DataLife Engine / მთვარის ქვა

მთვარის ქვა

მთვარის ქვა
სამკურნალო თვისებები

ინდიელები ამტკიცებდნენ, რომ თუკი მთვარის ქვას ბნელ ადგილას დავდებთ, მისგან გამოიყოფა სამკურნალო სითხე, რომელსაც შეუძლია შავი მელანქოლიის და ყველაზე სასტიკი ცხელების განკურნებაც კი. ეს მშვენიერი პროფილაქტიკური საშუალებაა აპათიის წინააღმდეგ. კურნავს მაღალ ტემპერატურას და თირკმელების დაავადებებს, ანთებებს და ინფექციებს, ღებინებას; სიყვითლეს და ღვიძლის სხვა დაავადებებს. ტიბეტურ მედიცინაში მთვარის ქვას იყენებდნენ ფსიქიური დაავადებების, ეპილეფსიის, სხვადასხვა ნერვული გულყრების და ნერვული სისტემის გადაღლილობის სამკურნალოდ.

მაგიური თვისებები

მთვარის ქვა ყოველთვის ითვლებოდა მისტიურ ქვად. რომაელები თვლიდნენ, რომ იგი მთვარის სინათლისგან წარმოიქმნება. ევროპაში მთვარის ქვა ივნისის ზოდიაქოს ქვას განეკუთვნება.

ითვლებოდა, რომ მთვარის ქვა – მზის ანტაგონისტია და უცნაური კავშირი აქვს მთვარესთან. იგი ახდენს მთვარის დადებითი ძალების კონცენტრაციას.

ევროპელების აზრით ეს ქვა ჯანმრთელობის, სიმდიდრის და დღეგრძელობის სიმბოლოა. ინდოელების აზრით – იმედის. იგი სასიკეთოა ქალებისთვის, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. ბრიტანეთის კუნძულებზე არსებობს ლეგენდა, რომ მთვარის ქვა იძლევა ორატორულ ნიჭსა და დარწმუნების უნარს.

ითვლებოდა, რომ მთვარის ქვა აძლიერებს მეხსიერებას და ეხმარება პატრონს „ცხოვრებისეული ხაფანგებისა და უსიამოვნებების“ თავიდან აცილებაში. იგი აძლიერებს მის ემოციურობას, სიყვარულს მშობლიური კერისადმი (სახლისადმი) და ამავდროულად იძლევა ადგილის შეცვლის სურვილს. იძლევა ასევე მეოცნებე ხასიათს, სირბილეს, სიფაქიზეს, აღძრავს კარგ მოგონებებს; იძლევა სულიერ სიმშვიდეს და გაწონასწორებულობას (განსაკუთრებით მთვარიან ღამეებში), ხსნის შინაგან დაძაბულობას და აშორებს რისხვას. არბილებს ზედმეტად თავდაჯერებულ ადამიანებს. იგი სახიფათოა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზედმეტად მეოცნებენი, ჩაკეტილნი და კაპრიზულნი არიან, რადგანაც ამწვავებს ამ უარყოფით თვისებებს. მთვარის ქვა იძლევა სიფრთხილეს საუბრის დროს და კეთილგონიერებას მოქმედებებში. ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთ ქვეყანაში იგი ითვლება ბანქოს მოთამაშეების ქვად.

მთვარის ქვა ბედნიერების მომტანად ითვლებოდა და ფასობდა, როგორც ძვირფასი ქვა შეყვარებულებისთვის საჩუქრად, რადგანაც ხელს უწყობდა ნაზი გრძნობების გაღვიძებას; ასევე იძლეოდა მომავლის დანახვის შესაძლებლობას. ამისთვის საჭირო იყო მისი ენის ქვეშ ჩადება სავსემთვარეობის დროს.
მთვარის ქვა

ინდური ასტროლოგია მთვარის ქვას განსაკუთრებით სასარგებლოდ თვლის მათთვის, ვინც კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაიბადა.

მაგიაში ითვლება, რომ მთვარის ქვა მთვარის ფაზების შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ, ამასთან ახალმთვარეობაზე იგი განსაკუთრებული ნათებით ივსება, ამ მომენტში მასში კონცენტრირდება მთელი მისი მაგიური ძალა. იგი ყველაზე შესაფერისი ქვაა ადამიანებისთვის, რომლებიც სავსემთვარეობის დროს დაიბადნენ.

მოქმედება ჩაკრებზე:

მთვარის ქვა დეადებით ზეგავლენას ახდენს მანუპურა, ანაჰატა, აჯნა და საჰასრარა ჩაკრებზე.

ენერგია:

მიმღები ინი (შთანთქავს ენერგიას).скачать dle 11.3
16-10-2013, 00:24
Вернуться назад