ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » სასწორი (24 საქტემბერი – 23 ოქტომბერი)

სასწორი (24 საქტემბერი – 23 ოქტომბერი)

სასწორი (24 საქტემბერი – 23 ოქტომბერი)
პლანეტა: ვენერა, ქირონი

სიმბოლო: სასწორი, წიგნი.

ფერები: მუქი ცისფერი, მწვანე, ზღვის ტალღის ფერი და პასტელის ფერები.

ქვები: ოპალი, ლაზურიტი, მარჯანი, ალმასი, საფირონი, მარგალიტი, ბივრილი, მთვარისქვა, მწვანე იასპი, ბროლი, ქრიზოლითი.

ლითონი: ბრინჯაო.

ყვავილები: გულყვითელა, ვარდი, ია.

თილისმა: გული, წიგნი.

იღბლიანი დღეები: პასაკევი, შაბათი.

უიღბლო დღეები: სამშაბათი, კვირა.

იღბლიანი რიცხვები: 2, 5, (ყველა რიცხვი, რომელიც 6-ზეიყოფა), 9, 15.



  • 24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე დაბადებულები ვენერის გავლენით – ნაზი, კეთილმოსურნე, მეოცნებენი არიან.

  • 3-დან 13 ოქტომბრამდე დაბადებულები სატურნის გავლენით კეთილგონიერნი არიან , ფუფუნებისა და პატივმოყვარეობის გარეშე ცხოვრობენ.

  • 14-დან 23 ოქტომბრამდე დაბადებულებს იუპიტერის გავლენით – უყვართ გემრიელად ჭამა, მგრძნობიარენი არიან, აქვთ მიდრეკილება ლიტერატურისკენ, უყვართ ცერემონიები.



ტემპერამენტი და ხასიათი

ტემპერამენტიანია, მერყეობს ბალანსის, შესაფერისი მომენტის, საჭირო სიტყვის მოძებნისას. არცერთ ნიშანს არ ჰყავს უფრო მეტი მანიაკალურ-დეპრესიული და არც გმირი ადამიანები, არც ერთ ნიშანს უკეთ არ აქვს გამოხატული დროის შეგრძნება. სასწორი ხაზს უსვამს ცოდნის როლს, უყვარს ფაქტების დაგროვება, აფასებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ინფორმაციის დამალვას ბოროტმოქმედებად თვლის. ჰაერივით თავისუფალი ცირკულირება სურთ, სძულთ სიბნელე, ცუდად განათებული ოთახები, სჭირდებათ ირგვლივ ადამიანების ყოფნა, იციან როგორ დაიპყრონ ისინი: შარმით, ალერსით, მლიქვნელობით, სტუმართმოყვარეობით, გულუხვობით, დიდსულოვნებით, ხალისიანი მომსახურებით, სხვა ადამიათა შეხედულებების გაგებით. მამაკა-ცებიც და ქალებიც მთელი ცხოვრების მანძილზე პირფერობენ, საპასუხოდ ქების, სიყვარულის, აღფრთოვანების მოლოდინში. არ შეუძლიათ არ იგრძნონ თავი პოპულარულ, ყველასთვის საყვარელ ადამიანებად, მოტყუებულად გრძნობენ თავს თუ ხედავენ, რომ ისინი არ უყვართ. გარე სამყაროზე დამოკლიდებულება ხელს უშლის მათ ორიგინალობას, ისინი უკეთ მუშაობენ სხვების იდეებზე და აუმჯობესებენ მათ. მდიდარი ზრახვებით, კეთილი ნებით აღსავსენი არიან, არ გამოირჩევიან ნებისყოფით. ტენდენცია პასუხისმგებობაზე თავის არიდება. ისინი უკეთ დაიძინებენ, ვიდრე იბრძოლებენ. ვერავის და ვერაფერს ეტყვიან უარს. ცდუნებებს შორის არჩევანის გაკეთებისას ირყევა მათი ნება, ამან შეიძლება მათი გულგრილობა, კომპრომისი, არასაკმარისი ვალდებულება, ზოგჯერ რაღაც სიძნელე, საბოლოოდ კი დანაშაულის კომპლექსი გამოიწვიოს. სასწორი ზომისა და ზომიერების ნიშანია, ისინი გაზომვის წინააღმდეგ არ არიან, მაგრამ არ სურთ შუამავლობა, მათი ისტორია შეხედულებათა სიმრავლეა, ისინი ამჯობინებენ იდეის დაკარგვას, მაგრამ იხსნიან სიცოცხლეს. სასწორმა უნდა ისწავლოს გრძნობების გამოყენება გადაწყვეტილების მისაღებად და ზეპასიურობის და საძლევად. ქალი-სასწორი ტანსაცმლის საუკეთესო მოდელებს ქმნის, ის ელეგანტურობის მწვერვალზეა. ფრთხილია, რადგან უყვარს მოთაფვლა, კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. ყურადღებას აქცევს საკუთარი ტანსაცმლის შეკერილობას, მაგრამ ყოველთვის არ არის თავდაჯერებული ფერის შერჩევაში. მამაკაცები ძალიან შეწუხებულები არიან მოდით, ზოგჯერ სნობიზმამდე, ჩაცმაში ხანდახან ქალებს ემგვანებიან.



პროფესიები

ახალგაზრდობაში, რამოდენიმე შესაძლებლობის ბალანსირებას ახდენენ. მათ სჭირდებათ დახმარება და რამოდენიმე შეთავაზების გაკეთება, არ უნდა ააჩქაროთ, არ უნდა უბიძგოთ რამისკენ, უმჯობესია რამოდენიმე მცდელობის გაკეთება. ხარჯავენ რა ბევრ დროსა და ენერგიას ისინი ადვილად იღლებიან. სამსახურში კარგად ეწყობიან სხვებს, აქვთ კოლექტივიზმის შესანიშნავი გრძნობა, მსუბუქად და ძალდაუტანებლად იძლევიან ბრძანებებს, პირველი წინააღმდეგობისთანავე შეუძლიათ განზე გადგომა და უკან დახევა, თუ ხელს მოკიდებენ სამუშაოს კარგად შეასრულებენ მას. ყველაზე კარგად მათ გამოუდით დამასრულებელი შტრიხები. ძვირფასია მათი დროისა და საჭირო მომენტის შეგრძნების ზებუნებრივი უნარი, ის ვერ აქცევს მათ შემთანხმებებლებად. არსებობს დილეტანტობის საფრთხე. საუკეთესო გამოყენება ყველაფერი რაც დაკავშირებულია მოდასთან და გართობასთან: მოდელიერი, დეკორატორი, ხელოვნების ნიმუშების, ანტიკვარების გამყიდველები, წიგნის გაყიდვის აგენტები, თეატრალური აგენტები, იურისტები, მოსამართლეები.
ხშირად ერიდებათ მოითხოვონ ის, რაც მათ ეკუთვნის, აკრიბონ ვალები, არ ამოწმებენ ანგარიშებს და არასოდეს არ ხდებიან ფულისა და საკუთრების მონები, მაგრამ იციან საკუთარი ბიუჯეტის განკარგვა.


სიყვარული

სასწორს განაგებს ქორწინება, მათ სხვა ნიშნებზე მეტად სჭირდებათ კავშირი პარტნიორთან, რათა თავი სრულყოფილად იგრძნონ. სასწორი _ გონიერებით მართვად ქალწულსა და სურვილებით მართვად მორიელს შორის გადებული ხიდია. ხიდი დაკიდული და მერყევია, აღნიშნავს აგრეთვე კაცობრიობის დასასრულს, რაც ნიშნავს შეზღუდულ ენერგიას, მოკლე სუნთქვას, ფიზიკური ძალების უკმარისობას. მათ არ უყვარდებათ ერთი შეხედვით, არ არიან შეპყრობილი გრძნობებით. სასწორისთვის ვენერა დამატებით სიყვარულს ნიშნავს, სასწორის ინდივიდუალური და სოციალური პორტრეტის დასრულებისას უნდა აღინიშნოს, რომ მის ძირითად თვისებას წარმოადგენს ადამიანებთან შეწყობის უნარი, საზოგადოებისთვის თავის მოწონება. სასწორი სენტიმენტალურია, მას არ შეუძლია არ იყოს ნაზი, მოთხოვნა საზოგადოებრივ აღიარებაში ზოგჯერ აიძულებს მას ლამაზი სახე ან მომგებიანი მდგომარეობა ამჯობინოს შინაგან სიღრმესა და შეთავსებადობას, შეუძლია დაქორწინდეს მხოლოდ ნახევარი გულის კარნახით. სასწორი დამყოლია და ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა. მის სხეულს არ ყოფნის ინსტინქტი, ამიტომ ის უნდა შეივსოს ჭარბი, ზოგჯერ პორნოგრაფიული წარმოსახვით. ის თითქმის ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დარჩეს მარტო და ჰქონდეს დიალოგი. ქალი სასწორი ნაზი და თავბრუდამხვევია, ნებისმიერ მამაკაცთან შეუძლია ადაპტირება, ზოგჯერ თავგანწირვამდე და მაზოხიზმამდეც კი. ისინი იდეალური დამხმარეებია, რომლებიც ქმრის წარმატებაში პოულობენ ბედნიერებას, მაგრამ მათაც შეუძლიათ განზე გახედვა და ბედნიერების ძებნა თუ არ გრძნობენ თავს საყვარელ ადამინად. სწრაფად მშვიდდებიან. მამკაცი სასწორი არ განასახიერებს დამპყრობელს, ის ხშირად პირველ ნაბიჯს ქალისგან ელოდება. თუ ქალი არ გადადგამს პირველ ნაბიჯს, თავს არასაჭიროდ და უარყოფილად გრძნობენ, ნებდებიან და სხვაგან ეძებენ წარმატებას. აქვთ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ვინმესთან მლიქვნელობის მისწრაფება. თუ სასწორი დარწმუნებულია, რომ ის სასურველია და რჩეულის ყურადღების ცენტრს წარმოადგენს არ არსებობს პარტიონირი მასზე თავბრუდამხვევი, დიდსულოვანი და დამყოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში სასწორი მოღუშული და ცივი ხდება, ადვილია მასზე ზემოქმედება. მას ქალების იმედი აქვთ წარმატების და მიზნის მიღწევაში.скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 18095
 

ASTRO TV LIVE