DataLife Engine / კვირის ასტროპროგნოზი - 19-25 თებერვალი 2018

კვირის ასტროპროგნოზი - 19-25 თებერვალი 2018

19-25 თებერვალი - „თევზის კვირეულია“. თევზების ნიშანში, სადაც დიდი ხანია (და მრავალი წლით) სტუმრობს მათი მმართველი ნეპტუნი, გასული კვირის ბოლოს მიემართა მერკური, კავშირის და კონტაქტების პლანეტა. იქვე, მრავალი დღის განმავლობაში იმყოფება ჰარმონიის და ურთიერთობების პლანეტა - ვენერა. 19 თებერვალს იქვე მოახდენს ინგრესიას მზეც, რაც უფრო გამოამჟღავნებს თევზების თემებს: ყველაფერ საიდუმლოს და დაფარულს. თევზები უკავშირდება შორეულ ქვეყნებსაც. მარსის მშვილდოსანში და გასული დაბნელების ფონზე (რომელიც ასპექტირებულია ურანით ვერძიდან და იუპიტერით მორიელიდან), ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ უზარმაზარ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას, რომელიც „დამშვენებულია“ ფარული ბრძოლით, რომლის წყაროც, კერძოდ, დოპინგის სკანდალი გახდა (თევზები უკავშირდება ფარმაცევტიკას). ამავდროულად, თევზის გავლენა შეიძლება დადებითად აისახოს „თევზის“ პროფესიის წარმომადგენლებზე: მუსიკოსებზე, პროგრამისტებზე, ფარმაცევტებზე და ა.შ. 22 თებერვალს ძლიერად იმოქმედებს ვენერას ნეპტუნთან შეერთების ასპექტი თევზებში. კავშირი ვენერა-ნეპტუნი ხელოვნების ასპექტია. მას შეუძლია გამომჟღავნდეს, როგორც დელიკატურობა და ზეშთაგონება ურთიერთობებში. ყველაზე უარეს შემთხვევაში - გარკვეული ურთიერთობების დაკარგვა. მცდარი ურთიერთობები. ამავე დღეებში, მერკური გავლენას ახდენს სექსტილით სატურნთან. ბუნდოვან და გაურკვეველ მერკურის თევზებში სატურნი მიანიჭებს გარკვეულ სიფხიზლესა და სისტემურობას. პროგრამისტებისთვის ასპექტი შეუდარებელია, თუმცა ისევე, როგორც ყველასთვის, ვინც ცდილობს, დაუკავშიროს ინტუიცია და წარმოსახვა სიფხიზლეს და სამეცნიერო მიდგომას. კავშირებსა და კონტაქტებში სიცხადე და თანმიმდევრულობა. თუმცა, მოკლე დროით: 25 თებერვალს ნეპტუნის შეერთება მერკურისთან გამოიწვევს კომუნიკაციის დაკარგვის ეფექტს. შესაძლოა გაუგებარი სიტუაციები გზებზე და სამაუწყებლო მედიის საქმიანობაში. 24 და 25 თებერვალს ძლიერად იმოქმედებენ ასპექტები: ვენერას და მარსის კვადრატურა თევზები-მშვილდოსნის ნიშნებში და სექსტილი - მზესა და სატურნს შორის თევზები-თხის რქის ნიშნებში. პირველი ასპექტი შემოიტანს კონფლიქტებს ურთიერთობებში, მათ შორის, შესაძლებელია ურთიერთობების გარჩევა საერთაშორისო დონეზე. მეორე ასპექტი უფრო პოზიტიურია. ის ხელს შეუწყობს შეუპოვრობასა და თავშეკავებას საქმეებსა და გეგმებში, გადაჭარბებული ეგზოცენტრიზმის შეზღუდვას, ზემდგომებთან ურთიერთობების სტაბილიზაციას.

P.S. ყურადღება! ეს არის ზეციური სხეულების განლაგების საერთო ზემოქმედების აღწერილობა! პირადი პროგნოზი კონკრეტული ადამიანისთვის შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგთან კონსულტაციის შემთხვევაში.

ასტროლოგი გიორგი გარბერი
Geoastro.ge
скачать dle 11.3
19-02-2018, 00:04
Вернуться назад