DataLife Engine / საფულე - ფენ-შუის მიხედვით

საფულე - ფენ-შუის მიხედვით

ფენ-შუის სწავლება უკვე არაეთ ათასწლეულს ითვლის და, შეუძლებელია ამ მეცნიერების სასარგებლო ზეგავლენის ვერ შემჩნევა ჩვენს ცხოვრებაზე. თუ გაითვალისწინებთ ფენ-შუის სპეციალისტების რჩევებს ან თავად შეისწავლით ამ მეცნიერებას, მაშინ თქვენ შეძლებთ, ყველაფრის მიღწევას, რასაც მოისურვებთ.
სიმართლე უნდა ითქვას, რომ ვერცერთ უძველეს წიგნში თქვენ ვერ ნახავთ ისეთ სწავლებას, როგორიცაა „საფულის ფენ-შუი“, მაგრამ ფენ-შუის სპეციალისტები ერთ ადგილას არ დგანან და უძველესი ცოდნა გადმოაქვთ თანამედროვე ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველას სურს თავისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ფულის ნაკადის გაზრდა.
საფულე ჩვენი თანმხლებია ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეთ, ის ჩვენი მუდმივი თანამგზავრია. ზოგჯერ, საფულე იმ მაგნიტსაც კი გავს, რომელიც ჩვენთვის კეთილდღეობასა და წარმატებას იზიდავს. ფენ-შუის რჩევებით, თქვენ შეძლებთ თქვენი საფულე მართლაც გადააქციოთ ფულის მოსაზიდ ჭეშმარიტ მაგნიტად, მაგრამ, ის ასეთად რომ აქციოთ, საჭიროა დაიცვათ ფენ-შუის მხოლოდ სამი წესი.


საფულის ფერი



როგორც თქვენ უკვე იცით, ყველა ადმიანს აქვს თავისი სტიქია და თქვენი საფულის ფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტიქიას მიეკუთვნებით. ჯერ დადადგინეთ თქვენი სტიქია და, აქედან გამომდინარე, აარჩიეთ თქვენი სიმდიდრის ფერი. სიმდიდრის ფერი, ასევე, შესაძლოა გამოთვალოთ „დამანგრეველი წრის“ მიხედვით. „დამანდგრეველი წრე“ კი ასე გამოუყურება: წყლის სტიქიას თავის კონტროლის ქვეშ ყავს მოქცეული ცეცხლის სტიქია; ცეცხლი ზემოქმედებას ახდენს მეტალზე; მეტალი ხეზე ზემდგომია; ხე აკონტროლებს მიწას; მიწა კი თავის მხრივ-წყალს.
და თუ ზემოთმოყვანილი ცხრილი გახდება თქვენი ორიენტირი, მაშინ შესაძლებელია თქვენი ფერის გამოთვლა. ასე მაგალითად: თუ თქვენი სტიქიაა მიწა, თქვენივე საფულის ფერი ყვითელ ტონებში უნდა იყოს გადაწყვეტილი.
ქვემოთ მოცემული გრაფიკის მიხედვით, თქვენ უპრობლემოდ შეძლებთ დაადგინოთ, თუ რომელი ფერის საფულე გჭირდებათ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რომელი სტიქიაც არ უდა იყოს თქვენი, არ შეიძინოთ ცისფერი და ლურჯი ფერის საფულე, რადგან ასეთი საფულიდან ფული ისე სწრაფად დაიწყებს გადინებას, როგორც წყალი თითებს შუა.








ამგვარად, როცა უკვე ფერი შერჩეულია, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ საფულის ზომას, რადგან ეს ნიუანსიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.


საფულის ზომა



პირველ რიგში, გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ჯობია არ შეიძინოთ დასაკეცი საფულეები. ჯობია იყიდოთ ისეთი საფულე, სადაც ფულის კუპიურები გადაკეცვას არ საჭიროებენ. შენდგომ შეარჩიეთ საიმპერატორო ზომის საფულე. მისი დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ სიგრძეს, სიგანეს და სიღრმეს. სასურველია საფულის ზომა ესადაგებოდეს ყველა ამ პარამეტრს. თუ ასეთს ვერ აღმოაჩენთ, მაშინ აირჩიეთ ისეთი, ერთ-ერთ მოთხოვნას რომ მაინც აკმაყოფილებდეს. მაგრამ თუ ისეთს იპოვით, რომელიც იდეალური იქნება ყველა კუთხით, ჩათვალეთ, რომ გამართლება თქვენს მხარეზეა.


საფულის მასალა



და ალბათ, ყველაზე მთავარი, რაც საფულის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, ესაა თუ რა მასალისგანაა ის დამზადებული.
საფულისათვის ყველაზე კარგი მასალა, რაღა თქმა უნდა, ტყავია. ტყავის შემცვლელი კი არა, - ნატურალური ტყავი. ასეთი საფულე, შესაბამისად, ძვირი ღირს, მაგრამ შევთანხმდეთ - ხომ შესაძლებელია, ახლა გაიღოთ გარკვეული ოდენობის თანხა, რათა თქვენმა საფულემ შემდგომში ყოველთვის მოიზიდოს ფული?
პოლიეთინელის საფულეებს, ჯობია, მოერიდოთ. იმის გარდა, რომ ისინი არ არიან არავითარი ფულის ენერგეტიკის მატარებელნი, უფრო მეტიც, გზას ურაზავენ ბუნებრივ ენერგიებს.
ნაჭრის და ზამშის საფულეები, შეგიძლიათ, მშვიდად შეიძინოთ. ისინი ისეთივე ზემოქმედებას ახდენენ თქვენს ფინანსურ შემოსავალზე, როგორსაც ტყავი. როცა საფულე შეძენილია, არ ღირს თილისმების დავიწყებაც, რომლებიც საფულით უნდა ვატაროთ ფულის ნაკადის მოსაზიდად.


საფულის თილისმები



ბევრ ადამიანს უყვარს თავის საფულით ახლობელი და საყვარელი ადამიანების სურათების ტარება. მაგრამ ამის კეთება არ შეიძლება. პირველ რიგში, ფულის ენერგია, რომელიც გაივლის ახლობელი ადამიანის ფოტოში, შესაძლოა, ძალიან აზიანებდეს მის ენერგიას. მეორეც, ფოტოები არასახარბიელო ზემოქმედებას ახდენენ თვით ფულის ენერგიაზე. საფულით, ჯობია ატაროთ ფენ-შუის ერთი, ან რამოდენიმე თილისმა: ეს შესაძლოა იყოს სამი ჩინური მონეტა წითელ ლენტზე აკინძული, ან საიმპერატორო ზომის ფენ-შუის სარკე. ასეთი სარკის შეძენა ფენ-შუის სპეციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი. მას ძალუძს თქვენი ფულის ნაკადის გაზრდა.
ფულის არომატად ფენ-შუიში მიიჩნევა პიტნის სურნელი, ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი საფულე არასდროს არ დაცარიელდეს, მასში ჩააწვეთეთ ერთი წვეთი პიტნის ეთერზეთი. თუ რაიმე მიზეზით ამ ეთერზეთის გამოყენება თქვენ არ გინდათ, შეგიძლიათ საფულეში უბრალოდ პიტნის კანფეტის ან საღეჭი რეზინის შესაფუთი ქაღალდი მოათავსოთ. ასეთ დროს, პიტნის ფოთლის გამოყენებაც გამართლებულია.
ფულის მოსაზიდად საფულეში ასევე შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენს მიერ პირველად გამომუშავებული მონეტა, ან 100 დოლარიანი კუპიურა. ესეც გააბევრებს თქვენს ფინანსურ შემოსავალს.
საფულეში მოთავსებული მწვანე ლობიოს ღერი დაგიცავთ თქვენ ქურდობისგან და, ასევე, ზედმეტი დანახარჯისგან, პირშუშხას ნატეხი კი მოიზიდავს ფულს და მატერიალურ წარმატებას.
შესაძლოა, ერთი შეხედვით, ეს უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ფულის შემოსვლის პროცესის სტაბილიზაციისათვის და სიმყარისათვის, ერთ კუპიურას თაფლი უნდა წაუსვათ, რათა გქონდეთ უწყვეტი შემოსავალი. და თუ ფულის შეგროვება რაიმეს შესაძენად გსურთ, ან დასასვენებლად გამგზავრებისათვის მისი გადადება, ფენ-შუის სპეციალისტები გვირჩევენ საფულეში იმ ნივთის სურათის მოთავსებას, რისი შეძენაც გვინდა. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ გახსნით საფულეს და დაინახავთ ამ სურათს, შეიქმნება დადებით ვიბრაცია, რომელიც იზიდავს თქვენთვის სასურველ თანხას.
როგორც მიხვდით, საფულის ფენ-შუი არ მოითხოვს დიდ დანახარჯსა და ძალისხმევას. მაგრამ, თუ თქვენ უკვე შეიძინეთ არასწორი საფულე ფენ-შუის წესების გაუთვალისწინებლად და არ გაქვთ მისი სანაგვეში გადაგდების სურვილი, ჩვენ გაგიმხელთ პატარა საიდუმლიოს, რომელსაც ფენ-შუის უძველესი სპეციალისტები იყებებდნენ. ყველა ფულს ისინი ინახავდნენ ზარდახშაში, რომლის დამზადებასაც ახერხებდნენ საკუთარი ხელით ფენ-შუის მეთოდების გამოყენებით,
შეგიძლიათ თქვენც შექმნათ პირადი ჯადოსნური ზარდახშა. მისი დამზადება შეიძლება მუყაოსგან, ან ხისგან და, იგი აუცილებლად უნდა იყოს საიპმერატორო ზომების. შემოაკარით მას თქვენი ფერის ლამაზი მატერია და მასში მოათავსეთ მცირე ზომის ფულის ამულეტები. ერთადერთი, რაც ვერ იქნება მთლად გამართლებული, ისაა, რომ ამ ზარდახშაში თქვენ მოგიწევთ ფულის დიდი ნაწილის შენახვა.
გისურვებთ კეთილდღეობას და ფინანსურ წარმატებას.

GeoAstro
скачать dle 11.3
11-06-2017, 20:57
Вернуться назад