ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ვარდისფერი კვარცი

ვარდისფერი კვარცი


















ვარდისფერ კვარცს ადამიანების ცხოვრებაში ნაზი გრძნობები და სიყვარული შემოაქვს.
ამიტომაც ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვაა.
ვარდისფერი კვარცი ძალიან ადვილი ქვაა სატარებლად. პრაქტიკულად, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში კომუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა აქვს, შეუძლია ვარდისფერი კვარცი თილისმისა და სამკაულის სახით ატაროს.
ვარდისფერ კვარცს იყენებენ, როგორც საუკეთესო გამფილტრავს. მაგალითად, ის შეგიძლიათ მოათავსოთ წყლის გამანაწილებელში, ან ჭურჭელში საიდანაც წყალს სვამთ. ამგვარად, ის დაიმუხტება და გასუფთავდება არასასურველი მინარევებისაგან.
თუ ნაპოვნი გვყავთ მეორე ნახევარი, ეს მინერალი მასთან ურთიერთობას გაამყარებს. ხოლო, თუ სიყვარულს ჯერ კიდევ ეძებთ, ვარდისფერი კვარცი მის პოვნაში დაგეხმარებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ძველ სახლში ცხოვრობთ ან თქვენს საცხოვრებელში დიდი რაოდენობის ელექტროგაყვანილობა და ტექნიკაა, ვარდისფერი კვარცი დაგეხმარებათ, გაწმინდოთ აურა და ცხოვრებაში სიმშვიდე დაიბრუნოთ.

უმჯობესია, ვარდისფერი კვარცი გულსაკიდის სახით ატაროთ რადგანაც ის გულის ჩაკრის (ანაჰატა) ქვაა. ეს ქვა დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, გულთან დაკიდებული ვარდისფერი კვარცი ემოციურ სტაბილურობასა და ჰარმონიასაც განაპირობებს.
ვარდისფერი კვარცი ხშირად გამოიყენება კომპიუტერის გამოსხივების შესამცირებლად. შეგიძლიათ, ეს ქვა ლეპტოპთან ან პერსონალურ კომპიუტერთან დადოთ და დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ დასხივება თქვენამდე ვერ მოაღწევს.
ეს ქვა კარგია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის. ის ამშვიდებს და აწყნარებს მათ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ თქვენს შვილს ჯიბეში ვარდისფერი კვარცის ნატეხს ჩაუდებთ ან სამკაულის სახით გაუკეთებთ.
ვარდისფერი კვარცი














რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს:
ვარდისერი კვარცი ლიტოთერაპევტების მიერ გამოიყენება ნერვული დაავადებების დროს. ის ორგანიზმს გადაღლისგან იცავს. დადებითად მოქმედებს გულსისხლძართვთა სისტემაზე. აგრეთვე აძლიერებს კუჭქვეშა ჯირკვალისა და ზურგის ტვინის მოქმედებას, ეხმარება დიაბეტის დაძლევას. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ზოგადად, ვარდისფერი კვარცის სახლში ქონა ძალიან დადებითად მოქმედებს მაცხოვრებლების ურთიერთობასა და ჰარმონიაზე. ეს ქვა აგვავსებს სიყვარულითა და პოზიტივით.


Keli Create
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 5507
 

ASTRO TV LIVE