» » მარტის ზოგადი ასტროპროგნოზი
ასტროპროგნოზი / ჟურნალი ასტრო-news

მარტის ზოგადი ასტროპროგნოზი

მარტის ზოგადი ასტროპროგნოზი
2014 წლის მარტი იქნება არასტაბილური, სხვადასხვა მოულოდნელობით აღსავსე თვე. მარტში იუპიტერის და ურანის დაძაბული ასპექტის ზეგავლენით მოსალოდნელია ფინანსური არასტაბილურობა და სირთულეები ურთიერთობებში. მოერიდეთ ნებისმიერ ფინანსურ ავანტიურას და არ გამოეკიდოთ ჭარბ მოგებას, რადგან დაუფიქრებელმა და წინდაუხედავად ფულის განკარგვამ შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ამ თვეში დიდი მოგების მოლოდინი არ გქონდეთ. ყველაზე სწორი, რაც შეიძლება მარტში გაკეთდეს, არის თქვენი სტატუს–კვოს გამყარების მცდელობა. ახალმა კარიერულმა მიღწევებმა შეიძლება სამუშაოს მოცულობის ზრდა და ახალი ვალდებულებების გაჩენა გამოიწვიოს, სწორედ ამიტომ უმეტესობას მოუწევს მაღალ თანამდებობასა და თავისუფალ დროს შორის არჩევანის გაკეთება. სასიყვარულო სფეროში შეიძლება მოგაკლდეთ რომანტიკა. ახალი სასიყვარულო ურთიერთობების წამოწყებაში დაგეხმარებათ კომუნიკაბელურობა, ხოლო თქვენი საყვარელი ადამიანის შენარჩუნებას იმ შემთხვევაში შესძლებთ, თუკი ის თქვენთან თავს მხიარულად და საინტერესოდ იგრძნობს.
მარტის პირველ ნახევარში საზოგადოებაში პოპულარობით ისარგებლებს ორიგინალური და თავისებური ხალხი, ისინი, ვისაც ნოვატორული და არაშაბლონური აზროვნება შეუძლიათ. თვის ამ პერიოდში მერკურის მერწყულის ზოდიაქოში გავლის ზეგავლენის ქვეშ თუ შეიცვლით აზროვნებას ნეგატიურიდან პოზიტიურზე, შეძლებთ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ცხოვრება და ბევრს მიაღწიოთ. პროფესიონალურ და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატების მიღწევა მარტის დასაწყისში რეაქციის სიჩქარესა და თქვენს უნარზე იქნება დამოკიდებული, რომ თქვენს მხარეს საქმიანი პარტნიორები გადმოიბიროთ და საკუთარი მოსაზრების მართებულობის ოსტატურად დამტკიცება შეძლოთ. პირად ურთიერთობებში ეცადეთ იყოთ აქტიური, გამოიჩინოთ ინიციატივა, არ შეგეშინდეთ წამოიწყოთ თავისუფალი საუბარი საპირისპირო სქესთან, თუ თქვენ მას სასიამოვნო მოსაუბრედ მოეჩვენეთ, ამ შემთხვევაში მისი გულის დაპყრობის შანსი ერთი-ორად იზრდება. ამ პერიოდში სასიყვარულო და მეგობრული ურთიერთობების წამოწყებაში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პარტნიორების ინტელექტუალურ შეთავსებადობას.
2014 წლის მარტის მეორე ნახევარში ვენერას მერწყულის ზოდიაქოში ტრანზიტის ზეგავლენის ქვეშ, სასურველია სასიყვარულო ურთიერთობებში თავი აარიდოთ მოწყენილობას და ერთფეროვნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წარმატებული კონკურენტის არსებობის შესახებ შეიტყოთ. ეცადეთ, რომ საყვარელმა ადამიანმა თქვენს გვერდით არ მოიწყინოს და არ იგრძნოს ყურადღების ნაკლებობა. ეს იქნება მყარი სასიყვარულო ურთიერთობის გარანტი. მარტის შუა რიცხვებში არ არის გამორიცხული ხანმოკლე, მოულოდნელი და ვნებიანი რომანი, მაგრამ ურთიერთობებში იქნება გრძნობების და ემოციების სიღრმის ნაკლებობა, რაც ურთიერთობების ისეთივე სწრაფ დასრულებას განაპირობებს, როგორც დაწყებას. იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანთან მიაღწიოთ ჰარმონიას და ურთიერთგაგებას, არ შეგეშინდეთ მასთან არსებულ პრობლემებზე გახსნილად ისაუბროთ, მხოლოდ ასე მიაღწევთ ორმხრივ თანხმობას, გააუმჯობესებთ სასიყვარულო ურთიერთობის ხარისხს და თავიდან აიცილებთ გრძნობების გაციებას.
2014 მესამე ნახევარში მარსის სასწორის ზოდიაქოში ტრანზიტის ზეგავლენის ქვეშ, სასურველი არ არის თვითდამკვიდრების, კონკურენტებისა და მოწინააღმდეგეების დამარცხების მიზნით ჯიქურ სვლა. გაცილებით უკეთეს შედეგს მიაღწევთ, თუ გამოიჩენთ დიპლომატიასა და მზადყოფნას ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისათვის. მარტის ბოლო პერიოდში სასურველია გამოიყენოთ შემოქმედებითი მიდგომა პროფესიანალური პრობლემების გადასაჭრელად, რაც თქვენი საქმის უფრო ხარისხიანად და სწრაფად გაკეთების საშუალებას მოგცემთ, რის შედეგადაც უფრო მეტი თავისუფალი დრო გექნებათ თქვენი პირადი საქმეებისათვის.
მარტის ბოლო სასურველი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობის წამოწყებისა და წარმატებული პარტნიორულ თანამშრომლობისთვის. თუ თქვენ რაიმე პრობლემები გაქვთ ნათესავებთან, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან, მარტის ეს პერიოდი ხელსაყრელი დროა მიზეზის გარკვევისა და აღმოფხვრისათვის, თუკი სიტუაციის ობიექტურად და მიუკერძოებლად გაანალიზებას შეძლებთ და საკუთარ თავზე მცირე მუშაობის მზაობასაც გამოავლენთ.

თორნიკე ბიძინაშვილი
"ასტრო News"
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

მზის დაბნელება - ასტროლოგის რეკომენდაციები (2018 წლის თებერვალი)

ეზოთერია მე-8 გადაცემა 2 ნაწილად (სარეკლამო-საინფორმაციო ვერსია)

Guide to cats and kittens