Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ზედა ზოდიაქოები და მათი მოქმედება

ზედა ზოდიაქოები და მათი მოქმედება

13.03-28.03 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - საათი
საათი - ზედა ზოდიაქოს პირველი ნიშანია. სანამ უშუალოდ ნიშანზე დავიწყებდეთ საუბარს, აღვნიშნოთ, რომ ზედა ზოდიაქოს ყველა ნიშანს ჩვენ განვიხილავთ, როგორც ზედა ზოდიაქოს უმაღლესი ძალების მიერ ადამიანისათვის მოცემულ შესაძლებლობებს ცხოვრების გარკვეულ მომენტში. და რა შესაძლებლობებს უხსნის ადამიანს ზედა ზოდიაქოს პირველი ნიშანი? როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ნიშანია საათი. ის მდებარეობს ვერძისა და თევზების საზღვარზე. საათს ცის კაბადონზე უკავშირებენ პოლარულ თანავარსკვლავედ ცეფეასა (ცეფევსი) და ვარსკვლავ ალდერამინს. ცეფეა შუა გრძედებზე, ჰორიზონტზე არასოდეს ჩადის. ის ზომავს და აფიქსირებს ყველა პროცესის დროის პერიოდს, იწყებს და ამთავრებს ყველა ცხოვრებისეულ ციკლს. ეს სამყაროს საათია.
ამას გარდა, საათის ნიშანს ემთხვევა ვერძის ნულოვანი წერტილი, რომელშიც ინახება ჩვენი სამყაროს განვითარების სრული ისტორია. იმის გარდა, რომ ამ წერტილიდან ყველა პროცესის შემოტრიალებაა შესაძლებელი, მასშივეა ჩადებული პროცესის ჩაშვებისა და რეალიზაციის რითმი. მოგვიანებით, უკვე ჩაშვებული პროცესის ამ წერტილში გავლისას, მისთვის გაისმის საათის რეკვის ხმა, რომელიც პროცესის განვითარების გარკვეული ეტაპის ან მისი დასრულების მაჩვენებელია. ჩვენი სამყაროს ვერც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ვერ მოხდება ზედა ზოდიაქოს საათის მექანიზმის გარეთ.
შეგახსენებთ, რომ ზედა (არაგამოხატულ) სამყაროში დრო არ არსებობს. ზედა სამყაროს დრო მუდმივია, ამოუწურავი, წარსულისა და მომავლის გარეშე. ზედა სამყაროში მოძრაობას არ გააჩნია მიმართულება, დასაწყისი და დასასრული. იქ ყველა პროცესი იდეის სახით არსებობს, მაგრამ მატერიალიზაციისათვის საჭიროა ყველა იდეის ამუშავება მოცემულ სამყაროში, სადაც დროს კონკრეტული საზღვრები გააჩნია. ხორცშესხმულ სამყაროში არსებობს წარსული და მომავალი, თანაც ყველაფერი, რა თქმა უნდა, მატერიალურია. ყველა ნივთს სოცოცხლისა და სიკვდილის კონკრეტული დრო გააჩნია. ასე რომ, მატერიალურ სამყაროში გამოხატულ ყველა პროცესსა და ყველა საგანს, რომლებიც დროის ჩარჩოებს უკავშირდება, ზედა ზოდიაქოს პირველ ნიშანში - საათში ეყრება საფუძველი. საათს შეუძლია ყველა პროცესის, მოვლენის დაჩქარება ან შენელება, მისი წაშლა ადამიანის ან მთელი ერის მეხსიერებიდან, ან მისი დაუსრულებლად, ისევ და ისევ ტრიალი. ადამიანს, რომელსაც კავშირი აქვს ზედა ზოდიაქოს პირველ ნიშანთან, ხელეწიფება როგორც საფუძვლის ჩაყრა მთელი საზოგადოების ახალი ეტაპის განვითარებისათვის, ასევე არსებულ სამყაროში დრომოჭმული ეტაპის დასრულება. საათში ყველა მატერიალური ნივთის ან ადამიანის დაბერება ან ჩქარდება, ან ნელდება. ზედა ზოდიაქოს მუშაობის დაწყება ყველაზე ადვილია მაშინ, როცა ადამიანს სძინავს, განსაკუთრებით კი ძილის უსიზმრო ფაზაში. ამიტომ, თუ ადამიანი მოძრაობს თავისი ცხოვრების სწორი მიმართულებით, ის ძილის დროს არა მარტო აღადგენს თავის ძალებს, არამედ ახალგაზრდავდება კიდეც.
საათის ძირითადი პლანეტაა - პროზერპინა, ამიტომ ყველა შესაძლებლობები, რომელსაც ის თავისი აქ არსებობით იძლევა, უკვე რეალიზდება ზედა ზოდიაქოს პირველ ნიშანში. საათი ადამიანს აძლევს ცხოვრებაში, არსებულ სოციუმში საკუთარი ადგილის ზუსტ გააზრებას. პროზერპინას საჩუქარია საათთან დაკავშირებული ადამიანის ბუნებრივ რითმთან თანხვედრილი ცხოვრების ზომიერი წესი, სიზუსტე, პუნქტუალურობა, უდიდესი შრომისუნარიანობა. ასეთ ადამიანებზე ამბობენ: „ის საათივით მუშაობს“. პროზერპინასაგან ნაბოძები ანალიტიკური უნარები, მათ უამრავი წვრილი და უმნიშვნელო ნაწილებისაგან შემდგარი სრული პროცესის მთლიანი სურათის შექმნაში ეხმარებათ. ამიტომ, ადამიანები საათში წინასწარმეტყველები ხდებიან. მათ იციან თუ როგორ განვითარდება უკვე ამუშავებული მოვლენები და როდის დასრულდება ისინი. უძველესი სიბრძნე - „დაასრულე საქმე - განზე გადექი“, მხოლოდ საათის ნიშანში, ზედა ზაოდიაქოსთან ურთიერთობის მქონე ადამიანს ხელეწიფება. ამ უნარების გარდა პროზერპინა როგორც ადამიანს, ასევე ყველა პროცესს სრული ტრანსფორმაციის უნარს აძლევს. სწორედ საათში შუძლია ადამიანს ყველაზე კარდინალური ცვლილებების წამოწყება, როგორც თავის ბედში, ასევე სრულიად სოციუმში.
საათი, ზედა ზოდიაქოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია, რადგან ის განსაზღვრავს მთელი ჩვენი მატერიალური სამყაროს ცხოვრებას. ყველაფერ იმას, რასაც არ გაუვლია ამ ნიშანში, სარეალიზაციოდ დრო არ გააჩნია. მეორე მხრივ, ადამიანის თავისუფალი ნებით წამოწყებული ყველა იდეა (მათ შორის შეცდომაც) საბოლოოა. მატერიალურს არაფერს არ შეუძლია მუდმივად არსებობა და ეს წესია. ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი „კარგი“ თავიდან გაიმეოროს, „ცუდი“ კი სამუდამოდ დაივიწყოს.

11.02-26.02 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - პეგასი
პაგასი ზედა ზოდიაქოს მეორე ნიშანია. ის მდებარეობს თევზებისა და მერწყულის საზღვარზე, ფრთოსანი ცხენის - პაგასის თანავარსკვლავედში. ზედა ზოდიაქოს მეორე ნიშანთან ასევე აკავშირებენ ვარსკვლავ - ალფერაცს. მისი სრული დასახელებაა „სირახ ალ-ფარას“. ამჟამად ამ ვარსკვლავს პეგასის თანავარსკვლავედს კი არა, ანდრომედას თანავარსკვლავედს მიაკუთვნებენ, მაგრამ მისი ზუსტი თარგმანი - „ცხენის ჭიპი“, მიუთითებს ალფერაცის პეგასთან პირდაპირ კავშირზე. ასტროლოგები თვლიან, რომ ალფერაცი თავის მზრუნველობაში მყოფთ, ცხოვრებაში აძლევს საკუთარი ძალებით მიზნის მიღწევის საშუალებას, გარშემომყოფთა და ნათესავთა დაუხმარებლად. ასევე, მატერიალური ფასეულობების დაგროვებისა და განკარგვის უნარს, სოციუმში პატივისცემას. მაგრამ რაშია პეგასის მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანისადმი საჩუქრის არსი?
მოკლედ რომ ვთქვათ, პეგასი ადამიანს აძლევს ღვთიურ, უსაზღვრო შთაგონებას. ეხმარება მას ცხოვრების ძირითადი ოცნების ჩამოყალიბებაში, ამ ინკარნაციაში თავისი მაქსიმალური (თუმცა მხოლოდ პოტენციური) შესაძლებლობების შეგრძნებაში.
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში პეგასს თავისი ჩლიქის დარტყმით შეეძლო მიწიდან წყაროს ამოხეთქვა. ეს შთაგონების წყაროა. ასეთ წყაროში ბანაობისას ადამიანი იღებს მატერიალურ სამყაროში ოცნების განხორციელებისათვის აუცილებელი ენერგიის მუხტს. პეგასის ძირითადი პლანეტაა ვენერა - პოეტებისა და მხატვრების მუზა. ის ჩვენს პლანეტაზე ყველანაირი სილამაზის მფარველია, ყოველი ოცნების არსს ამკობს რა ცოცხალი და მძაფრი ფერებით. ერთი და იგივე არსის მრავალმხრივი გამოვლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ეს პლანეტა მოცემული სიტუაციის პირობებში, თუმცა არსის ფორმას არ ცვლის. მაგრამ რა სასიამოვნოა ხედავდე, ბურუსით მოცული აზრები რაიმე ამაღლებულისა და მშვენიერის შესახებ, თუ როგორ ხდება კონკრეტული და ხელშესახები. ისეთი, რომელსაც იქვე შუძლია რეალიზება. ამას გარდა, ვენერას ყველა ქმნილებაში შემოაქვს ჰარმონია. ის ყველაზე მიუღწევად ოცნებასაც კი ცხოვრებისათვის კომფორტულ და ჰარმონიულ სურათად აქცევს.
პეგასის ფრთები ადამიანის სულის ფრთებია, რომელიც პრაქტიკულად ანხორციელებს თავის ოცნებას, ხდის რა მას ცხოვრებისეულს. ზედა ზოდიაქოს მეორე ნიშანში, ადამიანის სული იღებს უმაღლესი ძალების კარნახს იმის შესახებ, თუ სინამდვილეში, რეალურ ცხოვრებაში როგორ გამოიყურება მისი ოცნება. მაგ., ადამიანი ოცნებობს ბედნიერებაზე, მაგრამ მან არ იცის თუ რას ნიშნავს ეს მისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ალბათ საყვარელი საქმის კეთებას, მარგამ რომელია ეს საქმე? ოჯახის და შვილების ყოლა თუ არყოლა? სახლის, მანქანის ფულის ფლობა? თუ ეს არც ისე მნიშვნელოვანია მისი ბედნიერებისათვის. ყველა ამ და სხვა კითხვებზე, თუ ის ეხება თქვენს ოცნებას, პასუხს პეგასი იძლევა. ზედა ზოდიქოს ამ ნიშანში თქვენ შეძლებთ საკუთარი ოცნების სრულად და დეტალურად დანახვას.
მაგრამ, პეგასი ადამიანს არა მხოლოდ ოცნების ფრთებით დაატარებს, ის აგრეთვე ადგენს მისი ოცნების საზღვრებს. ტყუილად კი არ ჩააგდო უფსკრულში ბელეროფონი ღვთიურ ოლიმპოზე ასვლის მცდელობისათვის მითიურმა პეგასმა. ყველა ოცნება არაა კანონზომიერი. მზესთან მიფრენის მცდელობისას იკაროსმა ფრთები დაიწვა და ჩამოვარდა.
ზედა ზოდიაქოს ყველა ნიშანში ადამიანს ეძლევა ცხოვრების მოცემული ეტაპისათვის აუცილებელი ინფორმაციული დახმარება. პეგასის ნიშანში უმაღლესი ძალები ადამიანს ეხმარება საკუთარი ოცნების საზღვრების დანახვაში, რომელთა დარღვევა საზიანოა სიცოცხლისათვის, რადგანაც შესაძლოა ჩამოვარდნაც.
მაგრამ, არსებობს სხვა საფრთხეც იმ ადამიანისათვის, ვინც გაბედავს ადამიანური სამყაროდან განდგომას საკუთარი ინდივიდუალური ოცნების ასასრულებლად, რომელიც განსხვავებულია გარშემომყოფთა ოცნებებისაგან. პირად კარმასთან დაკავშირებული საკუთარი ოცნების დანახვისას, აუცილებელია თვითრწმენა და მხოლოდ პირდაპირ სიარული. არ შეიძლება არჩეული გზის სისწორეში ეჭვის შეტანა და უკან ყურება. საკუთარ ძალებში და სამყაროს მხრიდან მუდმივ დახმარებაში ეჭვის შეტანამ, შესაძლოა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ყელაფერი თქვენს მიერ შექმნილი გადაიქცეს მძიმე, უსიცოცხლო ლოდად, რომელსაც არავითარი საერთო აღარ გააჩნია თქვენს ოცნებასთან. პეგასის შემქმნელმა მითიურმა მედუზა გორგონამ, შესაძლოა წაიღოს თქვენი ქმნილების სასიცოცხლო ენერგია და თქვენ სამუდამოდ დაკარგოთ საკუთარი ოცნება. ირწმუნეთ საკუთარი ოცნების და პეგასი დაგეხმარებათ მის რეალიზებაში.

13.01-28.01 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - სფინქსი
სფინქსი ზედა ზოდიაქოს მესამე ნიშანია. ის მდებარეობს მერწყულისა და თხის რქის მიჯნაზე. სფინქსის ნიშანს შეესაბამებიან არწივის თანავარსკვლავედი და ვარსკვლავი ალტაირი, ასევე გედის თანავარსკვლავედი და ვარსკვლავი დენები.
ახლა რამოდენიმე სიტყვით დავახასიათოთ თავად ზედა ზოდიაქოს მესამე ნიშნის სიმბოლო - სფინქსი. სფინქსი პოლიმორფული არსებაა, რომელიც თავის თავში ოთხ სტიქიას მოიცავს. მისი უკანა ფეხები ხარისაა, წინა ფეხები - ლომის, თავი - ადამიანის, ფრთები კი არწივის. ასეთი ფანტასტიური სინთეზი სფინქსის რთულ სიმბოლიზმზე მეტყველებს. ითვლება, რომ ის იმ გამოცანის სიმბოლოა, რომელიც უნდა გამოიცნოთ, იმ კითხვების სიმბოლოა, რომლის პასუხების მოძებნაც აუცილებელია. ერთ ადამიანში ხარის, ლომის, არწივისა და ადმიანის შერწყმა ნიშნავს იმას, რომ ასეთი გამოცანებისა და კითხვების საპასუხოდ მას ეძლევა სულიერი საწყისი, ბუნებისა და ცხოველთა სამყაროს ძალები.
ამგვარად, ზედა ზოდიაქოს მესამე ნიშანი მიანიშნებს, რომ ადამიანი თავის ცხოვრებაში აწყდება უამრავ რთულ ამოცანას, რომელთა პასუხიც მას საპოვნელი აქვს. და ამ ამოცანების ამოსახსნელად მას მუდმივად ჰყავს დამხმარეები სულების, ბუნებისა და ცხოველთა სამყაროდან. და რას ნიშნავს ეს ჩვეულებრივ ცხოვრებაში?
ჩვეულებრივ ცხოვრებაში სფინქსის ნიშანი ადამიანს აძლევს შესაძლებლობას დაინახოს თავისი ყველა ქმედების მრავალვარიანტულობა. საერთოდ, ზედა ზოდიაქო ადამიანს ანიჭებს არჩევანის უფლებას. სფინქსში შესაძლოა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პროცესის ან იდეის ყველა შესაძლო ვარიანტის დანახვა და შეფასება. მაგრამ, კარმული მისიის შესრულების კუთხით, მათგან მხოლოდ ერთია სწორი და თქვენ სწორედ ის ერთი უნდა აირჩიოთ. სწორედ ამ არჩევანისათვის გეძლევათ უმაღლესი ძალებისაგან ყველა ინსტრუმენტი: სულის სიძლიერე, ცხოველური ინსტიქტები და ბუნებრივი სტიქიების დახმარება.
მაგ., ადამიანს სურს დაქორწინება. თან ჰგონია, რომ თუ მისი მეუღლე იქნება ლამაზი, ის ყველას დაატყვევებს და მოღალატე გამოდგება. და თუ მეუღლე იქნება ჭკვიანი, მაშინ მბრძანებლობას დაიწყებს და მასზე იბატონებს. ხოლო თუ შტერი და უშნო იქნება, ამ შემთხვევაში მას გარშემომყოფები დასცინებენ. და რა უნდა ქნას ამ მამაკაცმა? უბრალოდ, აუცილებლად უნდა დაინახოს ის ვარიანტი, რომ ლამაზი და ჭკვიანი მეუღლე მისი დამხმარე და მეგობარი გახდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ შემთხვევაში, მისთვის მინიჭებული ყველა ძალები დაიწყებენ ისეთი ცხოვრებისეული პირობების ფორმირებას, რომ ის შეხვდეს სწორედ მისთვის ზემოდან განკუთვნილ ქალბატონს. და თუ ის აირჩევს დანახული ვარიანტებიდან სხვას, მიიზიდავს ბედისწერაში იმას, რასაც ბედი ან ფატუმი ჰქვია. ის თავად დააპროგრამებს მოვლენის ისეთ განვითარებას, სადაც ჯობდა საერთოდ არ დაქორწინებულიყო.
აი, ამაშია სფინქსის არსი. მისი გამოცანის სწორად ამოცნობა იძლევა შესანიშნავ ცხოვრებას, არასწორი კი უფსკრულში ჩავარდნასა და სიკვდილს. მაგრამ არჩევანის საშუალება გვაქვს ყოველთვის. სფინქსის ნიშანში მომავალი გახსნილია თქვენი ქვეცნობიერისათვის მთელი დიაპაზონით. დაინახეთ ის და აირჩიეთ.
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ადამიანის მიერ ზედა ზოდიქოს მესამე ნიშნის გავლას უკავშირდება. ესაა დამხმარეთა ან მრჩეველთა არჩევა იმისათვის, რათა უკეთ დაინახოთ თქვენი მომავალი და დანახულიდან სწორედ თქვენთვის საჭირო და მართებული გამოარჩიოთ. ხშირად ადამიანი არ ენდობა დაბადებით ნაბოძებ საკუთარ ძალებს. შესაძლოა ის ეყრდნობოდეს სხვადასხვა ჯურის წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც ყოველთვის არ წარმოადგენენ ბრძენ ხალს. ხშირად, მკითხავების ინფორმაცია ასტრალური დონიდან მოდის, სადაც სამყაროს უამრავი დაბალი არსება ბინადრობს. ეს არსებები ცდილობენ ადამიანის დაპროგრამირებას მომავლის არასწორ განვითარებაზე, რათა ის ააცდინონ ჭეშმარიტ გზას. მათი სურვილია ადამინის ძალები რაიმეს შექმნაზე კი არ მიდიოდეს, არამედ მათ გამოკვებას ემსახურებოდეს. ასეთი მომავლის არჩევის შემთხვევაში, ვნებები გამომფიტველია. სფინქსის ნიშანს უკავშირდება ოიდიპოსის ისტორია, რომელიც დაპროგრამირებული იყო თავისი ცხოვრების ტრაგიკულ განვითარებაზე. არადა მას ჰქონდა შანსი - შეეცვალა ყველაფერი. ოიდიპოსმა გამოიცნო სფინქსის გამოცანა, რითიც მოიპოვა საკუთარი მომავლის ცვლილების შანსი. მან, ისევე როგორც მამამისმა, საკუთარი ცხოვრება ორაკულს მიანდო.
სფიქსის ძირითადი პლანეტაა მერკური. ის იძლევა სწავლის სურვილსა და ანალიტიკურ გონებას, მაგრამ დანახულზე და შესწავლილზე ჩაციკლვის გარეშე. მერკური სფინქსის ნიშანში ადამიანს ეხმარება წარსულის, აწმყოსა და მომავლის ყველანაირი ინფორმაციის მიღებაში ისე, რომ არ გახდეს მათი მონა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სიტუაციის განვითარების ცოდნა იმისათვის მოგვეცა უმაღლესი ძალებისაგან, რათა ჩვენ გავხდეთ თავისუფლები და ტყუილად არ დავხარჯოთ ენერგია ჩიხურ ვარიანტებზე.

14.12-29.12 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - ხე
ხე - ზედა ზოდიაქოს მეოთხე ნიშანია. ის მდებარეობს თხის რქისა და მშვილდოსნის საზღვარზე.
ცაზე ხის ნიშანს შეესაბამება ქნარის თანავარსკვლავედი და მასში განლაგებული ვარსკვლავი ვეგა. ქნარის თანავარსკვლავედი, რომელსაც უძველეს დროში „კუს თანავარსკვლავედს“ უწოდებდნენ, სტაბილურობისა და ჰარმონიის უძველესი სიმბოლოა. მასში გამოსჭვივის „სფეროთა მუსიკა“. ხოლო ვარსკვლავი ვეგა ქნარის თანავარსკვლავედში ჩაწერილი ინფორმაციის „ოქროს გასაღებს“ წარმოადგენს.
ვიდრე იმ შესაძლებლობებზე ვისაუბრებდეთ, რომელიც ადამიანს ეძლევა ზედა ზოდიაქოს მეოთხე ნიშანში, რამდენიმე სიტყვით თავად ამ ნიშნის სიმბოლო - ხე დავახასიათოთ. და რა არის ხე? ხე - ეს ყველა პროცესის განვითარების უნივერსალური სისტემის სქემატური გამოხატულებაა. მას აქვს ფესვები, ღერო, ტოტები, ფოთლები, ასევე შესაძლოა ნაყოფიც. ფესვები თავდაპირველი საწყისია. ისინი კვებავენ მთელ სისტემას, აძლევენ რა მას სიმყარეს და მიწასთან - მატერიაურ საწყისთან მუდმივი ურთიერთობის საშუალებას. ღერო მსოფლიოს ღერძია და ის ყველაფერ ცოცხალს ზემოთ, ცისკენ მიმართავს. ღერო, ასევე სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს. მასში მოძრაობს საკვები ნივთიერებები და შექმნის ენერგია. ღეროდან სხვადასხვა მიმართულებით იზრდება ტოტები. ეს მსოფლიო პროცესებისათვის ახალგაზრდა, მაგრამ სიცოცხლის განმსაზღვრელი, ფოთლებისა და ნაყოფის მომცემი ღეროს ნაწილებია. ტოტები ქმნიან სიცოცხლის სურათს. თუ დავუკვირდებით ჩვეულებრივ ხეს, რომელიც საკუთარ ბაღში ან ტყეში იზრდება, ადვილი გახდება მსოფლიო ხის წარმოდგენა, რომელზედაც აქ ვისაუბრებთ.
ზედა ზოდიაქოს მეოთხე ნიშანი იძლევა იმ ინფორმაციის გასაღებს, რომელიც ჩაწერილია ადამიანთა მთელი მოდგმის გენიალოგიაში, მათ შორის, მისი ყოველი გვარ-ტომის ინფორმაციაში. მსოფლიო ხე ინახავს როგორც მისი განვითარების ჩანაწერებს დასაბამიდან დღმედე, ასევე მომავლის ჩანასახს ნაყოფითურთ. მსოფლიო მნიშვნელობის წინასწარმეტყველნი (ქრისტე, მუჰამედი, ზარატუსტრა) ზედა ზოდიაქოს მეოთხე ნიშანში დაიბადნენ და ხედავდნენ მთელი კაცობრიობის ხის მდგომარეობას, იმას, თუ როგორი მომავალი ელოდა ადამიანთა ცივილიზაციას. მათ ესმოდათ, თუ რისი გაკეთება იყო აუცილებელი მომავლის შესაცვლელად. მატერიალურ დონეზე მათი ამოცანა გახდა მთელი კაცობრიობის კოლექტიური კარმის წმენდა. მათ გააზრებულად და ნებაყოფლობით აიღეს საკუთარ თავზე მთელი ადამიანთა მოდგმის გადარჩენის ვალდებულება, სულიერი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მისი გადაყვანის პასუხისმგებლობა.
და რას აძლევს ხის ნიშანი იმ ადამიანს, რომლის წინაშეც არ დგას ასეთი მასშტაბის ამოცანები? რა შესაძლებლობებს უხსნის მას?
ზედა ზოდიაქოს მუშაობის დონეზე გასული ყველა ადამიანი, მის მეოთხე ნიშანში იღებს მთელი თავისი საგვარეულოს მიერ დამუშავებული ცოდნის გასაღებს. ადამიანს ეძლევა საკუთარი კარმული ამოცანების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომა, წინა განსხეულებებიდან გადმოსული მითითებები. არაა აუცილებელი ერთი და იგივე გზის რამოდენიმეჯერ გავლა, იგივე შეცდომების დაშვება და იგივე გამოცდილების მიღება, თუკი ამ ყველაფრის მზა სახით მიღება და მოძრაობის წინ გაგრძელება წინაპართა გამოცდილების გამოყენებითაა შესაძლებელი. დიახ, ყოველი საგვარეულო კარმა შესაძლოა დაბინძურებული იყოს ცოდვებით და მოითხოვდეს წმენდას და სანამ დავიძრებოდეთ წინ სამოძრაოდ, შესაძლოა ზემოდან დაგვიდგინონ იმისი დამუშავება, რაც მასშია დაგროვილი. მაგრამ მთელი საგვარეულო ხის გაწმენდის შემდეგ, თქვენ იღებთ საკუთარი კარმული ამოცანების უმაღლეს დონეზე შესრულების შანსს, რაც მოგიტანთ ძალიან ღრმა მორალურ და მატერიალურ კმაყოფილებას. ამას გარდა, კარმულ ამოცანებთან მუშაობისას ხის დონეზე, თქვენ იღებთ წინაპრებისაგან მაქსიმალურ მხარდაჭერას სხვადასხვა, კონკრეტულად თქვენთვის საჭირო ინფორმაციული გასაღებების სახით, რის შემდგომაც, თქვენს წინ აღარ იარსებებს დახურული კარები.
ზედა ზოდიაქოს მეოთხე ნიშნის მფარველი პლანეტაა - იუპიტერი. პასუხისმგებელია რა ადამიანის მსოფმხედველობაზე, ის იძლევა მსოფლიო კანონების აღქმის უნარს და გვეხმარება ამ ცოდნის გარშემომყოფებთან მიტანაში. იუპიტერი პლანეტა-მასწავლებელია. მაგრამ იმისათვის, რომ გახდე ბრძენი მასწავლებელი, საჭიროა მთელი თქვენი საგვარეულოს სიბრძნე, რომლის მიღებაც ხის ნიშანში შეგიძლიათ.
ამ თემასთან დაკავშირებით აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი. ხის ნიშანში სამსახურის დაწყებისას, ისევე როგორც ზედა ზოდიაქოს სხვა ნიშნებში, არსებობს გარკვეული საშიშროება და ცდუნება, რაც გულისხმობს მისი ნაყოფის იმწუთშივე გამოყენების მოთხოვნილებას, მთლიანი ხის ღრმა შესწავლის გარეშე. მაგრამ კანონი ასეთია, როცა საჭირო კონტაქტს დაამყარებთ ფესვებთან, ღეროსთან და ტოტებთან, მხოლოდ ამის შემდგომაა შესაძლებელი მთლიან ხესთან დაახლოვება, თავისი ფოთლებით, ყვავილებითა და ნაყოფით. ხოლო საგვარეულო ხიდან დაუმსახურებლად მოწყვეტილი ნაყოფი, შესაძლოა, საწამლავად იქცეს და არა მარტო თქვენთვის.

15.11-30.11 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - გველმჭერი
გველმჭერი ზედა ზოდიაქოს მეხუთე ნიშანია. ის მდებარეობს მშვილდოსნისა და მორიელის ნიშნების საზღვარზე. ცის კაბადონზე მას შეესატყვისება გველმჭერის თანავარსკვლავედი და ვარსკვლავი რას-ალჰაგი. გველმჭერი ზედა ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ქვედა ზოდიაქოსთან. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „ზედა კარიბჭეს“ ან „სამოთხის კარიბჭეს“. მხოლოდ გველმჭერის ნიშანში აქვს ადამიანს მიმდინარე განსხეულებაში უდიდესი ცხოვრებისეული გარდატეხის შესაძლებლობა. მას შეუძლია ჩაკეტილი არსებული სამყაროდან გადავიდეს იდეებისა და პრინციპების უსაზღვრო სამყაროში, ამავდროულად კი დარჩეს ცოცხალი და ისარგებლოს ამ განსხეულებაში დაგროვილი მატერიალური სიკეთეებით. გველმჭერის ნიშანში არაფერი არ იკარგება, არსებულს ემატება საოცარი ამოცანები და განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის პერსპექტივები.
მაშასადამე, პირველი ჯილდო, რომელსაც ზედა ზოდიაქოს მეხუთე ნიშანი აძლევს ადამიანს, ესაა საკუთარი კარმული ამოცანის უფრო მაღალ საფეხურზე შესრულების შესაძლებლობა ფიზიკური სხეულის ცვლილების გარეშე, ანუ სიკვდილში გავლის გარეშე. ამბობენ, რომ გველმჭერი იძლევა კარმიდან გამოსვლის, სანსარის ბორბლიდან გამოსვლის შანსს. ადამიანი, რომელმაც მოახერხა გველმჭერის წარმატებით გავლა, იღებს არჩევანის თავისუფლებას. მას ხელეწიფება საკუთარი კარმული ამოცანის მატერიალიზაციის ფორმისა და მის შესასრულებლად საჭირო ინსტრუმენტების შერჩევა. კარმული ამოცანის გაუქმება არ ხდება, მაგრამ ნადგურდება მისი განხორციელების მკაცრი ზღუდეები. ადამიანი ხდება თავისუფალი და იღებს შემოქმედებითი მიდგომის საშუალებას, საკუთარი კარმის განსახორციელებლად.
მეორე შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ზედა ზოდიქოს მეხუთე ნიშანი ადამიანისათვის, ესაა სტიქიის ძალებზე და კოლექტიურ არაცნობიერზე მმართველობა. ამ ნიჭს უზრუნველყოფს გველმჭერის ძირითადი პლანეტა - პლუტონი. პლუტონი მეცხრე პლანეტაა და ადამიანის ბედზე მისი გავლენის შეფასება ძალიან ძნელია. თაობების, ერებისა და მთელი ცივილიზაციის ბედზე გავლენის მოხდენა სწორედ პლუტონის საქმეა. მითოლოგიურად, პლუტონი ქვესკნელის მბრძანებელია და მას შეუძლია დამანგრეველი, ფეთქებადი ძალების მოთოკვა. სოციუმში იგი როგორც აკავებს, ასევე ხელს უწყობს საზოგადოების ძალებისა და განწყობის რევოლუციურ აფეთქებებს.
ადამიანს, რომელსაც მფარველობს პლუტონი, შეუძლია საზოგადოებრივ ცხოვრებაში კოლექტიური ძალების როგორც აღელვება, ქაოსის შეტანა და ნგრევა, ასევე მათი დამშვიდება თავისი ერთი გადაწყვეტილებით. გველმჭერი იძლევა კოლექტიურ არაცნობიერზე მაღლა დგომის საშუალებას, რაც მასზე გასულ ადამიანს აძლევს საშუალებას მართოს კოლექტიური მასები და არჩეული კურსით ატაროს ის, იყოს ბელადი და სხვა უამრავი ადამიანის ბედისწერის მჭედელი. გველმჭერი იძლევა სხვათა დასჯისა და შეწყალების შესაძლებლობას. სულიერი ზრდა ზოდიქოს მეხუთე ნიშანში, ხდება ზედა და ქვედა სამყაროების ურთიერთშეხებით. ამიტომ, ადამიანს, რომელმაც დაიმსახურა ამ კარით სარგებლობის უფლება, აქვს საკუთარ და სხვათა კარმაში ჩარევის უფლებამოსილება. მას შეუძლია დაეხმაროს თავის თავს ან სხვა ადამიანს, გაიაროს რაიმე სახის კარმული ამოცანა ინფორმაციულ დონეზე და მიიღოს კარმული გაკვეთილები მათი ფიზიკურ დონეზე დამუშავების გარეშე. ამან, შესაძლოა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მოიტანოს. გველმჭერში მუშაობისას ადამიანმა მკაცრად უნდა აკონტროლოს თავისი ქმედებები და გააანალიზოს ისინი, რათა არ დაემსგავსოს მითოლოგიურ ასკლეპიას, რომელიც კურნავდა და სიცოცხლეს უბრუნებდა უღირსს ხალხს, არიდებდა რა მათ ღვთის სასჯელს და ამით არღვევდა მიზეზ-შედეგობრიობის კანონს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ზედა ზოდიაქოზე გასვლის შესაძლებლობის მქონე ყველა ადამიანის ცდუნება. ყოველთვის საჭიროა გვახსოვდეს ჩვენი ადგილი და არ გადავაბიჯოთ ამ სამყაროში ნებადართულ საზღვრებს. სხვაგვარად პარაზიტი პიროვნებები თქვენი მუდმივი თანამგზავრები იქნებიან, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს გამოიყენებენ საკუთარი მიზნებისათვის და მუდმივად მიითვისებენ თქვენი შემოქმედების ნაყოფს.
გველმჭერი ადამიანს კიდევ ერთი ნიჭით აჯილდოვებს, ესაა გველმჭერის ფერფლიდან აღდგომის უნარი. ლეგენდარულ ფრინველს - სფინქსს სწორედ გველმჭერის ნიშანთან აქვს კავშირი. თუ თქვენი რაიმე საქმის დასრულების დრო ემთხვევა გველმჭერის პერიოდს, მოემზადეთ იმისათვის რომ ამ საქმის შედეგები დაიფერფლება, რათა პროცესი დაიწყოს თავიდან, განახლდეს. გველმჭერის მისტერიას ეხება მისი უნარი ერთნაირი წარმატებით გაატაროს ადამიანი როგორც დაფერფლილი გზით, ასევე მისი განახლებით. პრინციპში, ორივე ეს გზა ერთი და იგივე პროცესის ორი ბოლოა, განსხვავება კი მხოლოდ აქცენტებშია. ამ აქცენტების დასმა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისკენ მიილტვის გველმჭერის მუშაობის დონეზე გასული ადამიანი თავის ცხოვრებაში. თუ მას უნდა წარსულის დანგრევა, ექნება დაფერფლილი გზა, ხოლო თუ ააშენებს ახალს, დაეწყება განახლების პროცესი. ამიტომ, გველჭრში მუშაობისას, ყოველთვის გახსოვდეთ იმ ორი გველის შესახებ, რომელიც მას მაგრად უჭირავს ხელში. სანამ არსებობს ზედა და ქვედა სამყაროს დაყოფა, ეს გველებიც იარსებებენ. შესაძლოა მათი დასუსტება, მაგრამ სრულიად განადგურება არა. მათი მოკვლა ჯერ არ შეიძლება. გველმჭერი ორივე გველზე მბრძანებლობს და მათი ძალების მოქმედების რეგულირებით, რაც მხოლოდ ზედა ზოდიაქოს მეხუთ ნიშანში - გველმჭერშია შესაძლებელი, თქვენ ძალიან ბევრის მიღწევა შეგიძლიათ.
სიკეთე და ბოროტება პირობითი ცნებებია. ბევრი რამ, რაც ერთი ადამიანისათვის კარგია, ცუდია მეორისათვის. გველმჭერში გარკვეული ადამიანების პირადი პრობლემები კი არ წყდება, არამედ კოლექტიური, ყველასათვის საერთო საქმეები. ამ ნიშანში ჩნდება შესაძლებლობა მთელი საზოგადოებისათვის იმ შუალედური გზის მოძებნისა, რომლის მოძრაობისას სიკეთე ხდება აბსოლუტური კონცეფცია, ღვთიური შემეცნების ხის გაგება. სწორედ ამაშია გველმჭერის ამოცანის არსი. კონკრეტულ პიროვნებას შეუძლია და ვალდებულიცაა თავისი იდეებით მიმართულება მისცეს კოლექტიურ მასებს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს, საჭიროა იმის ცოდნა, თუ საითაა გეზი. ასე რომ, გველმჭერში ადამიანი იგებს, თუ საით უნდა იაროს, რათა თავისი მოძრაობით სწორი მიმართულება მისცეს კოლექტიურ არაცნობიერს. ესაა მიმართულება, რომელიც მომზადებულია უმაღლესი ძალების მიერ და რომლის შესახებ ჩანაწერიც ინახება საზოგადოების სხვა წევრთათვის მიუწვდომელ ადგილას. შეიმეცნო და იარო მიუხედავად ყველაფრისა, აი ასეთ შესაძლებლობას აძლევს გველმჭერი ყველას, ვინც გავა მის დონეზე.

16.10-31.10 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - ყორანი
ყორანი ზედა ზოდიაქოს მეექვსე ნიშანია. ამ ნიშანს ცის კაბადონზე შეესაბამება ყორანის თანავარსკვლავედი, რომლის ცენტრალური ვარსკვლავია ალგორაბი. ყორანი მდებარეობს სასწორისა და მორიელის საზღვარზე, ამიტომ, მას ამ ორი ნიშნის ხასიათის ზოგიერთი თვისება აღენიშნება. ყორანი ბრძენი ფრინველია. ის (როგორც სასწორი) სამართლიანი განსჯის მომხრეა. მას უყვარს, რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერი იყოს გაწონასწორებული. მორიელის ნიშნისაგან ყორანმა მიიღო ცხოვრებისეულად აუცილებელი მოთხოვნილება (და შესაძლებლობა) თავის გარშემო გაანადგუროს ჭუჭყი და უსამართლობა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ყორანს, როგორც ზედა ზოდიაქოს ნიშანს, გააჩნია საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები, ამოცანები და შესაძლებლობები. ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.
მაშ ასე. რას აძლევს ყორანი მის დონეზე გასულ ადამიანს? მივმართოთ მითოლოგიას. მითოლოგიაში ფრინველი ყორანი ითვლება წმინდა ფრინველად, რადგან ის სიკვდილის დემონისაგან იცავს ადამიანის სულს, ათავისუფლებს რა მას მკვდარი ფიზიკური სხეულისაგან. უძველეს ხანაში ზედა ზოდიაქოს მეექვსე ნიშანს ასევე უწოდებდნენ „სენმურვს“ ან „სირინს“. ეს პოლიმორფული არსებებია. ამ ნიშნების ზემოქმედებას ადამიანზე უმეტესად წინასწარმეტყველური ნიჭის გამომჟღავნებას უკავშირებენ, თუმცა მათ ბევრი სხვა უნარიც აქვთ. უძველისი თქმულებების მიხედვით, ამ ფრინველებს, ისევე, როგორც ყორანს, უპრობლემოდ შეეძლოთ როგორც მიცვალებულთა, ასევე ცოცხალთა სამყაროში ყოფნა. ისინი ჩვენს ცხოვრებაში იმქვეყნიურის მაცნენი არიან. მათ შეეძლოთ ადამიანისათვის როგორც სიმართლის თქმა მომავლის შესახებ, ასევე მათი შეცდომაში შეყვანაც, როგორც თავიანთი რჩევებით დახმარება, ასევე ადამიანის ჭეშმარიტი გზიდან გადაცდენაც. მაგრამ, ყორანის ნიშნის მთავარი განმასხვევებელი ხასიათის თვისება ეს არაა. მთავარი, რაც ადამიანს ყორანის ნიშანში მიეცემა უმაღლესი ძალებისაგან, ესაა ცოცხალის მკვდრისაგან განსხვავების უნარი. ცოცხალ სულს აქვს უფლება თავისი ფიზიკური სხეულის გაჯამრთელებისა, ან მისი ცვლილებისა გარდასახვის გზით. მკვდარი უნდა წავიდეს მიცვალებულთა სამყაროში და იქ დარჩეს, ცოცხალმა კი უნდა იცოცხლოს ჩვენი სამყაროს - ცოცხალთა სამყაროს კანონებით. ყორანის თანავარსკვლავედი დაკავშირებულია თასის და ჰიდრის, ან გველის თანავარსკვლავედთან. ყორანს სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხიდან მოაქვს ცოცხალი და მკვდარი წყალი. ხალხურ ზღაპრებში ტყუილად არ აძლევდნენ დასალევად დევგმირებს ჯერ მკვდარ და შემდეგ ცოცხალ წყალს. ადამიანი თავის თავში ცოცხალის მკვდისაგან გამოყოფით იღებს აღდგომისა და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლის საშუალებას, ახალ ცოდნას. მკვდარს არ აქვს სიცოცხლის გაგრძელების უფლება, ის უნდა გარდაიცვალოს. რა თქმა უნდა, ცოცხალისა და მკვდრის ცნების გაგება ძალიან რთულია და უმაღლესი ძალები უბრალო ადამანს ჩვეულებრივ პირობებში არ აძლევენ უფლებას გადაწყვიტოს, თუ რამ უნდა იცოცხლოს და რამ არა. ყორანის ნიშანში კი ჩნდება ასეთი შესაძლებლობა და ამას ხელს უწყობს ყველა გარემოება. ყორანი ჭამს მკვდარს, რითაც ცოცხალს აძლევს სიცოცხლის უფლებას.
ყორანის თანავარსკვლავედის ძირითადი ვარსკვლავი - ალგორაბი, ითვლება ყველაზე ბოროტ ვარსკვლავად, რადგან ის მოასწავებს შურისძიებას ადამიანის მიერ ჩადენილი ყველა ამ და წინა განსხეულებებში განხორციელებული ქმედებების გამო. მაგრამ ყორანის ნიშანში ადამიანს ეძლევა შანსი თავისი და ყველა წინაპრის მიერ ჩადენილი შეცდომების გამოსწორებისა. ზედა ზოდიაქოს მეექვსე ნიშანში, როგორც კონკრეტული ადამიანის, ასევე მისი საგვარეულოსა და მთელი კაცობრიობის კარმული წმენდა ხდება. ეს პროცესი შინაგანად ვერაფრით ვერ აღიქმება როგორც რაიმე გამაჯანსაღებელი, მაგრამ მას სწორედ განწმენდის მნიშვნელობა აქვს. ესაა განწმენდა აღდგომისათვის, რათა მივიღოთ ამ სამყაროში არსებობის გაგრძელების შანსი, ამოცანა, რომლის შესრულებასაც თან ახლავს ნიშანი ყორანი.
ყორანის საკვანძო პლანეტაა ნეპტუნი. ნეპტუნი სიტყვების, ფანტაზიების, ილუზიების მფარველია. ამ პლანეტის გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს ეძლევა წინასწარმეტყველური სიზმრები და ხედვები, უმაღლესი ინტუიცია. ნეპტუნი პასუხს აგებს სათითაოდ ყველა ადამიანის იდეალებისა და მსოფმხედველობის ფორმირებაზე და არა მხოლოდ ამაზე. ის პასუხს აგებს მთელი თაობების იდეალებზე, რომელიც ჩაწერილია კოლექტიურ არაცნობიერში. ნეპტუნი კოლექტიური არაცნობიერის ოკეანის წყლების მბრძანებელია, იმ წყლების უკიდეგანო ძალა, რომელმაც ჭუჭყის გადავსების შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს დამანგრეველი მიწისძვრები. და ეს ყველაფერი ხელეწიფება ყორანის ნიშნის ძირითად პლანეტას. გარშემომყოფთა ფსიქიკა, ზედა ზოდიაქოს ამ ნიშანში მომუშავე ასეთი ადამიანიათვის გადაშლილი წიგნია. რწმენის, ჰიპნოზის, ფსიქიური მოშლის, ღრმა კომპლექსების ყველა საკითხი მისი გავლენის ქვეშაა. სიკვდილის შიში, რომელიც კაცობრიობის ყველაზე ღრმა შიშს წარმოადგენს და რომელიც ადამიანს ხელს უშლის მატერიალურ ცხოვრებაში, შესაძლოა სწორედ ყორანის ნიშანში დამარცხდეს. ამ ნიშანში ადამიანს ეძლევა თავის სულში ამ და სხვა განსხეულებისას დაგროვილი შიშების, კომპლექსების, შეცდომებისაგან გამოჯანმრთელების საშუალება. გარემოზე მცდარი შეხედულებებისაგან განთავისუფლებული სული კი სიცოცხლეს იწყებს.
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ ზედა ზოდიაქოს მეექვსე - ყორანის ნიშანში, ადამიანს ეძლევა საშუალება მოიშოროს ყველაფერი მკვდარი თავის შიგნით და გარეთ, რათა მიიღოს იმ ცხოვრების შანსი, რომელიც მას თავდაპირველადვე მიეცა.

15.09-30.09 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - მწყემსი
მწყემსი ზედა ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანია. მას ცაზე მენახირის თანავარსკვლავედი შეესაბამება, რომლის მთავარი ვარსკვლავია არკტური.
მენახირის თანავარსკვლავედი ატლასებში დახატულია მწყემსის სახით, რომელიც მწყემსავს დათვს, ვარსკვლავი არკტური კი ცის კაბადონზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, მისი „მეორე მზე“. მწყემსის ნიშნის მხოლოდ ამ ყველაზე ზედაპირული ინფორმაციის გაანალიზებაც კი, რომელიც მხოლოდ მის მდებარეობას უკავშირდება, საკმარისია იმისათვის, რომ უკვე გასაგები გახდეს, რომ ზედა ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანი შექმნილია კონკრეტული ადამიანის ან მთელი კაცობრიობის რაღაც ახალთან, არატრივიალურთან, მსოფლიოში აქამდე არ არსებულთან მისაყვანად.
ამგვარად, მწყემსის ნიშანის მიერ ადამიანისათვის ბოძებული პირველი შესაძლებლობა თავის ცხოვრებაში ისეთი მიზნის დანახვაა, რომელიც სრულიად გადაატრიალებს აქამდე არსებულ შემეცნებასა და ცხოვრებისეულ აღქმას. ის რაც ადრე დამაჯერებელი იყო როგორც არაერთი განსხეულების გამოცდილების დასრულებული შედეგი, ზედა ზოდიაქოს მეშვიდე ნიშნის გავლისას უმნიშვნელო და მასზე დახარჯული დროისა და ენერგიის არასაპირწონე ხდება. მწყემსის ნიშანში მიმდინარე ასეთ გადატრიალებას ერთი ადამიანის გონებაში, მივყავართ კოლექტიური ქვეცნობიერის გლობალურ ცვლილებამდე. აქ მთელი კოლექტივი იწყებს თავისი ცხოვრებისეული მიზნების ცვლას იმ ადამიანზე ორიენტირებით, რომელმაც გაიარა თავისი განსხეულება ზედა ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანში. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ნიშანს მწყემსი. მწყემსის არსი ხალხის თავის კვალზე წაყვანა და მათთვის მაგალითის მიცემაა.
ამ ნიშანს ასევე უწოდებენ „შუქურას“. მწყემსი სწორ გზას უჩვენებს ნისლში დაკარგულ ადამიანს, რომლის აღქმაც უკუნ სიბნელეშია. როცა ადამიანი (ან კაცობრიობა) შევიდა თავისი განვითარების ჩიხში, სადაც ის ვერ ხედავს მოძრაობის შემდგომ მიმართულებას, მის გზაზე გამოჩნდება შუქურა, რომელიც თავისი სინათლით გააშუქებს ცხოვრების ახალ მიზანს. ეს მწემსის ნიშნის ერთერთი ამოცანა და შესაძლებლობაა, სულიერი განვითარებისაკენ სავალი გზის მითითება.
ნიშანი მწყემსი, მდებარეობს სასწორისა ქალწულის საზღვარზე. ამ ნიშნების ხასიათი ადამიანს აძლევს ახალ, უნიკალურ შესაძლებლობებს. სასწორის ზუსტი შინაგანი წონასწორობის ცენტრი ქალწულის ტრანსფორმაციასთან ერთად, მწყემსის ნიშანში იძლევა პიროვნების სრულ შინაგან გარდაქმნას. საკუთარი შინაგანი მხეცების ჯოგის მწყემსობა მეორე შესაძლებლობაა, რომელსაც უმაღლესი ძალები აძლევენ ზედა ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანში მყოფ ადამიანს. და რა ჯოგზეა საუბარი? ესაა ჩვენი ცხოველური ინსტიქტები. ის ყველა ჩვენთაგანს აქვს და არასდროს არსად არ წავა. კითხვა იმაშია, რამდენად ეფექტურად მუშაობენ ისინი და რამდენად იციან თავიანთი ადგილი. საკუთარი მხეცების მოთვინიერება არაა ადვილი საქმე, მაგრამ საციცოცხლოდ აუცილებელი და სასარგებლოა. ჯანმრთელობა, სიცოცხლით ტკბობა, გატაცებების ქონა, კარგი სექსი და დამჯერი (ზომიერად) შვილები- ეს ყველაფერი ჩვენი შინაგანი მხეცების მართვაა. დასახული კარმული ამოცანების მანქანასავით ან რობოტივით შესრულება სულაც არაა ის, რაც უმაღლესი ძალებისგანაა ჩადებული ადამიანში. ადამიანი ბუნებისგან შექმნილი ცოცხალი, მაგრამ ამავდროულად მოაზროვნე არსებაა, რომელსაც ხელეწიფება საკუთარი ნების მოთოკვა და მისი უფრო მაღალი მიზნებისათვის გამოყენება. ადაიანს შეუძლია თავისი ცხოველური ნაწილის მოთხოვნილებების დაუკნინებლად, მაგრამ მისი სრული კონტროლიდან თავის დაღწევის გზით, მატერიალურ დონეზე განახორციელოს სრულყოფილი სულიერი ცხოვრება. ამ შესაძლებლობის გააზრებას კი მას მწყემსი აძლევს.
ზედა ზოდიაქოს მეშვიდე ნიშნის ძირითადი პლანეტაა ურანი. ეს პლანეტა ადამიანს აძლევს კოლექტიური მასების მართვის უნარს, არაფორმალური ლიდერის ადგილს. ასეთი მმართველობის მთავარი ნიშანთვისებაა მართულ კოლექტივს მისცე სრული თავისუფლება, მაგრამ იმ აუცილებლობის ფარგლებში, რომელიც საჭიროა გარკვეული მიზნის მისაღწევად. ურანის დაქვემდებარებაში მცხოვრები ადამიანი არასდროს არ დააკნინებს სხვათა მოთხოვნილებებს, თუ ის ხელს არ უშლის „შუქურის“ მიერ დადგენილი მიმართულებით სიარულს. ამას გარდა, პლანეტა ურანი იძლევა შორი მომავლის ხედვას. ამიტომ მისი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები იღებენ რეალური ცხოვრების არაშესატყვის ინფორმაციას, რომელიც ფანტასტიკას გავს. მაგრამ ასეთი ინფორმაცია სრულიად ჭეშმარიტია. მისი გადმოტანა რეალურ ცხოვრებაში შესაძლოა იმით გართულდეს, რომ არსებული თაობა არაა მზად ასეთი დონის ინფორმაციის შესამეცნებლად. მწყემსის დონეზე მუშაობისას ყოველთვის აუცილებელია ამ მომენტის გათვალისწინება. მწყემსის ნიშანში მყოფ, კოლექტიურ არაცნობიერზე უზარმაზარი გავლენის მქონე ადამიანისათვის აუცილებელია თავისი გარემოცვის პოტენციალისა და მზადყოფნის ფხიზელი თვალით შეფასება, რათა არ გადაიქცეს იმ „სისხლიან მწყემსად“, რომელსაც თავისი ფარა უფსკრულისაკენ მიჰყავს.
კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც შესაძლოა დიდად არ ეხება ზედა ზოდიაქოს მეშვიდე ნიშნის ჩვეულებრივ ცხოვრებაში რეალიზებას. ამისათვის მოვიშველიოთ ბერძნული მითოლოგია.
მწყემსის ნიშანს უკავშირებენ მითოლოგიურ ატლანტს, რომელსაც თავისი მხრებით ცის თაღი ეჭირა, იმისათვის რომ „ცა მიწაზე არ დაცემულიყო“. რას უნდა ნიშნავდეს ასეთი აუცილებლობა? ალბათ, ეს უკავშირდება პირველ რიგში მწყემსის ნიშნის დამცველობით ფუნქციას, რომელიც მატერიალურ სამყაროში ვლინდება შემდეგნაირად - კოლექტიურ ქვეცნობიერში ზედა სამყაროს მხოლოდ იმ იდეებს შუძლიათ შეჭრა, რომელსაც გამოატარებს ზედა ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანი.
ახლა მაგალითი. ჰერკულესი მოვიდა ჰესპერიდების (ატლანტის ქალიშვილები) ბაღში ოქროს ვაშლებისათვის, მაგრამ მას თავად არ შეეძლო მათი აღება. ჰერკულესს დასახმარებლად ატლანტის დაყოლიება დასჭირდა, რომელიც ჰესპერიდების ბაღს დარაჯობდა და ამავდროულად ცა ეჭირა. ატლანტმა ჰერკულესს წაუყენა პირობა, რომლის თანახმადაც მის არყოფნაში მას უნდა ეყარაულა ბაღის შესასვლელისათვის და ამავდროულად მხრებით ცაც დაეჭირა. პირობა შესრულებული იქნა, ვაშლები მოტანილი. მაგრამ ამან ვერაფერი სიკეთე ვერ მოიტანა. ატლანტმა, როგორც ზედა სამყაროს წარმომადგენელმა, თავად მოინდომა მეფისათვის ამ მუდვივი ახალგაზრდობის ნაყოფის მირთმევა. ჰერკულესმა მოტყუებით არ მისცა მას დედამიწაზე ჩამოსვლის საშუალება ჩანაფიქრის შესასრულებლად. ჰერკულესის მიერ მიტანილმა ვაშლებმა კი მარადისობას არ მისცა საშულაება შეერთებოდა მიწიერ ცხოვრებას. თუმცა, შესაძლოა ეს სწორიცაა. ღვთიური - ღმერთს, მიწიერი კი - მიწიერს. თუმცა, მიწიერი სოციუმისათვის აუცილებელი ღვთიური იდეების აღების შესაძლებლობა ადამიანს ყოვლთვის ჰქონდა და ეხლაც აქვს, და ის სწორედ მწყემსის ნიშანში ვლინდება. მაგრამ მისი განხორციელება გამოხატულ სამყაროში, შესაძლოა მხოლოდ დადგენილი პირობის თანახმად. მწყემსის როლზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა, რომელსაც სურს კოლექტიურ არაცნობიერში ახალი იდეების შემოტანა, უნდა იცოდეს ცის საკუთარი მხრებით დაჭერა. აქ შესაძლებლობა ბევრია, თუმცა პასუხისმგებლობაც მეტია.

15.08-30.08 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - მხედარი
მხედარი ზედა ზოდიაქოს მერვე ნიშანია. ცის კაბადონზე მას შეესაბამება ერთერთი ყველაზე დიდი თანავარსკვლავედი - ჰერკულესის თანავარსკვლავედი, რომლის მთავარი ვარსკვლვია რას-ალგეთი.
ჰერკულესი ომისა და ნებისმიერ ფასად გამარჯვების სიმბოლოა. მისთვის არ არსებობს შეუსრულებელი დავალებები. ყველაზე რთული მიზანიც კი მისაღწევია და ამის დასტურია მითიური ჰერკულესის 12 გმირობა. ამიტომ ჰერკულესის თანავარსკვლავედი მხედარს აძლევს ყველაზე მძიმე ცხოვრებისეული ამოცანების შესრულების ძალასა და ენერგიას.
ზოგჯერ ზედა ზოდიქოს მერვე ნიშანი გამოსახულია გარეულ ტახზე ამხედრებული მხედარის სახით. ადამიანი ამ ნიშანში თავის დაქვემდებარებაში იღებს უზარმაზარ ძალას, რომელსაც მოთვინიერება სჭირდება. სწორედ რომ აუცილებელია ზემოდან ბოძებული სტიქიური ძალის საკუთარ ნებაზე დამორჩილება, რათა ამ ნიშანში არსებული შესაძლებლობები წარმატების გასახედნად იქნას გამოყენებული.
ადამიანს ნიშან მწყემსში ეძლევა „მხეცის“ მოთვინიერების შესაძლებლობა საკუთარ თავში. და რას ნიშნავს ეს? ესაა საკუთარი ვნებების მოთოკვა, სურვილებისა და ქმედებების სპონტანურობის გარეშე გაანალიზება, პირადი ემოციების კონტროლი, სიცხარის შემოტევების იგნორირება. ერთი სიტყვით, „ადამიანად“ და არა „გარეულ მხეცად“ ყოფნა.
ნიშანი მწყემსი მდებარეობს ქალწულისა და ლომის საზღვარზე და წარმოადგენს ქალწულის თავგანწირვისა და ლომის ამბიციების ტანდემს ზედა ზოდიაქოს მოცემულ ნიშანში. როგორ გამოიყურება ეს რეალურ ცხოვრებაში? მხედარის ნიშანში ადამიანს თავში არ მოსდის ახალი იდეები, მასში არავითარი ახალი ქმედებები არ ახდენს ინიცირებას. მაგრამ ამ ნიშანში მას შეუძლია აკეთოს ყველაფერი ის, რაც არდე ჰქონდა დაწყებული მაგრამ ვერ ანხორციელებდა, ხან ძალა არ ჰყოფნიდა და ხანაც საჭირო გარემო პირობები ვერ ლაგდებოდა, ჩანაფიქრის სისრულში მოყვანას ყოველთვის რაღაც უშლიდა ხელს. მხედარის ნიშანში ადამიანს ეძლევა ძალა ყველა ადრე დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად. სწორედ ასე ეხმარება მებრძოლი ლომი შემსრულებელ ქალწულს საქმის კეთებაში.
მაგრამ, მხედარის ნიშნის მთავარი გასაღები ზედა ზოდიაქოს სხვა ნიშანთან-პეგასთან კავშირში დევს. ფრთოსანი პეგასის გახედნვა მხედარის მთავარი ამოცანაა. რადგანაც პეგასის ნიშანში დგინდება ყველა ადამიანის ცხოვრებისეული მწვერვალი და მათი მთელი ცხოვრების სანუკვარი ოცნება, პეგასის გახედნვა ნიშნავს საკუთარი ცნობიერების წვდომას, ოცნების შეგრძნებას, მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე დადგომას. ზედა ზოდიაქოს მერვე ნიშანი ადამიანს საკუთარ თავზე და გარემოებებზე გამარჯვების საშუალებას აძლევს, რათა ის მივიდეს თავისი ცხოვრების მთავარ მიზანთან, რომელიც ამ დრომდე მისთვის მხოლოდ ბურუსით მოცულ ოცნებასა და მიუვალ კლდეზე არსებულ მირაჟს წარმოადგენდა. რადგანაც ზედა ზოდიაქოს მოქმედებაში მყოფ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი ინდივიდუალური პეგასი, მხედარის ნიშანში მათ სხავადასხვაგვარი დავალებები ექნებათ. მაგრამ არსი ერთია-პეგასის გახედნვა, საკუთარი ცხოვრებისეული მწვერვალის დაპყრობა.
მხედარის ძირითადი პლანეტაა მარსი. ეს პლანეტა თავისი უმაღლესი გამოვლინებით ადამიანს აძლევს საზოგადოებაში ლიდერობის თვისებებს, ავალებს მას ყოველთვის იყოს წინა ფლანგზე სამართლიანობისათვის და თავისი თაობის ცხოვრებისეული იდეალებისათვის ბრძოლაში. მარსი ადამიანს აძლევს დასახული მიზნის მიღწევის სიჯიუტეს, გამტან ძალასა და საკუთარ სიმართლეში ურყევ რწმენას. მარსის მფარველობის ქვეშ იბადებიან ნამდვილი მეომრები, ადამიანები შიშისა და მელანქოლიის გარეშე. მარსის ადამიანების დევიზია: „ვხედავ მიზანს-ვერ ვხედავ წინააღმდეგობას“. მათთვის მიზნის მიღწევის გზაზე ყველანაირი წინააღმდეგობები სხვა არაფერია, თუ არა იატაკი ფეხებქვეშ. ასეთი ადამიანისათვის მთავარია წინ სიარული, ძალა კი მას ყველაფრისათვის ეყოფა. მაგრამ ასეთ გზაზე, რომელიც მარსის ნებაზეა დაყრდნობილი, სიფრთხილეა საჭირო საკუთარ დემონებთან მიმართებაში. პატრონის კონტროლიდან გამოსულმა სტიქიურმა ძალებმა, შესაძლოა მრავალი უბედურება და ნგრევა მოიტანონ, გახდნენ რა აგრესიისა და მტრობის წყარო მთელ სოციუმში. და მაშინ ცხოვრებაში მიზნის უსწრაფესად მიღწევის მაგიერ, თქვენ ძირფესვიანად დაანგრევთ საკუთარ ოცნებას და თანაც საბოლოოდ.
ნიშან მხედარზე საუბრისას ყურადღებამისაქცევია კიდევ ერთი მთავარი მომენტი. ამ ნიშანს ორი საშიშროება აქვს და ორივე ბრძოლის თემას უკავშირდება. მათთვის ვინც მხედარში მუშაობს, ერთნაირად საშიშია როგორც ილუზორული მოწინააღდეგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმა ასეთივე ილუზორული ფასეულობებისათვის, ან ბრძოლაში საერთოდ არ ჩაბმა მაშინ, როცა გარე პირობები ამისკენ მოგვიწოდებენ. არასწორი გზის პირველი მაგალითია ლიტერატურული გმირის დონ კიხოტის ცხოვრება. ქარის წისქვილებთან ბრძოლა ვერავის ვერ გააბედნიერებს. ეს ასეთ მეომარს მხოლოდ სასაცილოსა და უაზროს ხდის. მაგრამ მეორე უკიდურესობაც არანაკლებ საშიშია თუ ადამიანი, რომელმაც ნიშან მხედარში მიიღო უდიდესი ძალა, გადაწყვეტს რომ არ იაროს ცხოვრებისეული მიზნისათვის ბრძოლის გზით, იმის იმედად რომ ამას მის მაგივრად სხვა გააკეთბს. თუმცა, ის ვერასდროს მოახერხებს მშვიდად ჯდომას. ან თავად დაანგრევს საკუთარ თავს შინაგანად ძალის სტიქიის მოთოკვის ტყუილი მცდელობით, ან უსახელოდ დაიღუპება თავისი ოცნების კლდის ნანგრევებში. მხედარში ადამიანს ევალება იყოს გმირი, მაგრამ გმირობა უნდა იყოს გონივრული

15.07-30.07 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - ეტლი (მეეტლე)
ეტლი ზედა ზოდიაქოს მეცხრე ნიშანია. ეტლის ნიშანს შეესაბამება დიდი დათვის თანავარსკვლავედი, რომელიც შვიდი კაშკაშა ვარსკვლავისაგან შედგება, რომლებიც მუდმივად ტრიალებენ ჩრდილოეთ პოლუსის თავზე. დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვიდივე ვარსკვლავს დედამიწაზე მოაქვს საკუთარ კონკრეტულ სფეროში ცოდნა და უნარი. და შვიდივე ვარსკვლავი ადამიანს ნიჭით აჯილდოვებს. ზედა ზოდიაქოს მეცხრე ნიშანი ეტლი ადამიანს ყველანაირ ნიჭზე გასვლის უნარს აძლევს, რომლითაც მას უმაღლესი ძალები აჯილდოვებენ ზედა სამყაროს კანონებით მიწიერი ცხოვრების ასაწყობად.
დაწვრილებით განვიხილოთ ეს ნიჭები. დიდი დათვის შვიდი ვარსკვლავი (ძველ დროში-ეტლი) იძლევა შვიდი ნიჭის გასაღებს.
• ვარსკვლავი - დუბხე ადამიანს აძლევს საკუთარი ხელით უნიკალური ნაკეთობების შექმნის ნიჭს, რომელთაც აქვთ გამოყენებითი დანიშნულება. ასეთი ადამიანები არიან კარგი კულინარები, მკერავები, არქიტექტორები, იუველირები, მოქანდაკეები, მხატვრები - და არა მხოლოდ ხელოსნები. დიდი დათვის თანავარსკვლავედის ვარსკვლავის მფარველობის ქვეშ მათ მოაქვთ სამყაროს კანონების ფორმის აღქმა, რაც მისაწვდომია ყველა უბრალო ადამიანის გრძნობის ორგანოებისათვის.
• დიდი დათვის თანავარსკვლავედის მეორე ვარსკვლავია - მერაკი. ის მფარველობს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ბგერასთან, რითმთან და მათ ჰარმონიასთან. ლექსებში, სიმღერებში და მუსიკალურ ნაწარმოებებში შესაძლებელია სამყაროს მთელი ძალისა და დიდების გამოვლენა. ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებით, რომლებიც სმენით აღიქმება, შესაძლოა ადამინის სწორ გზაზე დაყენება, მისი მსოფმხედველობის შეცვლა, სულიერი დაავადებებისაგან განკურნება.
• ამ თანავარსკვლავედის მესამე ვარსკვლავია - ფეხდა, რომელიც დაკავშირებულია მკურნალობასთან ფიზიკური სხეულის დონეზე. ის ექიმთა მფარველია. სწორედ ასეთ ექიმებზე ამბობენ: „ნიჭი ღმერთისგან აქვთ ნაბოძები“. მათ მეტი შუძლიათ, ვიდრე უბრალოდ მკურნალობაა. ისინი სრულად განკურნავენ ავადმყოფ ფიზიკურ სხეულს.
• მეოთხე ვარსკვლავია - მეგრეცი. ის იძლევა მიწათმოქმედების ნიჭს. ასეთი ადამიანის ხელში მიწა იძლევა ცოცხალ ენერგიას, ნაყოფიერებას, კვებავს და აღადგენს ადამიანის სხეულსა და სულს.
• მეხუთე ვარსკვლავი დიდი დათვის თანავარსკვლავედისა არის-ალიოტი. მფარველობს მასწავლებლებს და ყველა იმას, ვინც ხელს უწყობს სხვა ადამინების ნიჭის გამოვლინებას. „მასწავლებელს ღმერთისგან“ ყოველი კონკრეტული ფორმიანი მოსწავლისათვის მოაქვს ცოდნის ხელმისაწვდომობა. იმისი შეგრძნება რა და როგორ უნდა თქვა, რათა ადამიანის ცნობიერში შეტანილმა ცოდნამ მას მისცეს ძალა შემდგომი მოძრაობისათვის და არ გახდეს უმძიმესი ტვირთი-ეს მასწავლებლობის ნიჭია.
• მეექვსე ვარსკვლავია - მირაცი. ის მფარველობს იურისტებს, მოსამართლეებს, კანონდამცველებს, იმათ ვინც სოციუმის ცხოვრება სამყაროს კანონების თანახმად სამართლიანი უნდა გახადოს. ვარსკვლავ მირაცს დედამიწაზე მოაქვს ღვთიური შემეცნების სინათლე, სიკეთისა და ბოროტების გაგება, რომელთა არსებობა დუალური სამყაროსათვის გარდაუვალია. ადამიანების განსჯა უმაღლესი ნებაა და ის მხოლოდ მათ უნდა მიეცეს, ვინც დიდი დათვის თანავარსკვლავედის ამ ვარსკვლავთანაა დაკავშირებული.
• ამ თანავარსკვლავედის მეშვიდე ვარსკვლავია-ბენეტნაში და ითვლება ზედა ზოდიაქოს ყველაზე მნიშვნელოვან ვარსკვლავად. ის მფარველობს ასტროლოგებს. ესაა ასტროლოგიის ნიჭი, ადამინის ბედისწერის ციურ ნიშნებში და სიმბოლოებში დანახვა. ასტროლოგი სხვა ადამიანებს ეხმარება ცხოვრება გახადონ აზრიანი, შეაერთონ წინა განსხეულებებისა და მთელი გვარის გამოცდილებები სიცოცხლის ერთ ხაზში. ყოველი ადამიანის დანიშნულების დადგენა, ღვთიური ნიჭით დაჯილდოვებული ასტროლოგის საქმეა.

ამრიგად, ზედა ზოდიაქოს მეცხრე ნიშანი ეტლი, ადამიანს აძლევს ყველანაირი ცოდნის გასაღებს, რომელიც ეხება საზოგადოების კანონებსა და მის მოწყობას. ის ცოდნა რომელიც გამოადგება საზოგადოებას არსებობისათვის და შემდგომი განვითარებისათვის, ადამიანს ეძლევა სწორედ ეტლის ნიშანში. როგორც ცნობილია ეტლს შეუძლია მოძრაობა მაშინ, როცა მას ოთხი ბორბალი აქვს, ამიტომ ცხოვრებისეულ გზაზე ღვთიური ეტლით გადასაადგილებლად ადამიანს აუცილებლად სჭირდება საკუთარ თავში არანაკლებ ოთხი ნიჭის აღმოჩენა შვიდიდან, თუმცა ზედა ზოდიაქოს ამ ნიშანში მას ყველა ნიჭის გახსნა შეუძლია.
ნიშანი ეტლი, დაკავშირებულია ზედა ზოდიაქოს მესამე ნიშან - სფინქსთან. სფინქსის ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია ეტლის ცოდნა. ეტლის ნიშანში მყოფ ადამიანს ეძლევა შესაბამისი ცოდნა და უნარები, გზების ლაბირინთში ერთი სწორი გზის ასარჩევად, რომელიც სფინქსის ნიშანში იხსნება. ზედა ზოდიაქოს მესამე ნიშნით მიღებული ცოდნა ადამიანს შეუძლია გააანალიზოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს მეცხრე ნიშნის - ეტლის შესაძლებლობები.
ნიშანი ეტლი მდებარეობს ლომისა და კირჩხიბის საზღვარზე. ლომის შემოქმედებითი მიდგომა და კირჩხიბის მიერ მთელი საგვარეულო ცოდნის თავმოყრა, ადამიანს ეტლის ნიშანში აძლევს ცოდნის უზარმაზარ ძალას, რომელიც მიმართულია მატერიალურ სამყაროში რეალიზებისათვის. სწორედ ასეთი მიმართულება, უმაღლესი ცოდნა, მას მიეცემა ყოველდღიურ ცხოვრებაში სარეალიზაციოდ და არა პირიქით. ეტლის ნიშანში მიღებული ცოდნა მატერილური ცხოვრებისთვისაა განკუთვნილი და არა სულიერისათვის. დედამიწაზე მცხოვრები ადამიანის ვალია თავისი ნიჭის გამოყენება და არა მისი დაგროვება. ამაზე საუბრობს ბიბლიაც. „ნიჭის მიწაში დამარხვა“ დიდი ცოდვაა.
ზედა ზოდიაქოს მეცხრე ნიშნის საკვანძო პლანეტაა მზე. ადამიანთა მიმართ გახსნილობა, სინათლისა და სითბოს მოტანა, ეს ეტლის დონეზე მომუშავე ადამიანის ამოცანაა. ასეთი ხალხისათვის საშიშროებას წარმოადგენს სიამაყის გრძნობაზე აყოლა. აუცილებელია იმის დამახსოვრება, რომ ყველანაირ ნიჭიერებასთან და გამოყენებით ცოდნასთან წვდომა ადამიანს ეძლევა მხოლოდ იმისათვის, რომ მისი რეალიზება მოახდინოს საზოგადოებაში. შეიტანო სამყაროში ეტლის ნიშანში მიღებული ცოდნა და უნარი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს სამყაროში სულიერ მზეს წარმოადგენდე. მას შეუძლია გაანათოს და გაათბოს. მაგრამ იყავით ფრთხილად, რათა შემოქმედებითი აღმაფრენის აზარტისას არ დაწვათ სხვები და არ დაიწვათ თავადაც.

14.06-29.06 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - გემი
გემი, ზედა ზოდიაქოს მეათე ნიშანია. ის მდებარეობს კირჩხიბისა და ტყუპების საზღვარზე. კირჩხიბის სტაბილურობა და ტყუპების მობილურობა, ადამიანს გემის ნიშანში აძლევს საშუალებას შეაერთოს თითქმის შეუთავსებადი საგნები. ადამიანს შეუძლია შეაჯამოს თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ახალ თანამედროვე იდეებთან. და რას იძლევა ეს? ეს მას აძლევს შემდგომი განვითარების სივრცეს. გემის ნიშანში პიროვნების წინ იშლება პირადი ცხოვრებისეული სივრცის გაფართოვების საშუალება ადრე მიღწეული მატერიალური და სულიერი შედეგების დაუკარგავად.
ზედა ზოდიაქოს მეათე ნიშანს შეესაბამება გემი - არგოს უძველესი თანავარსკვლავედი. ამჟამად ეს თანავარსკვლავედი რამოდენიმე უფრო წვრილ თანავარსკვლავედადაა დაყოფილი: გემის ხერხემალი, იალქანი, კიჩო და კომპასი. ასეთი დაყოფა ალბათ არაა კარგის მაუწყებელი. გემს ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თავისი ფუნქციის შესრულება, როცა ის მთლიანია. ბედის გემმა ადამიანი უნდა ატაროს ცხოვრების უსაზღვრო ზღვაში. გემი ეს „გამართლების“ სიმბოლოა. როცა გემის ხერხემალი, იალქანი, კიჩო და კომპასი ცალცალკეა, ადამიანის ცხოვრებაში ამ გამართლების მხოლოდ ჩრდილებია მოსალოდნელი. მას ან ცხოვრებისეული მყარი ხერხემალი აღმოაჩნდება, ან მხოლოდ წითელი იალქნები, ან გამძლე კიჩო, ან კიდევ უზუსტესი და მუშა კომპასი. მაგრამ ამ „სათადარიგო ნაწილებით“ ცურვა არაა უსაფრთხო. მაშ ასე, პირველი რაც ზედა ზოდიაქოს მეათე ნიშანში მოხვედრილმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გააკეთოს, მთლიანად უნდა ააშენოს გემი, ერთად მოუყაროს თავი თავის ყველა შესაძლებლობებს, ოცნებებსა და ცხოვრებისეულ ორიენტირებს და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ცურვა.
გემის ნიშანში პიროვნებისათვის მთავარი შესაძლებლობაა იცხოვროს მუდმივი ცვლილებების სამყაროში. აქ ადამიანისათვის კომფორტული ხდება საკუთარ უწინდელ დამსახურებებთან და მიღწევებთან მიჯაჭვულობის არქონა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ცხოვრებაში რაიმე დაიკარგება. არა. ადამიანს, გემის ნიშნის დამსახურებით უჩნდება სიხარულის განცდა ყოველი დღის ახალი გამოწვევების მიმართ. მაგრამ ამავდროულად მას უნარჩუნდება თავისი ცხოვრებისეული ფუნდამენტის სტაბილურობის რწმენა. გემის ნიშანი ზედა ზოდიაქოს სხვა ნიშანთან - ხესთანაა დაკავშირებული. ამიტომ ხეში ჩადებული მყარი პიროვნული საფუძველი ადამიანს საშუალებას აძლევს ახალი დაშენება შექმნას მასზე, გემის ნიშანში. უფრო მეტიც. გემის ნიშანში ადამიანს შეუძლია თავისი ფუძის სრული გარდაქმნა მისი ნგრევის გარეშე. აქ ხდება პიროვნების ხარისხიანი ტრანსფორმაცია, საგვარეულო ხის განახლება. გემის ნიშანში ადამიანს ეძლევა სტიმული თავისი ცხოვრების სრული „გადატვირთვისათვის“. მაგალითად გამოგვადგება ბიბლიური ნოე და მისი კოდობანი, სადაც კიდობანი ახალი ცხოვრების ან საერთოდ ცხოვრების დაწყების შანსია. ყველა ადამიანისათვის ადრე თუ გვიან დგება ისეთი „ბოლო ჟამი“, როცა გემს შეუძლია მისი გადარჩენა დაღუპვისაგან, მისი „ახალ მიწაზე“ გადაყვანა. მაგრამ ამას უმაღლესი ძალების ნება, ღმერთის ნება სჭიდება.
გემის საკვანძო პლანეტაა - ქირონი. ეს პლანეტა ადამინს უფლებას აძლევს იყოს ობიექტური და დიპლომატიური ყველანაირ სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში. ქირონი იძლევა ყველა ცხოვრებისეული პროცესის გვერდიდან დანახვის საშუალებას, პიროვნების პირადი „მინდა-არმინდასაგან“ დამოუკიდებლად.
პლანეტა ქირონი იძლევა სამყაროსეულ კანონებზე ბაზირებული ცოდნის გასაღებს. ამიტომ გემის ნიშანში ადამიანს გარემოდან მხოლოდ ის ინფორმაცია ეძლევა, რომელიც აფართოვებს მის პირად ჰორიზონტს და შეთანხმებულია განვითარების სამყაროსეულ კანონებთან.
ქირონი იძლევა მომავლის ხედვას, მაგრამ ამ მომავლის შემოსვლა რეალურ ცხოვრებაში არა მარტო გემის ნიშანთან დაკავშირებულ ადამიანზეა დამოკიდებული, არამედ მთელ მის გუნდზე, რომელიც მუშაობს ერთი საერთო ამოცანის შესასრულებლად. გემით ერთი ადაიანი ვერ გაცურავს. დიდი გემის სამართავად დიდი გუნდია საჭირო. იმისათვის კი რომ გემი არ გადაიქცეს „მფრინავ ჰოლანდიელად“, მისი კაპიტანი ილუზიას რეალობისგან მკვეთრად უნდა ანსხვავებდეს. ამიტომ, როგორც კაპიტანი თავისი გუნდის წინაშე იღებს პასუხისმგებლობას მოძრაობის მიმართულების სწორი არჩევანის შესახებ, ასევე გუნდი აგებს პასუხს თავის ერთობლივ და პირად ქმედებებზე. გემი ურთიერთმომგებიანი შედეგის მომტანი კოლექტიური შრომის სიმბოლოა.
ზედა ზოდიაქოს მეათე ნიშანი მფარველობს მოგზაურებს და მოგზაურობის მოყვარულებს. მაგრამ, უმაღლესი ძალების მიერ ხორციელდება ზუსტი კონტროლი, რათა ადამიანმა ახალი შთაბეჭდილებების დევნაში არ დაკარგოს თავისი ფესვები და არ დაიზაროს პირადი კარმული ამოცანის შესრულება. ახლად გახსნილი ჰორიზონტები არ გამორიცხავს ძველი საგვარეულო და პირადი ამოცანების შესრულების აუცილებლობას, უბრალოდ ის სხვა, შესაძლოა უფრო რთულ მაგრამ ამავდროულად უფრო საინტერესო დონეზე იქნს გადაყვანილი.

13.05-28.05 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - მონადირე
მონადირე, ზედა ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანია. ის მდებარეობს ტყუპებისა და კუროს საზღვარზე.
მონადირის ნიშნის თანავარსკვლავედია-ორიონი. ამ თანავარსკვლავედის ერთერთი ქვედა ვარსკვლავი განსაზღვრავს ადამიანის როგორც ფუძეს, ასევე მის ყველაზე დაუცველ წერტილს - „აქილევსის ქუსლს“. ეს ვარსკვლავია-რიგელი. ის სიმდიდრის, სტაბილურობისა და სოციალური მდგომარეობის, სანდოობის სიმბოლოა. რიგელი უზრუნველყოფს იმის სტაბილურობას, რაც ადამიანს დაბადებიდანვე ეკუთვნის კანონიერად. ის ადამიანს უმზადებს პლათფორმას, სტარტის მოედანს, თუმცა სასტარტო მონაცემების მოხმარება, მას მათი მაქსიმალურად გამოყენების პირობას უყენებს. ადამიანი თავისუფალი არაა საკუთარი და საგვარეულო მატერიალური ნაშრომისაგან. რაც უფრო მაღალია მისი სოციალური მდგომარეობა და შემოსავლის დონე, მით მეტ მოთხოვნებს უყენებს მას ვარსკვლავი რიგელი და მით უფრო ძნელია ასეთი ადამიანისათვის მონადირის ნიშნის გავლა.
ზედა ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანს უწოდებენ „რაინდს გზაჯვარედინზე“ ან „მძინარე დევგმირს“. და რატომ ასეთი სახელები? ამ ნიშნისათვის სახასითოა უდიდესი ძალის მოზღვავება, ამავდროულად კი რეალურ ცხოვრებაში ამ ძალის კონსტრუქციული გამოყენებისათვის მიმართულების მიცემის არჩევანის სრული უქონლობა. თითქოს ეს ჩიხური სიტუაციაა. მონადირის ნიშანში შესულმა ადამიანმა უკვე მოაგროვა ძალის ისეთი მარაგი, რომ დედამიწის გადატრიალება შეუძლია. მაგრამ ის ვერ ხედავს თუ სად უნდა გამოიყენოს ეს უდიდესი ენერგია. ზღაპრებსა და თქმულებებში ამ თემის მრავალ ინტერპრეტაციას ვხვდებით, დევგმირის არჩევანის ალტერნატივას გზაჯვარედინზე. მაგრამ მათი არსი ერთია: „მარცხნივ წახვალ - ცხენს დაკარგავ, მარჯვნივ წახვალ - სიცოცხლეს. პირდაპირ წახვალ - სიცოცხლეს შეინარჩუნებ, მაგრამ საკუთარი თავი დაგავიწყდება“. ვცადოთ ამ ტექსტის გაშიფრვა ზედა ზოდიაქოს შესახებ ჩვენს ცოდნაზე დაყრდნობით.
ცხენი უმაღლესი ძალებისაგან ბოძებული დახმარების სიმბოლოა თქვენი ოცნების სახით, რომელიც წინ გაგიძღვებათ ცხოვრებისეულ გზაზე, მიუხედავად ყველა სიძნელისა და დაბრკოლებისა. ასეთი ცხოვრებისეული ორიენტირის გარეშე ადამიანი დაუცველი ხდება. მარტო საკუთარი ორი ფეხით შორს ვერ წახვალ. ციური ოცნების გარეშე, ადამიანი მატერიალური სამყაროს უსაზღვრო სივრცეებში მოხეტიალე, დაღლილი და უემოციო მგზავრი ხდება. ანუ კარგია „ცხენის დაკარგვის „ ვარიანტი? ალბათ არა.
და რას ნიშნავს - „ცხოვრებას დაკარგავ“? ანუ დაკარგავ ყველაფერ მატერიალურს, ფიზიკურ სხეულამდეც კი. აქ არ იქნება ფული, სახლი, მატერიალური ფასეულობები. ღირს კი „მარჯვნივ წასვლა“?
რჩება ცოცხალი სული, მაგრამ პირდაპირ წასვლით ჩნდება მისი დაკარგვის საშიშროებაც. ადამიანს რჩება ოცნება, ყველა საკუთარი და საგვარეულო ნამუშევარი, მაგრამ თავად ადამიანი აღარ იქნება. გაქრება მისი სულიერი დასაყრდენი, სიცოცხლეს აღარ მოაქვს სიხარული. და რა უნდა აირჩიოს გზაჯვარედინზე მყოფმა რაინდმა? არაფერი. ასეთი გარემოებები არჩევანს არ ექვემდებარება. მონადირის ნიშანში არსებული უდიდესი ძალა ადამიანს იმისათვის ეძლევა, რომ ის ასეთ არჩვანზე მაღლა დადგეს.
მონადირის ნიშანი პირდაპირ კავშირშია ზედა ზოდიაქოს ნიშან გველმჭერთან. გვერლმჭრში იღება ზედა სამყაროსა და მატერიალურ სამყაროს შორის არსებული კარი. ეს სამყაროები ერთმანეთში იჭრებიან და ერთ მთლიანობად გადაიქცევიან. მთელი მატერიალური ცხოვრების არსი იდეების სამყაროს მათი რეალიზების სამყაროსთან გაერთიანებაში მდგომარეობს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვეულებრივ პირობებში ასეთი შეერთება შესაძლებელია მხოლოდ დროებით, გველმჭერის ნიშნის მოქმედების დროს. ამ პერიოდის ხარისხიანობას კი განაპირობებს კოლექტიურ არაცნობიერში დაგროვილი ძალების სიმძლავერე და ხარისხი. მონადირის ნიშანში ერთ ადამიანს ეძლევა პირადი ძალა, რომელიც აჭარბებს კოლექტიურ ძალას. მას მატროს ხელეწიფება კოლექტიური არაცნობიერის სტიქიური ძალის მოთოკვა და იმის გაკეთება, რაც არ ძალუძს ერთად აღებულ მთელ კაცობრიობას. მონადირის ნიშანში მყოფ ადამიანს შეუძლია ზედა სამყაროს ქვედა გამოხატულ სამყაროსთან შეერთება არა მცირე დროით, არამედ სამუდამოდ. ამასთანავე, ზედა სამყარო მატერიალურ სამყაროში გამოვლინდება მთელი თავისი დიაპაზონით და არა მარტო არსებული კოლექტიური არაცნობიერის სივრცით.
მაგრამ საჭიროა გვახსოვდეს, რომ აქ მთელი კაცობრიობა იქნება დაინტერესებული ერთი ადამიანის ოცნების რეალიზებით, რომელიც მას მონადირის ნიშანში ანხორციელებს. ასეთი ადამიანის წინაშე მდგომი უზარმაზარი პასუხისმგებლობა მას აძლევს უმაღლესი ძალების განუსაზღვრელ თანადგომას, მაგრამ დახმარება რეალურ ცხოვრებაში მას მხოლოდ მას შემდეგ მიეცემა, რაც გადამოწმდება მისი სულის სისუფთავე და რწმენის შეურყევლობა ღვიური იდეალების მიმართ. ანუ, მონადირის ნიშანში თავდაპირველად მოწმდება თუ როგორ გაიარა ადამიანმა ზედა ზოდიაქოს წინა ნიშნები, რამდენად წარმატებულად შეასრულა დავალებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა მას კონკრეტულად მონადირის ამოცანის შესრულების ძალა.
ზედა ზოადიაქოს მეთერთმეტე ნიშნის საკვანძო პლანეტაა - მთვარე. მთვარე მართავს მიწის წყლებს და ამ გავლენაზეა დამოკიდებული ყველაფერი ცოცხალი. მთვარე ჩვენი სულების მმართველია, სიხარული და დარდი, მარტოობის გრძნობა და საკუთარი თავის ერთი მთლიანობის ნაწილად აღქმა, ადამიანის ფსიქიკა, ოპტიმიზმი და დეპრესია - ერთი საგნის ორი მხარე. მთვარე მართავს ჩვენს ემოციებს, თუ როგორ ვრეაგირებთ ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც ჩვენ გვეხება. სწორედ სულიერი განცდებს ხელეწიფებათ თუნდაც ყველაზე ძლიერი ადამიანის დასუსტება. შიში, უბედურება, კომპლექსები კლავენ სულს და პირიქით. საკუთარი თავისა და ძალების რწმენა, ცხოვრებაში მუდმივი სიხარული, ადამიანს დაუმარცხებელს ხდის. ასეთ მონადირეს შეუძლია ყოველი ნადირობა წარმატებული, ოცნება კი რეალური გახადოს. ის შეძლებს თავისი ცხოვრებისეული ამოცანის შესრულებას და კაცობრიობის ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას.
და თუ ზედა სამყაროში გასულ პიროვნებას დაბადების თარიღის მიხედვით არ აქვს გლობალური კარმული ამოცანები? ასეთ პიროვნებას შეუძლია ზედა ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშნის შესაძლებლობები გამოიყენოს საკუთარ თავში და ახლო გარემოცვაში კოლექტიური არაცნობიერის ძალების მოსათოკად. და ამის შემდგომ რეალიზება გაუკეთოს თავის ოცნებას, მთელი თავისი სულიერი ნაშრომი მატერიალური გახადოს.

13.04-28.04 ზედა ზოდიაქოს ნიშანი - ვეშაპი
ვეშაპი, ზედა ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანია. ის მდებარეობს კუროსა და ვერძის ნიშნის საზღვარზე. ვეშაპი დაასრულებს ყველანაირი განვითარების პროცესს. შესაძლოა ეს შემდგომი განვითარების სტიმულის მომცემი „მოკლე დახურვა“ იყოს, ან დარტყმა მთელი განვლილი ცხოვრების საფასურად.
ზედა ზოადიაქოს მეთორმეტე ნიშანს შესაბამება ვეშაპის თანავარსკვლავედი და მისი ვარსკვლავი - ცეტუსი. ვეშაპის თანავარსკვლავედი კლიტეს ადებს და იცავს უფსკრულს, ჯოჯოხეთის კარიბჭეს. ვარსკვლავი ცეტუსი მდებარეობს ვეშაპის მუცელზე და მის ქმედებას უკავშირებენ დედამიწაზე ყველაფერი არსებულის შთანთქმას. ეს სამყაროს შავი ხვრელია.
ვეშაპის ნიშნის არსია პირველყოფილი ქაოსის დონეზე მუშაობა. ქაოსი შთანთქავს ყველაფერ იმას, რაც უკვე დასასრულს მიუახლოვდა. მაგრამ მეორე მხრივ, მხოლოდ ქაოსიდან იბადება ყველაფერი მატერიალური ჩვენს პლანეტაზე. თუ უკვე დასრულებულ პროცესში არის რაღაც ახლის ჩანასახი, მაშინ ასეთი პრიცესი ქაოსში გასვლის შემდგომ, ახალ პროცესს დაუდებს სათავეს. თუ ვეშაპის ნიშანში შევიდა ჩიხური პროცესი (ისეთი, რომლის შედეგში არაა ჩადებული შემდგომი პროგრესის ჩანასახი), მაშინ ის მთლიანად იქნება შთანთქმული, როგორც უტილიზაციის ან სრული გადამუშავების საჭიროების მქონე.
ვეშაპი დამლაგებელ-მენაგვეა, სამყაროს სიბინძურეების გამწმენდი. ინ შთანთქავს ყველანაირ ნარჩენებს, ფილტრავს მათ, გარეთ კი უშვებს უკვე სუფთა წყალს. რადგან სისუფთავე ახალი პროცესის დაბადების სივრცეა, მხოლოდ სისუფთავისგანაა შესაძლებელი რაიმე მშვენიერის დაბადება. ჭუჭყისგან არ ჩნდება არაფერი კარგი. თუ საზოგადოებრივი მოძრაობის წრის დასასრულისათვის დაგროვდა ბევრი ჭუჭყი, დასუფთავების პროცესი შესაძლოა გაწელი და მტკივნეული იყოს. ასევე შესაძლოა შიგნიდან მოგვეჩვენოს რომ რაღაც ახალი დაიწყო, სინამდვილეში კი საზოგადოებაში წმენდის პროცესი მიმდინარეობს. ქაოსი სტიქიური ძალებით მძვინვარებს, გარეთ ყრის რა ახალ, მახინჯ ფორმებს, რომელიც იქვე შთაინთქმება ქაოსის მიერ. ასეთი წმენდის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მეფის რუსეთის 1971 წლის რევოლუცია. რუსეთის განვითარების ათასწლეულების მანძილზე ისეთი დიდი რაოდენობის ჭუჭყი დაგროვდა, რომ საბჭოთა კავშირის 70 წლიანი არსებობის მანძილზე ვერ მოხერხდა მისი სრულად გასუფთავება. საბჭოთა კავშირი ვეშაპის წრის პირმშოა და ამ წრეში მონაწილეობას იღებდა თითქმის მთელი დედამიწის სოციუმი. გაიარა მეორე მსოფლიო ომმა. ვინც ამ დროს მოახერხა მომავლის პროგრესისათვის ხელისშემშლელი ჭუჭყის ძირითადი ფენის გაწმენდა, წავიდა შორს. ვინც ეს ვერ მოახერხა ან არ მოისურვა ამის გაკეთება, დღესაც აგრძელებს ქაოსში ჭყუმპალაობას, იშლება რა ნაწილებად, რომლებიც გამოსადეგია (ან გამოუსადეგარი) ახლის ასაშენებლად.
ძველზე ჩაჭიდება და მისი გაცოცხლება, ზედა ზოდიაქოს წრეზე მოძრაობის გაგრძელების ილუზიაა. ვეშაპის ნიშნის ქაოსში ყველაფერია, მაგრამ ეს ყველაფერი ილუზორულია, არაა ნამდვილი. იმისათვის რომ ქაოსიდან დაიბადოს რეალობა, აუცილებელია ზემოდან შემოქმედებითი იმპულსის მიღება. მაგრამ შემოქმედებითი იმპულსი მოდის მხოლოდ სუფთა, წყნარ, ვნებებით უშფოთველ ზედაპირზე, რომელიც ადამიანის სულში და გონებაში მდებარეობს. სულის შემეცნების შეფასება ხდება ზედა ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშნის- მონადირის გავლისას. საკუთარი სულის კოლექტიური არაცნობიერისაგან განწმენდა კი მხოლოდ ვეშაპშია შესაძლებელი, მაგრამ ჯერ მისი გამორჩევაა საჭირო კოლექტიური არაცნობიერისგან. ასეთი გამორჩევის ძალა ადამიანს ეძლევა მონადირის ნიშანში მისი პირადი განვითარების წრის გავლის შედეგად, საკუთარი კარმული ამოცანის გადაწყვეტის საპასუხოდ. კარმა, ეს ადამიანის გამოცდაა მის ვარგისიანობაზე. მხოლოდ ის, ვინც აჯობა საკუთარ კარმას, იმსახურებს სამყაროს ზედა დონეზე მუშაობის უფლებას. მხოლოდ ის, ვინც დაამტკიცა რომ შეუძლია უმაღლესი ძალების კარნახის გამოყენება და მათ მიერ დასახული ამოცანების ამოხსნა, იმსახურებს თავისი სულიერი ნაშრომის მატერიალური სამყაროს შესაძლებლობებთან გაერთიანების უფლებას.
ვეშაპის საკვანძო პლანეტაა - სატურნი. პლანეტა სატურნი უკავშირდება ჩვენი, გამოხატული სამყაროს დროის მართვას. სატურნი გვიცავს დროებითი ქაოსისაგან გონებაში, აწესრიგებს მას, იძლევა წარსულისა და მომავლის აღქმის უნარს, „ხვალსა“ და „გუშინს“ შორის განსხვავების შეგრძნებას. სატურნი იძლევა ციკლურობის გაგებას. ის თავის თავზე იღებს ადამიანურ საზოგადოებაში არსებული წესებისა და კანონების კრებულს, უთანხმებს რა მათ სამყაროსეულ საერთო პრინციპებს. სატურნი ცხოვრებისეული ქაოსის სტაბილურობის ბასტიონია. ის განსაზღვრავს ფასეულობების სიტემას არსებულ სოციუმში. ვეშაპის პერიოდში მცხოვრები ადამიანისათვის არაა ადვილი ადამიანად დარჩენა. ერთადერთი ხერხი, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას თავი შეიკავოს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ქაოსში მომენტალური და შეუქცევადი გათქვეფისაგან, ესაა საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ადამიანთა ქცევის წესების, კოლექტიურ არაცნობიერში ჩაწერილი კანონების ზუსტი დაცვა, როგორც ეს სოციალურ, გონიერ არსებას შეეფერება. მაგრამ ეს ცოტაა. საზოგადოების არსებობის კოლექტიური წესების მიყოლა იძლევა მხოლოდ იმ მოვლენების გადაწევას დროის გარკვეული ვადით, რაც ადრე თუ გვიან მაინ დადგება. ადამიანისათვის აუცილებელია ქაოსზე მაღლა დგომა, რათა არ ჩაიძიროს ვეშაპის ნიშანში, ამ ამოცანის ამოსასხნელად კი ის აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს პიროვნებას.
ზედა ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანი - ვეშაპი, ეს თქვენს მიერ ადრე განვლილი გზის შედეგების შეფასებაა. ქაოსი ვეშაპის ნიშანში შთანთქავს ცხოვრებაში არსებულ ყველაფერ არასრულყოფილს, გაანულებს ადამინის ყველა მცდელობებსა და შეცდომებს, განწმენდს ცხოვრებისეულ სივრცეს იმისათვის, რომ ზემოდან მოსულმა შემოქმედებითმა იმპულსებმა შეძლონ თქვენი საკუთარი საათის ამუშავება. და აი ამ დროს დაიწყება ცხოვრება. ის შესაძლებლობები, რომლებიც ადამიანისთვის მხოლოდ ნაწილ-ნაწილ იყო დაშვებული მისი სულიერი განმანათლებლობის, როგორც გონების განათების გარკვეული დროის მონაკვეთებში, რომელიც არანაირად არაა დაკავშირებული მის მატერიალურ სამყაროში განსხეულებასთან, ამ მომენტიდან მისთვის სამუდამოდ იქნება ხელმისაწვდომი და ყოველთვის სრულად. ადამიანმა, რომელმაც გაიარა ვეშაპის ნიშანი, შეუძლია დაიწყოს ყველა თავისი იდეის რეალიზება მისთვის ხელსაყრელ დროს. სამყარო უსაზღვრო და მუდმივია, მაგრამ ამისი შემეცნება და შეგრძნება მარტო მათ შეუძლიათ, ვინც წარმატებით ჩააბარა თავისი კარმული გამოცდა, ამასთანავე არ დაკარგა სულის ძალა და შეინარჩუნა სულიერი მთლიანობა.

GeoAstro
скачать dle 11.3
ნახვები: 6 577
 

ASTRO TV LIVE