ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ედემში დასაბრუნებლად: ადამიანი, დედამიწა და კოსმოსი (II ნაწილი)

ედემში დასაბრუნებლად: ადამიანი, დედამიწა და კოსმოსი (II ნაწილი)

ედემში დასაბრუნებლად: ადამიანი, დედამიწა და კოსმოსი (II ნაწილი) ასტროლოგია წარმოადგენს ღვთაებრივი და კოსმიური ცოდნის იდუმალ საიდუმლოს. ყველა ცოცხალ არსებებს ადამიანის ჩათვლით საკუთარი ვალდებულების წინაშე გააჩნიათ კოსმიური და ღვთაებრივი ვალდებულებების რეალიზაცია. უპირველეს ყოვლისა ჯერ ადამიანის ევალება თავისი ქცევებით და აზრებით შეიტანოს დედამიწის სამყაროში სიცოცხლის ჰარმონია.
უძველესი ანტიკური ქვეყნების სულიერი სიბრძნიდან ცნობილი იყო მატერიალური წარმოშობის პირველ-საწყისის ქაოსთან კავშირი. პირველ-საწყისის ქაოსში ღმერთმა შექმნა კოსმიური კანონზომიერების პროცესები. ქაოსი იდუმალი ბუნებით წარმოადგენდა სიცოცხლის დამანგრეველ საშუალებას, მან თავისი მემკვიდრეული სიცოცხლის დამანგრეველი სიკვდილის ბუნება შეიტანა კოსმიურ მატერიალურ სხეულში, მაგრამ თვითონ კოსმიური მატერიალური სუბსტანცია წარმოადგენდა ქაოსის შემდეგ დაბალი სულიერი განვითარების პროგრამას.
თუ დაუბრუნდებით ადამიანს, ადამიანის ფიზიკური სხეულში მოცემულია სულის ტაძარი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ადამიანის ფიზიკურ სხეულში მიწიერი ცხოვრების გაბინძურებული ბუნების შეტანა. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყოფიერი ცხოვრების სიბინძურეს შეუძლია უმაღლესი სული წაბილწოს, უფრო მართებულია ფიზიკურ სხეულში დაარღვიოს უმაღლესი ღვთაებრივი მონაწილეობის პროგრამა. ანუ ღვთაებრივმა პროგრამამ ვერ ამოხსნას თავისი მაღალი საფუძველი მიწიერი ცხვოვრების დაბალ საფეხურთან ურთიერთობაში. სწორედ ამიტომ გაჩნდა კოსმიურ ცივილიზაციებში მიკრო სამყაროს მცირე მოდელის სხეულები ცოცხალი არსების სახით: მიკრო-მინერალური, მცენარული,ცხოველური და ადამიანური სამყაროები. ისინი პარალელურად ერთი მეორის გვერდით ვითარდებიან თავისი კანონზომიერი მაშტაბურობით. ამ ოთხ სიცოცხლის სტადიაში უზენაესმა შემომქმედმა უმაღლესი და განსაკუთრებული ფუნქცია მიანიჭა ადამიანის სიცოცხლის განვითარების შესაძლებლობებს. სადაც ადამიანის ფიზიკური სხეული გაცილებით დახვეწილი უნდა ყოფილიყო მის წინამორბედ ოთხ სამყაროსთან შეფარდებაში
ედემში დასაბრუნებლად: ადამიანი, დედამიწა და კოსმოსი (II ნაწილი). სიცოცხლე დედამიწაზე წარმოქმნილი არის ზებუნებრივი მაღალი სამყაროებიდან დედამიწაზე დაშვებით, სადაც ყველაზე განვითარებული სიცოცხლის საფეხური უნდა მომხდარიყო ადამიანის ფიზიკურ სხეულში, იმ გაგებით სადაც ფიზიკური სხეული ყველაზე სრულყოფილი და დახვეწილი უნდა ყოფილიყო. მაღალი სამყაროებიდან საჭიროებას მოითხოვდა ყველაზე განვითარებულ ფიზიკურ სხეულში წარმოქმნილიყო სიცოცხლის სრულყოფილი საფუძველი.
თავისი ბუნებით ფიზიკური სხეული შეიცავს დაბალ პროგრამას, ხოლო წმინდა სულიერი არსი მაღალ პროგრამას. მიუხედავად მათი მკვეთრი დაპირისპირების განსხვავებულობისა უზენაეს ძალას უნდა მოეხდინა მათი ერთმანეთთან შერწყმის სინთეზი და ამ შეერთების საფუძველი წარმოადგენდა სიცოცხლის განვითარების მაღალ საფეხურს, რომელიც ბოძებული აქვს ზენა არიდან ადამიანს.
სიცოცხლე წარმოადგენს თავის მხრივ რხევებს, ორ სამყაროს შორის დაპირისპირებულ მდგომარეობაში ყოფნისას, რომელშიაც სულმა მატერიალურ სხეულს უნდა გადასცეს თავისი ინფორმაცია, ხოლო მატერიალურმა სხეულმა უდნა შეიძინოს უყოყმანოდ სულის უმაღლესი სუბსტანციური ენერგია, რომ დაიყვანოს თავისი საკუთარი სახეობა სრულყოფილ დონემდე. ამ პროცესს ასტროსოფიულად უწოდებენ სამშვინველის წარმოქმნის საფუძველს. თვითონ სამშვინველი არის მესამე დამაკავშირებელი ძალა სულსა და მატერიალურ სხეულს შორის. ამგვარად ადამიანის სიცოცხლის საფუძველში ეს სამი კომპონენტი ერთმანეთთან უნდა იყოს ჰარმონიულად შერწყმული. ეს შერწყმა წარმოადგენს ორი ურთიერთ დაპირისპირებულ სამყაროთა ერთიოანობას, რომლის შედეგი გადაწყვეტილია მესამეში.სწორედ ეს სამშვინველი წარმოადგენს ადამიანის ბედისწერის საფუძველს და მისი განვითარების შესაძლებლობები სხვადასხვა ადანიანებში სხვადასხვანაირ განვითარების დონეს იძლევა, ზოგში მაღალს და ზოგში დაბალს. მაგრამ თვითონ სამშვინველის განვითარება დაკავშირებულია სულიერი ინფორმაციის გაცვლის სწრაფ დონესთან მატერიალურ სხეულში. რაც უფრო სწრაფი ინფორმაციული გადასვლა გააჩნია სულს თავისი ინფორმაციით ფიზიკურ სხეულში, მით უფრო ძლიერია სამშვინველი, ანუ იგივე სასიცოცხლო ენერგია. სწორედ სიცოცხლის ამ მაღალ პროცესებს უწოდებენ ფილოსოფიური ქვის ალქიმიურ სიმბოლოს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სამშვინველის აზროვნების და განვითარების შესაძლებლობას, ადამიანის ცხოვრებისეულ ბედისწერასთან დაკავშირებით.
ასე,რომ სიცოცხლის ზებუნებრივი ძალებიდან ფიზიკურ სხეულში გადმოტანილი სულიერი ენერგია გარდაცვალების შესაძლებლობებს ჰქმნის იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ფიზიკური სხეული არის დაბინძურებული და დაბალი სულიერი ენერგიის ვერ გამტარობით, რომელსაც ეგოიზმს უწოდებენ. მავნე მატერიალური დაბალი სხეულის პროგრამა არ აძლევს სამშვინველს სასიცოცხლო ენერგიას, რომ სწრაფად შეიტანოს ფიზიკურ სხეულში მაღალი ზებუნებრივი ინფორმაციები. რის შესაძლებლობის ნიადაგზე ადამიანის სულიერი განვითარების ენერგია დაბალ დონეზეა დაცემული, ეგოისტური ცრუ მეობის შემწეობით. დაბალ ცრუ ეგოისტურ მეობაში დევს მიწიერი ცხოვრების მანკიერი სიყვარული: შიში, თვითმკვლელობა, მრისხანება, მატერიალური ცხოვრების გადაჭარბებული სურვილი, შურიანობა, ზიზღი, უმეცრება და შინაგანი ნებისყოფის განუვითარებლობა, რომელიც სპობს ადამიანს მორალურად, დაცემული ზნეობის ქცევებით.
ფიზიკური სხეულის გარეგნული ფორმა იწყებს სწრაფ ნგრევას, რადგანაც სულის განვითარების სასიცოცხლო ენერგიები ფიზიკურ სხეულში სწრაფად კლებულობს, ანუ სულის ინფორმაცია არ შედის ფიზიკურ სხეულში აქტუალურად, ის გადაკეტილია და ადამიანი ხდება დამიწებული ,რომლის არსებობასაც არანაირი სულიერი შინაარსი არ გააჩნია. ადამიანი თავის ცხოვრებაში ჰქმნის ძალაუფლების დისჰარმონიულ პროცესებს. მეორენაირად ეს, რომ ვსთქვათ, რაც უფრო მაღალია სულიერი გავითარების დონე, მით უფრო ელასტიურია ფიზიკური განვითარება.
ადამიანში სულიერ განუვითარებლობას მოაქვს ცივილიზაციის მაღალი დონე, ეს ჩვენს სამყაროში ითვლება პოზიტიურ მოვლენად. ხოლო თვით ცივილიზაციის განვითარება იკვებება კულტურის შექმნის წყალობით, თუმცა ცივილიზაცია კულტურის მიმართ მტრულად არის განწყობილი. იგი წააგავს ორგანიზმში პარაზიტს, რომელიც ორგანიზმის ენერგიით იკვებება და როდესაც ენერგია ნულოვან დონეზე დაეცემა პარაზიტი კვდება, ასევეა ცივილიზაციაც, იგი კულტურის საფუძველზეა აღმოცენებული და მავნე გამონაზარდია ,რომელიც იკვებება ამავე საფუძველით, როდესაც კულტურა კვდება დიდ ან პატარა ქვეყნებში ეს ცივილიზაცია იღუპება. ამრიგად კულტურა გაიგივებული არის სულიერ განვითარების პროცესებთან ,ხოლო ცივილიზაცია მატერიალური ტექნოკრატიული სამყაროს განვითარების შესაძლებლობლებთან. აქ პირდაპირ არის ნაჩვენები, რომ სულის დაცემის პროცესები იწვევს სახელმწიფოების სოციალურ გარემოში ტექნოკრატიულ განვითარებას, ანუ ჩვეულებრივი მატერიალური მეცნიერების საფუძველს,როგორიცაა: ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია და სხვა მატერიალური მეცნიერების დარგები.თანამედროვე პერიოდში კომპიუტერული განვითარება მიეკუთვნება მატერიალურ განვითარების მოხერხებულ ხელსაწყოს. ეს იწვევს მასიურად ადამიანების გაზარმაცებას მასთნ მიჯაჭულობაში. სულის განვითრების მაღალი დონე ადამიანის ორგანიზმში კლავს ყველა სახის ბაქტერიებს, ჩვენს თანამედროვე პერიოდში ვირუსებმა თავისი განვითარების აპოგეას მიაღწიეს.
ედემში დასაბრუნებლად: ადამიანი, დედამიწა და კოსმოსი (II ნაწილი)



















ადამიანებო, ჩვენ შევდივართ დედამიწის განვითარების ახალ მერწყულის ეპოქაში!

ეს ეპოქა წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების მაქსიმალურ დონეს, რაც თავის მხრივ ნიშნავს სულიერ განვითარებასთან დაბრუნებას. მერწყულის ეპოქა 2013 წლიდან თავისი ძალებით შემოაბიჯებს, იგი სთავაზობს ადამიანებს ნოვატორული სულიერი იდეების პროგრესიულ წინსვლას, სადაც მოხდება მხოლოდ ტალანტის მქონე ადამინების დაწიანურება. ანუ ფანატიკური და დოგმატიკური რწმენის შეზღუდული ჩარჩოები დაირღვევა, რომელიც გამეფებული იყო თევზების ორი ათას წლიან ეპოქაში (სარწმუნოების დაცემა კურიოზულ დონეზე, იეზუიტიზმის განვითარება, ჯვაროსნული ლაშქრობები, ინკვიზაცია, ცრუ რწმენები, რომელმაც მოსპო კაცობრიობის პროგრესიული განვითარების წინსვლა) .მერწყული თავისი მხრივ წარმოადგენს ქვეყნების აკადემიურ განვითარების დონეს, ჰუმანური და ინტელექტუალური პროგრესიული წინსვლით. ამ ეპოქაში არ უნდა იყოს სახელმწიფოებში ძალადობა, ომები, სიკვდილიანობა და სიბოროტის ყოველგვარი წარმოქმნის შესაძლებლობები, ეს არის ახალი სამყაროს შექმნის მისტერია,რომელსაც აუცილებელი პროგრესიული მომავალი ექნება.

ასტროლოგ-ასტროსოფოსი
ჯონდო ტუხაშვილი


19,07,2015 - GeoAstroскачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 3405
 

ASTRO TV LIVE