ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ფიზიოგნომიკა (ნაწილი II)

ფიზიოგნომიკა (ნაწილი II)

ფიზიოგნომიკა (ნაწილი II)თმის ფიზიოგნომიკა
თეთრი თმა - სუსტ და მშიშარა, მაგრამ კეთილ ნატურაზე მიუთითებს.
წითური თმა - ნიშნავს, რომ ადამიანი ბრაზიანი და ფლიდია.
ქერა თმა - დამახასიათებელია ღრმადმოაზროვნე, სამართლიანი, ერთგული და, ამასთანავე, ჯანმრთელი ადამიანებისთვის.
შავი იშვიათი თმა - მიუთითებს მელანქოლიკებზე.
შავი ხუჭუჭა თმა - დამახასიათებელია მიმწოლი, ვნებებში ადვილად გამხვევი, სიბრაზისკენ მიდრეკილი ადამიანებისათვის.
თუ თმა ხისტია - ნიშნავს კარგ აღზრდას, ენაწყლიანობას და ფეთქებად ხასიათს.
თუ თმა თხელია - მიანიშნებს ქედმაღლობას, სიჯიუტეს, ზომიერების არ ქონას.
დაკულულებული (ხუჭუჭა) თმა - ადასტურებს ადამიანის მშიშარა ხასიათს მატყუარობის სინთეზთან ერთად.
ხშირი და ხისტი თმა - მიუთითებს მელანქოლიისა და ეპილეფსიისკენ მიდრეკილ, ველურ და ჯიუტ ადამიანზე.
როცა თავზე თმა ყალყზე დგას როგორც ჯაგარი, ხოლო სხეული სულმთლად თმიანია - ეს პირდაპირი მახასითებელია ფიცხი, თავხედი და ჯიუტი ადამიანისა.
რბილი თმაც რაღაც დოზით მშირარა ადამიანზე მიუთითებს.

სახის ფიზიოგნომიკა - წარბები
წარბი ითვლება იდეალურად, თუ იგი ფართე და გრძელია. წარბის პროპორციულობა (ფორმა, ფერი, სიხშირე) დაბალანსირებული ემოციების, გონების და ხასიათის ნიშანია.
ქალბატონების შემთხვევაში, აჯაგრული წარბები საწინააღნდეგოს ამტკიცებს. ფიზიოგნომისტების აზრით, წარბები ირეკლავენ უახლოვეს გარემოცვასთან დამოკიდებულებას. წარბების სასიამოვნო ფორმა იძლევა იმის სიგნალს, რომ მისი მფლობელი გარშემომყოფებთან კარგ დამოკიდებულებაშია.
როცა ხშირი წარბების დაბოლოებები ყალყზე დგას, ამბობენ, რომ ეს ხელგაშლილობისა და ვაჟკაცობის ნიშანია. ასეთ ადამიანს წარმატებისათვის დაბადებულად თვლიან. წარბების დახრილი ბოლოები მიუთითებს სიმორცხვეზე. ხოლო როცა ასეთი ტიპის წარბების სტრუქტურა და ფერი უსუცოცხლო გვეჩვენება, ითვლება, რომ ეს შინაგანი ენერგიის გამოფიტვითაა გამოწვეული.
თუ მამაკაცს აქვს სწორი და გრძელი წარბები, და თუ ისინი სასიამოვნი ფერის სახეზე იკვეთებიან, მაშინ ეს ადამიანი შეიძლება ინტელექტუალურად ჩავთვალოთ. ქალბატონი, ასეთი წარბებით ითვლება პრანჭიად და მისგან ყველანაირი გამოსვლებია მოსალოდნელი. მოკლე წარბები ადასტურებს მფლობელის არასერიოზულ ნატურაზე. თუ წარბები ხშირი და აჯაგრულია, ამ შემთხვევაში, მათი მფლობელი „ჯოჯოხეთური ბუნების“ ადამიანია: ჭირვეული, ჯიუტი და უკომპრომისო.
ხშირი, მძიმე, შეერთებული წარბები მიუთითებს დომინირებისკენ სწრაფვის დაუოკებელ სურვილზე. ქალბქტონს ასეთი წარბებით, აქვს ძლიერი ხასიათი და ის ნაკლებად გამოდგება ტრადიციული დიასახლისის როლზე. მაღლა განთავსებული წარბები მიზანსწრაფულობის ნიშანია, დაბლა განთავსებული კი პირიქით.

სახის ფიზიოგნომიკა - თვალები
ოდითგანვე თვალები „სულის სარკედ“ ითვლებოდა. თვალებში ყოველთვის ჩანს ადამიანთა მდგომარეობა და განცდები. ითვლება, რომ ადამიანი ლამაზი, მიმზიდველი თვალებით ჯამრთელობის, ნების, გონებისა და ტემპერამენტის მფლობელია. ასეთი თვალები სინათლესა და სითბოს ასხივებენ, კარგად არიან წამწამებით დაცულნი და აქვთ გამომსახველი გუგა. ამ წესიდან გადახვევა, ადამიანის ხასიათში და ინტელექტში ხარვეზის მაჩვენებელია.
დიდი თვალები ჩვეულებრივ მგძნობიარე, ხშირად მამაკაცურობისა და ლიდერობისკენ მსწრაფველი ბუნების მაჩვენებელია. პატარა თვალები კი ეკუთვნით საკუთარ თავში ჩაკეტილ, თვითკმაყოფილ და ჯიუტ ადამიანებს. ხშირად ასეთი ადამიანები გამოირჩევიან საოცარი თანმიმდევრულობით. ფართე თვალის გუგა ხასიათის სირბილისა და სიმშვიდის ნიშანია, ვიწრო კი - შინაგანი პროცესების დისბალანსზე მიუთითებს, რაც არასასიკეთოდ აისახება გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე. თვალის გუგის ფერი მიუთითებს ცხოვრებისეული ძალების ქონა-არქონაზე: შავი, ყავისფერი და მწვანეგუგა ასახვს ენერგიულობას, ცისფერი- მრძნობიარობას, ხოლო ღია ყავისფერი - სიმორცხვეს.
თვალების მდებარეობა სხვადასხვაგვარია. თუ ორივე თვალიერთ ჰორიზონტალურ ხაზზეა განლაგებული, ეს სასიკეთო ნიშანია. ქვემოთ წაკვეთილი თვალები: მამაკაცებში გამბედაობას ნიშნავს, ქალბატონებში გაუფრთხილებლობას. თუ ზედა ქუთუთო ოდნავ დახრილია, ეს სიმწიფის ნიშანია: მამაკაცებში ძლიერად დახრილი ზედა ქუთუთო მიუთითებს ენერგიის დაშრეტას. დახრილი ქუთუთოს უსიამოვნო ფერი კი ფიზიოლოგიურ გადახრებს ადასტურებს.
შესიებული ქუთუთო მშფოთვარე ცხოვრების ნიშანია, ზედმეტად დაკიდებული ქვედა ქუთუთო კი მუდმივ მიჯაჭვულობებზე მიანიშნებს. შესიებული ქუთუთოები (ზედა და ქვედა) ცხოვრებისგან დაღლას ნიშნავს და თუ თვალების შიდა კუთხეები ჩაძირულია ნაოჭების ბადეში, ეს ადამიანის მიხვედრილობას უსვამს ხაზს.
აღმოსავლეთში, გამოყოფენ თვალის 40 ტიპს. ყველა მათგანი იდენტურია ცხოველთა თვალებისა და შეუძლიათ ადამიანის კარმული ინფორმაციის ტარება. თვითოეული ცხოველისათვის დამახასითებელი ქცევა, მიეწერება შესაბამისი ტიპის თვალების მფლობელ ადამიანებს.
დიდი, ცოცხლი, მანათობელი თვალები - ესაა დრაკონის თვალები. ასეთი თვალები აქვს მმართველს.
საოცარი ფორმის თვალებია სფინქსის თვალები, ზემოთ აპრეხილი კიდეებით. ის აქვთ დახვეწილი ბუნების ადამიანებს.
ლიდერები დაჯილდოვებილები არიან ლომის თვალებით - ესაა დიდი თვალები, უამრავი ნაოჭებით ქუთუთოებზე. სპილოს, როგორც წესი, აქვს წვრილი თვალები, ორმაგი, სამმაგი ქუთუთოებით. ასეთი თვალების მფლობელები , როგორც წესი, არიან მოქუფრული ხასიათის მაგრამ, ამვდროულად, მშვიდი ადამიანები. მრგვალი, მოყვითალო მანათობელი სხივით - ვეფხვის თვალებია; წვრილი, პატარა თვალები, შავ-ყვითელი ფერის გუგით - ცხვრისაა; თვალები სამკუთხა ჭრილით და ჩამოწეული ქუთუთოებით კიცხენის; თვალები ზედა, გატეხილი ქუთუთოთი და ბაცი გუგით - ტახისაა; თვალები უსაზღვროდ დიდი გუგებით კი მგლისა.
ადამიანთა ბედისა და ხასიათის შეფასებისას, თვალებს უჭირავს ცენტრალური ადგილი. ფიზიოგნომიკის ტრაქტატების კითხვის დაწყება, სწორედ თვალების თემატიკიდანაა რეკომენდებული.მაგრამ, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის ფაქტიც, რომ უფრო სწორი ინფორმაცია იკითხება 40 წელს გადაცილებული ადამიანის თვალებიდან, ანუ როცა ამისათვის საჭირო ყველა მახასიათებელი უკვე ჩამოყალიბებულია.
„მისი თვალები არ იტყუებიან, ისინი მართალს ამბობენ იმის შესახებ, რომ მათი პატრონი მატყუარაა“ და მართლაც - მზერა ამჟღავნებს ადამიანის ხასიათს, გრძნობებსა და ბუნებას. ტყუილად არ ამბობენ: „თვალები არ იტყუებიან“. მათი ფორმა და ფერი ზუსტად გამოხატავენ ადამიანის სულიერების ხარისხს. გირჩევთ თავდაპირველი ექსპერიმენტები ჩაატაროთ საკუთარ თავზე და, თუ ეს ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდება, შემდგომ შეაფასოთ სხვები პირდაპირ თვალებში ყურებით.

GeoAstro

დასაწყისი (ნაწილი III)скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 2903
 

ASTRO TV LIVE