» » აღმოსავლური ჰოროსკოპი
ასტროლოგია / Slide

აღმოსავლური ჰოროსკოპი

აღმოსავლური ჰოროსკოპიაღმოსავლეთში ცხოველებს მეტად დიდ პატივს სცემენ, მათ საკუთარი სისტემა/განრიგი აქვთ, თუ დასავლურ ასტროლოგიაში ყველა თვეს თავისი მმართველი ჰყავს, ჩინეთში მთლიან წელს მიაკუთვნებენ ხოლმე წლის მბრძანებლის სტატუსს. დასავლურ ასტროლოგიას აქვს ოთხი სტიქია - ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი. ხოლმე აღმოსავლეთში სტიქიები გაზრდილია, შესაბამისად მათ აქვთ - ცეცხლი, მიწა, მეტალი, წყალი, ხე. ისინი აღნიშნულს დიდ ყურადღებას უთმობენ.




განვიხილოთ თითოეული ნიშნის ფსიქოტიპი:

აღმოსავლური ჰოროსკოპივირთხა
ვირთხა აღმოსავლური კალენდრის პირველი ნიშანია, ის მეტად აქტიური ნატურაა, მას აქვს მკვეთრი მიზიდულობა შარმი, ამავდროულად კი დიდი სიფიცხე . ეს უკანასკნელი თითქოს მეტად მშვიდია, არ უყვარს გაბრაზება, გაწონასწორებული ინდივიდის შთაბეჭდილებას ტოვებს, მხიაულია, მაგრამ ქვეცნობიერში მუდამ მისი ნევროუზლობა და სიბრაზეა. მას უყვარს ნამდვილი ამბის დადგმა, ერთობა ე. წ. სკანდალებით, მოსწონს, როდესაც ქაოსი და გაურკვევლობა იჩენს საქმეში, რადგან აქედანაც სურს სარგებლის პოვნა და თუ არაა მართალი, მაშინ კარგად დაიძვრენს თავს… დიდ სიამოვნებას იღებს მეგობრებთან საუბრით - ჭორაობით, თუმდაც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მეგობარი არ ჰყავს, რადგან ნაკლებად თუ ვინმეს ბოლომდე ენდოს, ნაცნობი კი ბევრი. არც ის უყვარს, რომ თავის პრობლემებზე საჯაროდ დაიწყოს საუბარი, აღნიშნულს თავს არავის მოახვევს. მისი მიზანია, რომ ყველაფრისგან ნახოს მოგება. მას აქვს ბრწყინვალე წარმოსახვის უნარი, ის თუ რაიმე საქმეში გაერია მაინც ცდილობს, რომ სწორად და კეთილსინდისიერად მიიყვანოს დაწყებული საქმე. უანგაროდ არ უყვარს ადმიანმთა დახმარება, უნდა აღინიშნოს, რომ მეტად მატერიალისტია ბუნებით, ვერ იტანს უფულობას. ბუნებით კი გამარჯვების სტატუსი აქვს და ნამდვილად კარგი ხელმძღვანელია.
კარგი პარტნიორები: დრაკონი, მაიმუნი, ხარი.
არ მეგობრობს - ცხენი.
ვირთხა, დრაკონი, მაიმუნი - ერთ სამკუთხედს ქმნიან - მათ ეწოდებათ სიყვარულის შემოქმედნი.

აღმოსავლური ჰოროსკოპიხარი
ზოდიაქოს ამ ნიშანს აღმოსავლეთში მეტად დიდ პატივს მიაგებენ. ხარი გახლავთ ჩინური კალენდრის პირველი ნიშანი, რომელიც უკავშირდება უშუალოდ სიბრძნეს. ხარები მეტად წინდახედულები, შორსმჭვრეტელები, რაც მთავარია საღი და ლოგიკური აზროვნების უნარით დაჯილდოვებული ხალხია, აქვთ შესაშური გონებრივი მონაცემები, მათ ყოველთვის ზედმიწევნით იციან, თუ რა დროს რა უნდა გააკეთონ. ის მეტად ჩუმი ნატურაა, ვერ იტანს გაუგებრობას, ჩხუბს, კამათს, ჩხუბის დროსაც კი მეტად გვაინ გამოდის მწყობრიდან. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თუ გაბრაზდა მისი გაჩერება ძალიან რთულია. ხარი მეტად გულღია და გულახდილი ნიშანია. მათ არ ეშლებათ თუ როგორ უნდა დაამყარონ ადამიანებთან ურთიერთობა, საზოგადოების კეთილგანწყობასაც მარტივად იმსახურებენ. მეტად ორინეტირებულია თავის კარიერაზე, ვერ იტანს უსახსრობას, როდესაც ფული არ აქვს, მაშინ დიდ წუხილს გამოთქვამს. არ უყვარს მეწვრილმანეობა, ვერც წინააღმდეგობას ვერ იტანს, განსაკუთრებით სახლში, ის ხომ ოჯახის ბურჯია. ხარები მეტად სიტყვაძნუწნი ადამიანები არია, საუბრობს მაშინ, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს და უაზროდ არ ისვრის სიტყვებს. მისი დიდი მინუსია სიჯიუტე, თუ რამე თქვა ძნელად თუ გადაათქმევინებს ვინმე. ძალიან მეოჯახე ნატურაა, მეტად სანდო მეგობარი და ამავდროულად იდეალური მეუღლია, ერთგულ ადამიანებს ძალიან აფასებს.
კარგი პარტნიორები - გველი, მამალი, ვირთხა.
ვერ წყობა - ვეფხვი და არაა სასურველი - ცხვარი.
ხარი, გველი, მამალი - სიბრძნის ნიშნებია.

აღმოსავლური ჰოროსკოპივეფხვი
ვეფხვი აღმოსავლური კალენდრის რიგით მესამე ნიშანია. ის მეტად ამაყი ნატურაა, ამავდროულად სულით ლიდერი, დაუმორჩილებელი, შემტევი, მისი მინუსი ის გახლავთ, რომ არ აქვთ კარგი დისციპლინა, ასევე ნამდვილი მეამბოხე და რევოულიციის მოყვარულია, ამიტომ მუდამ აქვს კომლიქტი გარშემო მყოფებთან. თუ ხარი მეტად წინდახედულია, მას ამ უკანასკნელისგან განსხვავებით სჩვევია დაუფიქრებელი, სარისკო ნაბიჯების გადადგმა, რაც არც თუ ისე კარგად მთვარდება ხოლმე. მას უყვარს იერიშზე გადასვლა, ბრძოლა, სურს, რომ თავად იყოს ვითარების მაკონტროლებელი და ხშირად ამას თავადვე აღნიშნავს. ძალიან ფეთქებად ხასიათის ნატურაა, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ მეტად ღირსეული პიროვნებაა, ყოველთვის იბრძვის საყვარელი საქმის გამო, ხშირად სამართლიანობის გამოც, ის არაა მატერიალისტი ნიშანი, ბევრ ფულს ურჩევნია, რომ საზოგადოებისთვის მისაღები წევი იყოს და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდეს.
მას არ უყვარს, როდესაც ვინმე მასზე ბატონობს, არ უყვარს წესები, გარკვეული სახის აკრძალვები, ეს მისთვის სასჯელის ტოლფასია.
კარგი მეგობრები - ცხენი, დრაკონი, ძაღლი.
ვერ თავსდება - ვირთხა, გველი, მაიმუნი.
ხართან ურთიერთობა ან ძალიან კარგია ან მეტად დაძაბული, საშუალო კავშირი არ აქვთ.
ვეფხვი, ცხენი, ძალღი - ბატონთა/მბრძანებელთა რიცხვს მიეკუთვნებიან.

აღმოსავლური ჰოროსკოპიკატა/კურდღელი
კატა/კურდღელი მეტად იღბლიანი და თამამდ შეგვიძლია ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე ქუდბედიანი ნიშანია. მის წელში დაბადებულ ხალხს უყვარს სრულ კომფორტში ცხოვრება, ასევე არიან ძალიან წინდახედულნი, უყვართ, როდესაც ფრთხილად და გონივრულად მოქმედებენ. ისინი მათემატიკურ საკითხებშიც კარგად ერკვევიან. ერთ-ერთი უნიჭიერესი ნიშანია. თავის ჭკუას და მთელ პიროვნულ მონაცემებს ბრწყინვალედ იყენებს, რათა სოციუმში ადგილი დაიმკვიდროს. ისინი ძალიან ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სულიერ ცხოვრებას, მეტად მატერიალისტი ნატურაა. მას უყვარს, როდესაც ყველაფერი მწყობრში აქვს, სახლშიც სრული იდილიის შექმნა სურს. უყვარს, როდესაც მასპინძლის სტატუსი აქვს. ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს განათლებას, ამ მხრივაც იმიტომ ვითარდება, რომ უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულიც სოციუმში ადგილის დასამკვიდრებლად გამოიყენოს, მაგრამ ძალიან გონიერია, მარტივად ითვისებს მასალას. ძალიან რთულად და იშვიათად გამოდის მწყობრიდან, არ უყვარს გაუგებრობა, მას ერიდება, ჩხუბი მხოლოდ ენერგიას აცლის, არ უყვარს ასევე კამათი და საქმის გარჩევა. კატა ყოველთვის ახერხებს გასაჭირდიან გამოსავლის პოვნას, მაგრამ თუ დაეცა და თათების მობილიზება ვერ შეძლო, მაშინ ძალიან რთულად ივიწყებს და იშუშებს იარას, რაც მისთვის მეტად არასახარბიელოა. თუმდაც უმრავლეს შემთხვევაში ყოველთვის თავის თათებზე ეცემა.
მეგობრობს: თხასთან და ტახთან.
ერიდოს: მამალი, ვირთხა, ვეფხვი. ვირთხასთან ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

აღმოსავლური ჰოროსკოპიდრაკონი
როდესაც დრაკონის წელი დგება, ჩინეთში ძალიან დიდი ზარ-ზეიმია, მათ აქვთ ნამდვილი დღესასწაული, ეს უკასასკნელი მათი ფავორიტი ნიშანია. დრაკონი ესაა ძალიან დიდი ძალა, ნამდვილი სიძლიერე, აუღებელი ციხესიმაგრე, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთ აქვთ მოჭარბებული და მდგრადი ჯანმრთელობა. ის მეტად კარგი მეგობარია, მას არ უყვარს ზედმეტი საუბარი, მეწვრილმანობა, არაა ენამწარე და ადამიანთა ზიანის მომტანი, ეს მის ხასიათში არ შედის. უნდა აღინიშნოს, რომ მეტად მიმნდობია, ამავდროულად მგრძნობიარე. ძალიან მომთხოვნია, ყოველთვის სთხოვს მეტს, როგორც თავის თავს, ისე სხვებს. მის ყველა ნაბიჯს აქვს თავისი გათვლა, მეტად ორგანიზებული და საქმეზე კონცენტრირებული ხალხია, მაგრამ ჯიუტი და ზოგჯერ ფიცხიც. უყვარს , როდესაც საუბარში ნომერ პირველია, საუბრის დროსაც კი იმას ფიქრობს, თუ რა უნდა თქვას მომდევნო წინადადებაში. ის ძალიან კარგი გურუა, იძლევა ბევრ რჩევებს, არ ერიდება ადამიანთა დამოძღვრას. ძალიან ინტელიგენტი, გონიერი, ამტანი, დიდსულოვანი, კეთილი ნიშანია. მას ყოველთვის დიდი გავლენა აქვს სხვებზე, ხშირად მიდიან მასთან სასაუბროდ, დახმარების თხოვნით, იმის იმედად, რომ დრაკონი მათ დაეხმარებათ. სიყვარულში, მაინც და მაინც დიდი რომანტიული გრძნობებით არ გამოირჩევა, ის შედარებით გვიან ოჯახდება, ვიდრე სხვა ნიშნები. აქვს შრომისმოყვარეობა და შეუძლია დასახული მიზნის მიღწევა. დრაკონი წარმატების სიმბოლოა. ის ერთ-ერთი უძლიერესი ნიშანია აღმოსავლურ ჰოროსკოპში.
კარგია კავშირი - ვირთხა, მაიმუნი, ასევე მამალი, გველი.
საზიანოა: ვეფხვი, ძაღლი.

აღმოსავლური ჰოროსკოპიგველი
გველი უნდა აღინიშნოს, რომ დასავლურ, ანუ ქრისტიანულ სამყაროში არც თუ ისე კარგი სახელითა და რეპუტაციით სარგებლობს, მაგრამ აღმოსავლეთში ეს ასე სულაც არ გახლავთ, მასაც პატივს მიაგებენ, როგორც სხვა ზოდიაქოს ნიშნებს. გველი მეტად სასიამოვნო, ამავდროულად იუმორის მოყვარე ადამიანია. ყოველთვის კარგად იცვამენ და სტილს დიდ ყურაღებას უთმობენ. გველი უაზროდ არასდროს ისაუბრებს. ის მეტად მოაზროვნე და ინტელიგენტი ნატურაა. გამოხატავს მამალთან და ხართან ერთად უშუალოდ - სიბრძნეს. მას აქვს ფილოსოფიური გონება და შესაშური ინტუიცია. ის ყოველთვის ენდობა ამ უკანასკნელს და უჯერებს კიდეც მას. ძალიან მშვიდი და ორგანიზებული პიროვნებაა, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და სურს კიდეც, რომ პატიოსნად დაასრულოს დაწყებული საქმე. მას ყოველთვის აქვს ამბიცია, ყოველთვის ისახავს ახალ გეგმებს და მიზანდასახული ინდივიდია. არ უყვარს, როდესაც მიმართავენ მას ფულის გამო, იბრძოლებს, იომებს ადამიანის გულისთვის, მაგრმა ფინანსურ დახმარებას ვერ იტანს. მას სჩვევუა ხოლმე დახმარების მერე დამადლება, რაც უნდა მოიშოროს ხასიათიდან. ფულის შოვნის გამო ნაკლები ნერვიულობა ხვდება ხოლმე, კარგად იძიებს ფინანსებს. არ უყვარს ზედმეტი რისკი, ეს მის გეგმებში არაა. სიყვარულში დიდ ვნებას ავლენს, მაგრამ არის მეტად ეჭვიანი, რაც მის პარტნიორს ღლის ხოლმე და ხდება გაუგებრობსი მიზეზი. მას სჩვევია პარტნიორის ღალატიც, რაც არაა კარგი, უნდა გახდეს მეტად ერთგული ნატურა, მიბაძოს ამ მხრივ ხარს და ძაღლს.
კარგი პარტნიორები - გველი, ხარი, მამალი.
არ მეგობრობს - ვეფხვი, ტახი.

აღმოსავლური ჰოროსკოპიცხენი
ცხენი ძალიან კომუნიკაბელური ნიშანია, ყოველთვის კარგად გამოიყურება, გარეგნობას მეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, აღნიშნულით კი ყოველთვის იპყრობს სხვათა ყურადღებას. ცხენის ნიშნის ქვეშ დაბადებულნი არიან მეტად მოძრავნი, აქტიურნი, მათ უყვართ ფართო ასპარეზზე გამოსვლა, მათთვის უცხო არაა სპორტული ცხოვრება, იზიდავთ ასევე თეატრი, კინო, კამერების თვალწინ ტრიალი, ყველგან და ყველაფერში იღებენ მონაწილეობას, ოღონდ ბევრი ხალხი უნდა იყოს. მგრძნობიარენი არიან, მათი მონუსხვა და დამეგობრება მეტად მარივია, მას ძალიან უყვარს, როდესაც ვინმე კარგ კომპლიმნეტს ეუბნება. ძალიან მხიარულია, არ უყვარს გაუგებრობა, არის ასევე ცნობისმოყვარე. მას ისეთი მისაღები ხასიათი აქვს, რომ ძალიან მარტივად აღწევს პოპულარობას. არის კარგი დიპლომატი, ნებისმიერი საქმიდან შეუძლია კომპრომისის პოვნა. ძალიან კარგად გამოსდის ჟურნალისტობაც. იოლად აღიქვმას და ხვდება სხვათა ჩანაფიქრებს, ნააზრევს, მეტად კრეატიული და გონიერი ნატურაა. მაგრამ მინუსები მასაც აქვს, არის შემთხვევები, როდესაც ზედმეტ თავკერძულ თვისებებს ავლენს, უყვარს, როდესაც სხვას არიგებს, მაგრამ თავად იშვიათად თუ ითვალისწინებს ხალხის აზრს. ის მეტად დამოუკიდებელი, თავისუფალი ნატურაა, ოჯახშიც პირველობა ხიბლავს, არის სულით ლიდერი და წინამძღოლი. გახლავთ ბუნებით რომანტიკოსი.
კარგია ურთიერთობა: ვეფხვი, ცხენი, ძაღლი, ცხვარიც.
უჭირს მეგობრობა: ვირთხა, გველი, დრაკონი, ტახი.

აღმოსავლური ჰოროსკოპითხა/ცხვარი
თხა/ცხვარს ძალიან იზიდავს ბუნება, არის მეტად არტისტული ნატურა, გამოირჩევა მიმზიდველბით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავისი თავისადმი ყოველთვის ძალიან მომთხოვნია და ხშირ შემთხვევაში არაა კმაყოფილი, ჭირვეულობს ხოლმე, რაც უნდა დაივიწყოს. მას აქვს კარგი უნარი საკუთარი თავის კარგად წარმოჩენისა, მის საქმეს თუ დასჭირდა ამ ნიშან-თვისებებსაც კარგად გამოიმუშავებს და სოციუმში ადგილსაც დაიმკვიდრებს. მაგრამ არის მეტად არადისციპლინირებული, არაა მასში დამოუკიდებლიბის გრძნობა, რაც ცუდია, თუმდაც ნებისმერი გარემოსა და ფორმას ერგება, მას ადაპტაციის ბრწყინვალე უნარი გააჩნია. მისი ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ ყოველთვის სხვის იმედზეა, თითქოს სხვას იმედით შესცქერის, რაც დაუშვებელია, მან დამოუკიდებლადაც უნდა ისწავლოს საქმის მართვა. მას უყვარს ბრძული გამონათქვამები, მოსწონს ასეთ ხალხთან ყოფნა, უყვარს ასევე როდესაც სხებს ეხმარება. კარგი დამოკიდებულება აქვს ხელოვნებისადმი, ყოველთვის აქვს სურვული მდიდრულად ცხოვრებისა და სიმშვიდისა. მაინც და მაინც არ უყვარს ლიდერობა. უყვარს მოდა, კარგი ტანსაცმელი, აქსესუარები, აქაც შეუძლია ბედი სცადოს.
კარგი პარტნიორები: კატა, თხა, ტახი.
არ მეგობრობს: ხარი და ძაღლი. ხარი განსაკუთრებით საშიშია მისთვის.

აღმოსავლური ჰოროსკოპიმაიმუნი
მაიმუნი - აღმოსავლური კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე გონებაგამჭრიახი, ჩინებული ინტუიციისა და იუმორის მქონე, გონიერი ნიშანია. აქვთ შესაშური ლავირების უნარი. მაგრამ სისუსტეები მასაც აქვს, მაგალითად არის მეტად ზედაპირული, ცვალებადი, მოუხელთებელი, შეუძლია იყოს სასტიკიც, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ძალიან გაბრაზდა. ისე კი მეტად კარგი ნატურაა, მასთან არ მოიწყენთ. ნებისმერი ინდივიდთან შეუძლიათ კარგი ურთიერთობის დამყარება, კომუნიკაცია არასდროს უჭირთ. ის ძალიან კარგად ინიღბება ხოლმე და არავის დაანახებს თუ რა პრობლემის წინაშე დგას, ყოველთვის თავად აგვარებს საქმეებს. არის უზომოდ პატივმოყვარე და ამაყი. აქვს მკვეთრად კარგი შორსმჭვრეტელობის ნიჭი, უყვარს მუდმივი სწავლა, განათლება, მისი მოტყუება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ფაქტობრივად, ძალიან ძლიერი გონიებისა და ინტელექტის ნიშანია, რომელსაც ზურგს გამოცდილება და ინტუიცია უმაგრებს. აქვს კარგი მეხსიერება და წარმოსახვის ნიჭი. თუმცა ცხოვრებისეულად აქვთ ხშირად ქაოსი, რაც არაა კარგი, წესრიგს უნდა მიეჩვიოს. ძალიან ორიგინალურია და უყვარს სიახლეები. ძალიან სწრაფად და მარტივად გამოდის პრობლემიდან, რთული ვითარებებიდანაც კი. პარტნიორის მიმართ ზოგჯერ მიჯაჭვულობა ახასიათებს.
კარგია მეგობრობა - ვირთხა, დრაკონი, მაიმუნი.
არ მეგობრობს - გველი, ტახი, ვეფხვი.

აღმოსავლური ჰოროსკოპიმამალი
მამალი - ძალიან მებძოლი, შეტევის მოყვარე, მოიერიშე ნატურაა. ამავდროულად მეტად ამაყი და კარიერაზე კონცენტრირებული. აქვთ უშრეტი და დაუღალავი ენერგია. მათ აქვთ რამდენიმე უარყოფით თვისება ხასიათშე, მაგალითად უყვართ საკუთარი თავის განდიდება, მათზე მითების შექმნა, განსაკუთრებით თუ ეს მის სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხება. რომ შევხედოთ თითქოს ძალიან ძლიერი, მაგრამ ქვეცნობიერში მეტად ბავშვური და გულჩვილი. მაგრამ გულადი და უშიშარი. ყველაზე ცუდი მაინც ერთი თვისება აქვთ, უჭირთ სხვათა მოსმენა და იმის ნახვა, თუ რას განიცდის საზოგადოება. ყოველთვის სურთ, რომ იტრიალონ და იყნენ ყურადღების ცენტრში. ძალიან ხშირად იცვამენ მეტად ორიგინალურ ტანსაცმელს, რათა ამით მიიქციონ ადამიანთა ყურადღება. გულის სიღრმეში მი მეტად არისტოკრატია, აქვს კონსერვატორული თვისებები, ყოველთვის ჰგონია, რომ საქმეში მართალია და სწორ ნაბიჯებს დგამს. მასაც უყვარს რჩევების მიცემა, ასევე ოცნებობს კარგ მომავალზე, მაგრამ ზარმაცია. ზოგადად, იმდენად გულადია, რომ შეუძლია დიდ რისკზე წავიდეს, საკუთარი ჯანმრთელობა ჩაიგდოს საფრთხეში, მაგრამ ამასაც იმისთვის აკეთებს, რომ ადგილი დაიმკვიდროს. მათგან კარგი სამხედროები გამოდიან ხოლმე. მან სიზარმაცე უნდა დაძლიოს თუ სურს, რომ წარმატებას ეზიაროს.
კარგი პარტნიორები: ხარი, გველი.
არ მეგობროსბ: კატა/კურდღელი.

აღმოსავლური ჰოროსკოპიძაღლი
ძაღლი - ძალიან აქტიური, ენერგიული, მოუსვენარი ნატურაა. მისი ერთ-ერთი მინუსი ის გახლავთ, რომ იპყრობს პესიმისტური განცდები, უყვარს სხვათა კრიტიკა, ასევე დეტალებში ჩაღრმავება. მან უნდა გაითავისოს, რომ სხვებსაც აქვთ ნაკლი და ზოგიერთი მიიღოს ისეთად, როფორიც არის. გარეგნულად თითქოს მეტად ცივი იმიჯი აქვს, მაგრამ სულიერად ძალიან მაღალ საფეხურზე დგას. ფლობს შესანიშნავს იუმორს, არის მეტად გულომწყალე. მას არ სჩვევია საკუთარი გრძნობების აფიშირება, ის მალავს აღნიშნულს და ყოველთვის გულწრფელ ემოციებს ეთაყვანება. მასში თითქოს ძალიან ბევრი ნიშან - თვისებაა თავმოყრილი. იგი გახლავთ უზომოდ პასუხისმგებელი თავის საქმეზე, ასევე არის ძალიან ერთგული, ხარი და ძაღლი, ეს ის ორი ნიშანია, რომლებიც ერთგულებით ცოცხლობენ. ის ცდილობს ყოველთვის იყოს პატიოსანი, ლოიალური, გულმოწყალე, ადამიანთა დამხმარე, ყველას თანაუგრძნობს ისე, როგორც შეუძლია… მისი ნდობა და დაყრდნობა, განსაკუთრებით მძიმე წუთებში გასაჭირის დროს ნამდვილად შეიძლება, არ გიმხუთლებთ. ძალიან კარგად იციან საიდუმლოს შენახვაც. მაგრამ აქვთ ფიქრები, რომ სხვა მათ ვერ გაუგებს, რაც უნდა დაივიწყონ. არის მეტად ამტანი, შეუძლია რთულ პირობებშიც კი იცხოვროს. მათთვის მატერია მეორე ხარისხოვანია. არის ძალიან შრომისმოყვარე და ასე აღწევს კიდეც წარმატებას. ყველას ამშივდებს და მოუწოდებს გაერთიანებისკენ.
კარგია ურთიერთობა: ვეფხვი, ცხენი, კატა.
არ მეგობრობს: დრაკონი, ცხვარი.

აღმოსავლური ჰოროსკოპიტახი
ტახი - ბუნებით ძალიან გულისხმიერი, პატიოსანი დანამდვილად რაინდული თვისებების მქონე ნიშანია. არის მეტად დიდსულოვანი, კეთილი, სხვათა გულისთვის შეუძლია ბევრის გაღება, დახმარება, შეიძლება მათი ნდობაც და მათთან გულღიად საუბარი. ტახების უარყოფითი ის გახლავთ, რომ ყველას ზედმეტად ენდობა, გულუბრყვილოა, რასაც სავალალო შედეგამდე მიჰყავს ხოლმე, მის ასეთ დამხარმე და რაინდულ ბუნებას არც თუ ისე კარგად იყენებს სხვები, ამიტომ ყველას ნდობა არ შეიძლება. ხშირადაა მის ცხოვრებაში იმედგაცრუება, მაგრამ ამდენი ტყულის და დარდს, მაინც სიმშვიდით და გაწონასწორებულად ხვდება. არ უყვარს შეჯიბრი, ქიშპი, არ სჩვევია წუწუნი, როგორც შეუძლია ისე ეხმარება სხვებს და რაც მთავარია უთანაგრძნობს მათ. ისინი ძალიან კარგად არჩევენ კარგს და ცუდს, იციან რა არის სწორი და რა არა. ის მეტად კარგი მეგობარი და საქმეშიც კარგი პარტნიორია. თუ მოუნდა საუბარი, ზოგჯერ ბევრს საუბრობს, ამიტომ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. მათ უყვართ განათლებაზე ფიქრი და ზრუნვა, უზომოდ ბევრს კითხულობენ, რათა განვითარდნენ და მეტად აიმაღლონ ბაგაჟი. მათი უმრავლესობა მატერიალისტია, კომფორტს მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგია, რომ თუ რაიმე დაისახა მიზნად, იმას აუცილებლად მიაღწევს. მას ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ ვინც ჰყავს, ყველა კარგი. არის მეტად მზრუნველი დაყურადღებიანი. სიზარმაცეს კი უნდა ერიდოს.
კარგია ურთიერთობა: კატა, თხა, ძაღლი.
ვერ ეწყობა: გველი.

გიორგი ლობჯანიძე
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

"კომუნიკატორი"-ს სიუჟეტი ასტრლოგიის ისტორიაზე

Guide to cats and kittens