ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » 2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი (ნაწილი 1)

2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი (ნაწილი 1)

2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი (ნაწილი 1)ურანი - ურანი გადის ვერძის ნიშანს, სადაც ის 2010-11 წლებიდან იმყოფებოდა და 2017 არის ბოლო წელი, როცა ურანი ვერძშია. ბუნებრივია, საინტერესოა შედეგები - ამ კონფიგურაციამ რა მოიტანა კარგი და რა - ცუდი.
ვერძი ძალიან ცხელი ნიშანია - პირველი, რაც ურანმა ვერძში მსოფლიოს მოუტანა, იყო ტერორიზმისა და რადიკალური იდეების ამოფრქვევა, რევოლუციები სხვადასხვა ქვეყნებში, თამაში წესების გარეშე. პრაქტიკულად, მსოფლიოში დაირღვა წესრიგი. მსოფლიო მასშტაბით შოკისმომგვრელი შედეგებია გამოიღო.
რა მოიტანა კარგი? განახლება ბიზნესსა და შემოქმედებაში. დიახ, ერთის მხრივ შოკი, მეორე მხრივ - სერიოზული განახლება. და ახლა დადგა ბოლო წელი, როცა ყველას შეგვიძლია უკეთესობისკენ განვაახლოთ საკუთარი ცხოვრება.

რისი გამოყენება შეგვიძლია პოზიტიურად 2017 წელს?
წელს იმუშავებს სატურნი-ურანის ტრინი. სტრუქტურისა და სტაბილიზაციის პლანეტა განახლების პლანეტასთან პოზიტიურ ასპექტში, ძალიან დაგვეხმარება კრიზისების დაძლევაში როგორც პოლიტიკაში, ასევე პირად ცხოვრებაში. შესაძლებელი ხდება იმ სტრესების დაძლევა, რომელიც ურანმა ვერძში მოიტანა.
აქედანვე, უნდა აღინიშნოს, რომ სატურნი აგრძელებს თავის მსვლელობას მშვილდოსანში. ტრადიციულად, ჩვენ ვამბობთ, რომ მშვილდოსანის თემები (განათლება, ტურიზმი, ვიზები, საერთაშორისო ურთიოერთობები, უმაღლესი სასწავლებლები) დიდ წილად ითრგუნება, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, ზემოხსენებული სატურნი-ურანის ტრიგონის ფონზე, სუტუაცია ნელ-ნელა იცვლება და ხდება გაცილებით სტაბილური იმ ადამიანებისთვის, ვინც სერიოზულ აკადემიურ განათლებას ღებულობს. ძალიან პოზიტიური ასპექტია საზოგადოების (განახლება-სტაბილიზაციის მხრივ), მეცნიერების, ასტროლოგიისა და ბიზნესისათვის. ეს წელი ძალიან პოზიტიურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ნათალურ რუკაში სატურნი-ურანის ტრიგონი გააჩნიათ, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვერძის (ან სხვა ცეცხლის ნიშნებში) ბოლო დეკადაში ჰყავს მნიშვნელოვანი პლანეტები და, ბოლო წლები, ურანის ვერძში გავლა მძიმედ გადაჰქონდათ, ამ ადამიანებისთვის დგება სტაბილიზაციის პერიოდი.
იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ რამხელა პლუსია ეს ასპექტი, მინდა გავიხსენო პერიოდები, როცა სატურნი-ურანი დაძაბულ ასპექტებში იყვნენ ერთმანეთთან. 1998 წელი, როცა ურანი პირველად შეეხო სატურნს - ვერაფერს გეტყვით საქართველოზე, ვინაიდან ამ პერიოდში საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ სხვა ქვეყნებს შეეხო ძალიან მწვავედ: რუსეთში მოხდა ეკონომიური კრიზისი, გამოცხადებული იყო ტექნიკური დეფოლტი. დღესაც ეს პერიოდი მოიხსენიება როგორც 1998 წლის ეკონომიური კრიზისი.
2008 წლის ურანი-სატურნის ოპოზიცია - არ საჭიროებს გახსენებას, რა პერიოდიც იყო საქართველოსთვის. უშუალოდ ომის პერიოდში, სწორედ ეს ასპექტი არ მუშაობდა, მაგრამ ომის შემდგომი პერიოდი იყო დაკავშირებული ხელისუფლების კრიზისთან. გარდა ამისა, ამ პერიოდში დაიწყო მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი.
ეს მცირე ექსკურსი გავაკეთე, რათა უკეთ გავიგოთ ურანი-სატურნის ჰარმონიის პოზიტივი. და არ გავუშვათ ხელიდან საკუთარი ცხოვრებისა თუ კარიერის სტაბილიზაციისა და განახლების შესაძლებლობა. განსაკუთრებით, ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისაც ცეცხლოვანი ნიშნების ბოლო დეკადებში აქვთ მნიშვნელოვანი პლანეტები.
თუმცა, დაუბრუნდეთ სატურნს მშვილდოსანში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ სატურნს ნიშანში ყოველთვის არ მოაქვს ნეგატივი, უბრალოდ, ის გვაიძულებს, რომ სერიოზულად ვიშრომოთ ამ ნიშნის თემებზე. მინდა ვანუგეშო მშვილდოსნები - მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ 2017 წელი უფრო პოზიტიურია იმედის, გამართლებისა და ახალი შესაძლებლობების თვალსაზრისით, ასევე შემოქმედებისა და მეგობრობის მიმართულებით.
ტყუპების ნაწილი (მესამე დეკადის) რჩებიან სატურნის „დარტყმის“ ქვეშ - აქ არ იგულისხმება წარუმატებლობა, არამედ ეს ნიშნავს, რომ გარესამყარო სთავაზობს ტყუპებს უფრო მკაცრ პირობებს, ვიდრე ადრე. ტყუპებმა უნდა შეძლონ ბევრი საკითხის დასტაბილურება. ზოგისთვის ეს იქნება პარტნიორული ურთიერთობები, სხვისთვის საქმიანობა, ზოგჯერ იძულებითი სიტუაციები. მაგრამ 2017 წლის მთავარი მოტივი არის ასეთი: „ჩემი შეუსაბამო საქმიანობა გარედან შემოთავაზებულ პირობებს თავს მახვევს და პასუხისმგებლობა კი საკუთარ თავზე უნდა ავიღო.“ აბსოლუტურად გენიალური მაგალითი ტყუპების წარმატებისა იმ მომენტში, როცა სატურნი ოპოზიციურ ნიშანს გადის, არის დონალდ ტრამპი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო აშშ-ში, დახურა კერძო ბიზნესი და წავიდა სახელმწიფო სტრუქტურაში, ვინაიდან „ასეთი სიტუაცია შეიქმნა გარედან“. შეგახსენებთ, რომ სატურნი ზუსტად სახელმწიფო სტრუქტურებია.
ძალიან საინტერესო ასპექტი, რომელსაც იუპიტერი ქმნის, არის ურანის ოპოზიცია, რომელიც გრძელდება 2017 წლის ოქტომბრამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ოპოზიცია, მაინც ერთ-ერთ საუკეთესო - პოზიტიური განახლების, დემოკრატიის, დიდი სიურპრიზებისა და საჩუქრების, უეცარი წარმატების ასპექტად ითვლება. არაჩვეულებრივი პერიოდია ბიზნესისა და შემოქმედებისთვის.
ეს პოზიცია გვაძლევს სიახლეების მოთხოვნილებას. ყველათან თავისებურად გამოვლინდება ეს სიახლეები - ზოგისთვის ეს იქნება ახალი ბიზნესის დაწყება, ზოგისთვის ძველი ურთიერთობების დანგრევა, ზოგისთვის განათლების მიღება, ზოგისთვის საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლა, მაგრამ სიახლეები აუცილებლად იქნება. ამ ასპექტზე განსაკუთრებულად რეაგირებენ ვერძები და სასწორები და, ის ადამიანები, რომელთაც დაბადების რუკაში იუპიტერი-ურანის ოპოზიცია აქვთ.
როგორც მიხვდით, ეს ძალიან აქტიური პოზიციაა და, რა თქმა უნდა, რისკებთანაც არის დაკავშირებული, ვინაიდან, ერთიც მხრივ, ეს ოპოზიცია გადის სატურნზე ჰარმონიული ასპექტებით, რაც უკვე ზემოთ ავწერეთ, როგორც სუპერ პოზიტიური; მეორეს მხრივ - პლუტონზე გადის კვადრატურებით. ამიტომ, საჭიროა გარკვეული ბალანსის დაცვა: ერთის მხრივ, ცვლილებები, სოციალურ აქტიურობაა აუცილებელი იმისათვის, რომ ამ პოზიციამ არ იმუშაოს, როგორც გარედან შემოსულმა მოულოდნელმა ნეგეტიურმა სიურპრიზმა, მეორე მხრივ - ისე ნუ დაანგრევთ ძველს, რომ ქვა ქვაზე არ დატოვოთ. და კიდევ - საჭიროა სიფრთხილე დიდ ბიზნესში, თუ ვინმე აყალიბებს დიდ ჰოლდინგებს, კომპანიებს.
ოქტომბერში იუპიტერი გადავა მორიელში, შესაბამისად, გვაქვს პოზოტიური მოვლენების მოლოდინი მორიელებისათვის და წყლის ყველა ნიშნისთვის. შესაძლებელია გამოსწორება იმ სიტუაციებისა, რომლებიც 2013-2014 წლებში იყო გაფუჭებული. რა თქმა უნდა, ის მორიელები და კუროები, რომლებიც დაზარალდნენ ამ წლებში სატურნისაგან ფინანსურად, ან ჯანმრთელობით, ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას.

2017 წლის დაბნელებები
პრაქტიკულად, წელი იწყება დაბნელებებით - თებერვალში გველოდება ორი დაბნელება: მთვარისა და მზის. 2017 წლის პირველი რამდენიმე თვე ჩვენ ამ დაბნელებების გავლენის ქვეშ ვიცხოვრებთ.
პირველი დაბნელება იქნება მთვარის და მოხდება 11 თებერვალს. თუმცა, ტრადიციისამებრ, მინდა აღვწერო ჯერ მზის დაბნელება, რომელიც 26 თებერვალს მოხდება და უნიკალური და რთული იქნება. ამ დაბნელების უნიკალურობა იმაშ მდგომარეობს, რომ იგი ნეპტუნზე მოხდება. შესაძლებელია, რომ აქ იყოს გაგრძელება თემების, რომლებიც2016 წლის აგვისტო-სექტემბერში იყო ჩადებული, როცა დაბნელება მოხდა ნეპტუნის ოპოზიციაზე. ეს დაბნელებები არის ბოლო დაბნელებები, რომლებიც მოხდება თევზები-ქალწულის ღერძზე და, რა თქმა უნდა, ამ ღერძის დაბნელებებზე ყველაზე მეტად თევზები და ქალწულები რეაგირებენ. ზუსტად იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვისაც თევზები-ქალწულის პირველ დეკადაში აქვთ მნიშვნელოვანი პლანეტები, შესაძლებელია მოხდეს სერიოზული, საბედისწრო ცვლილებები კარიერასა და, ზოგადად, ცხოვრებაში. არ არის აუცილებელი, რომ ეს ცვლილებები იყოს ნეგატიური. უბრალოდ ისინი ატარებენ საბედისწერო ხასიათს, ანუ შეუძლიათ მთლიანად შეცვალონ ადამიანის ცხოვრება, განსაკუთრებით, კარიერა, როგორც პლუს, ისე მინუს ნიშნით.
ზოგადად, ეს დაბნელება აქტუალურს ხდის ემიგრაციის, ლტოლვილების, ნაციონალური საკითხების, ნარკოტიკების, დოპინგის, ტყუილების, პრესაში მანიპულირების, ჰუმანიტარულ, მედიცინისა და რელიგიის საკითხებს. გამოაქვს გარეთ ნებისმიერი ნაგავი, რომელიც დამალულია საზოგადოებაში. ეს არის დიდი განწმენდის პერიოდი.
11 თებერვალს მოხდება მთვარის დაბნელება მერწყული-ლომის 23-ე გრადუსში. დაბნელების წერტილი პოზიტიურ ასპექტებშია ურანთან, იუპიტერთან და სატურნთან, ამის გამო გამოიყურება ძალიან პოზიტიურად. საბედისწერო ცვლილებებს ველოდებით ლომებისა და მერწყულების ცხოვრებაში, ასევე იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვისაც ამ გრადუსუის მიდამოებში აქვთ მნიშვნელოვანი პლანეტა. რამდენად იქნება ეს ცვლილებები პოზიტიური, დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად რა პლანეტა იღებს დაბნელების გავლენას და როგორ არის ის ასპექტირებული. გაიხსენეთ სიტუაციები 2016 წლის აგვისტოდან - მაშინაც, მთვარის დაბნელება მოხდა დაახლოებით ამავე გრადუსებში (25 გრ.) და შეძლებთ პარალელის გავლებას ამჟამინდელ მოვლენებთან.
ზოგადი თემები, რომელსაც ეს დაბნელება შეეხება, არის სიყვარული, შემოქმედება, ბავშვები.

ზაფხულის დაბნელებები
მზის დაბნელებაა 21 აგვისტოს, ლომის 28 გრადუსში. დაბნელების წერტილი პოზიტიურ ასპექტებშია სატურნთან და ურანთან, ამიტომ, ველოდებით წარმატებას და საბედისწერო ცვლილებებს კარიერულ ცხოვრებაში და შემოქმედებაში ყველა ცეცხლის (განსაკუთრებულად მესემე დეკადის) ნიშნებისთვის. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვასაც ცეცხლის ნიშნების მესამე დეკადაში აქვთ მნიშვნელოვანი პლანეტები. ზოგადი თემებიდან აქტუალური ხდება ბავშვების, მასწავლებლების, შოუ-ბიზნესის, გულის (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) თემები.
მთვარის დაბნელება ლომის-მერწყულის 15 გრადუსში (7 აგვისტო) ისევ ზემოთ აღნიშნულ თემებს ეხება, მაგრამ ეს დაბნელება რთულდება მზე-მარსის შეერთებით. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ აგვისტო რთული თვე იქნება, როგორც მუშაობისთვის, ასევე დასვენებისთვის - სავარაუდოდ, ამინდის გამო გადახურებული თვე იქნება, აგრეთვე იარსებებს ხანძრების საშიშროებაც. აგვისტო ასევე რთული თვე იქნება ჯამრთელობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, გულის პრობლებემი შეიძლება გახდეს ძალიან აქტუალური.

ასტროლოგი - ლია ბარათაშვილი
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 5027
 

ASTRO TV LIVE