DataLife Engine / ჰემატიტი

ჰემატიტი

ჰემატიტი
ბუნებაში არსებობს რამოდენიმე სახეობის გემატიტი.

ჰემატიტი – რკინისშემცველი მინერალი Fe2O3. შეიცავს 70% რკინას. კრისტალები არიან რკინის – მოსერო ფერის , ნახევრად მეტალის ბრწყინვალებით.

ჰემატიტი არაა გამჭვირვალე, არის მყარი, მაგრამ მყიფე. დამუშავებული ჰემატიტი გარეგნულად წააგავს მორიონს, შავ კაჟს, გაგატს (არა აგატს) ობსიდიანს, მაგრამ იმათგან განსხვავდება ძლიერი მეტალის ბრწყინვალებით, სტრუქტურული სიმტკიცით (შედარებით მძიმეა მსგავსი მინერალებისგან განსხვავებით) დამახასიათებელია ასევე მინერალის ჭრილებში , ნაოჭებში წითელი შტრიხები.

ჰემატიტის სხვა დასახელებები

აილიასკას ალმასი, რკინის თირკმელა, ფოლადის არაჟანი, ფოლადის წითელი ბრწყინვალება, სარკისმაგვარი მადანი, წითელი მადანი, დასისხლული, სისხლიანი ქვა, სანგვინი, შავი ალმასი…

სამკურნალო თვისებები

ჰემატიტი ოდიდგანვე იყენებოდა სისხლის დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ჭრილობების დროს, ნაკაწრების, ტრამვების და მოტეხილობების დროს.ძირითადად ჰემატიტი მოქმედებს ჰემოგლობინზე და ასევე ეხმარება ჟანგბადის მიწოდება – ათვისებაში, დადებითად მოქმედებს ფერმენტ გამომყოფ სისტემაზე. ქვის ტარება კარგად მოქმედებს ჰემოგლობიმზე, ეხმარება ძვლის ტვინს ჰემოგლობინის გამომუშავებაში , ასტიმულირებს ძვლის წითელ ტვინს. აძლერებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას. ახანძლივებს ერითროციტების სიცოცხლის უნარიანობას . ქვის ტარებისას სისხლის მიმოქცევის მთელი სისტემა იწყებს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობას. ითვლება რომ ქვას შეუძლია მოხსნას ჭრილობის მიერ გამოწვეული ანთება ზედაპირულად (თუ ღრმა ჭრილობა) ანადგურებს მიკრობებს გაძლიერებული ნივთიერებათა ცვლის ხარჯზე. სხეულის დაზიანების დროს, მიიტანეთ დაზიანებულ ადგილთან ქვა და გააკეთეთ მსუბუქი წრიული მასაჟი მის გარშემო . ჰემატიტი აახალგაზრდავებს სისხლს , ზრდის მიკრო ნივთიერებათა სიცოცხლისუნარიანობას .

ჰემატიტი 10 – 15 მმ წევს მაღლა არტერიულ წნევას, ამიტომ ჰიპერტონიით დაავადებულებმა ჯობია იშვიათად ან სულ არ ატარონ ეს მინერალი.

უმჯობესია ის ატაროთ ბეჭდის სახით არათითზე, სამაჯურის სახით ან როგორც გულსაკიდი (კულონი) მწვავე დაავადებების დროს ჯობია მისი ტარება დაიწყოთ მზარდი მთვარის I , II ფასაში.

დაბალი არტერიული წნევის დროს კი ჯობია მთვარის III , IV ფაზაში.

ჰემატიტი
მაგიური თვისებები

ჰემატიტი ითვლება და ფასდება, როგორც უძლიერესი მაგიური ამულეტი. მისი მაგიური თვისებები აღწერილია ძველი მაგიური ქვების ტრაქტატში, რომელიც დაწერილია აზხალიემ ბაბილონელის , რომელიც დაწერა პონტიის მეფის მიტრიდატასთვის (გარდაიცვალა 63 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ). ძველ ეგვიპტეში ისიდას ქურუმები იკეთებდნენ გემატიტის აქსესუარებს რიტუალების დროს, რადგან ითვლებოდა, რომ ეს ქვა არა მხოლოდ იცავდათ შავი ძალებისაგან, არამედ იცავდნენ ამით მის ღვთაებას, რომელიც ჩამოდიოდა მიწაზე რიტუალების დროს. ჰემატიტის მაგიურ თვისებებს აღიარებდნენ ასევე ძველ საბერძნეთში და რომში. ცნობილია, რომ რომაელი ლეგიონერები სალაშქროდ გამგზავრების წინ, აუცილებლად თან მიჰქონდათ ნაკეთობა ან რამე აქსესუარი ამ ქვის (უფრო ხშირად სახლის ღვთაების) და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქვა მისცემდა მხნეობას, გამბედაობას და სიმამაცეს.

წიგნებში ასახულ მაგიური რიტუალებში, ჰემატიტი ასრულებს შეუცვლელ როლს. მისი დახმარებით იძახებენ სტიქიის სულებს, ურთიერთობენ მიცვალებულთა სულებთან, იცავენ თავს შავი ძალებისაგან. ითველბა რომ ჰემატიტი გვიცავს ასტრალური თავდასხმებისგან, ხსნის ადამიანს სამყაროს სხვა მხრიდან, ეხმარება შეიცნოს სამყაროს ნიშნები (მინიშნებები) სამყაროს მისტიური მხარეები, ეხმარება და ანვითარებს სიბრძნეს. ეს ქვა გვეხმარება მომავლის ამოცნობაში, ამიტომ რეკომენდირებულია მათთვის ვინც წინასწარმეტყველებით და ფილოსოფიით არის დაკავებული.

ჰემატიტი მეგობრობს მხოლოდ ვერცხლთან.

ჰემატიტს მოაქვს ბედნიერება მაშინ, როდესაც მამაკაცს უკეთია საჩვენებელ თითზე მარჯვნივ – ქალებს კი მარცხნივ.

ჰემატიტი ასტიმულირებს სექსუალურ ენერგიებს.

ჰემატიტი შინაგანი თვისებებით მიეკუთვნება დიდი ენერგიის მქონე ქვებს, მისი გაუცნობიერებლად ტარება , როგორც არაფრის მთქმელი ქვის, არ შეიძლება. ის ძალიან თავმოყვარე ქვაა. გემატიტი ეხმარება მფლიბელს აწიოს მაღლა სოციალურ საფეხურზე. თან მას ფინანსური კეთილდღეობა ნაკლებად აღელვებს, ვიდრე სოციალური სტატუსი მეპატრონის. ასევე ჰემატიტი გვეხმარება პროფესიონალურ სწავლებაში და განვითარებაში.

ჩაკრებზე ზემოქმედება

ჰემატიტი მოქმედებს მულადხარა და სხვადისტანა ჩაკრებზე. ამას ქვის დასახელებაც გვეუბნება, რომ მისი მოქმედება ემყარება ფიზიკურ სხეულს დაკავშირებული სისხლთან და სხვა თხევად ნივთიერებებთან ორგანიზმის.

ჰემატიტის ენერგია

იან – ენერგია

ზოდიაქოს ნიშნებთან ურთიერთობა

სასიკეთოა შემდეგი ნიშნებისთვის: ვერძი, მორიელი, კირჩხიბი.

არაა რეკომენდირებული: ტყუპების. ქალწულის, და თევზის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. დანარჩენმა სხვა ნიშნებმა შეუძლიათ ატარონ, მაგრამ სისტემატიურად, უმჯობესია ატარონ მაშინ როცა ჩათვლიან საჭიროდ დამატებით ძალას ან დაცვას საჭიროდ.

ეს არის ზოგადი იფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებზე. ქვის არჩევა ხდება ინდივიდუალურად პირადი ჰოროსკოპის საფუძველზე.

სტიქია მიწა და წყალი

კავშირი პლანეტებთან

მინერალი დაკავშირებულია პლანეტა მარსთან. რამოდენიმე წლის წინათ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ამერიკული ზონდის მეშვეობით, რომ მარსზე არის გემატიტი.

კავშირი ტაროს კარტთან

ჰემატიტი დაკავშირებულია კვერთხების მეფესთანскачать dle 11.3
16-10-2013, 00:28
Вернуться назад