DataLife Engine / მანტრა - მისი რაობა და მნიშვნელობა

მანტრა - მისი რაობა და მნიშვნელობა

მანტრა - მისი რაობა და მნიშვნელობამანტრა არის მოკლე ლოცვა უძველეს სანსკრიტულ ენაზე. ბგერით-რეზონანსული ჟღერადობა და სიტყვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც აზროვნებაზე, ასევე გარე ობიექრებზე. ეს არის სუფთა ენერგია ცნობიერებაში. მანტრის ბევრჯერ გამეორება ავლენს ძალას და ენერგია უერთდება თქვენს ზრახვებს. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ცხოვრება უკეთსობისაკენ.
თითეულ ბგერას, სიტყვას, აქვს ღრმა მნიშვნელობა, მათ შეუძლიათ ადამიანის სულში ჩაწვდომა. როგორც წესი, ხმების გამეორება ხდება 39-1-27 და ა.შ... საუკეთესო ვარიანტია 108-ჯერ გამეორება. სავალდებულო პირობაა თანმიმდევობის დაცვა. მანტრას მღერიან, კითხულობენ, თუმცა არა ჩუმად, არამედ ხმამაღლა, მედიტაციასთან ერთად. უახლოეს ხანში, თქვენ ნახავთ ამ პრაქტიკის ნაყოფს. თქვენი ემოციური მდგომარეობა თქვენს ახლობლებსაც კი გააოცებს. თქვენ გახდებით ნათელი, რომლიც იზიდავს კარგ ადამიანებს და გარემოებებს. მანტრის წარმოთქმა (ან მღერა) აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას და ასუფთვებს აურას.
არსებობს მანტრების უამრავი სახეობა, მაგრამ ყველაზე ცნობილი და თავდაპირველი მანტრა არის „ომ“, რომელიც დღემდე ითვლება სამი ბგერის კომბინაციად. ესენია „ა“, „უ“ და „მ“, რომელთაგან, თითეულს აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა და ინტერპრეტაცია. „ომ“ მოიაზრება როგორც ღვთაებრივი სამება - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას სიმბოლოდ და, თავისთავად, არის უმაღლესი მანტრა, რომელიც სამყაროს სიმბოლიზაციაცაა. წმინდა მანტრა „ომ“ ან იგივე „აუმ“ არის აბსოლუტი. თავის თავში აერთანებს ყველა წმინდა წერილს და გვევლინება სამყაროს თავდაპირველ ვიბრაციად.
ვედები ამბობენ, რომ ბგერას შეუძლია ჰქონდეს ძლიერი გავლენა ჩვენს სულიერ და მატერიალურ სამყაროზე. მათი წარმოდგენით, „ომ“ არის ბგერა მზისა და სინათლის. გამოსახავს სულიერ „გადაადგილებას“ ზედა მიმართულებით, მწვერვალისკენ.
მანტრის არჩევა დამოკიდებულია ადამიანის ზრახვებზე. ამიტომ, მანტრასთან მუშაობისას მნიშვნელოვანია იცოდეთ, რისი მიღწევა გსურთ. თქვენ უნდა შეიგრძნოთ თითქოს უკვე მიაღწიეთ სასურველს. სამყაროს ესმის თქვენი!
ყველა მანტრას თავისებური მახასიათებელი, რიტმი და ქმედება აქვს. ბგერების კომბინაცია და სიხშირე იწვევს სხეულისა და ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას. მისი შესრულება გონებისთვის კარგი სავარჯიშოა. ხშირად, ცნობიერი ითშება და სრულყოფილ ჰარმონიაშია შიდა უსასროლო „მე“. სიმღერის დროს, ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერ მდგომარეობას: სიხარულს, თანაგრძნობას, გამოჯანმრთელებას. მანტრები წმენდენ ფიქრებს, აძლიერებენ გონებას და ამშვიდებენ.
სიტყვა და ბგერები - ეს უდიდესი ძალაა, რომლის გამოყენებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. მათ შეუძლიათ გაგვაბედნიერონ ან გაგვაუბედურონ, შექმნან ან დაანგრიონ. ბგერები ქმნიან ისეთ ვიბრაციებს, რომელთა მეშვეობით გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას ჩვენივე ცნობიერებით.
ამ ყველაფრის შედეგები კი თქვენს მოლოდინსაც გადააჭარბებს. შეივსებით დადებითი ენერგიით, ხოლო დაავადება და ნეგატივი აღარ მიეკარება თქვენს ცხოვრებას. ასე რომ, დაამარცხეთ ქაოსი თქვენს ცხოვრებაში!

მოამზადა AquaRius-მა


ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მანტრის ვიდეო:

მანტრა „ომ“



სიყვარულის მანტრა



სიმდიდრისა და აყვავების მანტრა

скачать dle 11.3
19-04-2017, 13:52
Вернуться назад