» » სიზმარი და მთვარის ფაზები
ასტროლოგია / ჟურნალი ასტრო-news / მთვარის დღეები / სიზმრები

სიზმარი და მთვარის ფაზები

სიზმარი - ეს არის კარიბჭე ორ სამყაროს შორის. დაძინებისას ვხვდებით უჩვეულო, ირეალურ სივრცეში, რომელსაც სიზმარი ჰქვია. ხან კოშმარული ზმანებები გვსტუმრობს, ხან კი საოცრად ლამაზ ხილვებში დავაბიჯებთ, ვხედავთ უცხო თუ ნაცნობ ადამიანებს, ვსაუბრობთ მათთან, ვმოგზაურობთ აქამდე უცნობ ადგილებში, ზოგჯერ დავფრინავთ კიდეც.

თითოეულ ჩვენგანს ერთი სიზმარი მაინც ახდენია. რეალურ ცხოვრებაში გვინახავს ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ სიზმრიდან გვახსოვს, ან სიზმარში ნანახ ადგილას მოვხვედრილვართ. ზოგიერთ ადამიანს კი მთელი სიზმარი აუხდება ხოლმე.

თუმცა სიზმრების ნაწილი არ გვახსოვს, ნაწილი კი ფუჭია და ახდენა არ უწერია.
როგორ მივხვდეთ თუ რა მოასწავებს ჩვენი ხილვა? შეუძლია თუ არა ასტროლოგიას, რომელიც საკუთარი თავისა და ბედის შეცნობაში გვიწყობს ხელს, სიზმრების განმარტებაშიც გაგვიწიოს დახმარება? გარკვეულწილად, თურმე ეს შესაძლებელია.

საუკუნეების განმავლობაში დაკვირვებებმა ცხადყო, რომ კლებადი მთვარის ფაზაში ნანახი სიზმრები'წარმავალს'მოასწავებენ. თუ თქვენ ამ პერიოდში უსიამოვნო რამ გესიზმრათ, დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. კლებადი მთვარის ღამეს ნანახი საგნები ან ადამიანები ჩვენი ცხოვრებიდან მალე გაქრებიან, ან მათ მიმართ ინტერესს თავად დავკარგავთ.

მზარდი მთვარის ღამის სიზმრები კი პირქით, იმას მოასწავებენ, რომ ამ დროს ნანახი ადამიანები, ნივთები თუ მოვლენები, ჩვენს ცხოვრებაში სულ მალე მტკიცე პოზიციებს დაიკავებენ.

სავსე მთვარისა და ახალი მთვარის სიზმრები ხშირად გვაფორიაქებენ. ისინი მეტწილად იმ პრობლემებს გამოხატავენ, რომელთა გადაჭრა მიმდინარე ეტაპზე ადრეა, მათი დრო ჯერ არ დამდგარა.

ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, რომლებიც მთვარის მე-14, მე-15, მე-16, 24ე და 28-ე დღეს გესიზმრებათ. ეს სიზმრები, როგორც წესი, ახდებიან.
სამაგიეროდ, მე-2, მე-9, მე-13 მთვარის დღის სიზმრები ფუჭია. დანარჩენი დღეების სიზმრები კი ნეიტრალურად ითვლება. მათ ახდენაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ, თუმცა ზოგჯერ ისინიც სრულდებიან.

ახალ მთვარემდე ნანახი სიზმარი გვიან, ხოლო ახალი მთვარის შემდგომი პერიოდის სიზმარი სწრაფად ახდება.

კიდევ ერთი საინტერესო მინიშნება. ალბათ იცით, რომ კვირის დღეებს სხვადასხვა პლანეტა მართავს, კერძოდ კი:

ორშაბათს - მთვარე,
სამშაბათს - მარსი,
ოთხშაბათს- მერკური,
ხუთშაბათს - იუპიტერი,
პარასკევს - ვენერა
შაბათს - სატურნი
კვირას - მზე,

თუ თქვენ, მაგალითად, შაბათს, ანუ სატურნის დღეს დაიბადეთ, ის სიზმრები უფრო ხშირად აგიხდებათ, როდესაც მთვარე თხის რქაში იქნება.

მე კი, ჩემის მხრივ ყველას გისურვებთ ლამაზ სიზმრებს და რა თქმა უნდა, მათ კეთილად ახდენას!

ჟურნალი "ასტრო News" #2 (ოქტომბერი, 2013)
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

პირამიდა მინერალური ქვისგან

...

სატურნი – დეკორაციები და ფუნქციები

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი