» » ასტროლოგია და ქირომანტია
ასტროლოგია / ეზოთერიკა / Slide

ასტროლოგია და ქირომანტია

ასტროლოგია და ქირომანტიარა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ასტროლოგიასა და ქირომანტიას? ერთი შეხედვით - არავითარი. სინამდვილეში, ასტროლოგია და ქირომანტია, მრავალი საუკუნის განმავლობაში დადიან „ხელიხელჩაკიდებულნი“.
ქიროლოგია ძველ ინდოეთში აღმოცენდა. როცა ინდოეთში არიები შევიდნენ, მათ განდევნეს პრიმიტიული ტომების - დრავიდების დიდი ნაწილი. ახლა დრავიდები დახეტიალობენ მთელს მსოფლიოში და ჩვენთვის ციგნების სახელით არიან ცნობილნი, რომლებიც ქიროლოგიას (უძველეს და უდიდეს მეცნიერებას) სახელს უტეხენ. ციგნები, წარმოადგენენ რა დაბადებით კარგ ფსიქოლოგებს, კლიენტის ხელის გულს კი არ აანალიზებენ, არამედ მკითხაობენ (ცდილობენ დეტალების გამოცნობას კლიენტიდან გამომდინარე). რა თქმა უნდა, ციგნების ბანაკებში (ყოფილ დრავიდთა ტომებში), ზოგჯერ, კარგი მკითხავებიც გვხვდებიან (და არა ქიროლოგები), მაგრამ მათი წინასწარმეტყველება ეფუძნება ნათელმხილველურ გამოცხადებებს და არა ქიროლოგიის მეცნიერულ ცოდნას. ციგანი ხალხის ქვეცმობიერში დღემდე ინახება მოგონება იმის შესახებ, რომ ოდესღაც ინდოეთში ისინი ცხოვრობდნენ არიებთან ერთად, არიებს კი შეეძლოთ ადამიანის ბედის დეტალურად გაშიფრვა ხელის გულის მეშვეობით. საერთოდ, რაც უფრო ცრუმორწმუნეა ადამიანი, რაც უფრო ნაკლებად ერკვევა ეზოთერიაში, ის მით მეტად ენდობა ციგნებს თავისი ბედის წინასწარმეტყველებისას.
ქირომანტია - ესაა გამოყენებითი ასტროლოგია. ის მთლიანად ეფუძნება ასტროლოგიურ ცოდნასა და პრინციპებს. ხელის გულის ბორცვებს, ხაზებს, ნიშნებს, ასტრალური გავლენის მეშვეობით, კავშირი აქვთ კოსმოსთან და ასტროლოგიურ სახელებს ატარებენ: მაგ.: ბედის ხაზი - სატურნია, გულის ხაზი - იუპიტერი, გონების ხაზი - მარსი, სიცოცხლის ხაზი - ვენერა, შემოქმედების ხაზი - მზე. მეცნიერების, კომერციისა და ჯანმრთელობის ხაზი - მერკურია, ინტუიციის ხაზი - ურანი. უხამსობის, ვნებისა და სიამოვნების მიღების ხაზია - ნეპტუნი, ნების ხაზი - პლუტონი, სიბრძნის ხაზი - პროზერპინა, ვენერას ყელსაბამი - ლილიტის (შავი მთვარის) ხაზია, მფარველი ანგელოზი - სელენას (თეთრი მთვარის) ხაზი, ქორწინების (მიჯაჭვულობების) ხაზი კი - ქირონი.
ხელის გულზე დატანილია ადამიანის მთელი ნათალური რუკა და, როგორც ყველა ნათალური რუკა, ის წარმოადგენს არა მარტო ადამიანის ცხოვრების კარმულ სქემას, არამედ ხელის გულის კარმულ რუკასაც. ხელის გული შეიძლება ჩავთვალოთ ადამიანის სახელმძღვანელო რუკად ისევე, როგორც მისი ასტროლოგიური რუქა. ქირომანტია, ისევე როგორც ასტროლოგია, არაა მომავლის წინასწარმეტყველება. ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი ბედის შემქმნელები. ქირომანტიის ყველა მცოდნემ იცის, რომ ხელის გულის ხაზები იცვლება ადამიანის მიერ თვითგანვითარებისათვის გადაგმული ნაბიჯების შესაბამისად. ქირომანტიას, ასტროლოგიასთან შედარებით, მეტი ბერკეტი აქვს. ასტროლოგიური რუკა გვიჩვენებს ადამიანის შესაძლებლობებსა და პოტენციალს, რასაც პლანეტების განლაგება განსაზღვრავს მისი დაბადების მომენტში. ჰოროსკოპში შუძლებელია იმის დანახვა, რაც ადამიანმა ჩაიდინა დაბადების შემდგომ, განვითარების პროცესში. ხოლო ადამიანის აქტიური ხელის შესწავლა, პასიური ხელისგან განსხვავებით, იძლევა წარმოდგენას ადამიანის თვითგანვითარებისათვის ჩადებული პირადი ინვესტიციების შესახებ ცხოვრების განმავლობაში. ცხოვრების დინებასთან ერთად, ხელის გულის ხაზების ცვლილება ჰოროსკოპში შეესაბამება ტრანზიტებს, პროგრესიებს, დირექციებს და ა.შ.
იმ ადამიანების ხელის გულზე, რომელთაც მრავალი რეინკარნაცია გაიარეს, ძალიან ბევრი ხაზი აქვთ. მარჯვენა და მარცხენა ხელის გულები, სხვადასხვა მიმართულების უამრავი ხაზითაა დაღარული. ეს სულის ხანდაზმულობის მაჩვენებელია. რაც უფრო ცოტა ხაზია ხელის გულზე, მით უფრო ახალგაზრდაა ადამიანის კარმული სული. ჩვეულებრივ, ხანდაზმული სულის ადამიანები მიდრეკილნი არიან მისტიკისკენ, ყველაფერი ეზოთერულისკენ, ოკულტიზმისკენ. ამას გარდა, ფსიქოლოგიური პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ხაზებით დაღარული ხელის გული მიუთითებს მფლობელის ნერვულ ხასიათზე. ახალგაზრდა სულებს ასეთი ნერვულობა და მისტიციზმი არ ახასიათებთ. ისინი უფრო მეტად მატერიალურ სამყაროზე არიან ორიენტირებულები და ნაკლებად აღიქვამენ სულიერ სამყაროს. ადამიანის სულის დედამიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების სხვა მტკიცებულებაა სატურნის - ბედის მკვეთრად გამოხატული ხაზი. ის აგრეთვე მიუთითებს ბედის მასშტაბურ ფატალურობაზე და ცხოვრების წინასწარგანსაზღვრულობაზე.
ხელის ხაზების მეშვეობით, შესაძლოა, ადამიანის დაბადების დროის დადგენაც კი და მისი ასტროლოგიური რუკის სხვა მაჩვენებლების დაზუსტებაც.
საჭიროა, შევეხოთ ეგრეთწოდებულ საკორექციო ქირომანტიას.
დღესღეობით, ზოგიერთი ასტროლოგი მიმართავს ბედის კორექციის მეთოდს ტატუს ან უბრალოდ ხაზებისა და ნიშნების დატანით ადამიანის ხელის გულზე. ქიროლოგები ამტკიცებენ, რომ ასე, შესაძლოა, ადამიანის ბედის მთლიანად შეცვლა სასურველი მიმართულებით. მაგრამ ადამიანის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე, შემჩნეული რომ ყოფილიყო ტატუს დატანით მიღებული სიკეთე, ეს კაცობრიობის მთავარ მიღწევად ჩაითვლებოდა. ყველა, ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიკეთებდა ხელის გულებზე სვირინგს და ბედნიერ იღბალს - სიყვარულსა და ჯანმრთელობას თავისი არჩევანის შესაბამისად მიიღებდა. ხელის გულზე დატანილ სვირინგს რეალურად რომ შეეძლოს დახმარება, ეგვიპტელი ფარაონები და ქურუმები დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდნენ, რადგან ძველ ეგვიტეში ქურუმებმა გადასარევად იცოდნენ ქირომანტია, მაგრამ თუ ისინი ახალგაზრდა ასაკში არ კვდებოდნენ, მაშინ მათ კლავდნენ. იგივეა ქირომანტიის სამშობლოში - ინდოეთში. იქ დღემდე მოღვაწეობენ ქირომანტიის საუკეთესო სპეციალისტები - ქურუმები, ბრაჰმანები (უმაღლესი კასტა), მაგრამ მაჰათმა განდი, ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა და რაჯიფ განდები მაინც მოკლეს. ასტროლოგიას აბსოლუტურად ზუსტად რომ შეძლებოდა მოვლენების წინასწარმეტყველება, მაშინ ის კაცობრიობის უმთავრესი მეცნიერება იქნებოდა. ხელის გულების ტატუირებას კი რაიმე სახის ცვლილება რომ შეეძლოს, ის არა მარტო ადამიანის ცხოვრებას, არამედ მთლიანად კაცობრიობის ისტორიას შეცვლიდა. ხაზები ხელის გულზე - ეს კარმული ნიშნებია, რომლებიც წარსულის, დღევანდელი და მომავალი კარმის ურთიერთდამოკიდებულებაზე მიუთითებენ. კარმის ცვლილება მხოლოდ ადამიანის ცხოვრების წესითაა შესაძლებელი. მისი სულიერი არჩევანით - სიკეთესა და ბოროტებას შორის, კარგსა და ცუდ საქციელს შორის, და არა ხელის გულზე რაღაცის დახატვით.

GeoAstro
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

სიყვარულის ფორმულა, მისი იდუმალი წარმომავლობა და გამოვლინება მატერიაში

პლუტონი - პლუტონის კვადრატურა (ტრანზიტული პლუტონი → ნათალური პლუტონი)

Guide to cats and kittens