» » თვითშემეცნებისა და სულიერი განვითარების ძირითადი კომპონენტი
ეზოთერიკა / Slide

თვითშემეცნებისა და სულიერი განვითარების ძირითადი კომპონენტი

თვითშემეცნებისა და სულიერი განვითარების ძირითადი კომპონენტიროცა საკითხი სულიერ განვითარებას, თვითშემეცნების პროცესსა და გარკვეული შესაძლებლობების საკუთარ თავში აღმოჩენას ეხება ხოლმე, ძალიან ხშრად ისმის კითხვა - „როგორ?“ პასუხად არ დავიწყებთ რაღაც აბსტრაქტული და ბევრისთვის გაუგებარი ტერმინოლოგიით თავის წარმოჩენას და ძალიან მარტივად გავცემთ ამ შეკითხვას პასუხს - როგორ და, ნება-სურვილით!.. დიახ, მეგობრებო, არაფერში არანაირი სხვა მექანიზმი არ იწყებს მუშაობას, თუ მას ყველაზე ძლიერი და უნივერსალური აღმძრავი მუხტი - ნება და სურვილი არ გააჩნია, ვერანაირ საქმეს ხელს ვერავინ მოჰკიდებს, თუ ამის ნება არ არსებობს. აგრეთვე, მედიასივრცეში, როცა საკითხი თუნდაც პოლიტიკურ პროცესებს ეხება და დისკუსანტები საკუთარ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავენ, სახელმწიფო მოხელის მოწინააღმდეგე ოპონენტის ძირითადი არგუმენტი სწორედ პოლიტიკური ნების არარსებობა გახლავთ ხოლმე - „არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება“...
ნება-სურვილის მნიშვნელობაზე შოთა რუსთაველის უნიკალური ტრანსცენდენტალური პოემაც საუბრობს მე-2 სტროფში:
„...მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა“

თუ ღრმად დავაკვირდებით, აქ საუბარი ზუსტად სულიერი განვითარების ძირითად აღმძრავ მუხტზე - სურვილზეა ყურადღება გამახვილებული, რადგანაც ადეპტს უმაღლესისგან მხოლოდ სურვილი ესაჭიროება, რათა მიზანს მიაღწიოს... რაც შეეხება მიჯნურობას, თავად განსაჯეთ, თუ რა შინაარსს ატარებს ეს სიტყვა - „მიჯნა“. მიჯნა - ხორციელსა და სულიერს შორის, ზღვარი, რომელიც გადასალახია, რათა ის მიჯნის მიღმა არსებულს მიწვდეს და შეერთდეს მასთან... ამ დროს, ცოდვათა შესუბუქება ნიშნავს ზუსტად კათარზისს, დალექილი ნეგატიური ენერგოინფორმაციული ნაგვისგან განწმენდას ქვეცნობიერ და ცნობიერ დონეებზე, რომელშიც აუცილებლად მონაწილეობს არაცნობიერი, ანუ ზე ცნობიერი, რომელი არაცნობიერიც, თავის მხრივ, მამაღმერთთან კონტაქტს ნიშნავს...
დიახ, მეგობრებო, სულიერი განვითარების გზაზე დადგომის მსურველთა ძირითადი სიმდიდრე, სწორედ მიჯნის მიღმიერისადმი ლტოლვაა, რომელიც ნება-სურვილშია გამოხატული, ხოლო განვითარების გზაზე თუ რამდენად ეყოფა ეს მუხტი ადეპტს, ეს მისი გადასაწყვეტია, შესაძლოა, მას დამატებითი სიმძლავრის ნება და სურვილიც დასჭირდეს, რათა სიკვდიმდე მიჰყვეს განვითარების ეს ენერგია.
ასე რომ, თუ ვინმეს მიზნად აქვს ამ რთულ და ვიწრო ბილიკზე სიარული და დანიშნულების ადგილამდე მისვლა, რასაც განღმრთობა, ცნობიერების ტრანსმუტაცია ჰქვია, ყველას მოუწევს, საკუთარ თავში დააკვირდეს, თუ რამდენად სურს ეს და, თუ ამის ნება სუსტია, უმჯობესია, უმაღლესისგან ამ საქმეში სწორედ ნებისა და სურვილის სიძლიერე და ხანგრძლივობა ითხოვოს, ხოლო ვინც ითხოვს, იმას ყოველთვის ეძლევა კიდეც...
გისურვებთ წარმატებებს...

კეთილი სურვილებით -
ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

მთის ბროლი

Guide to cats and kittens