მინერალური ქვები / Slide

ონიქსი

ონიქსი
ფერი:
კალცედონის ნაირსახეობა ღია და მუქ ფერებში გარდამავალი, ასევე მთლიანად შავი, შავი თეთრი ზოლებით. ბუნებაში გვხვდება ონიქსის ნაირსახეობა მოშავო მომწვანო ფერი , ხანდახან მოთეთრო, ნახევრად გამჭირვალე ან წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ვარდისფერი ზოლებით.

ენერგეტიკული თვისებები:
ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უძახოდნენ იმის გამო, რომ თავისი ძალით მას შეუძლია თავის მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონება მახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში. ონიქსი - მებრძოლთა ქვაა, რომელიც ეხმარება ადამიანს თავისი ენერგიის კონცენტრაციაში. ამ ქვას გადააქვს ინფორმაცია, ეხმარება ადამიანს ცხოვრების გეგმების შემუშავებაში, ქმნის გარკვეულ სისტემებს ცხოვრებაში. ეს ბედნიერების და თვიდამკვიდრების ქვაა. ვერცხლში ჩასმული ონიქსიონიქსი აქარწყლებს ნეგატიურ აზრებს, უბრუნებს ადამიანს სიცოცხლის სურვილს, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებს რომლებსაც აქვთ ნათელი მიზანი და რომლებიც მიდიან ამ მიზნის შესრულებისკენ. იმ ადამიანებს რომლებმაც ფუჭად გაატარეს და ატარებენ თავის ცხოვრებას, რომლებმაც თავისი ტალანტები მიწაში ჩაფლეს მათ ონიქსი არ ეხმარება, მას შეუძლია ადამიანი დეპრესიამდე და რიგ შემთხვევაში თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს. ასეთ ადამიანებს გარშემომყოფები იძულებენ და კვეთავენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
ძველი არაბები ონიქს საშინელ თვისებებს მიაწერდნენ. ამ ქვას „ელჯაზოს“ უწოდებდნენ, რაც არაბულად სევდიანს ნიშნავს. ასევე შუა საუკუნეების ქვების ექსპერტები უსვამდნენ ხაზს ონიქსის უარყოფით და ადამიანისთვის შეუსაბამო თვისებებს . ზოგიერთ ქვეყნებში დღემდეც არსებობს ის მოსაზრება რომ ონიქსი განხეთქილებების ქვაა. მას შეუძლია დააშოროს შეყვარებულები, დაანგრიოს ოჯახი.

სამკურნალო თვისებები:
მიუხედავად იმისა, რომ ონიქსს არაერთგვაროვნად ახასიათებენ ეს მინერალი ფართოდ გამოიყენება არატრადიციულ მედიცინაში. მას იყენებდნენ მეხსიერების გასაუმჯობესებლად, სმენის გასაუმჯობესებლად, გულის არეში ტკივილის მოსახსნელად და ასევე უძილობისას.
ზოლიანი ონიქსი კურნავს შინაგან დაავადებებს, ხსნის ტკივილს, ამიტომაც მას ანთებითი კერების ადგილას (სიმსივნეების) იდებნენ.

ტარების წესები:
არასასურველია მისი ჩუქება ცოლისთვის ან შეყვარებულისთვის, იმის გამო რომ პარტნიორს გაუჩნდება სურვილი ურთიერთობებში დომინანტის როლი ითამაშოს.
ონიქსი მხოლოდ ცეცხლით უნდა გაიწმინდოს. ჯანმრთელობისთვის კი სასურველია ონიქსი ვერცხლში ჩასმული ატაროთ. ონიქსის ტარება არ შეიძლება ავანტურინთან ერთად, ასევე ალმასთან, გელიოტროპთან, გიოცინტთან, ლალთან, ქრიზოლირტთან და ქრიზოპრაზთან ერთად.

ონიქსი როგორც თილისმა:
ონიქსის თილისმა (ოღონდ არა მძივების სახით) იცავს მეპატრონეს უცაბედი ან ძალადობრივი სიკვდილისაგან.
ასტროლოგიური რეკომენდაცია:
ონიქსი თავის თავში აერთიანებს მარსის, მერკურის და ვენერას ძალებს. ყველაზე საუკეთესო ის ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვისაა. ის ეხმარება მათ თავისი მიღწევების შენარჩუნებაში. ასევე კარგია ონიქსი თხის რქის და კუროს ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ხოლო ტყუპებისთვის ეს ქვა არასასურველია.

მოამზადა: თორნიკე ბიძინაშვილმა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ასტროლოგი ლია ბარათაშვილი (იბერია TV, გადაცემა 3-და 5-მდე, 21.12.2016)

Guide to cats and kittens