» » სამართლიანი კოლექტიური ნება
ეზოთერიკა / Slide

სამართლიანი კოლექტიური ნება

სამართლიანი კოლექტიური ნებამოგეხსენებათ, არაერთგან წერებულა და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველი მოქმედების აღმძრავი და შედეგის მომცემი გახლავთ ნ ე ბ ა . . . დიახ, ესაა ნება, რითიც მოაზრებულ იდეას გულწრფელი და კონცენტრირებული ემოცია ასაზრდოებს ძლიერი სურვილის სახით და შედეგად, ერთი ინდივიდუალური ადამიანის სახით ვღებულობთ გულ-გონიერ პიროვნებას, რომელიც ჩაიფიქრებს, განეწყობა და, რომც ფიზიკურად არ იმოქმედოს, სივრცეში მისი ეს იდეა პროგრამირების სახით, როგორც საბანაო ღრუბელი წყალში, ისე იჟღინთება და მაგიური პროგრამის სახით მუშაობს, რაც ამ ჩანაფიქრის აღსრულებას მოასწავებს მყარ მატერიალურ სივრცეში!
ყოველი იდეის რეალიზაციას, ასე ვთქვათ, თავისი „დაფარვის ზონა“, მოქმედების არეალი გააჩნია და ამ დაფარვის ზონის რადიუსიც (მასშტაბიც) ინდივიდუალურია ნებისა და სურვილის (ნება-სურვილის) სიმძლავრიდან გამომდინარე.
როგორც ცნობილი ქართველი ოკულტისტი და მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი თავის ერთ-ერთ წერილში - „პრაქტიკული ოკულტიზმის 9 წესი“ მე-8 წესად ბრძანებს: „ყველაზე საშიში და სახიფათო - სამართლიანი მძვინვარებაა.“ და, თუ მაგალითად, სიცრუის, თაღლითობისა და უსამართლობის მსხვერპლი ერთი გაცნობიერებული ადამიანი სამართლიანად მძვინვარებს ამ უსამართლობაზე, ფაქტიურად, უსამართლობა ქრება მის სივრცეში უსამართლობის ჩამდენთა საკმაოდ მკაცრად დასჯის ფონზე... ეს სასჯელი არ ნიშნავს უშუალოდ შურისძიების მიზნით მსხვერპლის მიერ გადადგმულ შეგნებულ ან აფექტურ ნაბიჯებს, ეს სასჯელი ნიშნავს სამყაროში გაგზავნილი სამართლის აღდგენის მოთხოვნის აღსრულებას განგებისგან...
ეს მოკლედ ახსნილი სქემა, მეგობრებო, რომელიც ნება-სურვილის მაგიურ თვისებას ეხება. ახლა კი, ცოტათი მასშტაბურად ვიაზროვნოთ და, ყურადღება მივაქციოთ, ჯერ ერთი, ადამიანის მიერ ასეთი ძლიერი სამართლიანი ნებისა და სურვილის აღსრულების კანონზომიერებას, შემდეგ კი ასეთ ადამიანთა გაზრდილი რაოდენობა წარმოვიდგინოთ, რომელთა სამართლიანი ძლიერი ნებაც და სურვილიც სამყაროში იგზავნება და შინაარსს კი საერთო სახალხო კეთილდღეობა წარმოადგენს, საერთო სახალხო სამართლის აღდგენა წარმოადგენს...
აი, მივედით ამ სტატიის ძირითად შინაარსთანაც...
დიახ, მეგობრებო, ჩვენი სივრცე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენივე შექმნილია და ჩვენივე ნების პასიურობისა თუ არასწორად გამოყენების გამო გვიჩნდება პროტესტი სხვებზე, გარესამყაროზე... არადა, ეს მიზეზები ჩვენშია, რომელიც ჩვენი ნების პასიურობიდან, ან ჩვენივე ნებით არასწორად დაპროგრამებული ჩვენი ინდივიდუალური და საერთო სივრცის მდგომარეობიდან გამომდინარეობს... ჩვენგან იქმნება ყევლაფერი ჩვენს ირგვლივ და ისევ ჩვენი აღმოსაფხვრელია ჩვენივე დაშვებული შეცდომები, ლაფსუსები და ჩვენივე შექმნილი მდგომარეობები...

სამართლიანი კოლექტიური ნება














მოკლედ, ასე და ამგვარად, აქ საუბარია სამართლიან კოლექტიურ ნებაზე, რომელი კოლექტიური ნებაც, აუცილებლად შემძლეა, გადაჭრას ჩვენს მატერიალურ სამშობლოში არსებული ყველა პრობლემა და მოაგვაროს ყველა საკითხი, რაც კი რამ დღესდღეობით ჩვენს ეთნოსს, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს სოციუმს აწუხებს და აწუხებს იმიტომაც, რომ ეს წუხილი ჩვენიდანვე გამომდინარეობს... ჩვენ გვაქვს სიცოცხლის და არსებობის უფლება, როგორც ეთნოსს და, გვაქვს უფლება, ჩვენი ბედ-იღბალი ჩვენ თავად წარვმართოთ!..
მოწოდება ცოტა ზედმეტი იქნებოდა, თუმცა, მოკრძალებული რჩევის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავაკვირდეთ ჩვენსავე ნებას და სურვილებს, შემოიფარგლება თუ არა მხოლოდ ჩვენი ეგოცენტრიზმით? დავაკვირდეთ და გავაცნობიეროთ, ვიქნებით თუ არა უზრუნველნი და ბედნიერნი მხოლოდ ჩვენ, თუ ჩვენს გარშემო უმრავლესობა უბედური და სასოწარკვეთილია? დავაკვირდეთ და გავაცნობიეროთ - გვაქვს თუ არა უფლება, სხვის მაგივრად ჩვენ გადავწყვიტოთ, თუ იმ სხვისი ნება პასიურია? იქნებ ჯობია, უბრალოდ, ერთმანეთს მოვუთხროთ ამ კანონზომიერებათა შესახებ და გავერკვეთ - რეალურად რანი ვართ, რისი შემძლენი და ვისი პასუხისმგებლობაა ჩვენს ირგვლივ ყოველივე? გაქცევა ყველაზე ადვილია, მაგრამ გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ნათქვამია და, თუ გაჭირვება ახლა და აქვე ჩვენ არ შევცვალეთ ჩვენივე და სხვათა ბედნიერებით, ის ქვა ყველგან დამწევია...
ამისათვის კი, ელემენტარული რამაა აუცილებელი - შეთანხმებული კოლექტიური ნება-სურვილი ამისა... თითოეული ჩვენგანის ერთნაირი, კოლექტიური ნება-სურვილი კონკრეტულ საკითხებზე... სწორედ ეს გახლავთ, მეგობრებო, ეროვნული თანხმობა... სწორედ ეს გახლავთ რეალური გამოსავალი იმ ჩიხიდან, რა ჩიხშიც 26 წელია, ჩვენი მატერიალური სამშობლო, ჩვენი მატერიალური გარემო ნელ-ნელა შედის და ისევ აგრძელებს თვითლიკვიდაციამდე სვლას... ამიტომ, ჯობია, დროულად გავაცნობიეროთ ყოველივე!.. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ბრძენ ხალხს უთქვამს...
გმადლობთ ყურადღებისთვის.

ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა. 25 – 26 აპრილს 2013 წელს

Guide to cats and kittens