Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » რატომ ავადდება ადამიანი? (ს.ლაზარევი)

რატომ ავადდება ადამიანი? (ს.ლაზარევი)

რატომ ავადდება ადამიანი? (ს.ლაზარევი)






















სერგეი ლაზარევი - ბიო-ენერგეტიკა, რატომ ავადდება ადამიანი ?
სულიერი კანონზომიერებების, ანუ ბიო-ენერგეტიკის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი სერგეი ლაზარევი 25 წელზე მეტია, რაც ადამიანის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესების, მის ჯანმრთელობასა თუ ბედზე ზეგავლენას შეისწავლის. წლების მანძილზე მასთან მოსული პაციენტების მდგომარეობის ანალიზს და სხვადასხვა ურთულეს (როგორც ჯანმრთელობის, ასევე პირადი ცხოვრების) სიტუაციებიდან გამოსავალს მის ,,კარმის დიაგნოსტიკის’’ 12 წიგნში წაიკითხავთ, აქ კი ამ სისტემის მხოლოდ ძირითად დებულებებს გავეცნობით.
Bბიო-ენერგეტიკა ადამიანს პირველ რიგში განიხილავს როგორც ენერგო-ინფორმაციულ სტრუქტურას და მხოლოდ შემდეგ როგორც ფიზიკურ სხეულს. ემოციები, ფიქრები, განცდები და ა.შ. ანუ საეკლესიო ენაზე სული - ეს ყველაფერი ადამიანის ინფორმაციული შემადგენელია და თუ არ ვიცით მათი ზეგავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე და ზოგადად ჩვენს ცხოვრებაზე, ადამიანი ემსგავსება მძღოლს, რომელსაც თვალები აქვს ახვეული და მოძრაობს დიდი სიჩარით ავტოსტრადაზე, შესაბამისად პრობლემებიც გარდაუვალია.
სერგეი ლაზარევმა ამ სფეროში გამოკვლევები 1980-1981 წლებში დაიწყო. თავდაპირველად, მის ინტერესს წარმოადგენდა დაავადებული ორგანიზმის მექანიკური მკურნალობა, ისევე როგორც ამას ტრადიციული მედიცინა და ექსტრასენსთა უმრავლესობა აკეთებდა, ანუ მკურნალობა მხოლოდ შედეგის, ყოველგვარი ცოდნის გარეშე თუ რა იყო ამა თუ იმ პრობლემის წარმოქმნის სულიერი მიზეზები. მხოლოდ წლების შემდეგ, პაციენტებზე მრავალჯერადი დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ ნებისმიერ დაავადებას, რომელიც ვლინდება ფიზიკურ დონეზე, აქვს ინფორმაციული საწყისი, ანუ მისი პირველწყარო იმ სულიერი კანონების დარღვევაა, რომლებიც მუდმივად ზემოქმედებენ ადამიანზე მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა ამის. კონკრეტულად კი ავადმყოფობა არ იწყება ორგანიზმის ფუნქციების მოშლით. ის წლების მანძილზე თანდათანობით ყალიბდება სტრესულ სიტუაციებზე ჩვენ მიერ არასწორი ემოციური რეაგირებების შედეგად. აქ ყველაფერი არ დამთავრებულა. როდესაც ის იკვლევდა ბავშვთა დაავადებებს და მათ ცხოვრებაში წარმოქმნილ სირთულეებს, აღმოაჩინა, რომ მშობლების მიერ ცხოვრების განმავლობაში განცდილი ღრმა ნეგატიური ემოციები მემკვიდრეობით გადაეცემოდა შთამომავლობას და მათი შვილები ისე, რომ საერთოდაც ვერ აცნობიერებდნენ ამას, ქვეცნობიერ დონეზე მექანიკურად იმეორებდნენ მშობლების შეცდომებს. განსაკუთრებით დედების, ფეხმძიმობის დროს განცდილი აგრესიული გრძნობები პირდაპირ კავშირში იყო მათი ბავშვების უკვე ფიზიკურ დონეზე წარმოქმნილ დაავადებებთან. ათასობით პაციენტზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ როდესაც დედა შინაგანად იცვლიდა ემოციურ დამოკიდებულებას წარსულში მომხდარი ნეგატიურ მოვლენებისადმი, მისი შვილის ჯანმრთელობა თუ ბედისწერა მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა. A
წლების განმავლობაში პრაქტიკით გამყარებული მზგავსი დაკვირვებებით ნათელი გახდა, რომ ხშირად განმეორებადი აგრესიული ემოციები სულ უფრო ღრმად აღწევს ქვეცნობიერში, ქვეცნობიერი კი ლაზარევის განმარტებით, პირდაპირ კავშირშია ადამიანის სულთან. მასში მოხვედრილი დიდი რაოდენობით ნეგატიური ემოცია აბინძურებს მას და რომ არ გაგარძელდეს ეს დამანგრეველი პროცესი, ფიზიკურ დონეზე ხდება მისი ბლოკირება ავადმყოფობის სახით. აქედან გამომდინარე, დაავადება არ უნდა აღვიქვათ როგორც სასჯელი ან უბედურება. სინამდვილეში ის ჩვენი გაფრთხილებაა, რომ მთავარ სტრუქტურას – სულს აქვს არასწორი ორიენტირები და ჩვენში რაღაც უნდა შეიცვალოს.
რატომ ავადდება ადამიანი? (ს.ლაზარევი)სერგეი ლაზარევის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სული გარკვეულწილად დაცულია ნეგატიური ზემოქმედებისგან, ყველაზე სახიფათო მისთვის ახლობელი და ოჯახის წევრების მიმართ განცდილი ნეგატიური ემოციებია, რადგან მათ მიმართ ჩვენი ქვეცნობიერი ბუნებრივად ყველაზე გახსნილია, ხშირად განცდილი წყენა და განკითხვა გაცილებით უფრო ღრმად აღწევს მასში. აქვე აღნიშნავს, რომ ამგვარი დესტრუქციული პროცესი არ ბლოკირდება მხოლოდ ფიზიკურ დონეზე გამოვლენილი დაავადებებით. ჩვენი სული არ მოიცავს მხოლოდ ჩვენს სხეულს, ის პასუხს აგებს ასევე ჩვენს ბედსა და ჩვენი შთამომავლობის მომავალზე.
როგორც ვხედავთ, ბიო-ენერგეტიკის კანონებსა და არაერთ რელიგიურ მიმდინარეობათა ძირითად პრინციპებს შორის აშკარა პარალელის გავლება შეიძლება, რაც იმის ნიშანია, რომ წმინდა რიტუალური დანიშნულების მიღმა ძალზედ პრაქტიკული არსი იმალება. სამყაროს უნივერსალური კანონები ყველა რელიგიაშია გაბნეული, თუმცა დროთა განმავლობაში მათი პრაქტიკული გააზრება იკარგება და რჩება უბრალოდ ფორმალური რიტუალები, ამიტომაც მორწმუნე მოსახლეობის უმრავლესობაც კი ვერ იღებს პასუხს სხვადასხვა შინაგან კითხვაზე, რომელიც მას აწუხებთ. ბიო-ენერგეტიკის და კონკრეტულად ამ მკვლევარის დამსახურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ საკითხისადმი მეცნერული მიდგომა აშკარას ხდის ამ დაკვირვებების პრაქტიკულობას და შესაბამისად ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარ თავზე მუშაობა უფრო კარგად აღსაქმელი გახადოს. როდესაც კონკრეტულად იცი და ნათლად ხედავ, თუ რა დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს ნეგატიური ემოციები, აღარ გჭირდება სხვისი ქადაგებები.
მიუხედავად იმისა, რომ სულიერი პროცესები წინ უძღვის ფიზიკურ დონეზე ნებისმიერ გამოვლინებას, ადამიანის ჯანმრთელობა იქნება ეს თუ მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიპეტია, ხოლო ბიო-ენერგეტიკას სწორედ ამ კანონზომიერებების შესწავლა აქვს მიზნად დასახული. სერგეი ლაზარევის აზრით, ეს არ უნდა იქნეს აღქმული როგორც ტრადიციული მედიცინის სრული უარყოფა და მის წინააღმდეგ პროპაგანდა. სერგეი ლაზარევი: ,,აქ ლაპარაკია მეცნიერების და რელიგიის სინთესზე. ჩემი გამოკვლევებით ჩანს, რომ სხვადასხვა უბედურებისგან ყველაზე ძლიერი პროფილაქტიკა ადამიანის სწორი მსოფლმხედველობაა და რადგან ინფორმაცია არის პირველადი, ხოლო შემდეგ ჩნდება მატერია, ამ სინთეზის მნიშვნელობაც უფრო ცხადი ხდება. ბიო-ენერგეტიკა პრობლემების ინფორმაციულ საწყისს იკვლევს და გამოჯანმრთელებაში არა მარტო სხეულის, არამედ სტრატეგიულად მნიშვნელონ სფეროს, ანუ სულის ტრანსფორმაციასაც ახდენს. ამის გარეშე კი ადამიანი მთელ ცხოვრებას მხოლოდ ზედაპირულ გამოვლინებებთან ბრძოლაში გაატარებს.’’

ნიკოლოზ ჩიხლაძე















скачать dle 11.3
ნახვები: 9 490
 

ASTRO TV LIVE