DataLife Engine / სულიერი მოსწავლისა და სულიერი მასწავლებლის მისტერია

სულიერი მოსწავლისა და სულიერი მასწავლებლის მისტერია

სულიერი მოსწავლისა და სულიერი მასწავლებლის მისტერიამაშ ასე...
ცოდნასმოწყურებული მსურველი, იწყებს ძიებას ცოდნისა, გზადაგზა, მაძიებელი, აწყდება ხაფანგს გონისას... გონების ხაფანგთაგანი, ერთ-ერთი გახლავთ სიმთვრალე - რაჟამს გონება მიიჩნევს, რომ მიხვდა რამეს ღირებულს, იმწამსვე მოეფინება თვალს რული, გონს კი ბურუსი... ეს ტრანსცენდენტალური თრობა, ხშირად ხიბლადაა წოდებული...
სწორედ მას შემდეგ, რაც მსურველი გადალახავს გონების ამ ძილ-ბურანისა და ხიბლის მდგომარეობას, აწყდება „მასწავლებელს“... მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნამდვილი მასწავლებელი არასდროს ასწავლის მოსწავლეს... „არ ასწავლის“ - პირდაპირი გაგებით ნათქვამი უფროა, ვიდრე მასშტაბურად გასაგებად ნათქვამი, რადგანაც მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მასწავლებლის მიერ დაღეჭილი მზა ლუკმის პირში ჩადებას მოსწავლისთვის, მაინც, მასწავლებლის ცხოვრების სტილი, მოვლენათა მიმართ მასწავლებლის რეაქცია, საგნებისადმი მიმართება, მოსწავლეში იმ ინფორმაციის პირველწყაროსთან წვდომის შესაძლებლობას იძლევა, რასთანაც მასწავლებელს აქვს წვდომა... ერთი სიტყვით, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ეს „სწავლების“ პროცესი ნიშნავს მათ სინქრონიზაციას, მათ ერთმანეთთან რეზონირებას... ისევე, როგორც არწივი თავის მართვეს თავდაპირველად მხოლოდ იმიტომ აჭმევს, რომ ჯერ პატარას ნადირობა არ შეუძლია, მასწავლებელიც, მოსწავლეს, თავიდან, ჯერ მხოლოდ თავისი გამოცდილებით მიღებული აღზრდის მანევრით კვებავს, მასწავლებელი მოსწავლეს ჯერ ეუბნება - რა ჯობია და რა არა მისი განვითარებისთვის, ხოლო რაჟამს მოსწავლე მომწიფდება, რათა ცნობიერად მოვიდეს წვდომის მდგომარეობაში, მასწავლებელი აწ უკვე იწყებს მოსწავლისთვის „ნადირობის“ სწავლებას, თუ როგორ უნდა მოექცეს ისეთ მდგომარეობაში, რომ თავად მოიპოვოს ცოდნა და გამოცდილება ისეთ სამყაროში, როგორიც ნატიფი ენერგოინფორმაციული ველია, როგორიც სულიერი სიხშირეებია...

როგორი უნდა იყოს მოსწავლე
მოსწავლე უნდა იყოს ცოდნასა და განვითარებას ჭეშმარიტად მოწყურებული! არა იმიტომ, რომ ვინმეს მიმართ უპირატესი გახდეს, ან ვინმესთვის რაიმეს დამტკიცება შეძლოს; არა იმიტომ, ის განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს, რჩეული გახდეს; არა იმიტომ, რომ მას აქებდნენ და ადიდებდნენ; არა იმიტომ, რომ თუნდაც საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რა მაგარია... მოსწავლე არ უნდა იყოს ცნობისმოყვარეობის გამო მოწადინებული, არამედ, უბრალოდ, მას უნდა გააჩნდეს ბავშვურად სუფთა ინტერესი და უდაბნოში პირგამომშრალი წყლის მწყურვულის დონის მისწრაფება ცოდნისა და განვითარებისაკენ... სწორედ ეს ბავშვური სუფთა ინტერესი და წყურვილი განაპირობებს მოგზაურობას „ნეოფიტის“ დასაწყისიდან, „ადეპტის“ გავლით „ქურუმობამდე“ და დანიშნულების ადგილამდე...
მოკლედ რომ ვთქვათ, მოსწავლე ხდება ადამიანი მხოლოდ სუფთა და უმოტივაციო ინტერესითა და მისწრაფებით...

როგორი უნდა იყოს მასწავლებელი
მასწავლებელი უნდა იყოს უბრალო, უშუალო და ურთიერთობებში გახსნილი, ხალხთან თანასწორი, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების წარმოჩინებისგან და სხვათა მიმართ საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მცდელობებისგან შორს მდგომი; სულიერი მასწავლებელი უნდა იყოს არა წაკითხულიდან მიღებული ინფორმაციის მატარებელი რეზერვუარი, არამედ, ყოველი ინფორმაციის პირველწყაროსთან უშალოდ მწვდომი და მგრძნობი, რადგანაც შინაგანად, მოსწავლე მისგან ელის არა დაღეჭილ ლუკმებს - რა როგორაა მასში და სამყაროში (მიკრო და მაკროკოსმოსში) მოწყობილი, არამედ ელის, რომ თავად ისწავლოს ამ ყველაფრის და არა მხოლოდ ამ ყველაფრის გაგება, შეგრძნება და შემეცნება, პრაქტიკაიში ამ ცოდნის გამოყენება და თვითშემეცნების პარალელურად თვითრეალიზაცია...
სულიერი მასწავლებლის ფიზიკური სხეულის ასაკი განსაზღვრულია მინიმუმ 21 წლით, ხოლო მაქსიმუმ - უსასრულოდ... საქმე ისაა, რომ სამშვინველი, რასაც უმრავლესობა სულს ეძახის, ადამიანის ფუზიკურ სხეულში სრულად შედის და ფუნქციონირებას იწყებს სამ შვიდეულ წელიწადში, საიდანაც მოდის კიდეც ეს ტერმინი - „სამშვინველი“ - 3 შვიდეული წელიწადი, როდესაც მენტალური, გრძნობად-ემოციური და ფიზიოლოგიური წევრები სრულად რეალიზდება ბილოგიურ სხეულში...
სულიერი მასწავლებლის სულიერი განვითარების დონე კი, უნდა მოიცავდეს მინიმუმ ხელდასხმის მე-4 საფეხურს. ხელდასხმის მე-4 დონე გახლავთ, აღმოსავლური სულიერი ცოდნის ტერმინით თუ ვიტყვით, მე-4, „ანაჰატა“ ჩაკრაში კუნდალინის რეალიზაციის, აბსოლუტური სიყვარულის დონე, სადაც მთლიანდება სულიერი და მყარი მატერიალური სამყაროები ასეთი ადამიანის არსში... ყველაზე ცნობილი ასეთი მდგომარეობა, ყველაზე ცნობილ სულიერ მასწავლებელს გააჩნდა - ქრისტეს, რომელმაც 30 წლის ასაკში, უდაბნოში გაიარა ცნობიერების ტრანსმუტაციის ამგვარი ასკეზი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მოღვაწეობა, ქადაგება და სწავლება თავის მაგალითზე ხალხისა... მასწავლებელი ასეთ მდგომარეობაში მიუკერძოებლად მოყვარეა ყოველი ადამიანისა, ის არ იბრძვის და არც თავს იცავს, ის არ ქმნის კონფლიქტს და არც ებმება მასში, სულიერი მასწავლებელი ფლობს, მაგრამ არ ბატონობს...
ამ კრიტერიუმებით მიიჩნევა სამყაროსთვის მოსწავლე - მოსწავლედ, ხოლო მასწავლებელი - მასწავლებლად!..

რეზუმეს სახით რომ ვთქვათ, სულიერი მოსწავლისა და სულიერი მასწავლებლის ურთიერთობა სინამდვილეში არის არა ისეთი, როგორიც დღესაა ბევრგან, როგორიც კერძო თუ საჯარო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებშია, არა ისეთი, როგორიც თუნდაც სულიერი მიმდინარეობის სკოლებში თუ სასწავლებლებშია, არამედ, უბრალოდ, ზუსტად ისეთი, როგორზეც ზემოთ მოგახსენეთ...

კეთილი სურვილებით -
ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3
30-10-2016, 19:06
Вернуться назад