Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ტვინის ტალღების სიხშირეების თეორია

ტვინის ტალღების სიხშირეების თეორია

ტვინის ტალღების სიხშირეების თეორიაარსებობს ტვინის ხუთი ძირითადი ტალღა: ბეტა, ალფა, ტეტა, დელტა და გამა. ისინი მუდმივ მოძრაობაში არიან. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, არეგულირებს ტვინის ტალღების სიხშირეს. მაგალითად, როცა ვინმეს ვესაუბრებით, გონება იმყოფება ბეტა მდგომარეობაში. ბეტა ტალღების სიხშირე წამში 14-28 ციკლს უტოლდება. ანუ, როდესაც ვმოქმედებთ, ვართ აქტიურნი - ეს ბეტა მდგომარეობაა.
ალფა მდგომარეობაში ტვინის ტალღების მოძრაობის ციკლი 7-14 წამის დიაპაზონში მერყეობს. ალფა სიხშირე დგება ღრმა მედიტაციისას. ალფა ეს არის ხიდი ბეტასა და ტეტას შორის. ალფა ტალღები იღვიძებს ოცნებისას. ის გამოხატავს გონების მშვიდ მდგომარეობას. შესაძლებელია გაქრეს ტკივილიც, ამიტომ ალფა სიხშირე დიდ მნიშვნელობას იძენს მკურნალობის დროს.
ტეტა ღრმა მოდუნების მდგომარეობაა, რაც ჰიპნოზის და ძილის დროს დგება. ტვინის ტალღები ნელდება და წამში 4-7 ციკლს აღწევს. როდესაც ადამიანი მედიტირებს, ტეტა სიფხიზლის დაუკარგავად დგება. ამით განსხვავდება ის ალფა მდგომარეობისგან. ტეტა ტალღებით შესაძლებელია ქვეცნობიერში შეღწევა. ის განსაზღვრავს ჩვენი ცნობიერების იმ ნაწილს, რაც ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის იმყოფება. იქ ინახება ჩვენი შეგრძნებები და მოგონებები.
ამ სიხშირეზე ტვინის მუშაობის დროს შესაძლებელია შევცვალოთ ჩვენი შეხედულებები და ჩავტვირთოთ გარკვეული შეგრძნებები. ის აჩენს მხატვრულ შთაგონებასაც. ტეტა შეიძლება შევადაროთ ტრანსის ისეთ მდგომარეობას, რა დროსაც ადამიანს შეუძლია ნაკვერჩხალზე ფეხშიშველი გაიაროს და არ დაიწვას.
ტეტას ადამიანის ცნობიერება მაღალ დონეზე აჰყავს. ეს არის იდუმალი, განსაკუთრებული მდგომარეობა. მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში არ შეეძლოთ ის გამოეკვლიათ, რადგან ჩვეულებრივ, ადამიანი მას დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებს ისე, რომ ძილში არ გადავიდეს.
დელტა ტალღები აქტიურდება ღრმა ძილში. მისი ტალღების სიხშირე წამში 0-4 ციკლს შეადგენს. ამ დროს იღვიძებს ინტუიცია. მაგალითად, ტელეფონი რეკს და თქვენ უკვე იცით თუ ვინ შეიძლება იყოს. ანუ, ეს არის სიხშირე, რა დროსაც ვლინდება ექსტრასენსორული შესაძლებლობები.
გამა ტალღები გამომუშავდება, როდესაც სწავლის და ინფორმაციის გადამუშავების პროცესში ვიმყოფებით. ამ მდგომარეობაში ტვინის ვიბრაცია წამში 40-დან 5000-მდე ადის.

მოამზადა ლაშა თოფურიამ
скачать dle 11.3
ნახვები: 6 299
 

ASTRO TV LIVE