» » ლილიტი– გამოვლინება და დამუშავება სახლებისა და ნიშნების მიხედვით
ასტროლოგია / ლილითი- შავი მთვარე

ლილიტი– გამოვლინება და დამუშავება სახლებისა და ნიშნების მიხედვით



შავი მთვარის – ლილიტის შესახებ, იმ თეორიებიდან რაც წამიკითხავს, ყველაზე მეტად მომწონს ის, რომელიც წარსულ ინკარნაციებს უკავშირდება.
იმ სახლში და ნიშანში, სადაც ჩვენი ლილიტი დგას, როგორც ჩანს წინა ცხოვრებაში ვერ მოვახერხეთ დადებითი გამოცდილების დაგროვება.ამიტომ, რადგანაც არ გაგვაჩნნია ბაზისი, საფუძველი, სახლის/ ზოდიაქოს გამოვლინება ხდება მის ყველაზე სუსტ, დაბალ დონეზე.ამიტომაცშავი მთვარე ხდება კოსმიური შავი ხვრელის მსგავსი და ხარბად ისრუტავს ჩვენს ენერგიას ამ მიმართულებით.ლილიტი გვიჩვენებს თუ რა ბოროტება შეუძლია ჩაიდინოს ადამიანმა და რომელ სფეროს შეეხება ეს…
იმის გარდა, რომელ ნიშანში ან სახლში დგას შავი მთვარე, ყურადღება უნდა მიექცეს მის ასპექტებს პლანეტებთან (ასპექტები უნდა იყოს მაჟორული ხასიათის და არანაკლებ 3ისა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეერთება და კარდინალურ კუსპიდებთან ასპექტები. სხვა შემთხვევაში ლილიტი არააქცენტირებულად ითვლება)



ლილიტი ვერძში / 1 სახლში
წინა ცხოვრებებში ინდივიდს ცოდვად დაუდვია სხვა ადამიანებით მანიპულირება, ის იყო ფეთქებადი, იმპულსიური, თავშეუკავებელი. მიაჩნდა მხოლოდ საკუთარი აზრები და არგუმენტები მართებულად… ახალ ცხოვრებაშიც ეს თვისებები მოჰყვება თან.
დამუშავება შეიძლება მოხდეს თავშეკავებულობის გამომუშავებით. კარგი იქნება თუ ასეთი ლილიტის პატრონი თავს მიუძღვნის მეუღლეს (საქმიან პარტნიორობას), დადგება დაჩაგრულების და სუსტების მცველად.

ლილიტი კუროში / 2 სახლი
ფულის და სხვა მატერიალური ფასეულობების მომხვეჭელობა, შანტაჟის ან სხვა ძალადობრივი გზებით (ძარცვა) წინა ინკარნაციაში დღეს იწვევს ფინანსურ ოპერაციებში გაუმართლებლობას, გაუთვალისწინებელ ხარჯებს, ქონების დაკარგვასაც კი.
დამუშავება – ნუ ეცდებით რაიმე სახის დაგროვებას, გინდაც ეს მარკების კოლექცია იყოს.. დაეხმარეთ თქვენზე უფრო გაჭირვებულებს. ეს ბევრად შეამსუბუქებს კარმულ ვალს.

ლილიტი ტყუპებში /3 სახლი
ცრუ, მატყუარა, ორმაგი თამაშების მოყვარული, ქიშპი საკუთარ და– ძმასთან. წინა ცხოვრებაში ჩადენილი ეს შეცოდებანი ახლა მას წინ ხვდება მატყუარა ახლობლების სახით, ხშირად ის ვერ ღებულობს სწორ , ან სასურველ ინფორმაციას. უახლოესი გარემოცვა ვერ უგებს და ა. შ.
დამუშავება–ეცადოს ბევრი იკითხოს, მიიღოს სრულყოფილი განათლება, არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოს სწავლა. ნუ გააწყვეტინებს ადამიანს საუბარს, აცადოს სხვებსაც საკუთარი ინტელექტის გამოვლენა.

ლილიტი კირჩხიბში /4 სახლი
ოჯახური ურთიერთობები არასწორად იყო აგებული, ხდებოდა დევალვაცია ესეთი ფასეულობებისა როგორიცაა სამშობლო, ტრადიციები, მშობლების პატივისცემა. შედეგად ამ ცხოვრებაში ინდივიდს უწევს მიატოვოს საკუთარი სახლი, ზოგ შემთხვევეში ქვეყანაც. ის შეიძლება აღმოჩნდეს დევნილი, ლტოლვილი.
დამუშავება–ტრადიციების მტკიცედ დაცვა, მშობლებზე ზრუნვა, მათი პატივისცემა. სამშობლოს ერთგული ჯარისკაცის როლი. ნუ აიძულებთ სხვებს აკეთონ ის რაც თქვენ მოგწონთ, ნუ მოახვევთ თავს თქვენს გადაწყვეტილებებს. ნუ გამოიჩენთ ზედნეტ ეჭიანობას, მიეცით პარტნიორებს თავისუფლება, ნუ მიიჩნევთ მათ პატარა ბავშვებად, არაა საჭირო ზედმეტი მზრუნველობის გამოჩენა და მუდმივი კონტროლი.

ლილიტი ლომში / 5 სახლი
რაღაც ფორმით უარის თქმა შვილებზე წარსულში, იძლევა აწმყოში ტანჯვას შვილების/უშვილობის გამო. შესაძლებელია წარსულ ინკარნაციში ადგილი ჰქონდა საკუთარი სიამოვნებებისათვის უფრო მეტი დროის დათმობას ვიდრე ეს სინამდვილეში იყო საჭირო, აღვირახსნილ, ბოჰემურ ცხოვრებას… ეს მომენტი ამ ინკარნაციაშიც მოჰყვება ადამიანს..
დამუშავება–თუკი უკანონოდ არის ბავშვი გაჩენილი, ნუ აარიდებთ თავს მამის პასუხისმგებლობას, სწორი ორგანიზაცია გაუწიეთ თქვენს გატაცებებს, არავითარ შემთხვევაში არ ითამაშოთ აზარტული თამაშები. აკონტროლეთ თქვენი თავი სასიყვარულო ურთიერთობებში. აგრეთვე გახსოვდეთ რომ ყოველთვის თქვენ ვერ იქნებით მართალი.

ლილიტი ქალწულში / 6 სახლი
ეს მდებარეობა ადამიანს ხშირად ”განტევების ვაცად ” აქცევს ხოლმე. განსაკუთრებით კი სამსახურში. შესაძლოა კიდევ ერთი ვარიანტი – ტრამვების მიღების საშიშროება სამუშაო დროს. რამ გამოიწვია ეს?– წინა ცხოვრებაში ინდივიდი ცდილობდა საკუთარი შეცდომები სხვებისთვის ”აეკიდა”, ახდენდა ავადმყოფობის სიმულაციას. სარგებლობდა თავისი მდგომარეობით და ჩაგრავდა ქვეშევრდომებს, მსახურებს.
გამოსყიდვა ხდება თანმიმდევრული, ბეჯითი შრომის ჩვევის გამომუშავებით. პირად ჯანმრთელობაზე ზრუნვით და თანამშრომელთა მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით. აკონტროლეთ თავი და ნუ გამოიყენებთ უცენზურო ლექსიკას. ნუ დაკავდებით სექსით მხოლოდ სექსისათვის. იყავით უანგარო, არ გასწიოთ მევახშეობა.

ლილიტი სასწორში/ 7 სახლი
საქმიანი პარტნიორის, ან მეუღლის ღალატი, ბევრი განქორწინებები წინა ცხოვრებაში, ახალში იწვევს არასტაბილურ მდგომარეობას საძოგადოებაში, იმიჯის შელახვას,სასამართლო დავებს, ბევრ მტრებს.ასეთი ადამიანისთვის უკუნაჩვენებია ვიღაცის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა, თანაავტორობა…სჯობს აირჩიოს თავისუფალი პროფესია, ან ხელობა. აგრეთვე რეკომენდებულია რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტები საწინააღმდეგო სქესთან.ნუ დაადანაშაულებთ პარტნიორს ვიდრე არ შეხედავთ სიტუაციას მისი თვალებით.

ლილიტი მორიელში/ 8 სახლი
პროსტიტუცია, მკვლელობა, სხვისი ფულებით მანიპულირება, ეს ის ცოდვებია რისთვისაც აწმყოში ინდივიდი ისჯება და განიცდის მუდმივ განგაშის მდგომარეობას, კატასტროფის მოლოდინში ყოფნას.
შესაძლოა სუეციდისაკენ მიდრეკილება. ცინიზმი, დესპოტიზმი, სადიზმი, მოროდიორობა.
დაძლევა ხდება გადაჭარბებულ სექსუალურობაზე უარის თქმით, და ნორმის ფარგლებამდე დაყვანით, დასაბალანსებლად გამოიყენეთ საკუთარი ენერგეტიკა, და ნუ ივამპირებთ. აქცენტი აიღეთ მაღალ მატერიებზე, შეცადეთ სწორად შეაფასოთ ხოლმე არსებული რისკები. ურთიერთობებში იყავით უფრო მეტად სიტყვაუხვი.

ლილიტი მშვილდოსანში / 9 სახლი
მანკიერი ეგზოტიკით გატაცება, ანარქია, გაუმაძღრობა– წარსულის ცოდვებია რისთვისაც აწმყოში ინდივიდი ისჯება უცხოეთთან დაკავშირებული პრობლემებით, არასტაბილური მდგომარეობით სამსახურში.
კარგია თუკი არ იფიქრებთ უცხოეთში გადასვლაზე საცხოვრებლად, რადგან ამ ინკარნაციაში თქვენი ადგილი სამშობლოშია.
დამუშავებას მოგცემთ თუკი თავს დაანებებთ სხვებისათვის მორალის კითხვას, ფილოსოფოსობას, დაუკითხავად რჩევების მიცემას.

ლილიტი თხისრქაში / 10 სახლში
კარიერული წინსვლა უპატიოსნო გზით. საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წასვლა– ეს ის თვისებებია რომლებმაც აწმყოშიც შეიძლება იჩინოს თავი და გამოიწვიოს ის რომ ცხოვრებაში უამრავი მტერი გაიჩინოთ და სბოლოოდ ყველა რეგალია დაკარგოთ, განადგურდეთ, დაეცეთ ყველაზე ჭუჭყიან წუმპაში.
დამუშავებას მოგცემთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ უკეთურ განზრახვებზე უარისთქმა. ნუ ელოდებით დაუყონებლივ და გლობალურ ცვლებს კარიერაში. ისწავლეთ შრომით, სიბეჯითით მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.

ლილიტი მერწყულში/ 11 სახლი
წინა ცხოვრებაში ინდივიდი ღალატობდა მეგობრებს. სასჯელად ის ახლა ღებულობს მოჩვენებით მეგობრებს, მუხთლობას მათი მხრიდან, შეიძლება შეიქმნას ანტიპროპაგანდის მსხვერპლი. თუ ინდივიდი ქალია, შეიძლება დაისაჯოს უკანონო შვილის ყოლით .
რჩევა–სჯობს თავი აარიდოს იმ ადამიანებს ვისი მზე, მთვარე, ASC, MC ან 11 სახლის მმართველი აკეთებს მის ლილიტთან შერთებას.
დამუშავება – მოერიდეთ პროგრამა მაქსიმუმით ცხოვრებას, დაგეგმეთ მოკლე–მოკლე პერიოდები. ნუ შეუზღუდავთ მეგობრებს და პარტნიორებს თავისუფლებას.

ლილიტი თევზებში/ 12 სახლში
ადამიანი წინა ცხოვრებში ფლობდა რაღაც საიდუმლოს. იმ პირთა თავიდან მისაცილებლად, ვისაც მისი გამჟღავნება შეეძლოთ მან ისინი ზოგი ციხეში, ხოოლო ზოგი ფსიქიატრიულში გამოკეტა. შესაძლოა მას დემონთან ქონდა კავშირი, იყო სატანური სექტის წევრი, ასრულებდა მსხვერპლშეწირვის რიტუალს. ამ ცხოვრებაში მათ მრავალი წინაღობა ხვდებათ, თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, ან ხვდებიან იზოლაციაში (ციხე, ავადმყოფის საწოლი, ინვალიდის ეტლი), აწუხებთ შიშები, ისტერიულნი არიან. მიდრეკილება შიზოფრენიის, ნარკომანიის ან ალკოჰოლიზმისაკენ. დეპრესიულობა.
ამის დასაძლევად ნუ იქნებით ეჭვიანები, ნუ ჩაიციკლებით საკუთარ ეჭვებში, ნუ მისცემთ ფანტაზიას უადგილო გასაქანს, სძლიეთ სიზარმაცე.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ცალ– ცალკე განხილვა ასტროლოგიაში არაფრის არ შეიძლება, მათ შორის არც ლილიტისა. ისწავლეთ შეფასება სინთეზურად. მაგალითად თუ ლილიტი შსერთებაში ან დაძაბულ ასპექტშია მარსთან მორიელში 3 სახლში– ეს ნიშნავს რომ ინდივიდს შეუძლია ნათესავის მოსაკლავად გამეტება, ვთქვათ მემკვიდრეობის გამო… ან– ლილიტი საწორში 5 სახლში– ღალატი საყვარლის/ან შვილების მხრიდან. ან– პლუტონთან და მთვარესთან მორიელის ნიშანში შეერთებული ლილიტი– სექსუალურ მანიაკს შეიძლება აღნიშნავდეს… და ასე შემდეგ…

GeoAstro
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

...

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი)

ლილითი, როგორც მტრის ხატი და მისი ნამდვილი პოზიცია ასტროლოგიაში

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი