DataLife Engine / ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი V)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი V)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი V)ფიქტიური პლანეტები
ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი V)შავი მთვარე ან ლილიტი. ესაა მთვარის ორბიტის აპოგეა, მთვარის ორბიტის ყველაზე შორი წერტილია დედამიწიდან. ზოდიაქოს წრეზე მთლიან შემოვლას ახდენს 8,85 წ-ში. მითოლოგიაში - ადამის პირველი ცოლი, ღამის დემონი, აზარალებს ბავშვებს, მან საკუთარი ბავშვები შეჭამა. მის გავლენას უკავშირებენ არასასიამოვნო მოვლენებს, უბედურებებს ადამიანის ცხოვრებაში. სიმბოლიზირებს ბნელ, დესტრუქციულ საწყისს ადამიანის ფსიქიკაში („ჩრდილი“ იუნგის ტერმინოლოგიით). ადამიანში აღვიძებს ცხოველურ საწყისს ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით, ადამიანს ართმევს გონებას და აგდებს ბოროტი ვნებების უფსკრულში, დემონურ წყვდიადში.
მთვარის კვანძები. ეს არის ეკლიპტიკის სიბრტყესთან მთვარის ორბიტის გადაკვეთის წერტილი, რომელიც მთვარის და მზის დაბნელებებთანაა დაკავშირებული. ზოდიაქოს გავლის დრო - 18,6 წელი. ეს ერთადერთი ობიექტია ასტროლოგიაში (ჩვენი განხილულებიდან), რომელიც პირიქით მოძრაობს, მზის, მთვარის და სხვა პლანეტების საწინააღმდეგოდ, ანუ გრადუსების კლების მიხედვით.

აღმავალი კვანძი ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი V) თავისი მდებარეობის მიხედვით პასუხისმგებელია წარმატებაზე,

დაღმავალი კვანძი ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი V) კი წარუმატებლობას სიმბოლიზირებს. კვანძები ყოველთვის იმყოფებიან ერთმანეთის საპირისპიროდ 180 გრადუსის დაშორებით.
მთვარის კვანძების ორბიტები და ლილიტი - არა მატერიალური ობიექტები, არამედ სივრცის განსაკუთრებული წერტილებია, როგორც სივრცეში თავისუფალი ინფორმაციის-ენერგიის კოლტები, ამიტომ, მათ ფიქტიურ პლანეტებს ეძახიან.

ნიშნები და მათი პლანეტარული მმართველობა
პლანეტების თვისებები, გარკვეულ წილად, ამა თუ იმ ზოდიაქოს თვისებებს ემთხვევა, ანუ თავისი ხასიათით, პლანეტას შეიძლება ქონდეს რომელიმე ნიშნის შესაბამისი, მსგავსი თვისებები, როცა ლაპარაკობენ პლანეტისა და ნიშნის კავშირზე. ასტროლოგიაში ასეთ კავშირს მმრთველობას ეძახიან. ნიშნებსა და პლანეტებს შორის კავშირი, ნაწილობრივ, კოლექტიური ასტროლოგიური პრაქტიკით, საუკუნეების მანძილზე, ემპირიულად არის დადგენილი. მაგალითად, არც ერთ პრაქტიკანტ ასტროლოგს არ გასჩენია ეჭვი მთვარის კირჩხიბთან კავშირზე, მზისა კი ლომთან. ამ უდავო ფაქტს ჩვენც თავს ავარიდებთ და პირდაპირ გადავალთ პლანეტებისა და ნიშნების შესაბამისობით აწყობილ საფუძვლიან სისტემაზე.
მონაცემთა ბაზად ავიღოთ ორი ფუნდამენტური ფაქტორი:
1) ყველა პლანეტა ზოდიაქოში მოძრაობს ნიშანთა თანმიმდევრობით - ვერძიდან თევზებამდე.
2) ყველა პლანეტას აქვს განსხვავებული მაქსიმალური დაშორება დედამიწისგან (შეგახსენებთ: ასტროლოგია გეოცენტრული მეცნიერებაა).

მოდით, პლანეტები ჩვენი პლანეტიდან თავისი სავარაუდო მაქსიმალური დაშორებით ჩავაყენოთ მწკრივში. თქვენ, თუნდაც საშუალოდ გესწავლათ სკოლაში, ბოლომდე დამოუკიდებლად გაართმევთ თავს ამ დავალებას. მაშ ასე: წარმოვიდგინოთ პლანეტების „აღლუმი“ შემდეგ კონფიგურაციაში: ყველა პლანეტა ჩამწკრივდა ერთ ხაზში, დედამიწა მთვარესთან ერთად მზის ერთ მხარეს, დანარჩენი პლანეტები - მზის მეორე მხარეს. ვითვლით დედამიწიდან:
მთვარე, მზე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი.
ახლა, მთვარეს მივაკუთვნებთ კირჩხიბს, მზეს კი - ლომს. ლომის შემდეგ დავაყენებთ ნიშნებს - თავისის ზოდიაქალური თანმიმდევრობით. შედეგად მივიღებთ დანარჩენ წყვილებს შესაბამისობით: მერკური-ქალწული, ვენერა-სასწორი, მარსი-მორიელი, იუპიტერი-მშვილდოსანი, სატურნი-თხის რქა, ურანი-მერწყული, ნეპტუნი-თევზები, პლუტონი-ვერძი. შესამოწმებლად კიდევ ერთხელ წავიკითხოთ პლანეტებისა და ნიშნების მახასიათებლები და, დავრწმუნდებით, რომ ამ წყვილებში ნამდვილად ბევრია საერთო. არსებობს ერთი პატარა პრობლემა - პლანეტები, სულ მცირე კიდევ ორია, რომელიც კუროს და ტყუპებს შეესაბამება. ეს მიგვანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ მზის სისტემაში ყველა პლანეტა არ არის აღმოჩენილი, მაგრამ მოცემული დროისთვის, რომელიღაცა პლანეტამ უნდა მართოს ეს ნიშნები. ასტროლოგების ბევრი თაობების ემპირიული გამოცდილებით, გასაგები ხდება, რომ კუროს თავის მმართველობაში ღებულობს ვენერა, ტყუპები კი მიემართებიან მერკურის საწყისისკენ.

რეტროგრადული პლანეტები
მზის სისტემის ყველა პლანეტა ყოველთვის ერთი მიმართულებით მოძრაობს მზის გარშემო, მაგრამ დედამიწიდან, დამკვირვებლის შეხედულებით, გარკვეულ გარემოებებში, პლანეტებს შეიძლება ქონდეთ გაცილებით რთული ტრაექტორია, ცაზე შესაძლოა მოძრაობდეს „მარყუჟებით“, ანუ თავიდან პირდაპირ, შემდეგ უკუმიმართულებით და შემდეგ ისევ პირდაპირ. გთავაზობთ სქემატურ ილუსტრაციას მარსის მოძრაობის მაგალითზე დედამიწასთან მიმართებაში. (იხ. ნახ. 2)

ნახ. 2 ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი V)




















დედამიწის წრფივი სიჩქარე სახატზე მეტია (მდებარეობა ა), დედამიწიდან დამკვირვებლს ეჩვენება, რომ იგი თითქოს „უსწრებს“ მარსს (იმის მიხედვით, თუ როგორ შეიძლება ავტომობილით ველოსიპედის გასწრება, რომელიც, როგორც ჩანს, ავტომობილთან მიმართებაში უკუმიმართულებით მოძრაობს), ანუ მარსი უძრავ ვარსკვლავებთან მიმართებაში იწყებს უკუსვლას. სხვა შემთხვევაში (მდებარეობა ბ), დედამიწის წრფივი სისწრაფე ძველებურად მეტია, მაგრამ პლანეტების ურთიერთგანლაგება ისეთია, რომ დედამიწიდან დამკვირვებელს წარმოუდგება, როგორც მარსი მოძრაობს ზოდიაქოს ნიშნების თანმიმდევრობის მიხედვით.
პლანეტა, რომელიც უძრავ ვარსკვლავებთან მიმართებაში ზოდიაქოს ნიშნების თანმიმდევრობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, ასტროლოგიაში რეტროგრადული პლანეტა ეწოდება, აღინიშნება თავის ნიშანით - ასო R, მაგალითად, რეტროგრადული მარსი - ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი V) R. პლანეტამ ნორმალური, „პირდაპირი“ მოძრაობით ასევე მიიღო წოდება - დირექტული.
წარმოვიდგინოთ, რომ ყველა პლანეტა რეტროგრადული გახდა, ანუ ზოდიაქოს ნიშნების თანმიმდევრობის „სწინააღმდეგოდ“წავიდნენ, მაშინ, მზე მთვარესთან ერთად, მმართველობით ცვლიან ადგილებს და ყველა დანარჩენი პლანეტა, შესაბამისად, საპირისპირო მიმართულებით მიდის. ვიღებთ შემდეგ წყვილებს (მზე და მთვარეს არ ამოვწერ, რადგან რეალურად ისინი არასდროს არ მოძრაობენ რეტროგრადულად): მერკური R - ტყუპები, ვენერა R - კურო, მარსი R -ვერძი, იუპიტერი R - თევზები, სატურნი R - მერწყული, ურანი R - თხის რქა, ნეპტუნი R - მშვილდოსანი, პლუტონი R - მორიელი. და ისევ არ გვყოფნის ორი პლანეტა, რომ დავხუროთ წრე. ჩანს, ჩვენი კვლავ აღმოუჩენელი პლანეტებიც მოძრაობენ რეტროგრადულად...
მოცემული განლაგების საფუძვლიანობა მტკიცდება როგორც მრავალწლიანი ასტროლოგიური პრაქტიკით, ასევე იმ ფაქტით, რომ იმ დროს, როცა არ იყო აღმოჩენილი უმაღლესი პლანეტები, მაშინ მარსი მართავდა ორ ნიშანს - ვერძი და მორიელი, იუპიტერი მართავდა თევზებს და მშვილდოსანს, სატურნი კი თხის რქას და მერწყულს.
ისევე, როგორც არსებობს ზოდიაქოს ნიშნები - მონათესავე პლანეტების ბუნებასთან დაკავშირებული, ანუ მართვის ნიშნები, ასევე არსებობს პლანეტების ბუნების საწინააღმდეგო ნიშნები, მათ განდევნის ნიშნებს უწოდებენ. განდევნის ნიშნები ზოდიაქოს წრეში მდებარეობენ მართვის ნიშნის მოპირდაპირე მხარეს, მათთან ოპოზიციაში. მართვის ნიშნის გარდა ყველა პლანეტისთვის არსებობს კიდევ ერთი ნიშანი, რომელშიც პლანეტის თვისებები უფრო ძლიერდება და უმჯობესდება. ეს არის ეგზალტაციის ნიშნები. ნიშანში, რომელიც ზოდიაქოს წრეზე მდებარეობს ეგზალტაციის ნიშნის მოპირდაპირე მხარეს, პლანეტა იმყოფება დაცემაში. პლანეტა მართვის, ან ეგზალტაციის ნიშანში, არის ძლიერი და ვლინდება საუკეთესო თვისებებით. განდევნის და დაცემის ნიშნებში პლანეტა დასუსტებულია და მნიშვნელოვან წილად, თავს უარყოფითი თვისებებით ავლენს.
ახლა კი, შევადგინოთ შემდეგი ცხრილი:

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი V)ცხრილის კომენტარი. მერკური და ვენერა ყველთვის (მიუხედავად იმისა, რეტროგრადულია თუ არა) ორ ნიშანს მართავენ. თუ პლანეტა რეტროგრადულია, მაშინ ის არ ანებებს თავისი „პირდაპირი“ ნიშნის მართვას თავს, ასეთ შემთხვევაში ერთდროულად ორი ნიშნის მმართველი ხდება. ამასთან, მეორე ნიშნის „პირდაპირი“ მმართველი რჩება თავის უფლებამოსილებაში. მაგალითად, ჰოროსკოპში იუპიტერი - რეტროგრადული და ნეპტუნი - დირექტულია. ამ შემთხვევაში, თევზების ნიშანი ერთდროულად იუპიტერით და ნეპტუნით იმართება, მშვილდოსანი კი - მხოლოდ იუპიტერით. გვხვდება ისეც, როცა, მაგალითად, მარსი და პლუტონი - ორივე რეტროგრადულებია. ამ შემთხვევაში, მორიელის ნიშანს ყავს ორი მმართველი - მარსიც და პლუტონიც; ვერძის ზოდიაქოსაც ყავს ორი მმართველი - კვლავ მარსი და პლუტონი.
ამდაგვარად, რეტროგრადულობა პლანეტას ჰოროსკოპში ამდიდრებს როგორც მოვლენებით, ასევე ასტროფსიქოლოგიურ დონეზე.
დღის და ღამის დაბადების მცნებით არ ვხელმძღვანელობთ. მრავალწლიანი გამოცდილებით, სულ ერთია დღე-ღამის რომელ მონაკვეთში დაიბადა ადამიანი. ნიშნის მმართველების წყვილთა ცვლა დამოკიდებულია შესაბამისი პლანეტების მხოლოდ რეტროგრადულობაზე და დირექტულობაზე.
კიდევ ერთი შენიშვნა. პლანეტები, ისევე როგორც ადამიანები, ითვლებიან „კეთილ“ და „ბოროტ“ პლანეტებად. მზე, იუპიტერი და ვენერა - კეთილი პლანეტებია, მთვარე და მერკური - ნეიტრალური, მარსი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი - ბოროტები. სხვათა შორის, დიალექტიკურად თუ ვიმსჯელებთ, სიკეთე და ბოროტება უნდა იყოს გათანაბრებული, გათვალისწინებით ორი აღმოუჩენელი პლანეტისა, ორივენი უნდა იყვნენ კეთილი პლანეტები. ამას შთაგვაგონებს ოპტიმიზმი.
საინტერესოა, რომ პლანეტებს, როგორც ადამიანებს, შეუძლიათ როგორც მეგობრობა, ასევე მტრობა. მოდით, დავხაზოთ ასეთი ცხრილი („+“ - მეგობრობა, „-„ -მტრობა, „0“-ნეიტრალიტეტი):

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი V)
















ნეპტუნი პლუტონთან, სინამდვილეში, გაუგებარია, როგორ იმოქმედებს შეერთების შემთხვევაში, რამდენადაც პლუტონის აღმოჩენის დროიდან, ეს პლანეტები ცაზე არ შეერთებულან.

GeoAstro

(ნაწილი I) (ნაწილი II) (ნაწილი III) (ნაწილი IV)скачать dle 11.3
12-11-2016, 23:31
Вернуться назад