ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ავანტურინი

ავანტურინი, უმეტესად, მწვანე ფერში გვხვდება. არსებობს, აგრეთვე, ლურჯი, მუქი იისფერი და სტაფილოსფერი ავანტურინებიც.
ავანტურინი ოდითგანვე ცნობილია როგორც „შესაძლებლობების ქვა“. ის ყველაზე ძლიერი იღბლის მინერალია. დადებითად მოქმედებს შემოსავალსა და ფინანსებზე. მისი ენერგია ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში ეხმარება, იქნება ეს გასაუბრება, ბიზნეს შეხვედრები, დაწინაურების შანსები თუ პირველი პაემანი.
ავანტურინი
















ავანტურინი გაძლევთ შანსს, ახალი ცხოვრება დაიწყოთ.

ის აძლიერებს კრეატიულობასა და მოტივაციას.

მისი მწვანე ფერი და ძლიერი ვიბრაცია ადამიანს სიმშვიდის განცდას უჩენს.

გეხმარებათ სხვადასხვა პიროვნული ნაკლის გამოსწორებასა და ლიდერული თვისებების განვითარებაში.

ეს მინერალი აუმჯობესებს გონებისა და ორგანიზმის მუშაობას.

გაგიკვირდებათ და ავანტურინი გვიცავს გამოსხივებისგან. თუ მას მობილურ ტელეფონზე მივამაგრებთ, ჩვენს ორგანიზმზე მავნე გამოსხივების ზემოქმედება შემცირდება.

ეს ქვა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა ფეთქებადი ხასიათის ადამიანებისთვის.

ავანტურინი მათთვისაა, ვინც ცხოვრებაში სერიოზულ გრძნობებს ეძებს. ის კარგად მოქმედებს გულის ჩაკრაზე. (ანაჰატა)
აქედან გამომდინარე ლიტთერაპევტების მიერ ის გულსისხლძარღვთა პრობლემების დროს გამოიყენება. ამცირებს წნევიანობას. იცავს ადამიანს თმის ცვენისგან. აუმჯობესებს მხედველობას. არეგულირებს სიმაღლეში ზრდას. ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აძლიერებს მეტაბოლიზმს.

Keli Create
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 3339
 

ASTRO TV LIVE