DataLife Engine / იუპიტერი სახლებში

იუპიტერი სახლებში

იუპიტერი სახლებშიიუპიტერის ძველ ქართული სახელწოდება გახლავთ - „მუშთარი“, ესაა გაზის დიდი გიგანტი, რომელიც დაგროვილ მთელ კოსმიურ ჭუჭყსა თუ საჭირო მასალას თავისთან იკრებს. იგი მზის სისტემაში რიგით მეხუთე პლანეტაა. მისი წოდება კი რომაული ენიდან მომდინარეობს. ეს უკანასკნელი ცის კაბადონზე დიდი სიკაშკაშითა და პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ რიგ მომენტებში, ამ კუთხით მარსზე ძლიერი პლანეტა ნაკლებად მოიძებნება. იგი შედგება ძირითადად წყალბადისაგან და ჰელიუმისგან, მისი ბერძნული სახელწოდებაა - „ზევსი“, ბერძნები მას დიდ პატივს სცემდნენ - მან ხომ, თავის დროზე, ელვა იგდო ხელთ. სწორედ ზევსი იყო ის პირველი ამბოხებული, ვინც საკუთარი მამა დაამარცხა ქრონოსის სახით. როდესაც მე-6 შვილის გაჩენის დრო დადგა, რეამ გეგმა შეიმუშავა, თუ როგორ უნდა გადაერჩინა ჩვილი, მან შვილი კუნძულ კრეტაზე გადამალა და „ნიმფებს“ დაუტოვა აღსაზრდელად. ქმარს კი სახვევში გამოწყობილი ქვებისაგან შემდგარი ბავშვი მიაწოდა. მას მეტიდა ზრდიდა, რომელიც დაეხმარა იუპიტერს მამის დამარცხებაში, მან დაამზადა სასმელი, რითაც ქრონოსმა ჩაყლაპული შვილები უკან ამოანთხია, ამასობაში კი, რეამ დაარწმუნა ქრონოსი, რომ ზევსი საკუთარ შვილად მიეღო, მართლაც, ეს უკანასკნელი დაბრუნდა ოლიმპოზე, ჩუმად დაალევინა მამას სასმელი და თავისი ძმები ტყვეობიდან იხსნა. დაიწყო ტიტანებისა და ოლიმპოელების ბრძოლა, „კიკლოპებმა“ ზევსს ელვა უბოძეს, იყო ერთი ტიტანი - „პრომეთე“, რომელმაც გამორჩეულს მხარი არ დაუჭირა, ამის შემდეგ კი, სწორედ ქრონოსის ვაჟი გახდა აღნიშნულის მმართველი. იუპიტერის გამოსახულება ძველ ჩინეთშიც იყო, ძირითადად კი - დროშებზე, როდესაც საომრად მიდიოდნენ, სწორედ ამ დროს სახავდნენ მას, რადგან მისი ძლიერება და ძალაუფლება გავრცელებულიყო სხვა მიდამოებსა და ტერიტორიებზეც. საიმპერატორო ქვეყნებში იგი მეტად ფასობდა. ახლა კი განვიხილოთ მისი უდიდებულესობა სახლებში.

იუპიტერი პირველ სახლში - ეს პიროვნება გახლავთ მეტად ოპტიმისტი, სწორედ ასეთი შეხედულებები აქვს მას ცხოვრებაზე, ძალიან უყვარს მოგზაუორბა, სხვადასხვა ქვეყნებში მიმოსვლა, აქვს უზარმაზარი ენერგია და, რაც მთავარია, დაკარგულ ძალებს მალევე იღდგენს. იგი მუდამ მზადაა გარშემომყფოთა დახმარებისთვის და ცდილობს, გული არავის ატკინოს. მეტად გონიერი, ჭკვიანი, ლოგიკური ტიპის ინდივიდია, მალევე იღებს გადაწყვეტილებებს. ის კარგად გრძნობს თავის ვალდებულებას, პასუხისმგებლობას და ამას არც გაურბის. მეტად მეგობრული, პატიოსანი და ნდობით სავსე პიროვნებაა, რის გამოც, პოპულარობით სარგებლობს სოციუმში, მას უმრავლესობა ენდობა და კარგი თვალით უყურებს. დაზიანებისას კი, თავს იჩენს ხოლმე სიზამრაცისკენ მიდრეკილება, ასევე მას აქვს ლმობიერი შეხედულება საკუთარი ნაკლოვანებებისადმი. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ის არ კარგავს რწმენას და, რაც მთავარია, თავდაჯერებას, დარწმუნებულობას იმისას, რომ ყველაფერი გამოუვა და ექნება ისე, როგორც მას სურს. აღნაგობით კი, წლების მატებასთან ერთად, ხდება მოსუქებული, ბრგე, ის იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სახის ფილოსოფიურ კვლევებსა თუ გამოძიებებში. ასეთი ადამიანი ისწრაფვის უმაღლესი განვითარებისკენ, რადგან გაჭირევბის ჟამს მას მისი ცოდნა და გამოცდილება გამოადგეს. არის მომენტები, როდესაც რთულ ეტაპებს გადის, მაგრამ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, მას ბედი კარგი მიმართულებით უტრიალდება და ვარსკვლავები მაინც უღიმიან. ენერგიას თუ არასწორად გამოიყენებს, მეტად ეგოისტური თვისებების მატარებელი პიროვნებად ვლინდება, ამიტომ, უნდა დათრგუნოს ეგოიზმი საკუთარ თავში. მას კარგად გამოუვა მენეჯერობა, ადმინისტრაციაში ყოფნა, ბიზნესი, პოლიტიკა, პედაგოგიკა, სამართალდაცვა. ამ სფეროებში მას შეუძლია იყოს ლიდერი და წარმატებული. მუდამ აქვს ბრძანებლის როლში ყოფნისა და სურს, თავად იყოს მაკონტროლებელი, სხვისი ხელქვეითი ეს ადამიანი ნაკლებად თუ იქნება.

იუპიტერი მეორე სახლში - ასეთი ადამიანი საკმაოდ ოპტიმისტია, არის ბუნებით მშვიდი, აუღელვებელი, თავის თვალსაწიერში ყველაფერს ჰარმონიულად უყურებს და, რაც მთავარია, პრაქტიკული ინდივიდია. გარშემომყოფებში სარგებლობს მიმზიდველობით მისი კარგი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, ასევე, სხვები ძალიან თბილ და კეთილ ნატურად თვლიან, რაც მისი პოპულარობის ზრდის მაჩვენებელია. მისი ხედვა უკავშირდება განვითარებას, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი წვლილი ისეთ სფეროებს მიუძღვის, როგორებიცაა: საბანკო-საფინანსო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, ბიზნესი, ასევე შესაძლებელია იყოს, მაგალითად, ბავშვთა ფსიქოლოგიც კი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას არ სჩვევია აღელვება და იერიშზე გადასვლა, ის ისწრაფვის, რომ მიმდინარე მატერიალურ სამყაროში, ზუსტად ასე, ამ კუთხით იგრძნოს თავი ჩინებულად. ვაჭრობაც ასევე მისი საქმეა. ასეთი პიროვნება ზოგჯერ ზედმეტად ბევრს იღებს თავის თავზე, ამიტომ, უნდა მოზომოს და გაიგოს, თუ რამდენის კეთებაა საჭირო და სად უნდა გაჩერდეს. დაზიანებისას, მისი ცხოვრება სავსეა წინასწარ დაუგეგმავი, გაუთვალისწინებელი ვალებით, ხარჯებით, ამიტომ მან, ამ დროს, უნდა აკონტროლოს თავისი თავი, რომ შემდგომში არ აღმოჩნდეს სერიოზული პრობლემების წინაშე. მას თავისუფლად შეუძლია ითანამშრომლოს თუნდაც ხელისუფლებასთან სხვადასხვა სახის ბიზნეს პროექტებთან დაკავშირებით. მას უშუალოდ ეკონომიკური სფეროსადმი აქვს მიდრეკილება. ასევე, ეს ადამიანი მეტად აფასებს ხელოვნებასაც, უყვარს ლიტერატურაც, ასევე, ზევსიდან გამომდინარე, ის დაინტერესებულია რელიგიური მითებითაც კი, აქ შეიძლება, რომ მან დააბანდოს ფული და მიიღოს ის, რაც სურს. დაზიანებისას, აღნიშნულს ბევრი შრომა და გარჯა უწევს, რათა ადგილი დაიმკვიდროს სოციუმში, მატერიალური დანახარჯი აღემატება შემოსავალს, შესაძლოა, ღორმუცელობაშიც კი დავდოთ ბრალი და, რაც მთავარია, ნაკლებად უნდა ენოდს პარტნიორებსაც კი. მოტყუების ალბათობა, უშუალოდ ბიზნეს კუთხით, მაღალია.

იუპიტერი მესამე სახლში - თავისუფლად შეიძლება ამ პიროვნებას ვუწოდოთ დინამიური გონების პატრონი, მას აქვს მეტად პრაქტიკული აზროვნება და მსჯელობის უნარით აღსავსე მონაცემები. შესანიშნავი კავშირი შესაძლოა ჰქონდეს ოჯახის წევრებთან, და-ძმასთან, შესაძლოა მათგან იღებდეს მუდმივ მხარდაჭერას და სხვა... დაზიანებისას, დიდი ალბათობით, მივიღებთ მოლაყბე, მოუსვენარ ინდივიდს, რომელიც უკიდურესობაში ვარდება ხოლმე. ის მეტად ოპტიმისტი ნატურაა, რომელსაც არ აკლია ინტელექტუალური ბუნება, მას აქვს სურვილი იმისა, რომ მიიღოს მეტად ფართო ცოდნა რელიგიის, კომუნიკაციის, თუნდაც გარკვეულ დონეზე სოციოლოგიის, ფილოსოფიის სივრციდან. ამ ადამიანს აქვს მოგზაურობის სურვილი და ლტოლვა - მოინახულოს სხვადასხვა ადგილები, შესაძლოა მუდამ გზაშიც კი იყოს... მას აქვს უწყვეტი ინტერესი, რათა ლიტერატურის ნიჭი ჰქონდეს. ასევე კარგად ერგება და ავლენს თავის შესაძლებლობებს საზოგადოებრივი საკითხებისადმი დაინტერესებისას, გამოირჩევა ანალიტიკური აზროვნებით. ნათესავებთან აქვს მჭიდრო კავშირი, ასევე ახლო სამეზობლოსთანაც, მათგან დამხარება მოდის, მაგრამ თუ დაზიანებულია, მაშინ ნაკლებად შეინიშნება ასეთი მოვლენები. ინდივიდი მეტად კეთილი, ღრმად მოაზროვნეა, სუფთა გულის მქონე, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად მიმნდობი. კომუნიკაციაში მას არ ეშლება არაფერი, ტაქტიანი და ზრდილი ნატურაა. მას თავისუფლად შესწევს ძალა, რომ სხვები საუბარშივე მონუსხოს მისი ინტელექტით, გონებით და განსაკუთრებულობით, მაგრამ დაზიანებისას ვლინდება მუდმივი დაქსაქსულობა და მოუსვენრობა, რაც არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენებს იწვევს.

იუპიტერი მეოთხე სახლში - არაა გამორიცხული, ამ მდებაროებით დაბადებული ინდივიდი მოევლინოს ქვეყანას შეძლებულ ოჯახში, მას მშობლები ხშირად ეხმარებიან, სანამ კონკრეტულ ასაკამდე ან პერიოდამდე მივა, თუმცა მშბლების მხარდაჭერის შანსები სიცოცხლის ბოლომდეც არსებობს. მისი დამოკიდებულება ტრადიციებისადმი ძალიან ამაღლებულია, მისწრაფება არის ერთი - „ოჯახური იდილია“. მშობლები მას უქმნიან გარემოს, სადაც ის მაქსიამლურად კარგად უნდა ჩამოყალიბედეს, აძლევენ კარგ განათლებას და, ასევე იმ სოციალურ პირობებს, რომლებმაც უნდა დახვეწოს პიროვნება. დიდია ალბათობა, რომ დარჩეს მიწა, სახლი, ქონება, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, მისი ოჯახის წევრებისგან. თუ პლანეტა არაა დაზიანებული, მაშინ ასეთი შემთხვევები მის ცხოვრებაში არაერთგზის იქნება. ასევე თქვენ ნახავთ ადამიანს, რომელსაც აქვს ბრწყინვალე ნიჭი და უნარი ფილოსოფიური საკითხებისადმი, დაინტერესებულია ფსიქოლოგიით, ეზოთერული საგნებით, არის მეტად კანონმორჩილი პიროვნება, არ უყვარს წესების დარღვევა, მით უმეტეს, თუ აღნიშნულში ეროვნული იდენტობის დიდი პატივისცემა დევს. მისი შეხედულებები რელიგიისადმი, ეზოთერიისადმი მეტად მაღალია. თუ პლანეტა დაზიანებულია, მაშინ იგრძნობა, რომ მისი ოჯახის წევრები მას ტვირთად აწევს, ზედმეტი ყურადღება, ხარჯი და სხვა ბევრი რამაა საჭირო მათდამი, რათა მათ კარგად იგრძნონ თავი. სამშობლოშიც, შესაძლოა, გაუჭირდეს აღიარება, პრესტიჟი, სახელის მოხვეჭა, ნათესავებთანაც, შესაძლოა, გაუგებრობა ჰქონდეს. მას არ ჰქონდა ადრე მიღებული კარგი განათლება მშობლებისგან, ამიტომ, როგორიც აღზარდეს, ფაქტობრივად, ახლა იმას იმკიან მისიანები. თუმცა შესაძლოა, როგორც ინდივიდი, განათლებული და დაფასებული იყოს, მაგრამ წინსვლა და წარმატება, სამშობლოსა და უშუალოდ სახლში, მეტად უჭირდეს.

იუპიტერი მეხუთე სახლში - პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანს უყვარს ყველაფერი დახვეწილი და გრანდიოზული, მას აქვს მეტად ფართო შეხედულებები განსაკუთრებით იმ სფეროებსა და სივრცეში, სადაც ის ტრიალებს. მისი გეგმები და იდეები ყოველთვის ხორცს ისხამენ, რადგან შესაძლოა ჰყავდეს ბევრი თანამზრახველიც, დამხმარეც. მას კარგად გამოუვა მენეჯერობა, მართვა. ხელოვნებისადმი აქვს დიდი მიდრეკილება; ძალიან ხიბლავს აზარტული თამაშებიც; ასევე შესაძლოა იყოს ჩინებული მსახიობი ან პედაგოგიც კი. ხელოვნებას და ამ წრის ხალხს მეტად აფასებს და თავს აქ ნამდვილად კარგად გრძნობს. რაც შეეხება ოჯახს, დიდია შანსი, ჰყავდეს ძალიან კარგი შვილები, მრავალშვილიანი ოჯახის ალბათობა მაღალია, თავადაც კარგადაა განწყობილი მათდამი. ასევე, სასიყვარულო კავშირებში მისი როლი მნიშვნელოვანია, შესაძლოა, ჰყვადეს ჩინებული სატრფო, რომელთანაც დაგეგმავს და დააკავშირებს თავის მომავალს. პლანეტის დაზიანებისას კი ადამიანი სკანდალებისკენ მიყავს, მისი ინვესტიციები შესაძლოა იყოს წამგებიანი, რასაც მოჰყვეს სერიოზული ზარალი/გარღვევა; აზარტულმა თამაშებმა კი, არაა გამორიცხული, რომ დაღი დაასვას მის დიდებას. მეტად თავისუფალი წესით ცხოვრობს, ავანტიურიზმისკენაა მიდრეკილი. დაზიანებისას, შვილებთანაც კი ფრთხილად უნდა იყოს.

იუპიტერი მეექვსე სახლში - ასეთი ინდივიდი გამოირჩევა დაგეგმილი ნაბიჯებით, ლოგიკური აზროვნებითა და ორგანიზატორული ნიჭით. მუშაობს მეტად დეტალურად, ცხადად, რეალურ წესებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, იმდენად კარგი თანამშრომელია, რომ სამსახურის გარეშე არასდროს რჩება. მეტად გულუხვია, აქვს მდგრადი ჯანმრთელობა და ფინანსები. შეიძლება ითქვას, რომ ის დაკარგულ ენერგიას მალევე იღდგენს. თუ განსაკუთრებული აქ დაზიანებულია, მაშინ ამ მხრივ, ჩნდება პრობლემები, უშუალოდ მუცლის ღრუს არეში, ნაწლავებთან დაკავშირებით და სხვა, ამ კუთხით მან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთარ ჯანმრთელობას. იგი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ადამიანებს მხარში ამოუდგეს, თუმცა ბუნებრივია, რომ სურს დაუფასდეს ის, რაც გააკეთა. დაიმახსოვრეთ, მას ყველა აფასებს, მას აქვს მართლაც რომ საოცარი, უიშვიათესი სინდისი, პასუხისმგებლობა და ნდობა, ასევე, უყვარს შრომა. - ეს ის თვისებებია, რითიც მუდამ იხვეჭს თავის ავტორიტეტს მატერიალურ სივრცეში. ზედმეტი სიამოვნება და ფუფუნება კი, ზოგჯერ მას და მის ორგანიზმს ვნებს კიდეც. ყოველთვის ჯანსაღი და მყარი სამუშაო ადგილი აქვს, მუდამ პატივისცემის ობიექტია; უმართლებს საბანკო-საფინანსო ოპერაციებში, მედიცინს დარგებში, მათემატიკურ-ფიზიკურ პროექტებში და სხვა... დაზიანებისას, არ ითვალისწინებს სხვათა აზრს, შესაძლოა, იყოს მეტად მკაცრი და დეტალებში ჩაციკლული. არაა გამორიცხული, რომ საქმე პირიქითაც კი იყოს, ანუ სამსახურში მას ამცირებდნენ და ეს გახდეს მისი წასვლის მიზეზიც კი.

იუპიტერი მეშვიდე სახლში - ეს არის მდებარეობა, რომელიც ადამიანს პირდება ბევრ სასიკეთო ცხოვრებისეულ მოვლენებს. თუ პლანეტა არაა დაზიანებული, მაშინ, ინდივიდს შესწევს ძალა, რათა ჩამოაყალიბოს კარგი პარტნიორული ურთიერთობები, ჰქონდეს ბევრი შეხვედრა მაღალი ეშელონის წარმომადგენლებთან, მათთან დაამყაროს მყარი და სანდო კავშირი, შესაძლოა აღნიშნული ეხებოდეს სამსახურსაც კი. რაც შეეხება ოჯახს და ქორწინებას, აქ საქმე კიდევ უფრო კაგრადაა, რადგან, რაც უფრო ძლიერი პლანეტაა, მით უფრო მაღალია იმის შანსი, რომ პიროვნება დაოჯახდეს დიდგვაროვან ადამიანზე, მისი მეუღლე ბრწყინვალე ავტორიტეტით სარგებლობს სოციუმში და, არაა გამორიცხული, რომ მასზე ბევრად მაღალ სოცოალურ საფეხურზე იდგეს. როგორც ადამიანი, მეტად სამართლიანია, ის დიდ პატივს სცემს და ერთგულობს მის რჩეულს, ვერ იტანს ღალატს. თუ პლანეტა დაზიანებულია, მაშინ კი განქორწინების დიდი შანსია, ასევე ალბათობაა, რომ პარტნიორებში არ უმართლებდეს და ეს იყოს მისი დეგრადირების მიზეზი. არის მეტად კეთილმოსურნე, გულწრფელი, სასურველი მეგობარი და საკონტაქტო ადამიანი, მაგრამ არ უნდა დაგვავწიყდეს, რომ ზუსტად იმავეს ელის სხვისგანაც, მას არ სურს, რომ მხოლოდ თავად იყოს ასეთი, მიუხედავად იმისა, რომ ის თავის წესებსა და კანონებს არასდროს უღალატებს. მისი ასეთი გულწრფელობა და მეგობრული ხასიათი კი შეუმჩნეველი არასდროს რჩება, ჯილდოვდება ნდობით და აურაცხელი ავოტორიტეტით. დაზიანებისას, შესაძლოა, საეჭვოდაც კი გახდეს ცნობადი, სკანდალების, გაუგებრობების ალბათობა ძალიან მაღალია.

იუპიტერი მერვე სახლში - ზევსი აქ მოხვედრილია სახლში, რომელიც მართავს ერთდროულად ფინასნურ სარგებელს და, ასევე - სულიერ ტრანსფორმაციას. ამიტომ, ადამიანს აქვს ძლიერი მიდრეკილება, ნიჭი და უნარი იმისა, რომ წარმატებას მიაღწიოს საბანკო-საფინანსო სფეროში, მეტად კარგად განაგებს სხვათა ფინანსებს, ამ მხრივ გადაუჭრელ პრობლემებს ბრწყინვალედ აგვარებს და აქვს დიდი უნარი, რომ საბოლოოდ მიაღწიოს მენეჯერობას, ან რაიმე დიდი ორგანიზაციის მმართველობას. ფულს, შესაძლოა, იღებდეს მემკვიდრეობითაც კი, არაა გამორიცხული, რომ მას დიდძალი ქონება დარჩეს, ისეთი, რომელიც შემდგომ ააშენებს და მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ბუნებით ემოციურია, აქვს სექსუალური გადახრები, ამ უკანასკნელის მოთხოვნილება მეტად მაღალია, ამიტომ , გასაკვირი არაფერია. შესაძლოა ჰქონდეს კარგი სამართლებრივი ნიჭი, ამიტომ ამ კუთხითაც შეუძლია მას დიდი წარმატების მიღწევა. აქვს ფილოსოფოსის შესანიშნავი პოტენციალი, მისტიური ცოდნაც კი შეიძლება ჰქონდეს. პლანეტის დაზიანებისას აღენიშნება უძილობა, ცუდი სიზმრები. ჭარბობს სხვადასხვა სახის სამართლებრივი პროცესები, მის გარშემო შესაძლოა ხდებოდეს ბევრი უსიამოვნო ფაქტიც, მოსალოდნელია იმის დაკარგვაც კი, რასაც მიაღწია.

იუპიტერი მეცხრე სახლში - სახლობრივად ზევსი იქაა, სადაც უნდა იყოს, ინდივიდი არის მეტად მომთმენი, გულუხვი, ენერგიული, გარეგნულად მიმზიდველი, ერთგულიც კი. ალბათ გაგიჩნებათ კითხვა, თუ რა უყვარს ყველაზე მეტად მას - ესაა მოგზაუროება, მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში, მათი კულტურის, ისტორიისა და ენების, ლეგენდების შესწავლა, აღნიშნული მისი ჰობია. შეძლებისდაგვარად, ის მუდამ მიდის სხვადასხვა კუთხეებში, რათა გაიგოს უფრო მეტი, მეტი შეიმეცნოს, შეისწავლოს და გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე ახლაა. ძალიან დიდი ინტერესით შეისწავლის ჰუმანიტარულ საგნებს, აქვს სხვადსახვა სახის დაწერილი კოდექსებიც კი მის თავთან, თუ როგორ უნდა წარმართოს მისი ცხოვრება. მას კარგად გამოუვა პედაგოგობა, აღნიშნულ სფეროში შესაძლოა ბადალიც კი არ ჰყავდეს. კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტებში მისი როლი ბევრად მაღალია. თუ პლანეტა დაზიანბეულია, მაშინ არაა გამორიცხული, რომ სიზარმაცის ელემენტებმაც იჩინოს თავი, რაც ხელს შეუშლის მის აღზევებას და წინსვლას, ასევე ხელს უშლის მის უდისციპლინობას. მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფილოსოფიურ, რელიგიურ შეხედულებებში, მათი როლი ამ თემისადმი მეტად მაღალია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით საკმაოდ სულიერი და თბილი ადამიანები არიან. ასეთ ადამიანს აქვს წინასწარხედვის ბრწყინვალე ნიჭი, არის ძალიან კარგი ქველმოქმედი, რაც მის ავტორიტეტს ზრდის. შესაძლოა წინასწარმეტყველური ხედვები და სიზმრებიც ჰქონდეს. არის მეტად ოპტიმისტი და წყნარი ბუნების პატრონი. დაზიანებისას, შესაძლოა, ჰქონდეს არც თუ ისე კარგი მოგზაურობები.

იუპიტერი მეათე სახლში - ასეთი ადამიანი არის მეტად ორგანიზატორული შესაძლებლობების მქონე, არაა გამორიცხული, რომ კარიერულ წინსვლას ნაადრევ ასაკშიც კი მიაღწიოს. წარმატება სამსახურეობრივ, კარიერულ დონეზე ხშირად მოდის, ამიტომ, მას ისღა დარჩენია, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს აღნიშნულს. მას შეუძლია, რომ გამოვიდეს ბრწყინვალე პოლიტიკოსი, აქვს საღი გონება, უყვარს, როდესაც თავად იღებს გადაწყვეტილებას და უყვარს, როდესაც იგი ხალხს მართავს. მეტად აქტიურია სოციალურ სივრცეში. ერთი სიტყვით, მაღალია შანსი, რომ აღიარებას მალევე ეზიაროს. მას აქვს არნახული სახის პროფესიონალიზმი, არის როგორც მუშა ადამიანი, ასევე აქვს ბრწყინვალე შეხედულებებიც, ის აღწევს საიმედო ადამიანის რეპუტაციას, სხვათა მიმართ ყურადღებას და დაინტერესებას იჩენს. პლანეტის დაზიანება იწვევს ბევრ სხვადასხვა სახის არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენებს - შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ინდივიდში განვითარდეს ისეთი ნიშანთვისებები, როგორებციაა: პატივმოყვარეობა, ამპარტავნება, ქედმაღლობა, შური, მეტის და მეტის მიღწევის წყურვილი, სიხარბე, რამაც შესასძლოა სრულ დეგრადაცმიამდე მიიყვანოს. ასევე, შესაძლოა პიროვნება იყოს ფარისეველი და არც თუ ისე სანდო, კარიერაშიც, შესაძლოა, ხშირად ჰქონდეს წარუმატებლობა. თუმცა დადებითად დამუხტული ყოველთვის გვიჩვენებს მის კლასს, მას შეუძლია ნებისმიერ ძალასთან შერკინება და ხაზგასმა იმისა, რომ არის ნამდვილი „მესია“ იმ საქმის, რასაც მოჰკიდებს ხელს.

იუპიტერი მეთერთმეტე სახლში - უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ასეთი ადამიანი გამოირჩევა ბრწყინვალე გონიერებით და კომუნიკაციის არნახული ნიჭით. მას ჰყავს ფართო სამეგობრო წრე და, რაც მთავარია, გაჭირვების ჟამს, შეუძლია, რომ მათ დაეყრდნოს და იმედი ჰქონდეს. წარმატება, შესაძლოა, სულაც მინიმალური ძალისხმევით მიაღწიოს, არაა გამორიცხული, რომ მუშაობდეს დიდ ფირმებსა და ორგანიზაციებში. აქვს მკვეთრი ინტუიცია, ასევე აქვს კარგად განვითარებული ეზოთერული ხედვა და ნიჭი. მას შეუძლია, რომ შექმნას დიდი ოჯახი, ეს უკანასკნელი მიზანს აღწევს მეგობართა დახმარებით, მაგრამ პლანეტის დაზიანებამ, შესაძლოა, პარაზიტული ნიშანთვისებები გამოიწვიოს, ძალიან ბევრ საქმეში ცუდად შეიძლება მან თავისი მეგობრები გამოიყენოს, შესაძლოა ეს ეხებოდეს ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ საქმიანობას ან თუნდაც იმ მოვლნებებს, რომლის ეპიცენტრშიცაა თავად. ეს უკანასკნელი, შესაძლოა ცდილობდეს, რომ სხვებს დაეხმაროს რჩევებით, მაგრამ მის აზრს ნაკლებად ითვალისწინებდნენ. ცხოვრების მანძილზე მან შეიძლება შეიძინოს ბევრი მეტად ცნობილი ადამიანი, გამოჩენილი ნატურა, რომელიც კარგად ამოუდგება მხარში და მიეხმარება ამა თუ იმ საკითხის მოგვარებაში. ძირითადად, მაინც, ადამიანი საზოგადოებრივი საქმიანობითაა დაკავებული, სოცილაიზმი მას სისხლში აქვს გამჯდარი. მიმართულია, რეფორმებზე, ახალ იდეებსა თუ გეგმებზე, ნოვატორული ნიშნები მასში მკვეთრად ჩანს. მუდამ საქმის კურსშია, ყურადღებას არ ფანტავს, რაც მისი გამარჯვების საწინდარია.

იუპიტერი მეთორმეტე სახლში - აი, თუ ვინმეზე შეიძლება იმის თქმა, რომ არის ბრწყინვალე ქველმოქმედი, ეს სწორად ამ მდებარობით დაბადებული ინდივიდია. რაც მთავარია, აღნიშნული საკითხები მას მეტად აძლევს გასაქანს იმისა, რომ გახდეს წარმატებული და პოპულარულიც კი. თუმცა, მას პირიქით მოსწონს, როდესაც სიკეთეს აკეთებს ანონიმურად და არა ასე ღიად. კეთილი საქმის კეთება მას უნებლიედ, გულით გამოსდის, ვიდრე შეგნებულად და უშუალოდ მის ეგოზე დაფუძნებით. ამგვარი ქმედებებით, იგი აძლიერებს მის მფარველ ანგელოზს, დაცვა მისადმი აშკარად ძლიერდება და ეს არცაა გასაკვირი, ყურადღება მეტად აქვს გადატანილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებისკენ. უფრო ჰუმანიტარული, ფილოსოფიური ბუნების პატრონია, შესანიშნავი რელიგიური ხედვები და მიდგომა გააჩნია. შესაძლოა ჰქონდეს მეტად ფარული ძალაუფლება, პრინციპში, რაც უფრო დამალულად, კულისებს მიღმა გააკეთებს საქმეს, მით უფრო უპრიანი იქნება მისთვის. განმარტოვებაში ის აღწევს თავისი „მე“-ს სულიერ დიდებას, იხვეჭს ავტორიტეტს და ხდება პიროვნების ზე დონე, სულიერი არსება, რომელიც მიმართულია ღვთაებრივ ძალებთან კონტაქტში. საკუთარ თავშიც მუდამ დარწმუნებულია და სჯერა, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერი გამოუვა. დაზიანებისას, შესაძლოა იყოს მეტად განდეგილი ადამიანი, რომელსაც ნაკლებად ადარდებს არა მარტო მისი ბედი, არამედ, სხვათა მდგომარეობაც. მეტად კომლფიქტური ბუნებისაა, უყვარს ცილისწამება და საქმის საეჭვოდ შესრულება. ხანდახან კი, შესაძლოა, რელიგიურ ფანატიზმშიც კი გადავიდეს, რაც მისი დეგრადირების საწინდარია. პროფესიებიდან კარგად გრძნობს თავს - ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ, რელიგიურ წრეებში, ასევე კარგი იქნება, თუ რაიმე სახის დიდ ჰოსპიტალებში დაიწყებს მუშაობას, ქველმოქმედება და ხალხთან კომუნიკაცია დიდ წარმატებას მოუტანს ამ უკანასკნელს.

გიორგი ლობჯანიძე
скачать dle 11.3
23-01-2017, 22:50
Вернуться назад