» » კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროპროგნოზი / Slide

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზიშეგახსენებთ, რომ ოქტომბერი დაიწყო ძალიან აქტიურად, კარდინალური ნიშნების გამოკვეთით, პლუტონი, მარსისა და ურანის მონაწილეობით. პირველმა ორმა და, ასევე, მომდევნო კვირამ, შესაძლებელია, მოიტანოს სწრაფი ცვლილებები ყვალაზე მნიშვნელოვან - ადამიანებისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების სფეროებში. ზოგადად, წლევანდელი ოქტომბერი ხასიათდება ახალი საქმიანი და პირადი კავშირებით და ცვლილებებით ძველ კავშირებში.
ურთიერთობების (ფართო გაგებით) თემებზე უნდა ველოდოთ ან დიდ მიღწევებს, ან სერიოზულ კონფლიქტებს, განსაკუთრებით, თვის მეორე ნახევარში, კერძოდ, მომდევნო კვირაში. ყოველ შემთხვევაში, ოქტომბრის შემდეგ სიტუაცია ვეღარ ბრუნდება ძველ კალაპოტში, იძულებული ვიქნებით, მოვერგოთ ახალ გარემოებებს, როგორც პლუს ნიშნით, ისევე მინუსით.
მომდევნო კვირა გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობით და ფიქრის დრო აღარ არის. უნდა ვიმოქმედოთ. ცხოვრება, გარემო და ახალი კავშირები თვითონ გვიჩვენებენ - საით უნდა ვიაროთ. მთავარია, რომ არ გავუშვათ ეს პერიოდი ხელიდან და არ დავკარგოთ დრო უაზრო კონფლიქტებზე. ყოველ შემთხვეში, კონფლიქტი, შემდგომში, შეიძლება პოზიტიური ცვლილებებისთვის გამოვიყენოთ (მაგალითად, დავამთავრე ძველი ურთიერთობა, რომ შემდგომში დავიწყო ახალი).
15-20 ოქტომბერი, მერკური - კავშირის, გადაადგილების, გონების, ახლო გარემოს პლანეტა, კონფლიქტშია კავშირის მეორე პლანეტასთან - ურანთან. შესაბამისად, ამ პერიოდში არ გირჩევთ ახალი ტელეფონების, კომპიუტერების, საერთოდ, ტექნიკის შეძენას, მათ შორის ავტომობილის. ასევე გზებზე მოსალოდნელია ავარიულობის ზრდა.
ურთიერთობებში, ნაცნობებთან, ახლო ნათესავებთან (და, ძმა), აგრეთვე შესაძლებელია კონფლიქტი, ან ძველი შეთანხმებების შეცვლა. ზოგადად, გეგმების მოულოდნელად ცვლილების პერიოდია. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სასწორებს და ვერძებს, რომლებიც შესაბამისი ნიშნის მეორე დეკადის ბოლოს და მესამე დეკადის დასაწყისში არიან დაბადებულნი.
მიმდინარე კვირის პოზიტიური მოვლენაა ვენერას გადასვლა მშვილდოსანში - „პატარა ბედნიერების“ პლანეტა „დიდი ბედნიერების“ პლანეტის ნიშანში შევა. კვირის ბოლოსკენ ვენერა უკვე პოზიტიურ კავშირში შევა იუპიტერთან. ეს კვირის ბოლო დღეების კონფლიქტურობას შეარბილებს და საშუალებას მოგვცემს, დიპლომატიურად გადავწყვიტოთ საკითხები. ასევე, კარგი პერიოდია კულტურისა და ხელოვნებისთვის, საჯარო ცხოვრებისთვის, სასიამოვნო საჩუქრებისთვის (როგორც საკუთარი თავის, ისე ახლობლებისთვის).
კვირის ნეგატიურ დღეებში მინდა გამოვყო 21 ოქტომბერი, როცა მთვარე გაივლის პლუტონის ოპოზიციას ღერძზე - კირჩხიბი - თხის რქა, რამაც შესაძლებელია, მოიტანოს დაძულობა ოჯახში და/ან მშობლებთან. ამ პერიოდში ვიღებთ არასასიამოვნო მესიჯებს. კარგია ვალების გასტუმრება (არა მარტო მატერიალურის), გადასახადების გადახდა, სახლის და კომპიუტერის გაწმენდა, ძველი, უსარგებლო ნივთების გადაყრა. ჯობს, არ მივიღოთ მნიშვნელივანი ოჯახური გადაწყვეტილებები, ზედმეტად არ შევაწუხოთ მშობელები. სახლში შესაძლებელია პატარ-პატარა სტრესები წვრილმანების გამო (გატეხილი ჭურჭელი, გაუტანელი ნაგავი). ასევე წვრილმანი სტრესები, დაკავშირებული მშობლებთან და შვილებთან.
გრძელდება რთული და აქტიური პერიოდი ოთხი კარდინალური ნიშნისთვის - თხის რქა - კირჩხიბისა და ვერძი - სასწორისათვის, განსაკუთრებით ამ ნიშნების მეორე დეკადაში დაბადებული ადამიანებისთვის. დატვირთვა, გადაღლა, ჰიპერ აქტივობა. აქ ისევ უნდა გამოვყო კირჩხიბი, ვინაიდან, ერთის მხრივ, მარსი და პლუტონი მის ოპოზიციურ ნიშანში არიან, რაც კირჩხიბს იძულებით სიტუაციებში აყენებს და, მეორეს მხრივ, მას კვადრატურით ურტყავს ურანი, რაც ნაწილობრივ, მოულოდნელობასა და ცვლილებებს მატებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საქმეში, სოციალურ ურთიერთობებში, მაინც ენერგიის მომტანი პერიოდია და ბევრი რამის გაკეთებას შეძლებენ.
ზოდიაქოთა შემდეგი ოთხეული: კურო - მორიელი, ლომი - მერწყული... - კვირის საერთო აქტივობა მათზეც ვრცელდება, მაგრამ აქ ყველაფერი უფრო რბილად არის. განსაკუთრებით მერწყული - ლომებისთვის. მერწყულებს შეუძლიათ გაზარდონ საკუთარი ავტორიტეტი და გაიუმჯობესონ სოციალური პოზიცია, ლომებს შეუძლიათ პოზიტიური ცვლილება შეიტანონ ახლო გარემოცვაში.
მორიელებს საქმეს „უფუჭებს“ ლილიტი, განსაკუთრებით მეორე დეკადის მორიელებს. მაგრამ, ლილიტის პოზიტიურად თუ ნეგატიურად მუშაობა, ბევრად არის დამოკიდებული, თუ როგორ არის ასპექტირებული მზე ნატალურ რუკაში. ერთი რამ ცხადია - ამ პერიოში მომხდარი ცვლილებები ადამიანისთვის განსაკუთრებული ხდება, დამოკიდებულება ამ ცვლილებების მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ პერიოდში ხვდება მორიელებს (ან კუროებს) ძალიან სუბიექტურია (ეს არ ნიშნავს ცუდს) და მნიშვნელოვანი.
ნიშნების მესამე ოთხეული: ტყუპები - მშვილდოსანი, ქალწული - თევზები... - აქ ყურადღება მინდა მივაქციო ტყუპები - მშვილდოსნის ნიშნებს. ისინი, ერთის მხრივ, იღებენ იუპიტერის პოზიტიურ ასპექტებს, რაც მომავლის გეგმებისა და ახალი შემოქმედებითი იმპულსის მომტანია, მაგრამ მეორეს მხრივ, განიცდიან სატურნის დაძაბულ ასპექტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არ შეიზღუდეს საკუთარი თავი, არ აიღეს მეტი პასუხისმგებლობა, იუპიტერის პოზიტივიზმი შეუმჩნევლად ჩაივლის. დისციპლინა და ზადმეტობაზე უარის თქმა - ეს უნდა გახდეს ამ ღერძის ნიშნების დივიზი, განსაკუთრებით პირველი დეკადის ბოლოსა და მეორე დეკადის დასაწყისში დაბადებული ადამიანებისთვის.
ქალწული - თევზების ღერძის წარმომადგენლებისთვის, ზოგადი პროგნოზის ფონზე მეტ-ნაკლებად წყნარი კვირაა, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც სექტემბრის პირველ და თებერვლის ბოლო რიცხვებში არიან დაბადებულნი. მათთვის შესაძლებელია, ეს კვირა იყოს დაკავშირებული დანაკარგებთან. თუმცა, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაშია ნატალურ რუქაში მზე.
ახლა გადავიდეთ მთვარის ციკლზე და უკურსო მთვარის საათებზე. მოგახსენებთ, რომ უკურსობის პერიოდში მთვარე „ისვენებს“. ამის გამო, ყველა საქმე, რომელიც გულისხმობს გარე სამყაროსთან ურთიერთობას, როგორ წესი, არ გამოდის. ასევე, ამ პერიოდში გაფანტულია ყურადღება, ამის გამო ხდება ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, ადამიანები სამსახურებში ყველაფერს მიედ-მოედებიან, გარდა საქმისა. ამ პერიოდში მიღებული ნებისმიერი წინადადება არის ან უპერსპექტივო, ან ნაადრევი და მოუმზადებელი.
კარგი პერიოდია კითხვის, სეირნობის, დამოუკიდებელი მუშაობის, სულიერი განვითარების, ძველი საქმის დამთავრებისა და მომავალი საქმეებისთვის მზადებიასთვის, თუ ამას სიმარტოვეში აკეთებთ.

ამ კვირაში უკურსო მთვარის პერიოდებია:
17.10. 18:46 - 18.10. 18:30
20.10. 15:16 - 20.10. 19:28
22.10. 23:14 - 22.10. 23:34

მთვარე და ჯანმრთელობა
17-18 ოქტომბერი - მთვარე კუროში
არ არის რეკომენდირებული ოპერაციები კისრის და ყელის არეში. არ შეიძლება კისრის არეში ხალების მოწვა-ამოჭრა. დასუსტებულია ქვედა ყბის, კისრისა და ყელის ზონები. შესაძლებელია ყელის ანთება, ტონზილიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ასევე გამწვავებები ფარისებრ ჯირკვალსა და საყლაპავზე. დასუსტებულია ენდოკრინული სისტემა.
აკრძალულია ქირურგიული ჩარევა კეფისა და ნათხემის არეებში, შუბლის წიაღის და ყურის არხებში, ასევე საყლაპავი მილის არეში და ენდოკრუნულ სისტემაში.
ამ დღეებში ადამიანები საკვების მიმართ მგრძნობიარენი ხდებიან. მაგრამ შიმშილობა არ შეიძლება. მიირთვით, მაგრამ ეცადეთ, რომ საკვები იყოს დიეტური.
ამ პერიოში მიზანშეწონილია პროცედურები და ოპერაციები სასქესო ორგანოებზე, მაგრამ არა შიდა სეკრეციის ჯირკვლებზე.
18 ოქტომბერს საერთოდ არ არის რეკომენდირებული ქირურგიული ჩარევა.

18.10. 18:30 - 20.10. 19:28 - მთვარე ტყუპებში
არ არის რეკომენდებული პროცედურები ფილტვებზე, ასევე სუნთქვითი ვარჯიშები. ამ დღეებში სუნთქვა გართულებულია, შესაძლებელია ქოშინი. გაბოლილი და დახუთილი ოთახები განსაკუთრებით მავნე ხდება ამ პერიოდში.
აკრძალულია ოპერაციები ფილტვებზე, ტრაქეაზე, ბრონქებზე, ენაზე, ნერვული სისტემაზე და ზედა კიდურებზე თითებიდან მხარამდე.
ზოგადად, ხელები და მხრები ხდება სუსტი ადგილი და ხელებით მძიმე მუშაობისგან თავი უნდა შეიკავოთ.
კარგია ყველა პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის გაწმენდა-ამოძრავებასთან, მათ შორის, კარგია ორთქლის აბანოც. ასევე კანის გაწმენდა. რეკომენდებულია ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მკურნალობა, ან პროფილაქტიკა-გაწმენდა. ასევე შესაძლებელია შიმშილობა, და კუჭ-ნაწლავის გაწმენდა.
რეკომენდირებულია ყველა პროცედურა, რომელიც წყალთანაა დაკავშირებული.
ზაგადად, ამ დღეებში ბევრია დამოკიდებული ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. დაღლილობა და ნერვული დაძაბულობა ყველაზე კარგად ნეიტრალდება ჰაერზე გასეირნებით და სუნთქვითი ვარჯიშებით.
20 ოქტომბერს 15:16 დან - 19:28 სთ-მდე ყოველგვარი ქირურგიული ჩარევა არარეკომენდირებულია.

20.10. 19:28- 22.10. 23:34 - მთვარე კირჩხიბში
სუსტი ადგილი - კუჭი. არაა რეკომენდებული ალკოჰოლი, ქიმიური პრეპარატები. გარდა ამისა, ამ დღეებში არ არის რეკომენდებული ექსტრასენსორული ჩარევა.
უკიდურესად ნეგატიური პერიოდია ენდოსკოპიური გამოკვლევებისა და ოპერაციებისთვის კუჭისა და დიაფრაგმის, გულმკერდის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, მკერდის, პლევრის, ლორწოვანი გარსის, პანკრეასის, ნაღვლის ბუშტის, საშვილოსნოს და ლიმფური სისტემისა და საშვილოსნოს არეებში. 21 ოქტომბერს საერთოდ არ არის სასურველი ქირურგიული ჩარევა.
რეკომენდებულია კვებასთან, ასევე, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მარილების გამოყვანასთან დაკავშირებული პროცედურები. დაშვებულია ოპერაციები ფეხებზე, მუხლებზე, მყესებზე (გარდა 21.10). ხელსაყრელი დროა კბილის ამოსაღებად (გარდა 21.10).

20.10. 19:28 სთ-დან - 23.10 - მთვარე ლომში
ამ დღეებში მოერიდეთ ზედმეტ გადატვირთვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთვარის ქალწულში შესვლის (25.10) შემდეგ, შესაძლებელია ჯანმრთელობის გაუარესება. მკვეთრად იზრდება სიცოცხლისუნარიანობა, სექსუალური პოტენციალი, უმჯობესდება ფსიქო-ემოციური ფონი. მძიმე სამუშაოს უნდა შეენაცვლოს დასვენება. განსაკუთრებით საჭიროა სრულყოფილი ძილი. დასვენებისა და აღდგენის საუკეთესო საშუალებაა დინამიური ვარჯიში, ჰაერის აბაზანები, სეირნობა.

ლია ბარათაშვილი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

"კომუნიკატორი"-ს სიუჟეტი ასტრლოგიის ისტორიაზე

...

ლაზურიტი

Guide to cats and kittens