» » როგორ ირჩევს სული ახალ ცხოვრებას
ეზოთერიკა / მისტერიები / Slide

როგორ ირჩევს სული ახალ ცხოვრებას

როგორ ირჩევს სული ახალ ცხოვრებას



მას შემდეგ, რაც სული დაისვენებს და გაანალიზებს თავისი ბოლო ცხოვრების გაკვეთილებს, დგება ახალი ინკარნაციის დრო. ეს გადაწყვეტილება მასთან სხვადასხვა გზით მოდის. ზოგიერთი სული ამას დამოუკიდებლად წყვეტს, ხოლო ზოგიერთს ამის შესახებ მისი დამრიგებელი, მასწავლებელი ახსენებს.
თუმცა, ყველა სული არ არის მზად ინკარნაციისთვის. ხდება ისეც, რომ თავისი ბოლო ცხოვრებიდან დაბრუნებული სული ძალიან გადაღლილია და ფიქრიც არ უნდა, რომ დედამიწაზე ისევ დაბრუნდეს. ენერგიის აღდგენა და საკუთარი თავის შეფასება სულთა სამყაროში დაბრუნების შემდეგ ყველასთვის სხვადასხვაგვარად ხდება. ზოგიერთ სულს ამისთვის დიდი დრო სჭირდება, ზოგს - ნაკლები. ყველა შემთხვევაში, ახალი ცხოვრებისთვის მზადმყოფ სულს რბილად მიანიშნებენ, რომ დროა დაიწყოს ახალი მოგზაურობა.

სულთა საყაროში, თუ არ ჩავთვლით დაბალ ასტრალურ შრეებს, სიმშვიდე და ნეტარება სუფევს და ძნელია დატოვო ეს სულიერი გარემო იმისთვის, რათა დროებით დაბრუნდე პლანეტაზე, სადაც სულს ხშირ შემთხვევაში გაურკვევლობა ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სულები ინკარნირდებიან თავის მონათესავე სულებთან ერთად, ცხოვრებაში ბევრი განიცდის მარტოობას.
მიუხედავად ამისა, როცა წინა ცხოვრების ჭრილობები მოშუშებულია, სულები მაინც ტკბილად იხსენებენ დედამიწაზე განცდილ ბედნიერებას. ჩვენს მყარ ენერგიებში, მყარ სხეულში ცხოვრება და ტკბობა შეუდარებელი განცდაა სულისთვის. გარკვეულწილად აზარტი. თუკი სულიერ სამყაროში მას მკვრივი მატერია არ ესაჭიროება და თავისუფალია, დედამიწაზე არსებული პირობები მას იზიდავს განსაკუთრებული გარემოს მხრივ. ერთი მხრივ, შემოქმედება ასეთ მატერიაში ძნელია, მაგრამ მეორე მხრივ, ძალზედ მიმზიდველი. თუმცა ხშირად ხდება, რომ სული მყარ მატერიებში თავდავიწყებას ეძლევა, ეჯაჭვება მას, ავიწყდება მთავარი მიზნები და აქედან იწყება მისი ტანჯვა დედამიწაზე.

ამგვარად, სულმა, რომელიც მზად არის ინკარნაციისთვის, უნდა მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება და უპასუხოს სამ ძირითად შეკითხვას:

1. მზად ვარ თუ არა ახალი ფიზიკური ცხოვრებისთვის?
2. რა გაკვეთილები უნდა გავიარო იმისთვის, რათა წინ წავიწიო ჩემი სწავლისა და განვითარების მხრივ?
3. ვინ უნდა გავხდე და სად უნდა ვიცხოვრო იმისთვის, რომ მქონდეს ჩემ მიერ დასახული მიზნების განხორციელების საშუალება?

და როცა გადაწყვეტილება მიღებულია, იწყება მომზადების პროცესი, რომლის საწყისი ეტაპი მიმდინარეობს ცხოვრების არჩევის განსაკუთრებულ ადგილას. აქ შეგვიძლია მომავლის ცალკეული მონაკვეთებიც კი ვნახოთ და გადავწყვიტოთ ჩვენი არჩევანი შეესაბამება თუ არა გარემო-პირობებს. რეგრესიული ჰიპნოზის სეანსის დროს (ამ მდგომარეობაში იხსენებენ წინა ცხოვრებებს და პერიოდს დაბადებებს შორის) ადამიანები ერთნაირად აღწერენ ამ ადგილს. ის ჰგავს კინოთეატრს, ოღონდ არა ისეთს, როგორც ტრადიციულად წარმოგვიდგენია. ის წააგავს დიდ, გამჭვირვალე ბუშტს, რომელიც გავსებულია კონცენტრირებული ენერგიით. სული შეიწოვება შიგნით, სადაც უჩნდება შეგრძნება, რომ მასზე ზრუნავენ და რომ ამავე დროს რაღაც საინტერესო ელის... ეკრანები განლაგებულია წრეზე და ციმციმებენ. სული ხედავს თავისი ცხოვრების ძირითად მომენტებს, თითოეულ სცენარში არსებულ გარდამტეხ ეპიზოდებს. მცირე ხნით შეიძლება ცხოვრების სცენაში შესვლაც კი. ამ დროს შესაძლებელი ხდება სულმა იგრძნოს თუ როგორი ცხოვრება ექნება იმ სცენაში, შეიგრძნოს ეს, ან უბრალოდ თვალი მიადევნოს. შესაძლებელია სცენის მართვა: გაჩერება და ისევ გაშვება.
თუმცა ყველაფერის დანახვა შეუძლებელია. ცხოვრების ძირითადი ნაწილები სულისგან დამალულია. ეს იმისთვის კეთდება, რომ მან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული არ არის. არსებობს ჩვენი ცხოვრების არაერთი ალტერნატივა, ხოლო თუ რომელ გზას დავადგებით, განსაზღვრავს ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, უფრო ნათელი ხდება გამოთქმა იმის შესახებ, რომ ჩვენ თავად ვქმნით საკუთარ ბედს. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ბედნიერება და ტანჯვა არ არის განპირობებული ცხოვრების არჩევისას ღმერთის, აბსოლუტის, ჩვენი მფარველი ანგელოზებისა თუ გიდების მხრიდან კეთილგანწყობით ან ღალატით. ვერავის დავადანაშაულებთ ამა თუ იმ რთული სიტუაციის გამო. ის ან ჩვენს მიერ არის შექმნილი ამ ცხოვრებაში, ან როგორც გამოცდა, ნებაყოფლობით დავთანხმდით მის გავლას. ამიტომ უნდა მივიღოთ ნებისმიერი სიტუაცია და ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი, სულიერი ზრდისა და განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.

მირიან ბეგიაშვილი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

8 ოქტომბერს მთვარის დაბნელებაა მოსალოდნელი – ასტროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

"კომუნიკატორი"-ს სიუჟეტი ასტრლოგიის ისტორიაზე

Guide to cats and kittens