DataLife Engine / წიგნის „შევისწავლოთ ასტროლოგია“ პრეზენტაცია

წიგნის „შევისწავლოთ ასტროლოგია“ პრეზენტაცია

2018 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში, „წიგნის სახლში ბახტრიონზე“ გაიმართა საქართველოში ასტროლოგიის განვითარების ისტორიაში პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს - „შევისწავლოთ ასტროლოგია“ - პრეზენტაცია. ამ ღონისძიებას უძღვებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ასტრო-ეზოთერული ცენტრის ასტროლოგები - თორნიკე ბიძინაშვილი, ლია ბარათაშვილი, თემურ აქუბარდია და ასტროსოფოსი ჯონდო ტუხაშვილი. წიგნის გამოცემის ინიციატორია საქართველოში პირველი ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრი და ასტროლოგიური სკოლა (მის.: თბილისი, დავით ბაქრაძის 4).

скачать dle 11.3
8-10-2018, 21:26
Вернуться назад