ასტროპროგნოზი / ასტროლოგია / Slide

სატურნის წელი

სატურნის წელი


ასტროლოგიურად ახალი, სატურნის წელი იწყება 21 მარტს.
ახალი წელი რომ „ბევრნაირი“ არსებობს, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძნელად აღსაქმელი არ არის. ახლით ახალი წელი, ძველით ახალი, ჩინური კალენდრის მიხედვით ახალი წელი. ასტროლოგიურად ბევრი ვარიანტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე არასწორია, ან მცდარ ინფორმაციას გვაძლევს. ეს გამოწვეულია უძველესი ცივილიზაციების და კულტურის მრავალფეროვნებით. ზოგი სამყაროს რიტმულობის ციკლს მზის მიხედვით ითვლიდა, ზოგიც მთვარის, ზოგიც უბრალოდ რომელიმე პლანეტის ან თანავარსკვლავედის.
ჩვენში ყველაზე გავრცელებულია აღმოსავლური კალენდრის მიხედვით წლის დახასიათება და დახვედრა-გაცილება. ფართო მასებში ნაკლებად ცნობილია, რომ ჩინური კალენდრის მიხედვით ყველა წელს ჰყავს თავისი მმართველი პლანეტა:

სატურნის წელი
















როგორც ცხრილიდან ჩანს, 2014 წლის მმართველი პლანეტა სატურნია. ის როგორც წლის მმართველი მოგვიწოდებს, რომ ადამიანმა როგორც პიროვნებამ აუცილებელია დაიცვას თავისი სიმართლე. ის, ვინც დაბადებულია სატურნის წელს, გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, მიზნის მისაღწევად მათთვის აუცილებელია საქმეში ჩადონ სულიერი და მატერიალური ინვესტიცია და საქმის პოზიტიურად განვითარების შემთხვევაში, ნაყოფს აუცილებლად მიიღებენ. მათ შეიძლება ჰქონდათ მიდრეკილება ქრონიკული მელანქოლიისკენ.
ადამიანის ხასიათში, რომელიც დაიბადა სატურნის წელს, ხშირად იგრძნობა სიცივე, ჩაკეტილობა, სიამაყე, სიმკაცრე. ამან შეიძლება ადამიანი მარტოხელა და ყველასგან გარიყული გახადოს. ნეგატიურ ასპექტში ინდივიდს შეიძლება ნამუსი საერთოდ არ გააჩნდეს, ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული დაუნდობლობა, იქცეოდეს უღირსად, იყოს ეჭვიანი, ხარბი და შურიანი.
ჩინურ ასტროლოგიაში სატურნის წელი მძიმედ ითვლება, პრობლემატურია, განსაკუთრებით თუ საზოგადოებაში არ არსებობს მკვეთრად გამოხატული იდეოლოგია, ან არ არის ვინმე ერთპიროვნული ლიდერი. ეს სტატუსების ამაღლების, იერარქიული ზრდის, დაწინაურების, პოლიტიკური წინსვლის, მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის პერიოდია (როდესაც ლიდერი ადამიანებს სთხოვს წავიდნენ მორიგ მსხვერპლზე და დათმობაზე).
მომავალ წელს საზოგადოების ყურადღებას მიიქცევს ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც პოლიტიკური მეთოდებით გადაწყდება. ეს არის სოციუმის, უცხო ელემენტებისაგან წმენდის პერიოდი. გამოჩნდებიან ემიგრანტები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. სატურნის წელი ნეგატიურად აისახება მათზე, ვინც არაორგანიზებული, თავისუფალი, მოუწესრიგებელი ცხოვრების წესს ეწევა, ასევე სოციალურად არაადაპტირებულ პირებზე.
ამ წელს დიდი ალბათობით დაქორწინდებიან ისინი, ვინც 30 წელს გადააბიჯეს.
ასევე, სასურველია დავიცვათ შემდეგი რეკომენდაციები: გავითვალისწინოთ იურიდიული ფორმალობები - ოფიციალურად გავაფორმოთ ნებისმიერი საბუთები და ქორწინება, მივმართოთ სასამართლოს თუ იქნება შესაბამისი გარემოება და ნუ გადავწყვეტთ პრობლემებს კუსტარულად, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კანონმორჩილი. თუ სახელმწიფო ან რომელიმე კერძო კომპანია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, აუცილებლად მიმართეთ სასამართლოს. ეს საჭიროა კომპანიების განვითარებისთვის, რათა მათ არ დაუშვან იგივე შეცდომა სამომავლოდ და შეასრულონ სათანადო პრევენციული ღონისძიებები სავარაუდო რისკების აღმოსაფხვრელად. ეს ყველაფერი კარგია 20 მაისის შემდგომ პერიოდში.
იყავით სამართლიანები და სატურნიც არ დააყოვნებს თქვენს დაჯილდოვებას! ბედნიერ და სამართლიან სატურნის წელს გისურვებთ!

თორნიკე ბიძინაშვილი
("ასტრო News" - 2014 წლის იანვარი)
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

დაზიანებული პლანეტების თვისებები

...

ვარდისფერი კვარცი

Guide to cats and kittens