DataLife Engine / ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი VI)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი VI)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი VI)ასპექტები და მათი თვისებები
დედამიწაზე შემოსულ ორი პლანეტის სხივს შეიძლება ქონდეს განსხვავებული მდებარეობა და განსხვავებული კუთხე ერთმანეთთან, რომელიც თანაბარია მოცემული მნათობების განედური დაშორებისა. ამასთან, მათი ერთობლივი გავლენა ან ჰარმონიულია, დამამშვიდებელი, ან დისჰარმონიული, დაძაბული. არსებობს განსაზღვრული განედური დაშორება მნათობებს შორის და ასპექტად იწოდება, რომელიც პასუხს აგებს ჰარმონიულ ან დისჰარმონიულ ურთიერთქმედებაზე. უფრო მეტად მნიშვნელოვანია 30°-ის ჯერადი ასპექტები (რაც შემთხვევითი არაა, რამდენადაც ყოველ ნიშანს ზუსტად ასეთი კუთხური სიგრძე აქვს ზოდიაქოს წრეზე - 30°). რა თქმა უნდა, პლანეტები მხოლოდ მაშინ არ ურთიერთქმედებენ, როცა მათ შორის ზუსტი ასპექტია. არსებობს ზუსტი ასპექტიდან დასაშვები გადაცდომა, სახელწოდებით ორბისი.
ურთიერთქმედება იწყება ორბისის ზღვარზე და იზრდება ზუსტი ასპექტის შეკვრამდე. ავხაზოთ ცხრილი:

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი VI)









ძლიერ ასპექტებს (0°, 60°, 90°, 120°, 180°) ასევე უწოდებენ მაჟორულებს. ისინი ნათლად მოქმედებენ როგორც ფიზიკურ და მოვლენების დონეზე, ასევე ფსიქოლოგიურ დონეზე.
სუსტ ასპექტებს (30°და150°) ასევე უწოდებენ მინორულებს. სუსტი - თავის გამოვლინებით ფიზიკურ დონეზე, მაგრამ ძლიერი - ფსიქოლოგიურ დონეზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მოვლენების დონეზე ამ ასპექტების გამოვლინებასაც.
ყველა პლანეტას არ აქვს ერთი და იგივე ორბისი. პლუტონს (თავისი არც ისე დიდი ზომით და დიდი დაშორებით) ყველა მაჟორული ასპექტისთვის 6 გრადუსიანი ორბისი აქვს, ლილითს კი (შავი მთვარე) - მხოლოდ 2,5 გრადუსი. ამიტომ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ერთი პლანეტა მეორეზე მოქმედებდეს, მეორე კი პირველზე - ვერ მოქმედებდეს.

კოსმოგრამა
ჩვენ უკვე მივდივართ ახალ მნიშვნელოვან ცნებასთან - კოსმოგრამა... ეს არის ზოდიაქალური წრის სურათი მასში დატანილი პლანეტებით და მათ შორის არსებული ასპექტებით. ტიპიური კოსმოგრამა ასე გამოიყურება:

ნახ. 3 ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი VI)

როგორც კი შევხედავთ კოსმოგრამას, უკვე შეგვიძლია რაღაცეები ვთქვათ ადამიანზე. თუ კოსმოგრამაში წითელი ასპექტები ჭარბობს, მაშინ ადამიანი დაძაბულია, თავის ირგვლივ ქმნის სტრესულ გარემოს. მას ძალიან დიდი ენერგია აქვს და ვერსად ახდენს მის რეალიზებას და, აი, ამიტომ დადის იგი ცხოვრებაში მუხრუჭების გარეშე.
თუ ლურჯი ასპექტები ჭარბობს, მაშინ ადამიანი მშვიდია, პასიურია, არსაით არ მიისწრაფვის, ცხოვრობს პრინციპით - „ჩემი საქმე არ არის“.
ყველაზე უკეთესია, როდესაც თანაბრადაა „წითელი“ და „ლურჯი“ ასპექტები, „ბოროტი“ ასპექტები იძლევიან ენერგიას, ჰარმონიულები კი ამ ენერგიის სწორ გამოვლინებას. არის ენერგია და არის შესაძლებლობა - ის დავხარჯოთ „კარგი საქმეებისთვის“.
თუ პლანეტას არ აქვს დადებითი ასპექტი და მხოლო ბოროტი ასპექტებია, მაშინ მას აქვს დამანგრეველი ხასიათი ადამიანის ცხოვრებაში. ასეთ პლანეტებს ასტროლოგიაში დაზიანებულ პლანეტებს უწოდებენ.
ჯგუფს, რომელშიც შედის სამი და მეტი პლანეტა, რომლებიც ერთმანეთთან დგანან შეერთებისთვის ორბისის დასაშვებ ზღვარზე, ეწოდება „სტელიუმი“. ნახ. 3-ზე ორი სტელიუმია: მერკური, იუპიტერი, ვენერა-ტყუპების და კირჩხიბის ზღვარზე და - ნეპტუნი, ლილითი, სატურნი სასწორის ბოლოში - მორიელის დასაწყისში. ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა: სტელიუმში პლანეტები შეერთებაში ითვლება მხოლოდ მეზობელ პლანეტებთან, ანუ სამპლანეტიან ჯგუფში შუა ყოფს პირველს და მესამეს. ნახ. 3-ზე ამის მიხედვით მერკური შეერთებულია იუპიტერთან, იუპიტერი კი ვენერასთან. მერკურის და ვენერას შორის არ არის შეერთების ასპექტი. ანალოგიურად მეორე სტელიუმში: ნეპტუნი შერთებულია ლილიტთან, ლილითი - სატურნთან, ნეპტუნს და სატურნს შორის კავშირი არ არის. ზუსტად ასევე შეერთების ასპექტი განისაზღვრება სტელიუმებში ნებისმიერი რაოდენობის პლანეტებით. ვთქვათ, სტელიუმში ოთხი პლანეტაა, მაშინ პირველი უერთდება მეორეს, მეორე - პირველს და მესამეს, მესამე - მეორეს და მეოთხეს, მეოთხე კი უერთდება მესამეს.
მიღებულია ითქვას, რომ სინამდვილეში, არ არის ცუდი და კარგი ასპექტები, არის მხოლოდ ცუდი რეაქცია „წითელ“ ასპექტებზე. თუ დაძაბულ ასპექტებზე ვიმუშავებთ, მაშინ ისინი იძლევიან კარგ შედეგებს (ხანდახან უკეთესს, ვიდრე თავიდან კარგი ასპექტები). გაცილებით უარესია, როდესაც პლანეტა სუსტდება ნიშნით, ანუ დგას განდევნის ან დაცემის ნიშანში. მაშინ ეს არის პლანეტა თქვენი უკმარისობის. ზუსტად ისევე, როდესაც პლანეტას აქვს მხოლოდ დაძაბული ასპექტები და არც ერთი დადებითი, ეს არის თქვენი ცუდი შტრიხების პლანეტა, თქვენი აქილევსის ქუსლი.
როცა პლანეტა დგას ეგზალტაციის ან მართვის ნიშანში და აქვს კარგი ასპექტები (თუნდაც რამოდენიმე უარყოფით ასპექტთან ერთად), მაშინ ეს არის თქვენი ძლიერი ადგილი, ეს არის თქვენი უპირატესობის პლანეტა.
ერთი სიტყვით, შეიძლება შედგეს ესეთი ცხრილი და ფორმალიზება გავუკეთოთ პლანეტის მდებარეობას და ასპექტაციას, მაგალითად, ქულების სისტემით:

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი VI)










ლილითი (შავი მთვარე) მოქმედებს პირიქით, გაფუჭებულია. მისთვის ძლიერ ნიშნებში (მორიელი, კირჩხიბი) ის გამოვლინდება ზუსტად ყველაზე ცუდი თვისებებით. სუსტ ნიშნებში (კურო, თხის რქა) ის თითქოს ემორჩილება, არ შეუძლია გამოავლინოს თავის ბნელი არსება.
ასევე უნდა აღვნიშნოთ მერკურის მდებარეობის განსაკუთრებულობა. ქალწულში ის ორმაგად ძლიერია, თევზებში - ორმაგად სუსტი.
ძლიერ ნიშნებში კეთილი პლანეტები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან უარყოფითი ასპექტების მიმართ, ვიდრე სუსტ ნიშნებში და ნაკლებად ბოროტდებიან. სუსტ ნიშნებში კი ბოროტი პლანეტები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ჰარმონიული ასპექტების გავლენის მიმართ, ვიდრე ძლიერ ნიშნებში ნაკლებად კეთილშობილდებიან.
მაშ ასე, შევაჯამოთ:
1) პლანეტა ძლიერ ნიშანში და დაძაბული ასპექტებით, ძლიერდება და იძლევა წარმატებას ბრძოლის შედეგად ნეგატიური გავლენის გადალახვის შემთხვევაში.
2) პლანეტა სუსტ ნიშანში და ცუდი ასპექტებით ხდება მიზეზი ყველაზე დიდი წარუმატებლობისა და პრობლემებისა, რომლთანაც გამკლავება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
3) პლანეტა სუსტ ნიშანში და კარგი ასპექტებით, პრაქტიკულად არაფერს არ იძლევა წარმატებისთვის.

სახლები
არის კიდევ ერთი, რომელსაც აუცილებლად უნდა შევეხოთ სანამ „ასტროლოგიურ კალკულატორზე“ გადავალთ. ეს არის ასტროლოგიური „სახლები“ ან „სფეროები“.
ინდივიდუალურ ჰოროსკოპში პლანეტების ნიშნებში მდებარობასთან და მათ შორის ასპექტებთან ერთად, განიხილება თვითონ ნიშნებისა და პლანეტებისა მდებარეობა ჰორიზონტის სიბრტყესთან მიმართებაში განსაზღვრულ გეგრაფიულ მდებარეობაზე. კოსმოგრამა იქნება უცვლელი დედამიწის განსხვავებულ ადგილებში ერთი და იგივე დროს. კოსმოგრამა ასახავს ადამიანის საერთო პოტენციალს დაბადებულს იმ მომენტში დედამიწაზე. აი, ამ პოტენციალის კონკრეტული რეალიზაცია ცხოვრებისეული მდგომარეობით, დამოკიდებულია იმ გეოგრაფიულ მონაცემებზე, სადაც დაიბადა ადამიანი. კერძოდ: ზოდიაქოს წრის და იმ პლანეტების ნაწილი, რომლებიც იმყოფებიან ჰორიზონტის ზევიდან, დაკავშირებულია გარე სოციალური ცხოვრების რეალიზაციასთან - კარიერა, განათლება, მეგობრები, საზოგადოება. ჰორიზონტის ქვეშ მყოფები პასუხს აგებენ ადამიანის შიანაგან ცხოვრებაზე, მის პირად საკითხებზე - ოჯახი, შვილები, თვითშეგნება, გათვითცნობიერება.
შუადღის მერიდიანზე გასული სიბრტყე, ჰოროსკოპს ყოფს მარცხენა (აღმოსავლეთ) და მარჯვენა (დასავლეთ) ნახევრებად. აღმოსავლეთ მხარე გვაჩვენებს თვითონ ადამიანის ცხოვრებას, მისი პირადი ინტერესები (კარიერა, ფინანსები), ხოლო დასავლეთ მხარე - დემონსტრირებს ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან (შვილები, მეუღლე, მშობლები, ხელმძღვანელები და ხელქვეითები).
ჰორიზონტი და შუა დღის მერიდიანი ჰოროსკოფს ყოფს ოთხ ნაწილად, საერთოდ რომ ვთქვათ, არათანაბარი ნაწილებია, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფიან სამ ნაწილად და გამოდის 12 სფერო, ან სახლი ჰოროსკოპისა, იხ. ნახ. 4 (ეს ისევ ის კოსმოგრამაა ნახ. 3, მაგრამ სახლებთან ერთად). ზოდიაქოს წრის ნახატს ადამიანის დაბადების მომენტში, ზედ დატანილი პლანეტებით, ასპექტებით და სახლებით ეწოდება ნათალური რუქა ან რადიქსი.

ნახ. 4 ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი VI)

ზოდიაქოს წრის ჰორიზონტის სიბრტყესთან გადაკვეთას ეწოდება ასცენდენტი (Asc, მარცხნიდან, აღმოსავლეთით - თუ სახით სამხრეთისკენ დავდგებით) და დესცენდენტი (Dsc, მარჯვენა, დასავლეთი). ასცენდენტი წრის ამომავალი წერტილია, დესცენდენტი - ჩამავალი. შუადღის მერიდიანზე გამავალი სიბრტყე გადაკვეთს ზოდიაქოს წრის ყველაზე მაღალ წერტილს MC-ს (ცის შუა) და ყველაზე დაბლა-IC-ს (შინაგანი ცა). Asc, Dsc, MC და IC-ჰოროსკოპის კუთხოვანი წერტილებია. მათ გააჩნიათ დიდი მნიშვნელობა. ასცენდენტი არის ჰოროსკოპის პირველი სფეროს დასაწყისი, დანარჩენი სფეროები განლაგდება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. IC არის მეოთხე სფეროს დასაწყისი, Dsc - მეშვიდეს დასაწყისი, MC - ჰოროსკოპის მეათე სახლის დასაწყისი.
სხვათა შორის, ასტროლოგიაში სახლის დასაწყისის წერტილს აქვს სახელწოდება კუსპიდი. ანუ MC - მეათე სახლის კუსპიდია, Dsc - მეშვიდე სახლის კუსპიდი.
ადამიანის ცხოვრებაში, ჰოროსკოპის ყველა სახლი დაკავშირებულია განსაზღვრულ სფეროებთან ან მოღვაწეობის ველთან. პლანეტის მდებარეობა სახლებში განსაზღვრავს გარემოებებს ადამიანის ცხოვრებაში, მისი ფსიქოფიზიკური მახასიათებლების რეალიზაციას, განსაზღვრული კოსმოგრამით, კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
ველების თვისებებზე ვილაპარაკებთ ცალკე, სპეციალურ ნაწილში.

GeoAstro

(ნაწილი I) (ნაწილი II) (ნაწილი III) (ნაწილი IV) (ნაწილი V)скачать dle 11.3
13-11-2016, 20:43
Вернуться назад