» » ვიბრაციული სიხშირეები და მუსიკალური წყობა – 432 და 440 ჰერცი
ეზოთერიკა / Slide / მეტაფიზიკა

ვიბრაციული სიხშირეები და მუსიკალური წყობა – 432 და 440 ჰერცი

ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი ვიბრირებს, სამყარო მუდმივად მოძრავი ენერგიაა. მატერიას და ფორმებს ვიბრაცია ქმნის.

„ჩვენი სამყარო ჩაძირულია ენერგიის თვალუწვდენელ ოკეანეში, ჩვენ უსასრულო სივრცეში დავფრინავთ წარმოუდგენელი სიჩქარით, გარშემო ყველაფერი ბრუნავს, ყველაფერი მოძრაობაშია, ყველაფერი ენერგიაა.“
ნიკოლა ტესლა


საინტერესოა თუ რა სიხშირეზე ვიბრირებს ჩვენთვის ხილული სამყარო და რა სიხშირეა ადამიანისთვის ყველაზე ბუნებრივი და ჰარმონიული.
იცოდნენ რა შუმერებმა, ეგვიპტელებმა და ძველმა ბერძნებმა სამყაროს საიდუმლო, მუსიკალურ ინსტრუმენტებს 432 ჰერც სიხშირეზე აწყობდნენ.
ცნობილია, რომ მოცარტი და ვერდი 432 ჰერციან წყობას ინარჩუნებდნენ, რაც სავარაუდოდ მათ მუსიკას დამატებით ხიბლს მატებდა.



ადამიანისთვის ყველაზე ჰარმონიული და მისაღები 432 ჰერცის სიხშირეა და არსებობს მუსიკოსების რიგი, რომლებიც დღევანდელ დღესაც კი ხსენებულ სიხშირეს იყენებს. ჯონ ლენონის, ენიას, უიტნი ჰიუსტონის და რამოდენიმე გამონაკლისი მუსიკოსის შემოქმედება, დღესაც კი 432 ჰერცზეა აწყობილი, რაც მათ მუსიკას ბევრად ჰარმონიულს და მშვიდს ხდის.



დელფინის მიერ გამოცემული ხმები, ტიბეტური მუსიკალური თასები, ასევე 432 ჰერც სიხშირეზეა. ცნობილია რომ ამ სიხშირეზე მიღებული ვიბრაცია ათანაბრებს თავის ტვინის ნახევარსფეროებს და ადამიანის სულიერ განვითარებას უწყობს ხელს.



საინტერესოა რა შეიცვალა და როდის გადავიდა კამერტონის A ბგერა 440 ჰერცზე?

1939 წელს ლონდონში, მუსიკალური წყობისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა და კამერტონის სიხშირის ნორმა – 440 ჰერცი დადგინდა, რაც დღემდე ადამიანის ბუნების წინააღმდეგ გამოიყენება.

რუდოლფ შტაინერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოცემული სიხშირე მხოლოდ ხელს შეუშლიდა ადამიანის განვითარებას და გამოიწვევდა დისჰარმონიას. 1939 წლის შემდეგ მრავალმა მუსიკოსმა, მათ შორის ლუჩანო პავაროტიმ, პლასიდო დომინგომ, მონსერატ კაბალიემ, რიჰარდ შტრაუსმა, ბირგიტ ნილსომნა, ჯოან საზერლენდმა, გამოთქვეს 432 ჰერცის სიხშირის უკან დაბრუნების სურვილი, მაგრამ უშედეგოდ.

შვეიცარელმა მეცნიერმა ჰანს კუსტომ შექმნა „ჰარმონიული კამერტონი“, რომელიც ასტრონომიულ მოვლენებს დაუკავშირა და ეწ. „სამყაროს კამერტონი“ მიიღო. ოქტავირების პრინციპით კუსტომ პლანეტების ორბიტების ბგერებში გადმოცემა მოახერხა და მათი ყურისთვის აღქმად ნოტებად ტრანსპონირება შეძლო.

დედამიწას მიესადაგა ნოტი დო#, რომელიც პლანეტის მზის გარშემო წლიურ მოძრაობას ასახავს. სხვანაირად ამ ნოტს „მარადიული ვიბრაცია“, ომ ეწოდება. 136 ჰერცზე ვიბრირებადი დო#, ინდური ბუნებრივი კამერტონის ბგერას შეესადაგება, გამომდინარე აქედან ინდური სიტარაც სწორედ მოცემულ წყობას იმეორებს და წმინდა ბგერა ომ-ის ინტონირებაც 136 ჰერცზე ხდება.



თუ მთავრ ნოტ დო#-ს ბუნებრივი მიმდევრობით მივყვებით, ბგერა A (ლა)-სთან მივალთ, რომელიც 432 ჰერცზე ვიბრირებს.

მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ მოცემული სიხშირე სიმშვიდეს, ჰარმონიას და გაწონასწორებულ მდგომარეობას იწვევს, რის სრულიად საპირისპიროდაც მოქმედებს დღეისთვის მიღებული 440 ჰერცი – იწვევს დაძაბულობას, სტრესს და დისჰარმონიას.

ვიბრაციული სიხშირეები და მუსიკალური წყობა – 432 და 440 ჰერცისაინტერესოა მიზეზი, თუ რატომ შეიცვალა ბუნებრივი სიხშირე შედარებით მაღალი სიხშირით, რომელიც ადამიანის სხეულზე და სულიერ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს?
ადვილი შესამჩნევია, რომ აღმოსავლური მედიტაციური ხასიათის მუსიკა, სხვადასხვა სახის ბგერები, რომლებიც გონგის, თუ თასების მეშვეობით გამოიცემა, 432 ჰერცზე ვიბრირებს და დღემდე გამოიყენება მუსიკალურ თერაპიაში, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად მიღებულია 440 ჰერცის სტანდარტი, რომელიც ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია.

შესაძლოა ამ ყველაფრის უკან დგას მიზეზი, რომლის შესახებაც ფართო მასებმა არაფერი იციან და საქმე გამიზნულად შექმნილ დისჰარმონიასთან გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა სახის უკუჩვენება ახასიათებს. ფაქტია, რუდოლფ შტაინერის ვარაუდი გამართლდა- 440 ჰერცზე შესრულებული მუსიკა სწორხაზოვანი, შედარებით უხეში და დამძაბველი აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით 432 ჰერცზე შესრულებულ სასიამოვნო, რბილ და დამამშვიდებელი ხასიათის მუსიკაზე.

„თუ გნებავთ სამყაროს ენა გესმოდეთ, იაზროვნეთ კატეგორიებით ენერგია, სიხშირე, ვიბრაცია“.
ნიკოლა ტესლა


ვიბრაციული სიხშირეებით წყალზე ზემოქმედება:

ვიბრაციული სიხშირეები და მუსიკალური წყობა – 432 და 440 ჰერცი



რეზონანსული ექსპერიმენტი. ვიბრაციული ზემოქმედებით წარმოქმნილი სხვადასხვა სახის ორნამენტები:





скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens