგი თევზი ნეპტუნის და სატურნის დაძაბულობას. შევამჩნიე, რომ ოქტომბერში ბევრი ადამიანი, რომელსაც თევზები ჰქონდა გამოკვეთილი, გაერთიანდა უცხოურ ქსელურ კომპანიებში, რომლებიც პირდაპირ ასახავენ სატურნი-ნეპტუნის ენერგიებს. ეს არის ენერგიის პოზიტიური გამოყენება. ასე რომ, ნებისმიერი ნეგატიური ასპექტი შეიძლება იყოს პოზიტიურად გამოყენებული).
ახლა გადავიდეთ მთვარის ციკლზე და უკურსო მთვარის საათებზე.
შეგახსენებთ, რომ უკურსობის პერიოდში, მთვარე „ისვენებს“. ამის გამო, ყველა საქმე, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობას გულისხმობს, როგორ წესი, არ გამოდის. ასევე, ამ პერიოდში გაფანტულია ყურადღება, ამის გამო ხდება ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, ადამიანები სამსახურებში ყველაფერს მიედ-მოედებიან, გარდა საქმისა. ამ პერიოდში მიღებული ნებისმიერი წინადადება არის ან უპერსპექტივო, ან ნაადრევი და მოუმზადებელი. არ არის სასურველი ქირურგიული ოპერაციების დანიშვნა.
კარგი პერიოდია კითხვის, სეირნობის, დამოუკიდებელი მუშაობის, სულიერი განვითარების, ძველი საქმის დამთავრებისა და მომავალი საქმეებისთვის მზადებიასთვის, თუ ამას სიმარტოვეში აკეთებთ.

ამ კვირაში უკურსო მთვარის პერიოდებია:
24.10. 16:21 - 25.10. 7:16
26.10. 22:33 - 27.10. 17:51
29.10. 14:09 - 30.10. 6:01


24.10 - მთვარე ლომში
ადამიანებისთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აწუხებთ, აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. აკრძალულია გულის ოპერაცია, ასევე, თვალების, ხერხემლის, ზურგის ზედა ნაწილის, ნეკნების, დიაფრაგმის, ელენთის, სისხლის მიმოქცევის სისტემასა და გულსისხლძარღვთა სისტემაში ჩარევა.

25.10 - 26.10 - მთვარე ქალწულში
ადამიანის სხეულში სუსტი ადგილი ხდება ყველა ნაწლავი, გარდა მსხვილი ნაწლავისა. აკრძალულია ნებისმიერი ოპერაციები მუცლის ღრუს, მზის წნულის, ელენთის, ნაღვლის ბუშტის არეში, ასევე, იმ ორგანოებზე, რომელიც უკავშირდება ნივთიერებათა ცვლას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვებას. აპენდიციტის ოპერაციები ამ პერიოდში ხშირად რთულდება.
კარგია სისხლის და ღვიძლის გაწმენდის პროცედურები, კანის დაავადებების მკურნალობა; ასევე, მზადება პლასტიკური და კოსმეტიკური ქირურგიისთვის, მაგრამ თვითონ ოპერაცია - მთვარის სასწორში ყოფნის დროს ჯობია. რეკომენდებულია მარილიანი აბაზანები ფეხებისათვის, ფეხების მასაჟი.
ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ჯანსაღი ცხოვრების წესი, სასარგებლო ფიზიკური მუშაობა ბუნებაში, ან თუნდაც, სეირნობა.
თუ საჭიროა დისპანსერიზაცია ან სამედიცინო კვლევის დაწყება, სერიოზული მკურნალობის დაწყება ან უბრალოდ დიეტის ამორჩევა - საუკეთესო დღეებია.
რეკომენდაციები: ორგანიზმის ფიტოტერაპიული მეთოდებით განწმენდა, მაქსიმალურად ეფექტური იქნება. მოერიდეთ მძიმე საკვებს, თუ კუჭ-ნაწლავი თქვენი სუსტი ადგილია, დაეხმარეთ ორგანიზმს - მიიღეთ ფერმენტები.

27.10 - მთვარე აგრძელებს მსვლელობას ქალწულში 17:51 საათამდე, მაგრამ არის უკურსო.
გაფაქიზებულია თირკმელები - ძალიან ნუ დატვირთავთ: სითხე მიღეთ შეზღუდულად, განსაკუთრებით, ალკოჰოლი. დასუსტებულია ენდოკრინული სისტემა, კერძოდ, კუჭქვეშა ჯირკვალი. სახიფათო პერიოდია დიაბეტით და პანკრეატიტით დაავადებულთათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქირურგიული ჩარევა თირკმელების, წელის, საზარდულის, საშვილოსნოს არეში. ამ დღეებში ხელსაყრელია პლასტიკური, კოსმეტიკური ქირურგია, კბილის ექსტრაქცია, ყურის დაავადებების მკურნალობა.

30.10. 21:38 სთ - ახალმთვარობა
ახალმთვარობის წინა დღეები მნიშვნელოვანია განწმენდისთვის, საკუთარ თავში ჩაღმავებისთვის, განმარტოებისა და სიმშვიდისთვის.
მიზანშეწონილია ძველი საქმეების დასრულდება, რათა აღარ დაუბრუნდეთ მათ. კარგია, რომ დაალაგოთ სახლი ან სამუშაო ადგილი, იმისათვის, რომ ძველი და უსარგებლო ნივთები გადაყაროთ. შეგიძლიათ დაშორდეთ იმ ადამიანებს, ვისთანაც არ გინდათ მომავალში შეხვედრა. კარგია, გადაიხადოთ გადასახადები, თუ შესაძლებელია - გასცეთ ვალები და დაიძინოთ წყნარად.
ბედნიერ კვირას გისურვებთ.

ლია ბარათაშვილი
скачать dle 11.3
25-10-2016, 01:26
Вернуться назад