DataLife Engine / შეაჩერეთ ფიქრები და მოუსმინეთ მფარველ ანგელოზს

შეაჩერეთ ფიქრები და მოუსმინეთ მფარველ ანგელოზს

შეაჩერეთ ფიქრები და მოუსმინეთ მფარველ ანგელოზსჩვენ არასდროს მოვდივართ ამ სამყაროში მარტო. ჩვენს გვერდით ყოველთვის ჩვენი მფარველები არიან. ყველა ის სული, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითაა, ჩვენი მფარველი ანგელოზია.
ყოველ წამს, ჩვენ, მათი მფარველობის და სიკეთით სავსე აურის ქვეშ ვიმყოფებით. ისინი ხედავენ და გრძნობენ ჩვენს ტკივილს, ცრემლებს. მოდიან ჩვენთან ყველა გასაჭირში, ჩუმად გვამხნევებენ, გვიცავენ და რჩევებს გვაძლევენ... ჩვენ ან ვუსმენთ, ან ვაიგნორებთ. მიუხედავად ამისა, ისინი არასდროს გვტოვებენ მარტო.
ისინი იგივეს გვიკეთებენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მათთვის, როდესაც ისინი რჩებიან და ჩვენ ვტოვებთ დედამიწას. როდესაც უკანასკნელად ჩავისუნთქავთ, ჩვენი სული სხეულს ტოვებს, ჩვენ კი დავეშვებით მათთან სანუგეშოდ, როგორც ეს შესაძლებელია პარალელური სამყაროს კანონების მიხედვით.
რაც უფრო ახალგაზრდაა სული, მიუხედავად მისი ცოდნისა, მით უფრო რთულია მისი მწუხარებისა და „მწარე“ გამოცდილების დანახვა, რაც მისი წასვლითაა გამოწვეული. ეს იყო მცირე სეგმენტი ხანგრძლივი მოგზაურობისა. თქვენ კი მალე შეხვდებით.
თქვენი უსაზღვრო სიყვარული და კავშირი იმდენად ძლიერია, რომ საზრუნავი მიეცემათ თქვენზე და თქვენს ცხოვრებისეულ გზაზე მონათესავე სულებს, თანამოაზრეებს, მწვრთენელებს.
მათ ყოველთვის ესმით თქვენი ხმა და აზრი... ზოგჯერ, როდესაც გიწევთ თქვენს ემოციებთან გამკლავება, შეგიძლიათ შეიგრძნოთ მათი ყოფნა თქვენს სიახლოვეს. ზოგ ადამიანს შეუძლია მათთან კონტაქტზე გასვლა სიზმარში, ზოგსაც კი - ცხადაში, თუმცა, ეს უკანასკნელი საკმაოდ იშვიათია და დამოკიდებულია სულის ამოცანასა და მისი განვითარების დონეზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველას შეუძლია მათთან კომუნიკაციის სწავლა შინაგანი ხმისა და ინტუიციის დახმარებით.
ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა წარიმართოს შიდა დიალოგი... დაუსვით საკუთარ თავს კითხვა და მოთმინებით დაელოდეთ პასუხს. მოდუნდით, შეაჩერეთ ფიქრები, აკეთეთ მედიტაციები, ესენი დაგეხმარებათ - აკონტროლოთ თქვენი გონება და ნებისმიერ მომენტში შეხვიდეთ ჰარმონიულ მდგომარეობაში. კარგად დაიმახსოვრეთ ის მომენტი, როდესაც თქვენი თავი სუფთა და ნათელია, თქვენ გაქვთ სიცარიელის შეგრძნება და ხართ გახსნილები პასუხის მისაღებად.
ზუსტად ამ დროს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პასუხები თქვენს კითხვაზე. ის მოვა აზრების სახით, რომელიც მაქსიმალურად სანდოა თქვენთვის. შესაძლოა, იგრძნოთ მსუბუქი ჩხვლეტა, ან მღელვარება. დააკვირდით და კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი ეს მდგომარეობა. შესაძლოა, ეს იყოს ნიშანი დასმულ კითხვაზე.
არ მოერიდოთ დახმარების, ან რაიმე ნიშნის მოცემის თხოვნა. დააკვირდით რა ხდება თქვენს გარშემო.
თქვენი თხოვნის შემდეგ იგრძნობთ სითბოსა და ჰარმონიას, სიმშვიდის ტალღას კი, შესაძლოა, თუნდაც თქვენს გვერდით მჯდარი პეპელა ასხივებდეს, ან რადიო, ტელევიზიიდან სიგნალი, რაც მიიბყრობს თქვენს ყურადღებას.
დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენი მფარველი ანგელოზები არასდრს გვირჩევენ ცუდს, არასდროს მოგვატყუებენ და არასდროს გამოიწვევენ ჩვენში სიბრაზესა და შიშს. ეს მხოლოდ თქვენი ეგოა.
მათ უყვარხართ და ზრუნავენ თქვენზე, როგორც ჩვენ ვზრუნავთ და გვიყვარს ისინი. ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და ჩვენი სიყვარული არასდროს დაგვაცილებს.

მოამზადა AquaRius-მა
скачать dle 11.3
19-12-2016, 13:09
Вернуться назад