» » ფარისეველთა სექტის დაარსება
რელიგია / Slide

ფარისეველთა სექტის დაარსება

ფარისეველთა სექტის დაარსება









მეცნიერ მიუკის შრომებმა დაამტკიცა, რომ ფარისეველთა სექტა სწორედ ბაბილონის ტყვეობაში ჩამოყალიბდა, როგორც ზოგიერთ ებრაელ სწავლულზე (ლევიტელზე) ქალდეველთა ფილოსოფიის ზეგავლების შედეგი. ამ ებრაელმა სწავლულებმა ქალდეველებისაგან გადაიღეს მათი სწავლების ძირითადი შეხედულებანი.
ქალდეველთა მსოფლმხედველობამ, რომელიც ადამიანისა და ეროვნულ სიამაყეს ეთაყვანებოდა, რაც ებრაელებს აღაფრთოვანენდა, გააძლიერა მათი ზეგავლენა ერთმანეთზე. ქალდეველთა აზროვნებამ ებრაელობაზე მძლავრი ზემოქმედება მოახდინა და, მოგვიანებით, ფარისეველთა სექტის წარმოშობას დაედო საფუძვლად, რომელმაც ტერმინს - „ისრაელს“ მისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობა დაუბრუნა: „ის, ვინც ღმერთს ებრძვის“.
სინედრიონის არსებობის პერიოდში მოქმედებდა ფარისეველთა საიდუმლო ორდენი: მცირერიცხოვანი, მაგრამ თავისი წევრებისაგან საიდუმლოს შენახვის უმკაცრესად მომთხოვნი ორდენის ადეპტები ორი ძირითადი მიზნის მისაღწევად, შეუჩერებლად მოღვაწეობდნენ:
1). პოლიტიკური და უმაღლესი რელიგიური თანამდებობების ხელში ჩასაგდებად (რომლის ზეგავლენა დიდი იყო სარწმუნოებრივად აღორძინებული ებრაელი ერისათვის), რაც მათ საშუალებას მისცემდა, ემართათ სინედრიონი;
2) თანდათანობით, შეპარვით მიედრიკათ ებრაელი ხალხის შეხედულება თავიანთი საიდუმლო სწავლებისაკენ.
გარკვეული დროის შემდეგ, მათ ორივე მიზანს მიაღწიეს: ხელში ჩაიგდეს სასამართლო დაწესებულებები, მაღალი რელიგიური თანამდებობების დასაკუთრებით და ხმების უმრავლესობით გაბატობდნენ სინედრიონზე და, ისეთი გავლენა მოიპოვეს, რომ მღვდლებიც კი აიძულეს, მათ მხარეს გადასულიყვნენ. იოსებ ფლავიუსი („ებრაული სიძველენი“ 18, 2) წერს, რომ ფარისეველებმა იმხელა ზეგავლენა მოიპოვეს ხალხზე, რომ რაც ღმერთის რწმენას ეხებოდა და მათ მიერ აღსრულებულ მღვდელმსახურებას, ბრმად მიჰყვებოდნენ მათ. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო, ქანაანური ერესის მიმდევარი ფარისეველი სოფერები მოსეს რჯულს და მთელ წმიდა წერილს თვითნებურად განმარტავდნენ კაბალიდან გადმოღებულ ალეგორიულ მეთოდის – ე. წ. „ზეპირი ტრადიციის“ მეშვეობით (რომელიც შემდგომში იქცა ყველა დროის ერესიარქების მაგალითად. წმ. წერილის წინააღმდეგ ბრძოლაში და, ეს მეთოდი, სადღეისოდ, წარმოადგენს მოდერნიზმის ძირითად იარაღს), ამ მეთოდით წმ. წერილი კარგავს ყოველგვარ პირდაპირ მნიშვნელობას და მასში ჩადებულ აზრს. ეს „ზეპირი თორა“ გამოცხადებული იყო ისეთივე ძალის მქონედ, როგორც დაწერილი თორა. გამოთქმა-ფორმულით „მოსეს ჰალახა სინაიდან“ ეს მწიგნობრები თავიანთი გამონათქვამების ავტორიტეტს ამტკიცებდნენ. ფარისეველებმა იმასაც მიაღწიეს, რომ უკვე ქრისტეს მოსვლის წინა პერიოდში ებრაელებს მიაღებინეს თავიანთი საიდულმო სწავლების მრავალი დებულება. ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობის წყალობით, თავიანთ საიდუმლო სწავლებაში, განდობილი ებრაელების ელიტას ისინი უყურებდნენ, როგორც მთელ კაცობრიობაზე მაღლა მდგომ არსებებს, ხოლო დანარჩენ ებრაელებს - როგორც უმეცრებს („არაებრაელებზე საუბარიც ზედმეტია“ - ზიგმუნდ გელცერი).

მოამზადა მამუკა ქარჩხაძემ
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებელი

Guide to cats and kittens