» » ტრანზიტული ლილითი მერწყულში და ტრანზიტები პირად ჰოროსკოპში
ასტროპროგნოზი / მერწყული / ლილითი- შავი მთვარე / Slide

ტრანზიტული ლილითი მერწყულში და ტრანზიტები პირად ჰოროსკოპში

ტრანზიტული ლილიტი 10.08.2018 ესტუმრა მერწყულის ზონას და დარჩება 03.05.2019-წლამდე.

მერწყუილი მომავლის ნიშანია და ლილიტი მერწყულის ტრანზიტი მოახდენს გავლენას ჩვენს მომავალზე. 
ლილიტი პირად ჰოროსკოპში გვიჩვენებს იმ წერტილს რაზეც ყველაზე მეტად მიჯაჭულნი და ემოციურად არასტაბილურნი ვართ.  სადაც ლილიტი დგას ჩვენს ნატალურ რუკაში, ის თემები ძალიან აქტიური ხდება ჩვენთვის.

  • მაგ: თუ ნატალური ლილიტი ხვდებ ჩვენს მე-5 სახლში, ადმაინისთვის თვითდამკვიდრების თემა მეტად აქტუალური ხდება, რასაც ადამიანი თავად შესაძლოა ვერც კი აცნობიერებს.
  • თუ ლილიტი ხვდება მე-7 სახლში, ადმაიანი ემოცირად მიჯაჭვული ხდება პარტნიორულ თემებზე .
  • თუ ნატალური ლილიტი ჩვენს რუკაში ხვდება მე-4 სახლში ადამიანი მიჯაჭული ხდება ოჯახის თემებზე, დედაზე , შვილებზე და ა.შ.
  • თუ ნატალური ლილიტი ხვდება მე-11 სახლში ადმიანისთვის მნიშვნელოვანი ხდება მომავლის თემები და თუ ადამიანმა დაკარგა მომავლის იმედი შესაძლოა ის ამ მდგომარეობამ ფსიქოლოგიურ შოკში ჩააგდოს.

რას უნდა ველოდოთ ტრანიზტული ლილიტი მერწყულისგან?

პირველ რიგში, სადაც არ უნდა მოხდეს ჩვენს რუკაში ტრანიზტული ლილიტი, მომავლის თემას გააქტიურებს, რადგან როგორც ვთქვი მერწყული ეს მომავლის ნიშანია. 
სადაც ლილითი ნატალში ხვდება  “ოდნავ აფუჭებს” ამ სახლის თემებს, შეაბამისად ტრანიზტული ლილიტიც აუცილებალდ რაღაცას გააფუჭებს თუ კი გააკეთებს კვადრატს ან ოპოზიციას ჩვენს ნატალურ პლანეტებთან. თუმცა ასევე  შესაძლოა  არ ქონდეს დაძაბული ასპეტები ჩვენს ნატალურ პლანეტბთან მაგრამ მაინც მოიტანოს ნეგატიური სიტუაციები ჩვენს ცხოვრებაში.


  • მაგ: ნატალური ლილიტი მე-5 სახლში აფუჭებს თვითდამკვიდრების თემებს. 
    შესაძლოა ადამიანი ვერ ავლენდეს საკუთარ თავს და შესაძლებლობებს. 
    ყოველივე ეს კი მისთვის მეტად მტკივნეული იქნება.
  • მაგ: 11-სახლში აფუჭებს მეგობრების თემებს.
  • მე-2 სახლში აფუჭებს ფინანსურ თემებს
  • მე-7 სახლში პარტნიორულ თემებს
  • პირველ სახლში თვიგამოვლინების თემებს
  • მე-4 სახლში ოჯახურ თემებს და ა.შ.
  • თუ ტრანიზტული ლილიტი უერთდება მზეს, ან დგას თქვენს ნატალურ რუკაში 1-სახლში, ადამიანისთვის მეტად მნიშვნელოვანი ხდება თვიგამოვლინების თემა. შესაძლოა თვითგამოვლინების თემა გააფუჭოს, ან პირიქით თვითგამოვლინებამ მოუტანოს ძალიან დიდი წარმატება. (გააჩნია პროგნოზირების სინთეზი რას გვაჩვნებს მის პირად ჰოროსკოპში). ყველა შემთხვევაში ადამიანს პირდაპირ სასიცოცხლო თემაზე ურტყავს, ამიტომ აუცილებელია მისისთვის გამოავლინოს საკუთარი თავი და შესაძლებლობები. მინუსით შესაძლოა გააფუჭოს ადამიანის ჯანმრთელობა. 
  • თუ თქვენს რუკაში ტრანზიტული ლილიტი მერწყულში შევიდა თქვენს მე-2 სახლში ან შეუერთდა ვენერას, მაშინ ადამიანი მიჯაჭული ხდება ფინანსურ თემებზე. ლილიტი ყოველთვის ამძაფრებს შეგრძნებს, ამიტომ ზედმეტმა მიჯაჭულობამ და ფინანსური თემებით დაკავებამ შესაძლოა ის მიიყვანოს ფინანსურ კრახამდე, რაც სამომავლოდ მის ბიუჯეტზე მკვეთრად აისახება. ასევე სიფრთხილე გმართებთ უძრავ ქონებასთან მიმართებაში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაწიოთ ფინანსური რისკები. 
  • თუ ლილიტი ხვდება თქვენს მე-3 სახლში, ადამიანი აქტიური ხდება გადადგილების, კონტატების, კომუნიკაციების მიმართ. აქ სიფრთხილე გვმართეს - არ გავებათ რაიმე სახის მაქინაციებში, რომელიც დაკავშირებული იქნება გადაგილებასთან ან საბუთებთან.
  • თუ ლილიტი მოხვდა კუთხის სახლში (IC) ანუ მე-4 სახლში, ეს გააფუჭებს დედის ან მამის თემებს ოჯახში.(გააჩნია პირად რუკაში მე-4 სახლი მამის მაჩვენებლია თუ დედის). რაც თქვენს მომავალზე ან რომელიმე მშობლის მომავალზე მკვეთრად აისახება. თუ შეერთება მოხდა მთვარეზე ესეც მეტყველებს ოჯახური თემების გააქტიურებაზე. ასევე მთარესთან შეერთებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. 
  • მე-5 სახლი, როგორც ზემოთ ავღნიშნე დაკავშირებულია თვიდამკვიდრების თემებთან, სიყვარულთან შვილებთან.ამიტომ ლილიტი გააქტიურებს ამ თემებს. შესაძლოა ისეთი სიყვარული გვეწვიოს, რომელიც ჩვენს მომავალზე მოახდენს დიდ გავლენას. მინუსით: აფერხებს ადამიანის გამოვლინების თემებს, შესაძლოა დაძაბოს ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, შვილებთან.
  • თუ ლილიტი მოძრაობს ჩვენს ჰოროსკოპში მე-6 სახლში, შესაძლოა სამსახურში შეგვექმნას პრობლემები. ასევე მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემებზე. 
  • მე-7 სახლში გააქტიურებს პარტნიორულ თემებს. შესაძლოა შევხდეთ ისეთ პარტნიორს, რომელიც ჩვენს მომავალზე მოახდენს უდიდეს გავლენას.  მინუსით: შესაძლოა მოიტანოს სასამართლო პრობლემები. 
  • მე-8 სახლში გააქტიურებსფინანსურ თემებს როგორც თქვენი, ასევე თქვენი პარტნიორის. არ აქვს მნიშვლეობა მეუღლე იქნება ეს თუ ბიზნეს პარტნიორი.
    შესაძლოა მოიტაოს ძალიან დიდი ფინანსური გამართლება ან პირიქით. (გაჩნია რუკას, მხოლოდ ლილიტის ტრანზიტი რა თქმა უნდა არ ახდებს გავლენას).
  • მე-9 სახლში აქტიურდება უცხოეთის თემები, ცოდნის მიღების თემები
  • .მე-10 სახლში გააქტიურებს კარიერულ თემებს. თუ ადმაიანი აქამდე არ ფიქრობდა კარირეულ წინსვლაზე აქ ლილიტი აუცილებლად დააკავებს ამ თემით, რაც დადებითად აისახება მის მომავალზე და კარირულ თემებზე. მინუსით: შესაძლოა გამოიწვიოს კრახი ამ თემებთან დაკავშირებით.
    ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს სტატუსი.
  • მე-11 სახლში სტუმრობის შემთხვევაში გაქტიურებს საზოგადოებრივ თემებს, მეგობრების თემებს. შესაძლოა ადამიანმა მიიღოს დიდი მხარდაჭერა მეგობრების მხრიდან ან პირიქით ღალატი. 
  • მე-12 სახლში გააქტიურებს ემიგრაციის თემებს, სულიერ თემებს. კარგი პერიოდია თვითჩაღმავებისთვის , მედიტაციისთვის.  მინუსით: შესაძლოა მოხვედრა საავადმყოფოში, ციხეში ან ნებისმიერ ჩაკეტილ სივრცეში, ან ადამიანი დაიკარგოს და ჩაიკეტოს საკუთარ თავში, შესაძლოა მოიტანოს ფსიქიური პრობლემები შიშები და ა.შ.

ავტორი: ემა ემ

  

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

რუნები - ისტორია

...

ნოემბრის ასტროპროგნოზი

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი