DataLife Engine / ტრანზიტული სატურნი თხის რქაში 2017- 2020

ტრანზიტული სატურნი თხის რქაში 2017- 2020

სატურნი 20.12.2017, 08.00 სთ-ზე გადავიდა თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში და 2020 წლის მარტამდე გაჩერდება აქ.
სატურნი დაკავშირებულია სოციალურ პროცესებთან, რადგან სოციალური პლანეტაა.
თავისი ბუნებით საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ეს ის საყრდენი წერტილია რითიც ჩვენ ვაყალიბდებით პიროვნებად და რომელზეც ვაგებთ ჩვენს შინაგან სტრუქტურას.
სატურნი აგებს პასუხს იმაზე, თუ როგორ ვაღწევთ მაღალ საფეხურს სოციალურ ცხოვრებაში, რა გვაშინებს, რა გვაბრკოლებს, როგორ ვაღწევთ მიზნებს, როგორ ვემასხურებით კანონს, როგორ ვაყალიბებთ ჩვენს შინაგან წესებს და ა.შ
ეს არის წესების , კანონების, სტრუქტურის პლანეტა რის საშუალებითაც ვახერხებთ სოციუმში ადგილის დამკვიდრებას.
სატურნი თხის რქაში თავისივე ნიშანშია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იგი ძლიერად გამოვალენს თავს.
უფრო მეტად მკაცრი , უფრო მეტად მომთხოვნი, უფრო მეტად ხისტი გამოვლინება ექნება აქ , ვიდრე სხვა დანარჩენ ნიშანში.
ჩვენ ვიცით, რომ სულ ცოტახნის წინ იუპიტერი გადავიდა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში.
იუპიტერიც და სატურნიც ორივე სოციალური პლანეტებია და როგორც წესი თუ საქმე გვაქვს სოციალურ პროცესებთან, ორივე ერთად ავლნეს თავს.
შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორივე პლანეტა, გასაკუთრებით სახელმწიფოებისთვის. ამ ორი გიგანტი პლანეტის გადასვლა ნიშნიდან ნიშანში, ფუნდამენტურ ძვრებს მოახდენს სახელმწიფოებზე.
საქმე გვექნება ძალიან სერიოზულ ცვლილებებთან, რომელიც დაკავშრიებული იქნება კანონების შეცვლასთან, სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან, მაღალი წოდების მქონე პირთა გადაფასებასთან, წესრიგის დამყარებასთან, ორივე სოციალური პალენტა იმყოფება სამხედრო ნიშანში, შესაბამისად ცვლილებები მოხდება სწორედ ძალოვან სტრუქტურებში.
ბევრჯერ მისაუბრია და აქაც ავღნიშანვ, რომ იუპიტერს მოაქვს ყოველთვის ბვერი, შესაბამისად ამ პერიოდში ბევრ მორიელის თემას მოიტანს. ეს შესაძლოა იყოს ნეგატუირიც და პოზიტურიც.
მორიელს და თხის რქას შორის სექსტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციურად არ იქნება ისეთი მძიმე, როგორც კვადრატის ან ოპოზიციის დროს იქნებოდა.
ეს კი პოზიტიურ ერთობლიობას ქმნის, თუ იუპიტერი მორიელში მოიტანს ბევრ ნეგატივს კრიმინალური მოველების თვასაზრისით, სატურნს შეუძლია ამ მხრივ წესრიგის და კანონების დამყარება.
რაც შეეხება პირად ჰოროსკოპში სატურნის გამოვლინებას, მნიშვნელოვანია რომელ სახლში ხვდება ჩვენს პირად ჰოროსკოპში. სწორედ იმ სახლის სფეროებზე მოახდენს გავლენას.
მაგალიტად თუ 1-სახლში ხვდება სატურნი, აქ მკაცრად მოსთხოვს ადამიანს მენტალურად გაიაზროს თავისი პიროვნება ყველა დონეზე. მოახდინოს სტრუქტურიზაცია, ჩამოყალიბდეს და ა. შ
ვისაც აქვს სატურნის დაბრუნება, (ანუ ნატალურ რუკაში ვისი სატურნიც იმყოფება თხის რქაში.) შესაძლოა მოუტანოს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური ცვილებები, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ამუშავებდა ადამაინი დაბადებიდან 28-29 -წლამდე სატურნის პრინციპებს. თუ ადამაინი ემორჩილებოდა წესებს, კანონებს, შრომობდა ბევრს, სატურნი აუცილებლად დააჯილდოვებს მას. მაგრამ თუ ადამიანი არ ცხოვრობდა სატურნის პრონციპებით შესაბამისად ეს მტკივნეული პერიოდი იქნება მისთვის. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სატურნი სჯის, ეს უფრო საკუთარ თავის თავად დასჯა გამოდის (ახლა ვიღებთ შედეგებს). ადამიანს უნდა არ უნდა მაინც მოუწევს სწავლა, მაინც მოუწევს დაემორჩილოს სამყაროს კანონებს, მაგრამ აქ უკვე აღარ არის დამოკიდებული ადამიანის ნება-სურვილზე. აქ უკვე შემოდის იძულებითი სიტუაციები, რომელიც გვაიძულებს მტკივნეულად დავემორჩილოთ სამყაროს კანონებს.

რაც შეეხება თხის რქის ოპოზიციურ ნიშანს კირჩხიბს. სატურნის გადასვლა თხის რქის ნიშანში ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს ვისაც მზე აქვს კირჩხიბში ან რომელიმე პლანეტა, სატურნი ოპოზიციას შექმნის.
ჩვენ ვიცით, რომ პლუტონიც იმყოფება თხის რქის ზონაში. პლუტონიც და სატურნიც საკმაოდ მძიმე კარმული პლანეტებია, შესაბამისად ეს კირჩხიბებისთვის ძალიან მძიმე პერიოდი შეიძლება აღმოჩდეს. (რა თქმა უნდა გააჩნია პირად რუკას.).
ასევე შესაძლოა რთული პერიოდი აღმოჩდეს ვერძი-სასწორისთვის. რა თქმა უნდა სირთულე არ ნიშნავს ფატალურს.
წარმატებებს გისურვებთ.

ნაზი ფირცხალავა
ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრი
20.12.2017

скачать dle 11.3
21-12-2017, 14:33
Вернуться назад