» » დედამიწა - ჩაკეტილი სივრცე
ეზოთერიკა / Slide

დედამიწა - ჩაკეტილი სივრცე

დედამიწა - ჩაკეტილი სივრცერატომ ვცხოვრობთ ჩვენ ციხეში და რატომ არ გვაქვს პრაქტიკულად სხვა არჩევანი?
ჩვენ ვცხოვრობთ ციხეში, ციხეში რომელიც ძალიან ოსტატურადაა შენიღბული. გარშემო ბევრი საუბარი გვესმის თავისუფლების შესახებ, მაგრამ სინამდვილეში არ გვაქვს არავითარი თავისუფლება, არცერთ ჩვენგანს არ აქვს თავისუფლება- ყველანი ციხეში ვართ. ჩვენ ვიბადებით მონებად. ასეთი ადამიანის ცხოვრება მისი დაბადებისთანავეა გაწერილი და დაგეგმილი. ყველა ადამიანი იბადება, დადის საბავშვო ბაღში და სკოლაში, სადაც მას სოციალური დოგმებისა და ნორმების „აცრას“ უკეთებენ. ამის შემდგომ ყველა ადამიანი იღებს განათლებას, მუშაობს სამსახურში, აწყობს კარიერას, ამრავლებს შთამომავლობას, გადის პენსიაზე და უვლის შვილიშვილებს. ესაა ჰორიზონტალური ვექტორი, უფრო ზუსტად კი ჩაკეტილი ციკლი, რომელსაც გადის მრავალი თაობა. ამ ჩაკეტილ წრეს არ გააჩნია ალტერნატივა, უფრო სწორად ალტერნატივა არსებობს (ვერტიკალური ვექტორი), მაგრამ თუ გადაწყვეტთ არ დაემორჩილოთ ზემოთ აღწერილ დოგმებს, ცხოვრებაში მრავალი წინააღმდეგობის გადატანა მოგიწევთ.
თქვენ იქნებით განდევნილი, თეთრი ყვავი და სისტემა ყოველი მისთვის ხელსაყრელი შემთხვევისას შეგახსენებთ, რომ თქვენ მისთვის უცნაური, არასრულფასოვანი და ზარალის მომტანი ინდივიდი ხართ. სისტემა თქვენში დაინახავს უცხო სხეულს და შესაბამისად საშიშროებასაც. თუ იქნებით სისტემაში, მაშინ ყველაფერი იქნება კარგად. ის მოგცემთ პურსა და სანახაობას, თქვენ კი ამისათვის მხოლოდ გარემოს რეალური და ჯანსაღი ხედვის ჩახშობა და მასზე უარის თქმა დაგჭირდებათ. მიეცით სისტემას თქვენი თვალები და ის მიგიღებთ თქვენ როგორც ღვიძლ შვილს, მოგცემთ რა გეზს მთელი ცხოვრების მანძილზე, მუდმივად გაგამხნევებთ უკეთესის იმედით და გაგიწევთ თანადგომას. ერთადერთი რაც მას თქვენგან დასჭირდება -ესაა თქვენი ინდივიდუალურობა. თუ მზად ხართ ასეთი მსხვერპლისათვის, ის თქვენ მიგიღებთ გაშლილი ხელებით და გამოგიყოფთ ადგილს სოციალური იერარქიის უმდაბლეს ფენებში. იქ არის სითბო და საჭმელი, ტელევიზორი და სხვა გასართობები, რომლებიც დაგეხმარებიან საკუთარი ინდივიდუალობის ჩახშობაში. მაგრამ, სითბოსთვის და საჭმლისთვის თქვენ მოგიწევთ სამსახურში სიარული, მუშაობა, რათა გადაიხადოთ სისტემის მიერ შემოთავაზებული ელემენტარული სიკეთეების საფასური.
თუ თქვენ გინდა სისტემური იერარქიის უფრო მაღალ საფეხურებზე ასვლა, ამ შემთხვევაში უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგიწევთ ვიდრე საკუთარი ინდივიდუალობის დაკარგვაა. რაც უფრო მაღალია სისტემის იერარქია, მით მეტად მოგიხდებათ საკუთარ თავში ადამიანურობის ჩაკვლა, მით მეტად დაგჭირდებათ სისნდისის უგულებელყოფა, რათა ის ჩუმად იყოს და ღამღამობით არ გაგაწვალოთ. ამიტომ სისტემური იერარქიის რაც უფრო მაღალ საფეხურზე ხართ, მით უფრო ნაკლებად მუშაობს ადამიანური კანონები, სინდისი და ღირსება. და რაც მეტია იერარქიული სიმაღლე, მით ნაკლებია სულიერება. იქ ერთადერთი კანონი მუშაობს-„ადამიანი ადამიანისათვის მგელია“. აი ესაა მთელი არჩევანი: ან სახელმწიფო დასაქმების რიგითი მოსამსახურის თბილი ადგილისათვის, საკუთარი ინდივიდუალურობის შეწირვის ფასად, ჩუმად და წყნარად ვიარსებოთ სოციალური სისტემის უმდაბლეს დონეებში- ან ვცადოთ ამავე სისტემის „ოლომპოზე“ ასვლა, რისთვისაც უკვე უფრო დიდი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდება, მათ შორის კი სინდისისა და ღირსების უარყოფა. ვინც მზადაა უფრო შორს წავიდეს ღალატსა და სიმდაბლეში, სწორედ ის იქნება დაშვებული ამ სიმაღლეებზე.
რათქმაუნდა, შესაძლებელია ამ წრიდან ამოვარდნაც. შესაძლებელია-მაგრამ ძალიან რთულია. პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ, რომ სისტემა რომელშიც ცხოვრობს ყველა ადამიანი-ესაა კარგად მოწესრიგებული და გონივრულად ორგანიზებული ციხე. თუ ამას გავიაზრებთ, ამის შემდგომ შევძლებთ მისგან თავის დაღწევას. მხოლოდ ამ ციხიდან გამოსვლის შემთხვევაშია შესაძლებელი დავრჩეთ ადამიანებად, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ საკუთარ თავში სწორედ ადამიანური საწყისი. ადამიანებს ბავშვობიდანვე ასწავლიან და აჩვევენ ამ წრეში ანუ ციხის საზღვრებში ცხოვრებას. მათ უნერგავენ იდეალებსა და დოგმებს, რომლებიც უკვე შემდგომში ინარჩუნებენ და აყალიბებენ იმის რწმენას, რომ არსებობის ერთადერთი და სწორი გზა სწორედ ციხეა. ციხე-ესაა გამართული მექანიზმი, სადაც ყველა დეტალი მუშაობს ყოველი აქ მცხოვრები ადამიანის ასეთი არსებობის ჭეშმარიტების რწმენის ფორმირებისა და შენარჩუნებისათვის. ესაა სექტა, რომელსაც ადამიანის გონება მოქცეული ყავს თავისი კონტროლის ქვეშ მისი დაბადების პირველივე დღიდანვე. ადამიანი იბადება სექტაში, სექტანტების ოჯახში, რომლებიც ცხოვრობენ სექტის კანიონებით და მათთვის ეს მოდელი ერდადერთი და ჭეშმარიტია.
სისტემა ადგენს განათლების მიღების წესებს, ის იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ და რა არა. და სწორედ აქაა მთელი ამ ბოროტების სათავე. რასაც ვასწავლით ბავშვებს, სწორედ იმად ყალიბდებიან ისინი. და რა უნდა ისწავლონ ციხეში დაბადებულმა ბავშვებმა-მხოლოდ ის, როგორ იყვნენ მონები. მიეცით მათ ალტერნატივა, მიეცით განათლების მიღების ალტერნატივა და ციხე დაიშლება. განათლების მიღების შესაძლებლობა გააღვივებს აზროვნების უნარს და გონების საპყრობილეც დაინგრევა. სისტემა ისეა აწყობილი რომ ადამიანს არ აქვს ფიქრისა და განვითარების დრო. საკუთარი თავისა და ოჯახის გამოსაკვებად ადამიანმა უნდა იმუშაოს და თანაც რაც მეტი გვინდა, მით მეტი შრომაა საჭირო. გამოდის რომ ჩვენ დროს ვხარჯავთ მხოლოდ საკუთარი არსებობისათვის, საკვებისა და ტანსაცმლის ფულის გამომუშავებისათვის. თვითგანვითარების დრო კი აღარ გვრჩება, გვრჩება რა მხოლოდ ძილისა და მუშაობის დრო. სისტემა ხომ სწორედ ისეა აწყობილი, რომ არ გვქონდეს თავისუფალი დრო „სულელური“ კითხვების დასასმელად.
იგივეა ბავშვებთანაც. მშობლები, რომელთაც არ აქვთ სწავლისა და განვითარების დრო, თავიანთ შვილებს ვერ ასწავლიან რაიმე ნიშვნელოვანსა და ჭეშმარიტს. მშობლებმა, რომლებმაც ვერ განავითარეს საკუთარი თავი, ვერც შვილებს განავითარებენ, ასეთ შემთხვევაში კი სისტემა აღზრდის მათ შვილებს, შექმნის რა ახალ მონებს. მონებს არ ეძლევათ თავის აწევის საშუალება.

თორნიკე ბიძინაშვილი
12.10.2017
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ასტროლოგიური ფიზიოგნომიკა : როგორ დავადგინოთ ადამიანის ასტროლოგიური ტიპი

Guide to cats and kittens