ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი III)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი III)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი III)ხარისხი
მაშ ასე, ჩვენ გვაქვს ოთხი სტიქია, სადაც თითოეულ მათგანს მიეკუთვნება სამი ზოდიაქო. ამასთან, ცხადია, რომ ვთქვათ, ცეცხლის ნიშნები - ვერძი და მშვილდოსანი, სხვადასხვანაირად გამოვლინდებიან. რით განსხვავდებიან ერთი სტიქიის ნიშნები ერთმანეთისგან?
სტიქია, როგორც ნებისმიერი ბუნების რეალური ობიექტი, დიალექტურია (თეზისი-ანტითეზისი-სინთეზი). ასტროლოგები ამბობენ, რომ ყველა სტიქია შეიძლება იყოს მდგომარეობაში - „თვითმყოფადობა“, “წინააღმდეგობიობა“ და „წინააღმდეგობრიობის დაშვება“. ამიტომ, ყველა სტიქია წარმოდგენილია სამი ნიშნით, რომლებისც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ხარისხით. ხარისხი სამია. ყველა ხარისხი აერთიანებს ოთხ ნიშანს, ამიტომ, ხარისხს, სხვანაერად, „ჯვრები“ეწოდება. მაშ ასე, გვაქვს შემდეგი ხარისხები (ჯვრები).
კარდინალური - აერთიანებს თავის სტიქიის იდენტურ ნიშნებს: ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა. ამ ნიშნებს აქვთ ერთნაირი მახასიათებლები - მოქმედება, აქტიურობა, შეუპოვრობა, მისწრაფება გარემოებებზე აქტიური ზემოქმედებისკენ, მისწრაფება ცვლილებებისკენ, მიზანმიმართულება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, ენერგია მიამრთულია ცენტრიდან გარეთ, ეგოიზმი, დაუკმაყოფილებლობა, აღგზნებადობა, გაღიზიანება, გადაღლა. დაუცველი, იყენებენ თავდასხმას, როგორც თავდაცვის საშუალებას.
ფიქსირებული - აერთიანებს შიანაგანი წინააღმდეგობის ნიშნებს: კურო, ლომი, მორიელი, მერწყული. რომლებსაც შემდეგი საერთო მახასიათებლები აქვთ: თავდაჯერებულობა, სტაბილურობა, კაცურობა, შემართება, საკუთარი ღირსების შეგრძნება, გამძლეობა, დაცვის უნარი, მუდმივობა, შეუდრეკელობა, წინააღმდეგობის გაწვა, ამტანობა, მოთმინება, დიდი შრომისუნარიანობა, საიმედოობა, სანდოობა, თავდაუხრელობა, ხელშეუხლებლობა, სიხისტე, ნება, კონსერვატიზმი, პირდაპირობა, სიამაყე, რთული, შეუსაბამობა, ინერტულობა, თავის ნება, ცვლილებების უარყოფა, ავტორიტარულობა, ძალაუფლებიანობა, დესპოტიზმი.
მუტბელური - აერთიანებს ნიშნებს: ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები. ამ ნიშნებს ასევე ეძახიან ლაბილურებს (მოძრავი), მათი ხარისხი შემდეგია: ცვალებადობა, კონფორმიზმი, მოქნილობა, ელასტიურობა, ამორფულობა, დიპლომატიურობა, პლასტიურობა, ადაპტირებულობა, მისწრაფება ცვლილებებისკენ, მრავალფეროვნება, თავაზიანობა, კომუნიკაბელურობა, ენაწყლიანობა, უპრინციპობა, უნიათობა, ნარცისიზმი.

სინთეტური ნიშნები
ზუსტად ისე, როგორც ადამიანის ჰოროსკოპში შეგვიძლია განვსაზღვროთ დომინანტი სტიქია, ასევე შეგვიძლია განვსაზღვღოთ დომინანტის ხარისხი. ჩვენს მაგალითში, გაგახსენებთ, რომ პლანეტები ნიშნებში ასე იყო განლაგებული: მზე - მერწყული, მთვარე - კურო, მერკური - მერწყული, ვენერა - მერწყული, მარსი - ვერძი, იუპიტერი - კირჩხიბი, სატურნი - ტყუპები, ურანი - მერწყული, ნეპტუნი - მერწყული, პლუტონი - მშვილდოსანი, მთვარის კვანძები (ის ორია - ზედა და ქვედა) - ტყუპები და მშვილდოსანი, შავი მთვარე - თევზები, ქირონი - თხისრქა. აქაც ისე ვითვლით ქულებს, როგორც სტიქიების შემთხვევაში, მაგრამ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს. მაშ ასე,
კარდინალური: მარსი - ვერძი + 1,5; იუპიტერი - კირჩხიბი + 1; ქირონი - თხის რქა + 0,8 = 3,3 ქულა
ფიქსირებული: მზე - მერწყული + 2; მთვარე - კურო + 2; მერკური - მერწყული + 1,5; ვენერა - მერწყული + 1,5; ურანი - მერწყული + 1; ნეპტუნი - მერწყული + 1 = 9 ქულა.
მუტაბელური: სატურნი - ტყუპები + 1; პლუტონი - მშვილდოსანი + 1; მთვარის კვანძები - ტყუპები და მშვილდოსანი + 0,5 + 0,5; შავი მთვარე - თევზები + 0,5 = 3,5 ქულა.
ერთი სიტყვით, ფიქსირებული აშკარად გამოკვეთილია. ამრიგად, ადამიანი გამოვლინდება შესაბამისი ხარისხით.
ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ ჰოროსკოპში განვსაზღვროთ დომინანტი სტიქია და ხარისხი. ამ მონაცემების შეერთებით, ჩვენ გავდივართ ზოდიაქოს სინთეტურ ნიშანზე. ანუ ადამიანი დაბადების დღის მიხედვით შეიძლება იყოს მშვილდოსანი, სინთეტური ნიშნით კი მორიელი. ეს მაშინ მოხდება, თუ დომინანტი იქნება წყლის სტიქია და ფიქსირებული ხარისხი. ჩვენს მაგალითში ჰაერის სტიქია და ფიქსირებულობა დომინირებს. ეს მერწყულია! ქვემოთ იხილეთ ცხრილი:

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი III)დანარჩენი ადვილია: შევხედავთ, რომელ ნიშანში იმყოფებიან პლანეტები, ვითვლით ქულებს სტიქიებისთვის, ვითვლით ქულებს ხარისხისთვის, ვიღებთ დომინანტ სტიქიას, დომინანტ ხარისხს, შევხედავთ ცხრილს და განვსაზღვრავთ სინთეტურ ნიშანს. მაგალითად, გამოთვლის შედეგად გამოვიდა, რომ დომინირებს მიწის სტიქია და მუტაბელური ხარისხი. რომელი ნიშანია? მართალია - ქალწული.
რა თქმა უნდა, ინტეგრალური ნიშანი ყოველთვის არ ემთხვევა დაბადების დღის ნიშანს. ინტეგრალური ნიშანის განსაზღვრით, ჩვენ შეგვიძლია თორმეტი ნიშნიდან ერთ-ერთი ნიშნის ფსიქოტიპს მივაკუთნოთ ადამიანი. ამიტომ, შევხედოთ თითოეული ნიშნის მახასიათებლებს.

ვერძი - ცეცხლის სტიქია, გამოვლინება - ცეცხლოვანი.
თვისებები: გაფართოება, ექსპანსია, დაპყრობა, თავდაჯერებულობა, გაერთიანება, მონათესავე სულის ნახვა და გაერთიანება, ინტეგრაცია, მაგრამ დაპყრობა და დამორჩილება უცხოსი; ეგოცენტრულობა, სხვისი აზრების იგნორირება და თავისით ჩანაცვლება; ენერგია, ძალა, ნება, ენთუზიაზმი, სიკეთე, ინიციატივა, ანთების უნარი, შთაგონებით სხვების ანთების უნარი; ცეცხლოვანი ტემპერამენტი; მოუსვენარი სული, რომელმაც არ იცის ბარიერები; განვითარებული ინტელექტი; უნარი - მართოს, გასცეს ბრძანებები, დაიქვემდებაროს; ორგანიზატორობის და ხელმძღვანელობის ნიჭი; გამბედაობა, უშიშრობა, სიმამაცე; აქტიური ქმედება, უნარი სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და სწრაფად იმოქმედოს; გახსნილობა, გულახდილობა, ღირსება, სამართლიანობა, პირდაპირობა, დემონსტრაციულობა; მისწრაფება ლიდერობისა და პირველობისკენ; თავდადება, საქმის და იდეის ერთგულება; ამბიცია; უფრო მეტად საქმის დაწყება უყვართ, ვიდრე დამთავრება; საქმის მიმართ ინტერესის მალე დაკარგვა იწვევს ბევრ ცვლილებებს ცხოვრებაში და ხდება არამუდმივობის მიზეზი; მოუთმენლობა, სიჩქარე, დაჩქარებულობა, ფეთქებადობა, იმპულსურობა, აღგზნებადობა, გაღიზიანებულობა, მრისხანება, მძვინვარება, მოურიდებლობა, უხეშობა, მებრძოლობა, აგრესიულობა, მიდრეკილება არეულობისკენ.

კურო - შინაგანად წინანააღმდეგობრივი მიწა. გამოვლინება - მსუბუქი, ნაყოფიერი მიწა. ძირითადი თვისებები - დაგროვება (ასიმილაცია) და ნაყოფიერება (ხელოვნება). აგროვებს მატერიალურსაც და არამატერიალურს (ნივთები, ცოდნა). ნაყოფიერება, შემოქმედება ოჯახში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ხელოვნება ყველა საქმეში, ხელობაში, პრაქტიკული ტალანტი; სიმსუბუქე, სინაზე, მაგრამ სიმყარე რაიმე წინააღმდეგობის შემთხვევაში; დამაჯერებლობა, პრაქტიკულობა, რეალიზმი, შეუპოვრობა, დაყოვნება, დაჟინება, გაძლება, შეკავება, საკუთარი თავის ფლობა, კონცენტრირებულობა, გულმოდგინეობა, მონდომებულობა, დაფიქრებულობა, სიფრთხილე, წინდახედულობა, საფუძვლიანობა, გონივრულობა, კეთილმსურველი, შემსრულებელი, სიმშვიდე, სიფრთხილე; ცნობისმოყვარე, შრომისმოყვარე, საიმედოობა, კონტაქტური. თავდაჯერებულობა, ავტორიტარულობა, დესპოტიზმი, პრეტენზიულობა, სიზარმაცე, უსაქმურობა, მფლანგველობა, არაეკონომიურობა, სუბიექტივიზმი, შენელება, თვითმართველობის ნება, მგრძნობელობა, გაუმაძღრობა, პატივმოყვარეობა, დოგმატიზმი, კონსერვატიზმი, შეუბრალებელი, ჩაკეტილობა, დაღვრემილობა, მორცხვობა.

ტყუპები - ჰაერი, მერწყულის ურთიერთწინააღმდეგობის დაშვება. გამოვლინება - ქარი. მოუსვენარი. მისი გონება მუდმივ მოძრაობაშია, ყოველთვის რაღაცითაა დაკავებული, დაინტერესებული. კონტაქტური, კომუნიკაბელური; ნაცნობობა, საქმე, კავშირი. მუდმივი გონებრივი აქტიურობა, მობილურობა, ცვალებადობა, მრავალფეროვნება, ინტერესი, ყურადღება, მგრძნობიარობა, ცნობისმოყვარეობა, ცოდნის წყურვილი. კონკრეტულობა, პრაქტიკულობა და ამასთან - იდეურობა და ინტელექტუალურობა. დაკვირვებულობა, სისწრაფე, აქტიურობა. გონება დახვეწილი, მოქნილი, სწრაფი, კარგი წარმოსახვა. გონებამახვილი, მჭევრმეტყველი, გამჭრიახი, სისხარტე და მოღვაწეობა. პატიოსნება, სულგრძელობა, ინტუიციურობა, კარგი აღქმის უნარი, გაგება, წარმოდგენა. სასიამოვნო მოსაუბრე, მათთან არ მოიწყენ. მიდრეკილება გონებრივი სამუშაოსკენ. მარჯვე ხელები, ნაკითხი, ნიჭი. სუსტი ნება, ენერგია არ ყოფნის. მოუსვენრობა, ნევროზულობა, მოლაყბე, ცვალებადობა. დაწყებული საქმე ყოველთვის არ მიყავს ბოლომდე, გაფანტულობა, ზედაპირულობა, დილეტანტიზმი. ნამდვილი გრძნობების უკმარისობა, არასაიმედოობა, თავხედობა, სიყალბე, ტყუილი, ეშმაკურობა. მუდმივი სულიერი ტკივილი შინაგანი წარმოდგენების და რეალური სამყაროს შეუთავსებლობის გამო. ურთიერთობებში არასტაბილური.

კირჩხიბი - წყლის სტიქია. გამოვლინება - მტკნარი ტბა.
კირჩხიბის შინაგანი მდგომარეობა ყოველთვის დამოკიდებულია მის გარემოცვაზე. უმცირეს წვრილმანსაც კი შეუძლია გავლენა იქონიოს მის განწყობაზე. ცვალებადობა შინაგანი მდგომარეობის, გრძნობების, ემოციების, შთაბეჭდილებებში ცვლილებების მოთხოვნილება. მესაკუთრეობის გრძნობა. შრომისმოყვარეობა, მოვალეობა, კეთილსინდისიერება, ყურადღება, მზრუნველობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ადაპტირებულობა, სიფრთხილე, უნარი მოერგოს, დედობის შეგრძნება, სახლის და ოჯახის სიყვარული, წყნარი, სირბილე, მოფრთხილება, შეყოვნება, მდიდარი ფანტაზია, წარმოსახვა, კარგი გავლენის ძლიერი აღქმა, შეუპოვრობა, ამტანობა, საკუთარი ძალების რწმენა, კარგი მეხსიერება, რეფლექსურობა, მოთხოვნილება ცვლილებებში, მოგზაურობაში; ჩაკეტილობა, მრავალმხრივობა, ქალურობა, საზრიანობა, მოთმინება, გამძლეობა, მიზანმიმართულობა, პრაქტიკულობა, სიმპათიურობა, გულმოწყალეობა, გულკეთილობა, ყურადღებიანი, რომანტიული, მიდრეკილება გაზვიადებისკენ. პერიოდული უმოქმედობა, აპათია, მოდუნებულობა, სიზარმაცე, უკმაყოფილება, ბუზღუნი, დაღვრემილობა, პასიურობა, გაზრდილი მგრძნობელობა, გულუბრყვილობა, მორცხვობა, გაუბედაობა, მერყეობა, გაღიზიანებულობა, მძლავრი ემოციური რეაქცია რაიმე წვრილმანზე, ხმაურიანობა, ისტერიულობა, მტირალა, შიშები, სიბრალული, ცვალებადობა, მერყეობა, წყენია.

ლომი - წინააღმდეგობრივი, ფიქსირებული ცეცხლი; ცეცხლი, მზის გამოვლინება, მიმზიდველი, მომხიბლავი და სითბოს გამცემი; ცენტრალური ცეცხლი; ძირითადი მიზანი - იყოს ყურადღების ცენტრში და უხვად გასცეს თავისი სითბო, ყურადღება და გულკეთილობა; ასევე აქვს ცეცხლის თვისებები - ნება, ენერგია, ძალა, სიმძლავრე, უნარი აენთოს და აანთოს სხვები, გამბედაობა, უშიშრობა, კაცურობა, მადლიერება, დიდსულოვნება, გახსნილობა, პირდაპირობა, ფიზიკური აქტიურობა, სპორტის სიყვარული; შეუძლია და უყვარს ბრძანება, მართვა, სხვათა დაქვემდებარება; მიისწრაფის დაიკავოს ცენტრალური პოზიცია, იყოს ლიდერი; ორგანიზატორობის, ხელმძღვანელობის ნიჭი, აქვს დამსახურებული ავტორიტეტი, თავდაჯერებულობა; სიმტკიცე, გამბედაობა, ერთგულება, საიმედოობა; მიჯაჭვულობა ახლობელი და საყვარელი ადამიანების მიმართ; მუდმივობა; აღგზნებადობა, იმპულსურობა, სიცხარე; პატიების უნარი, დიდსულოვნება; პატივმოყვარეობა, სიამაყე, საკუთარი ღირსების შეგრძნება, შემწყნარებელი, გართობა, მოთამაშე, ზედაპირული; დემონსტრაციულობა, კმაყოფილებას გრძნობს სცენაზე; ვნება, ცეცხლოვანი ტემპერამენტი, ძლიერი ხასიათი; არ გადაუხვევს საკუთარ პრინციპებს, მოსაზრებებს, რწმენას; მისწრაფება პოპულარობისკენ, აღიარებისკენ, დიდებისკენ, პოპულარობისკენ, ვარსკვლავობისკენ; არ შეუძლია მეორეხარისხოვან მდგომარეობასთან შეგუება; ხშირად, ნიჭი აქვთ და უყვართ ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, სცენა, სპორტი; ამპარტავნება, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ქედმაღლობა, ტრაბახი, თავხედობა, დესპოტიზმი, მაღალფარდოვნება.

ქალწული - კუროს შინაგანი წინააღმდეგობა დაშვებულია. გამოვლინება - თიხა. ქალწული შეიძლება იყოს მსუბუქი, როგორც კურო (თიხას დამატებული წყალი) და მყარი, როგორც თხის რქა (გამომწვარი თიხა). თიხას შეუძლია სხვა და სხვა ფორმის მიღება, ამიტომ ქალწულის მთავარი თვისებაა - იყოს კონფორმისტი, ქონდეს განსხვავებული მიდგომები იმის მიხედვით, თუ რა მიზანს ემსახურება. შრომა და მსახურება, ყურადღება ფორმების, წესების, ინსტრუქციების, ფორმალიზმის მიმართ, ეტიკეტის მკაცრი დაცვა. შრომისმოყვარეობა, შემსრულებლობა, რაციონალურობა, პრაქტიკულობა, ფხიზელი გონება, გონივრულობა, ანალიტიკური შესაძლებლობები, სიმშვიდე, ტაქტიანობა, გულმოდგინეობა, მეთოდურობა, აკურატულობა, პუნქტუალურობა, კეთილსინდისიერება, ადაპტირებულობა, კარგი გონება და მეხსიერება, ემოციური სტაბილურობა, რეალიზმი, ეკონომიურობა, განათლებულობა, სწავლულობა, არგუმენტირებისკენ მიდრეკილება, გამჭრიახობა, ლოგიკურობა, საქმიანობა. ფორმალობა - დასული თითოეული ასოს დაღეჭვამდე. პედანტიზმი, მეწვრილმანეობა, ბუზღუნა, კრიტიკულობა, სიცივე, აღგზნებადობა, გაღიზიანება, ეგოცენტრიზმი, ბუტია, ბოღმიანობა, შურისმაძიებლობა, პატივმოყვარეობა, უკმაყოფილობა, დაუკმაყოფილებლობა, მოუსვენრობა, მერყეობა, მშიშრობა, სიანჩხლე, ჭირვეულობა, სკეპტიციზმი, ხრიკიანობა, ეშმაკობა, მოტყუება, მეტისმეტი წესიერება, უკარება, კამათი სისულელეების გამო, უგრძნობი, სიძუნწე, სიხარბე, გაუმაძღრობა.

სასწორი - ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი. მიისწრაფის იქით, სადაც წნევა დაბალია იქიდან - სადაც მაღალია. მიისწრაფის თანასწორობისკენ, ჰარმონიისკენ, წესრიგისკენ, სილამაზისკენ, მშვიდობისკენ, სიწყნარისკენ. აქტიურია, მაგრამ მთელი აქტიურობა მიმართულია იმისკენ, რომ მიაღწიოს მშვიდობას. მშვიდობისმოყვარეა, მიისწრაფის - ყველა კონფლიქტი გადაწყვიტოს მოლაპარაკების გზით, კომპრომისით და მოლაპარაკების გზით. თუ ეს არ გამოსდის, მაშინ მიდის, თავს არიდებს კონფლიქტებს და კამათს. არ უყვარს სკანდალები და დაპირისპირება. ადვილად აღელდება და ადვილად მშვიდდება. შთაბეჭდილების მოხდენა, მგრძნობელობა, თანაგრძნობა, დათანხმება, სიმსუბუქე, სინატიფე; სიყვარული ხელოვნების, სილამაზის მიმართ; მიდრეკილება გონებრივი სამუშაოსკენ; მხიარული, იუმორი; მიდრეკილება ერთობლივად მუშაობისკენ, თანამშრომლობისკენ, თანაავტორობისკენ, პარტნიორობისკენ; ნიჭიერება, ამბიცია; სასწორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას. მოკრძალებულობა, საკუთარ ძალებში რწმენის ნაკლებობა, ამიტომ, ძლიერი და ენერგიული პარტნიორის გარეშე (ანუ ცეცხლი) უშვებს ბევრ, კარგ შესაძლებლობებს. თანამშრომლობით და დახმარებით აღწევს მაღალ მდგომარეობას. თავაზიანობა, სინაზე, სამართლიანობა, კეთილშობილება, სილამაზე, სასიამოვნო. წონასწორობა ინტერესს, ინტუიციას, აღქმას, გაზვიადებას და გონივრულობას შორის. დიპლომატიურობა, იდეალიზმი. ფიზიკურ შრომაზე მიუჩვევლობა. ფორტუნის რჩეული. რომანტიულობა, სიყვარული. პატიოსნება, მიდრეკილება საზოგადოებრივი მოღვაწეობისკენ; სიყვარული კამპანიების, გართობის, ლამაზი სანახაობების, მოგზაურობების, დახვეწილი გართობის მიმართ. გულწრფელად მეგობრული, გულწრფელი სიყვარულსა და ქორწინებაში. დამფასებელნი, აფასებენ ყურაღებას, ახსოვთ კარგი. არ მეწვრილმანეობს, აქვს მაღალი მიზნები. სულიერი სისუსტე, არ ყოფნის ენერგია. არამდგრადი, ცვალებადი. აღიარების ავადმყოფური მოთხოვნილება, სჭირდებათ შექება და კარგი შეფასება. დიდი მისწრაფება უფრო თეორიაა, ვიდრე პრაქტიკა. სუსტი ნება. რეალობიდან მოწყვეტა.

მორიელი - შინაგანი წინააღმდეგობა, აქტიური წყალი. შეუძლია როგორც გახსნას, ასევე გარდაქმნას. გამოვლინება - მჟავა, ქიმიურად აქტიური, აგრესიული სითხე, დამენგრეველი და სასიკვდილო, შხამიანი. შინაგანი ემოციური დაძაბულობა, მძაფრი ვნებები და ეს ვნებები უფრო მეტად დაკავშირებულია ფლობასთან; ცინიკური, შხამიანი, მწარე, სარკასტული; სიმწვავე, სიცხარე, სატირა; შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება, შემსრულებლობა, პასუხისმგებლობა, სიფრთხილე, სიმტკიცე, გამჭრიახობა, კაცურობა; დაბადებული მებრძლოად - ფრთხილი და თავდაჯერებული, შეუძლია, მოწინააღმდეგეს მოუძებნოს სუსტი წერტილი და მიიაყენოს დამანგრეველი დარტყმა; ღირსების შეგრძნება, საკუთარი ძალების რწმენა; შეცნობის წყურვილი, მისწრაფება - ჩაწვდეს შეუცნობელს, საიდუმლოებებს, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს; აქვს უნარი კონტროლის ქვეშ ყავდეს სხვები; ქმედითი ნატურა, ადვილად აღგზნებადი, მაგრამ თავშეკავებული და გონივრული; მესაკუთრეობა, მოფრთხილება; დიდი ენერგია, მხარდაჭერის მოთხოვნილება, მაგრამ პასიური ამბიცია; მდიდარი წარმოსახვის უნარი, დიდი ნების ენერგია, საკუთარი თავის ფლობა, შეუპოვრობა, დაჟინება, დაყოვნება, ამტანობა, მოთმინება, საკუთარი ძალების რწმენა; მოხერხებული ბრძოლაში ნებისმიერ ფრონტზე; სულიერი სიმსუბუქე, სიფაქიზე და მრძნობელობა; ღრმა მოქმედების ზონა და კარგი გაგება; ძლიერი ინტუიცია; სილამაზის და ფუფუნების სიყვარული. თუ დარწმუნებულია თავის სიმართლეში, არასდროს არ ნებდება და არ თმობს. პატიოსნება, კეთილსინდისიერება, საიმედოობა, ერთგულება, ამავე დროს პრაქტიკულობა და რეალიზმი. შეუძლიათ იყვნენ როგორც კონსერვატულები, ასევე პროგრესულები. პატივმოყვარეობა, აკურატულობა; იმპულსურობა, სიფიცხე. ლაპარაკის დროს იძლევიან ტონს და მიყავთ საუბარი; ძლიერი ხასიათი, კარგი მეხსიერება; პირქუში, ფარული; თავიანთ ცოდვებს წარმატებით მალავენ დიდი ფასადური ღირსების ქვეშ; არც ისე ნაზი გრძნობებში, მაგრამ თუ საჭირო გახდა, შუძლია იყოს ძალიან ფარული და მომხიბლავი. მზრუნველი, ყურადღებიანი, თავშეკავებული; სიყვარული ყველაფრის რაც განსაკუთრებული და ვნებიანია; იდეების ამოუწურავი წყარო. მიდრეკილება მტკივნეული სულიერი განცდებისკენ და „თვითგანადგურებისკენ“, საკუთარი სულის ძიება, დანაშაულის გრძნობა, დაზიანებული სიამაყე, ეჭვიანობა, უნდობლობა, ბოღმიანობა, შურისმაძიებლობა, სიმძაფრე, მაღალი გაღიზიანებადობა, სკეპტიციზმი, აგრესიულობა, დესტრუქციულობა, თავხედობა, უცერემონიულობა, შეუბრალებლობა, წყენა, კრიტიკულობა, შეწინააღმდეგება, უარყოფა, კამათი; სიცხარე, მიდრეკილება გაგიჟებისკენ, გაღიზიანებადობა, თვითნებობა, გადაჭარბებული შთამბეჭდაობა, უხეშობა, სისასტიკე, უგრძნობლობა, ტყუილი, თაღლითობა, ხრიკიანობა; გაურკვევლობა ვნებებში, მიდრეკილება ძალადობისკენ, ჰიპერსექსუალობა; ყველაფერში მკაცრი განსჟა, უნდობლობა, მიდრეკილება ფუფუნებისკენ, გაბოროტება, დანაშაულის შესაძლებლობა, შურიანობა, პატივმოყვარეობა, ტრაბახი, აგრესიულობა, ეგოცენტრიზმი.

მშვილდოსანი - ცეცხლი, ლომის წინააღმდეგობის დაშვება. გამოვლინება - აფეთქება. ძირითადი მისწრაფება - გასცდეს საზღვრებს. მისწრაფება მოგზაურობისა და ჰორიზონტის გაფართოებისაკენ; არ უყვარს შეზღუდვები, მომავლის განჭვრეტის ნიჭი, შორსმჭვრეტელობა, დიდი მისწრაფება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, დამოუკიდებლობა და თვითგამორკვევა, პატიოსნება, სამართლიანობის განვითარებული გრძნობა, გახსნილობა, პირდაპირობა, უნარი მოარტყას პირდაპირ მიზანში; თანაგრძნობა სუსტების მიმართ, სენტიმენტალურობა, ლმობიერება, კეთილშობილება, სულიერი გულუხვობა, ფილანტროპია, მეცენატობა, მიდრეკილება რისკის, ავანტიურის და რომანტიკის მიმართ; ნიჭი, უნარი მბრძანებლობის, მართვისა და დაქვემდებარების; გამბედაობა, უშიშრობა, ენერგია, ნება, ოპტიმიზმი, პატივმოყვარეობა, იმპულსურობა, მობილურობა და დაუღლელობა; მუდმივი მოუსვენრობა და მუდმივი საქმიანობა; მრავალფეროვნება და სხვადასხვაგვარობა; ცოცხალი და ენერგიული ნატურა; მხიარული, ხალისიანი, გახსნილი, დიდსულოვანი, კეთილმოსურნეობა; ბუნებისა და ცხოველების სიყვარული (განსაკუთრებით დიდი ცხოველების - ცხენი, ძაღლი და ა.შ.); ლოიალურობა, გონივრულობა, ავტორიტეტულობა; ტემპერამენტულობა - გრძნობა ძალიან ინტენსიურია, დიდი მოთხოვნილება ხელისუფლების და დიდებულების, აღიარების, პატივისცემისა და მოკრძალებისა; ძლიერი ექსპანსიურობა, მისწრაფება მიაღწიოს კარგ საზოგადოებრივ მდგომარეობას, სამყაროს კეთილგანწობა, და მოხუცებულობის წლებში კი მატერიალური კეთილდღეობა; შეუპოვრობა, ჟინიანობა; ვერ იტანენ შეზღუდვებს, ზეწოლებს, ძალადობას, იძულებას; ინტუიცია, გამჭრიახობა, მაღალი მიზნები და იდეალები. მიდრეკილება გადაჭარბებისკენ; ტენდენცია მოხიბლოს და აცდუნოს, ყოველთვის და მუდმივად ქმნის კარგ წარმოდგენას და შთაბეჭდილებას თავის თავზე; დროსტარებისა და ხმაურიანი გართობის სიყვარული; მოჩვენებითი თავაზიანობა და კონტაქტურობა; უდარდელობა, სწორხაზოვნება, უხეშობა, ავანტიურიზმი.

თხისრქა - მიწის სტიქიის წარმომადგენელი. გამოვლინება კლდე. სიხისტე, სიმტკიცე, გამძლეობა. ეს არის კრსიტალი, რომელსაც აქვს გამოკვეთილი ფორმა და იზრდება ნელა და სტაბილურად, პირდაპირი გაგებით - თითოეული ატომით ზრდის თავის თავს გეგმის მიხედვით. იყენებს მცირედ შანსსაც კი თავისი მიზნის მისაღწევად. მიზანდასახულობა, დაგეგმარება, კონცენტრაცია, ჟინიანობა, შეუპოვრობა, შრომისმოყვარეობა, ამბიცია, ცენტრალიზაცია, დაქვემდებარება, თვითშეზღუდვა, გამოკვეთილი საზღვრები, სიფრთხილე, კეთილგონიერება, გონება, გამჭრიახობა, პრაქტიკულობა, სისწრაფე, გულითადობა, მონდომებულობა, მესაკუთრეობა, ეკონომიურობა, თავშეკავებულობა, გონიერება, საზრიანობა, შეყოვნება, გამძლეობა, რეალიზმი, მატერიალიზმი. გონივრულობა, სიმშვიდე, საკუთარი თავის ფლობა, სიყვარული სირთულეების, გამოცდებისა, წინდახედულება, მოვალეობის გრძნობა. პირდაპირობა, ბიუროკრატიზმი, თვითონ იქმნის წინააღმდეგობებს; წარუმატებლობა, შეყოვნება, შენელება, დაგვიანება, სიღარიბე, წუწურაქობა და სიძუნწე, შეზღუდული და ვიწრო მსოფლმხედველობა, რაციონალურობა, სიცივე, გულგრილობა, მელანქოლია, დეპრესია, ნაღვლიანობა, პესიმიზმი, სკეპტიციზმი, უნდობლობა, ეჭვი, მერყეობა, შიშები, შეშფოთება, ფობიები, კამათი, უთანხმოება, გაუცხოება, ეგოიზმი, სიხარბე, გაუმაძღრობა, სისასტიკე, მზაკვრობა, მუდმივი უკმაყოფილება, სიანჩხლე და ჭირვეულობა, პირქუშობა, სიმკაცრე, ასკეტიზმი უკიდურეს საძღვრამდე, იმედგაცრუება, კაპრიზი, ახირება, ზეწოლა, მერკანტიულობა, კარიერა.

მერწყული - შინაგანად წინააღნდეგობრივი ჰაერი. გამოვლინება - ღრუბელი.
არაპროგონოზირებადი, მოულოდნელობა, სპონტანურობა, ინტუიციურობა. განმჭვრეტელობა და პასიურობა უცებ იცვლება აქტიური ქმედებით (ნელა იკაზმებიან, მაგრამ სწრაფად მიდიან). რადიკალურობა, რევოლუციონერობა, პროგრესიულობა, ალტრუიზმი, მეგობრული, ადამიანურობა, მისწრაფება საკუთარი დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ და ყველა გარშემომყოფებისთვის თავისუფლების ჩვენება. დემოკრატიულობა, კაცურობა, შემართება, ღირსების შეგრძნება, საკუთარი სიმართლის და ინტუიციის რწმენა. სიმსუბუქე, გონებრივი მუშაობისკენ მიდრეკილება. ოპტიმიზმი, წინდახედულება, კეთილგონიერება, თავდაჯერებულობა; მიდრეკილება თავგანწირული სიყვარულის, ან მარტოობისკენ. მუდმივობა და უცვლელობა, თავაზიანობა, კეთილგანწყობა, თანდაყოლილი სიკეთე. ერთგულება და საიმედოობა. სიზუსტე და აკურატულობა. უნარი - სწრაფად და ადვილად დაამყაროს კონტაქტი მეგობრობაში და სიყვარულში, ასევე საქმეში. ინტუიციური გაგება ადამიანების, გამოკვეთილი სოციალური პოზიცია, კარგი მომზადება და კონცენტრაცია, შეწყალება და გულკეთილება, შეუპოვრობა და დაჟინება, მუდმივობა შეხედულებებში და აზრებში, მყარი მსოფლმხედველობა. ორიგინალურობა, იდეალიზმი, იდეის სინატიფე. მეამბოხე სული. მაღალი იდეალები. პასუხისმგებლობა და მისწრაფება - დაიკავოს საპასუხისმგებლო მდგომარეობა. ბევრია დამოკიდებული საკუთარი სიმპატიებზე და ანტიპატიებზე. საკუთარ იდეებს და გეგმებს ახორციელებენ სხვისი შეხედულებებისგან დამოუკიდებლად, ნებისმიერი ოპოზიციის და კრიტიკის მიუხედავად. სიმშვიდე, მოთმენა, სიმსუბუქე, სინაზე, შრომისმოყვარეობა, გახსნილობა, გულახდილობა, მიმზიდველობა, არტისტულობა. არ უყვარს კონტროლი და იმედს არ კარგავს. მიმართულია მომავლისკენ. თვითნებობა, თვითმომწონე, იმპულსურობა, გადაწყვეტილების მოულოდნელი ცვლილება, პირდაპირობა, სიმყარე კამათში. გარეგნული ეფექტის და დემონსტრაციულობის სიყვარული. მიდრეკილება უკიდურესობისაკენ, ექსტრემიზმისაკენ. დროდადრო პასიურია, ზარმაცი, ინერტული. სასიკეთო გარღვევები ვითარდება ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე და ყოველდღიური გარემოებებიდან.

თევზები - მორიელის წინააღმდეგობის დაშვება, ქიმიური რეაქციები დამთავრდა, წარმოიქმნა მარილი. გამოვლინება - ოკეანე. წყალი მდიდარი შინაგანი შემადგენლობით. მდიდარი შინაგანი სამყარო, მდიდარი წარმოსახვა, ოცნებები, სიზმრები, ფანტაზიები, ფსიქოლოგიური ასოციაციების სიმდიდრე, შინაგანი სამყარო მნიშვნელოვანია გარეგანზე, იდეალიზმი, შთაგონება, მუსიკალურობა, თვინიერება, მორიდებულბა, შეუმჩნევლობა, დიდი სულიერი სიღრმე, თანაგრძნობა, სულიერება, რელიგიურობა, საიდუმლოებების ინტერესი; შრომისმოყვარეობა, შემსრულებლობა, დიდი ყურადღება დეტალების მიმართ, მეთოდურობა, თანმიმდევრულობა; თანაგრძნობა სხვისი მწუხარების და უბედურების; ჭეშმარიტება, ნათელი სული; სიმშვიდე, სამყაროს სიყვარული, სტუმართმოყვარეობა, სწრაფი ატაცება და გაგება, აღქმა, კარგი გადაწყვეტა, დახმარების სურვილი, განზრახვა, განვითარება, მჭევრმეტყველება, ბავშვების სიყვარული, კეთილსულოვნება, მეგობრულობა, სენსიტიურობა, ნიჭიერება, საიდუმლოებების და შეუცნობელის სიყვარული, სახლის სიყვარული, მზრუნველობის, უნარი მოვლის და მოუაროს - განსაკუთრებით სუსტებს და ავადმყოფებს. მფარველობის სურვილი, გულიანობა, დელიკატურობა, სინაზე, მსხვერპლი, იდეალიზმი. პასიურობა, მორიდებულობა, პედანტიზმი, სკეპტიციზმი, ფანატიზმი, იდეალები და ოცნებები მოწყვეტილი რეალობას, არაპრაქტიკულობა, ფანტაზიორობა, აპათია, სიზარმაცე, მოდუნებულობა, უსუფთაობა, უკოხტაობა, გაფანტულობა, არამუდმივობა, არასტაბილურობა, არასაიმედოობა, მგრძნობიარობა, გადამეტებული სიყვარული სიამოვნებისა და განტვირთვის მიმართ, გონებრივი ინდიფერენტულობა, გადამეტებული მიდრეკილება საიდუმოლებების მიმართ, სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა, მონური დამორჩილება ბედს, დამოკიდებულება, გაგიჟებისკენ მიდრეკილება, წამებული, ტანჯული. მერყევი და სუსტი ფსიქიკა, როგორც შედეგი, მიდრეკილება ფსიქიკური ავადმყოფობისკენ.

GeoAstro

(ნაწილი I) (ნაწილი II) (ნაწილი IV)скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 2313
 

ASTRO TV LIVE