DataLife Engine / ფერები და მათი მნიშვნელობა ფენ-შუის მიხედვით

ფერები და მათი მნიშვნელობა ფენ-შუის მიხედვით

როგორც ცნობილია, ფერებს არც თუ ისე უმნიშვნელო გავლენა აქვთ ადამიანის ცხოვრებაზე. თვითოეული ფერის მიხედვით, შესაძლებელია ადამიანის ხასიათის დადგენა, აგრეთვე მათი დახმარებით მიღწევადია საკუთარი თავისთვის სასურველი განწყობის შექმნაც კი.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დომინანტი ფერების შესახებ, რომელთა მიხედვითაც, თქვენ შეძლებთ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და გარშემომყოფნი. მაგრამ, აქვე დავამატებთ, რომ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია არა მარტო ფენ-შუის სწავლებაზეა დაფუძნებული, არამედ ფსიქოლოგიის საფუძვლებზეც.

თეთრი ფერი


თეთრი ფერი - სრულქმნილების, ჰაეროვნების და სიწმინდის ფერია. ამ ფერმა თავის თავში მოაქცია ფერთა მთელი სპექტრი. ის ასოცირდება სიმსუბუქესთან, ღვთაებრივობასთან და სიკეთესთან. თეთრი ფერი ასუფთავებს ჩვენს ენერგეტიკას. ადამიანები, რომელთაც უყვართ თეთრი ფერი, არიან პატიოსნები, გულწრფელები და „აკურატულები“, მაგრამ ხშირად, ზედმეტად მომთხოვნებიც.
იმ ადამიანთათვის, რომელთაც უყვართ თეთრი ფერი, არ შეიძლება სარკის დაკიდება კარის ან საწოლის პირდაპირ. თუ თქვენ მაინც დაკიდებთ სარკეს კარის წინ, თქვენი ენერგია, მათ შორის დადებითიც, იმწამსვე დაიწყებს კარიდან გადინებას. ხოლო თუ საწოლის წინ დაკიდებთ მას, შესაძლოა თქვენი ოჯახისა და ქორწინების დანგრევა გამოიწვიოს. ასევე, შესაძლოა გამოგიჩნდეთ მოწინააღმდეგეც.
თეთრი ფერით, შესაძლოა, მუქი კედლების შეღებვა, რაც ასეთ ნაგებობებს სიახლისა და სისუფთავის შეგრძნებას შემატებს.
ხოლო თუ თქვენ გსურთ, საკუთარ ნატურას შემატოთ უცოდველობა, სიწმინდე და უმანკოება, ამ შემთხვევაში, შეარჩიეთ თეთრი ფერის ტანისამოსი.

წითელი ფერი


წითელი ფერი - ვნებისა და საციცოცხლო ენერგიის ფერია. ამ ფერს აქვს აღგზნების, სტიმულირებისა და ვნებების გაძლიერების ნიჭი. ბუნებაში წითელი ფერი ცხოველთა და მწერთა მიერ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მოსაზიდად გამოიყენება. ასევე, ადამიანთა სამყაროშიც, წითლით შემოსილი მანდილოსანი ყურადღებას იქცევს და იზიდავს მამაკაცს. წითელი - ააქტიურებს და ათბობს, იპყრობს ყურადღებას, მაგრამ ამავდროულად, საფრთხეზეც მეტყველებს. ეს ფერი რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, როცა თქვენ გინდათ სხეულის ტემპერატურის აწევა და სისხლის მიმოქცევის სტიმულირება.
წითლად მხოლოდ ის ნაგებობები უნდა შეიღებოს, სადაც თქვენ უფრო აქტიური და ენერგიულები ხართ.
წითელი ფერის სამოსის ტარება მხოლოდ მაშინაა რეკომენდებული, როცა თქვენ სურვილი გაქვთ, გამოიყურებოდეთ სექსუალურად, ექსტრავაგანტულად და თამამად.

სტაფილოსფერი


სტაფილოსფერი - შემოქმედებითი ფერია. ის არის ოპტიმისტური, სხვადასხვა სახის ქმედებების მუდმივად პროვოცირებადი, თავისუფლების ფერი. სტაფილოსფერი ეხმარება ადამიანს მოიშოროს შიშები, დეპრესიები და ცუდი განწყობა, ასევე ხელს უწყობს დაფარული შესაძლებლობების გამოვლინებას. ადამიანები, რომლებიც უპირატესობას სტაფილოსფერს ანიჭებენ, ხშირად გულღიები და კომუნიკაბელურები არიან. სტაფილოსფერი ტანსაცმლის მოყვარული ადამიანები, მეტწილად, ამაყ და დამოუკიდებელ პიროვნებებს წარმოადგენენ. ისინი მუდმივად ცდილობენ გარშემომყოფებზე ზეგავლენის მოხდენას და პოპულარობის მოპოვებას.
სტაფილოსფერი ძალიან მოუხდება მისაღებ ოთახს ან სამზარეულოს. სტაფილოსფერი შეფერილობის ოთახში ყოფნისას ადამიანები უფრო გახსნილები და მეგობრულები ხდებიან.
თუ თქვენ გინდათ, თავი იგრძნოთ შეუბოჭავად, მხიარულად, ცოცხლად და ახალგაზრდულად, ამ შემთხვევაში, სტაფილოსფერი ტანსაცმელი საუკეთესო არჩევანია.

ყვითელი ფერი


ყვითელი ფერი გვეხმარება გონებრივი სამუშაოს შესრულებისას და ხელს უწყობს ინფორმაციის უკეთ მიღებას. ეს ფერი ასევე სასარგებლოა თავის თავში დაურწმუნებელი და მორცხვი ადანმიანებისათვის. ის თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს მეტ სიხარულსა და სიცილს. ისევე, როგორც სტაფილოსფერი, დაგეხმარებათ იგრძნოთ სიცოცხლის სიყვარული.
ყვითელი ფერის მოყვარული ადამიანები, როგორც წესი, არიან ენერგიულები და მათში ბევრი არტისტიზმია. ის შემოქმედებითი ნატურის მქონე ადამიანთა ფერია. ისინი ცხოვრების გზას სიცილით გადიან, არ აკლიათ ორიგინალურობა, ხშირად არიან პატიოსნები და მომთმენნი.
ყვითელი ფერით, შესაძლოა, შეღებოთ კაბინეტი ან ის ტერიტორია, სადაც აქტიური გონებრივი მუშაობა მიმდინარეობს.
ყვითელი ფერის ტანსაცმელი იგივე ეფექტს ახდენს, როგორსაც სტაფილოსფერი.

მწვანე ფერი


მწვანე ფერი - ეს ჰარმონიისა და წონასწორობის ფერია. ის განგვაწყობს ემოციური ურთიერთობებისთვის და სიყვარულისთვის. ნერვულ სისტემაზე მოქმედებს დამამშვიდებლად და აცხრობს აღზნებას. მწვანე ფერი ახალი ცხოვრების დაწყების და ჰარმონიის სიმბოლოა. თითქმის ყველა ადამიანს, რომლებიც არჩევანს აკეთებენ მწვანე ფერის სასარგებლოდ, ახასიათებთ სენტიმენტალურობა და თანაგრძნობა. მათ მოსწონთ მეგობრებთან ურთიერთობა, ხშირად არიან მიმდობნი, მეგობრულ და სასიყვარულო ურთიერთობებში კი ახასიათებთ ერთგულება. ეს ადამიანები გამოირჩევიან ტაქტით და შრომისუნარიანობით. მათზე დაყრდნობა ყველანაირ სიტუაციაში შეიძლება, რადგან ისინი ძალიან წესიერები არიან და მათი სიტყვა - სანდოა.
მაგრამ მწვანე ფერის მოყვარულებს ხასიათის ისეთი უარყოფითი შტრიხებიც აღენიშნებათ, როგორებიცაა ეჭვიანობა და ეგოიზმი. ასევე შესაძლოა იყონ ძალიან ბუტიებიც.
მწვანე ფერი მოუხდება აბსოლუტურად ყველანაირ ოთახს. მისი გამოყენება ტანსაცმელშიც ყოველგვარი შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი. მწვანე სამოსში თქვენ ყოველთვის შეგამჩნევენ, მაგრამ ამავდროულად არ იქნებით აგრესიული.

ცისფერი


ცისფერი აგრილებს და ამშვიდებს. ეს ფერი სიმშვიდის, შერიგების, სიბრძნისა და წონასწორობის სიმბოლოა. ბადებს იმედს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი იქნება კარგად. ადუნებს და განგვაწყობს დასვენებისათვის.
ცისფერი უყვართ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მიილტვიან სულიერი მიღწევებისაკენ. ისინი არ არიან ეგოისტები, მაგრამ ხასიათში ხშირად უხერხემლობას ავლენენ. ეს ადამიანები, შესაძლოა, ერთგულნი და პატიოსნები იყვნენ, მათ მოთმინებასა და სიბრძნეში ვერ გაუტოლდებით. ძალიან უყვართ ფილოსოფოსობა და განსხვავებული თემები. მათი ნეგატიური თვისებებია: სისუსტე, ზოგჯერ გაუწონასწორებლობა, სიცრუე და თვითკმაყოფილება.
ცისფერი - საძინებელი ოთახისთვის, მისაღებისთვის და ყველა იმ ადგილისათვის იქნება უპრიანი, სადაც თქვენ დასვენებასა და მოდუნებას ამჯობინებთ. ის თქვენ შეგმატებთ სიმშვიდისა და დაცულობის გრძნობას.
ამ ფერის ტანსაცმლის გამოყენება მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი, როცა თქვენი სურვილია - გამოიყურებოდეთ გულუბრყვილოდ, ნაზად და უბრალოდ.

ლურჯი ფერი


ლურჯი - ეს შთაგონება და სურვილების ასრულებაა, სამართლიანობა და ერთგულება.
ლურჯი ფერის მოყვარული ადამიანები მეგობრულები და ერთგულები არიან, მაგრამ ამავდროულად, დამოუკიდებლებიც.
შენობებში, ჯობია, ლურჯი ფერის გამოყენებისგან თავი შეიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება ისეთი შეგრძნება, თითქოს თქვენი სახლის კედლები გაჭყლეტვას გიპირებენ. ამის გამო, შესაძლოა დისკომფორტისა და გაურკვევლობის შეგრძნება გაგიჩნდეთ.
ლურჯი ფერის ტანსაცმელი ატარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გინდათ სერიოზულ და მიუწვდომელ პიროვნებას წარმოადგენდეთ.

იისფერი


იისფერი - უმაღლესი სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულის სიმბოლოა. ეს ძლიერი ფერია, წარმოადგენს რა ლიდერთა ფერს. ამძაფრებს ინტუიციას, შეგრძნებებს და მხედველობის ორგანოებს. იგი სულიერი და ფიზიკური ძალების ბალანსირების შესანიშნავი სტიმულატორია.
ადამიანები, რომელთა ძირითადი ფერია იისფერი, ოდნავ მიდრეკილნი არიან განდიდებისა და გადამეტებული სიამაყისკენ. მათ ძალიან მძაფრად გამოეხატებათ საკუთარი ღირსების გრძნობა, მაგრამ ხშირად, ისინი ვერ აცნობიერებენ და ვერ ხედავენ საკუთარ უარყოფით მხარეებს. არინ შემოქმედებითი ნატურის მატარებლები და უყვართ მისტიციზმი.
იისფერი მხოლოდ მედიტაციის ოთახისთვისაა მისაღები.
ამ ფერის ტანსაცმელი, ძირითადად მაშინ გამოიყენება, როცა თქვენ გინდათ დატოვოთ ინტელექტუალური და ამოუცნობი ადამიანის შთაბეჭდილება.

შავი ფერი


შავი - მისტიური და საიდულოებით მოცული ფერია. ყოველგვარი შეუცნობელის, საიდუმლოებით მოცულის, დაფარულისა და ბნელის სიმბოლო. შავი ფერი უყვართ ძლიერ, მშვიდ, მაღალი ღირსების ადამიანებს. მაგრამ, შავი ფერის მოყვარულები, შესაძლოა, საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობასაც განიცდიდნენ და ცხოვრებას მუქ ფერებში ხედავდნენ.
შავი ფერის ტანსაცმელი ნატიფი გემოვნებისა და ავტორიტეტულობის სიმბოლოა.

GeoAstro
скачать dle 11.3
9-06-2017, 20:10
Вернуться назад